სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 100 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
მაგია მაგია - კეთილი ან ბოროტი ძალების მომადლიერება სანაცვლოს მოზღვევის მიზნით. მაგიის ორი სახე არსებობს: თეთრი და შავი. პირველი კეთილია (შელოცვები კეთილწარმატებისათვის), მეორე - ბოროტი (შელოცვები გზათა გამრუდებისათვის). //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მაგისტრატი მოსამართლე მაგისტრატი მოსამართლე - რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე და მაგისტრატი მოსამართლე სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ერთპიროვნულად. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
მაზდეიზმი მაზდეიზმი - ერთ-ერთი უძველესი დუალისტური რელიგიაა. სახელწოდება დაკავშირებულია უზენაეს და კეთილ ღვთაებასთან - აჰურამაზდასთან. იგი გავრცელებული იყო სპარსელთა წინაპრებს - არიელებს შორის. მის დოგმატებსა და ღვთისმსახურების წესებს საბოლოო სახე ზარათუშტრამ (ბერძნული წარმოთქმით - ,,ზოროასტერ ‘’) მისცა, რისთვისაც უკანასკნელს მოიხსენიებენ რეფორმატორად და წინასწარმეტყველად. მან დაწერა გათების ანუ საგალობლების კრებული, რომელიც შესულია აღნიშნული რელიგიის ფუძემდებელ წიგნში - ავესტაში (გათების კრებული ქართულად თარგმნა პროფ. გიორგი ახვლედიანმა. დაიბეჭდა 1979 წელს). ,,ავესტა’’ დაწერილია ძველი ირანული ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მისი პირვანდელი სრული ტექსტი არ გადარჩენილა: როგორც ვარაუდობენ, ნაწილი განადგურდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ირანის დაპყრობის დროს, ნაწილი მოისპო ირანში ისლამის შემოჭრის შედეგად. გარკვეულია, რომ ეს წიგნი იქმნებოდა და ივსებოდა ათასზე მეტი წლის განმავლობაში (ძვ.წ. IX - ახ.წ. III ). მასში წარმოდგენილია ლოცვები (იასნები) და საგალობლები (გათები); ჩამოყალიბებულია ზოროასტრიზმის არსი. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მაკიაველი ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი ნიკოლო დი ბერნარდო - (1469-1527) იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი. მაკიაველის თანახმად, საზოგადოება ვითარდება ბუნებრივი მიზეზებით და არა ღმერთის ნებით. პოლიტიკურ ბრძოლაში მაკიაველს დასაშვებად მიაჩნდა მორალის კანონების უგულებელყოფა, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალებების გამოყენება; ძალაუფლებისათვის ბრძოლაში იგი ამართლებდა მმართველთა სიმკაცრესა და მუხანათობას. მისი ძირითადი შრომებია: „მთავარი“, „ფლორენციის ისტორია“, „მსჯელობა ტიტუს ლივიუსზე“. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
მალაკნები მალაკნები -სიტყვა ,,მალაკანს’’ სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ერთნი ამბობენ: ,,მალაკანი’’ იმიტომ ეწოდათ, რომ მარხვის დროს, საეკლესიო ტრადიციას რომ დაპირისპირებოდნენ, რძეს სვამდნენ (ე.ი. ,,მალაკანი’’ ანუ ,,მოლოკანი’’ მომდინარეობს სიტყვიდან ,,მოლოკო’’). სხვანი კი მდინარე მოლოჩნაიასთან აკავშირებენ, რომლის ნაპირებზეც პირველი მალაკნების დიდი ნაწილი სახლობდა. შესაძლებელია, მათ ეს სახელი დაცინვით შეერქვათ, რადგან ისინი მაგარი სასმელების სასტიკი წინააღმდეგნი არიან. იმასაც ამბობენ, მალაკნები თავიანთ მოძღვრებას ,,სუფთა სულიერ რძეს’’ ადარებდნენო. საქართველოში მცხოვრები მალაკნების მსჯელობის თანახმად, მათ ეს სახელი რიცხობრივი სიმცირის გამო შეარქვეს. დუხობორებისაგან განსხვავებით, აღიარებენ ბიბლიის ავტორიტეტს, მაგრამ ყველაფერს, ბიბლიის ტექსტსაც და საეკლესიო საიდუმლოებებსაც, სიმბოლურად გებულობენ. მაგალითად, ერთარსება-სამება, მათი აზრით, შემდეგნაირად უნდა გავიაზროთ: მამაღმერთი არის მეხსიერება, ძეღმერთი - გონება და სულიწმიდა - ნება. ასევე თავისებურად ესმით მათ ქრისტეს განკაცების ფაქტი: ქრისტე მოევლინა ქვეყანას, რათა ეხსნა იგი მოძღვრებით და არა თავისი თავის ნებაყოფლობითი შეწირვით. აღდგომის საიდუმლოს ისინი იაზრებენ არა რეალურ ფაქტად, არამედ ქრისტეს მცნებათა აღდგინებად მის მიმდევართა შორის. მათ, დუხობორების მსგავსად, წყლით ნათლისღება მიაჩნიათ ზედმეტად. აღიარებენ მხოლოდ ამ საიდუმლოს სულიერ მხარეს. ისინი ნათლობას უწოდებენ მოძღვრების აღქმას, ზიარებას - უფლის სიტყვის შთანერგვას. მორწმუნეთა საბოლოო მიზნად კი სულიერ აღორძინებას რაცხენ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მამკვიდრებელი მამკვიდრებელი - რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება სხვა პირებზე გადადის. მამკვიდრებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, თუ საქმე გვაქვს ანდერძით მემკვიდრეობასთან (მოანდერძე აუცილებლად ქმედუნარიანი პირი უნდა იყოს, ხოლო კანონით მემკვიდრეობისას აუცილებელი არ არის მისი სრულწლოვანება და ქმედუნარიანობა). //მენაბდიშვილი სოლომონ. კანონით მემკვიდრეობა // ალმანახი ¹ 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
მანდატი მანდატი - (ლათ. mandatum დავალება) - ვისიმე რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მანდეიზმი მანდეიზმი - ანუ საბიზმი. სიტყვა ,,მანდა’’ მანდეურ ენაზე, არამეულის ერთ-ერთ დიალექტზე, ,,ცოდნას“ ნიშნავს, მანდეველები - მცოდნეებს. ასევე: ,,საბი“ ითარგმნება ნათლისღებად, საბიელები - ნათელღებულებად. მანდეიზმი აღმოცენდა მცირე აზიაში ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე და დღესაც არსებობს. მიმდევრები თავიანთ თავს ,,იოანე ნათლისმცემლის ქრისტიანებს“ უწოდებენ და ამჟამად სახლობენ ევფრატის ქვემო წელსა და ერაყის მიდამოებში. XIX ს- ის ბოლოს მათი რიცხვი 20000 არ აღემატებოდა. ჰყავთ სასულიერო პირები და გააჩნიათ საღვთისმსახურო და დოგმატური შინაარსის წიგნები, წარმოშობით ძველი (I-III სს.), მაგრამ მუჰამედის შემდეგ გადამუშავებული. უმთავრესია: ,,გინზა-რაბბა“ (დიდი საცავი), ,,იოანეს წიგნი’’ და ,,კოლასთა“, სადაც თავმოყრილია მითები, ჰიმნები და დარიგებები. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მანიფესტაცია მანიფესტაცია - (ლათ. manifestatio გამოცხადება) - მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტებისა და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მარგინალიზმი მარგინალიზმი - საზოგადოებისგან გარიყვა. // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹8 [ჰორიზონტი], თბ. 2004
მარგინალური ეკლესიები მარგინალური ეკლესიები - მარგინალია ლათინური სიტყვაა (მარგინის - კიდე) და ზღვარგადასულობას, განაპირებას ნიშნავს. ,,მარგინალური მდგომარეობა”, ,,მარგინალური საქციელი’’ იურისპრუდენციაში პიროვნების კონტროლგარე მდგომარეობას, კონტროლგარე საქციელს, ე. ი. ცნობიერების დაკარგვას და მის მიღმა მყოფობას გულისხმობს. რელიგიათმცოდნეობასა და სოციოლოგიაში მარგინალურ ქრისტიანობას ზღვარგადასულ პროტესტანტობას ეძახიან. მასში ის რელიგიური ორგანიზაციები მოიაზრება, რომელთა არსებითი ნიშანი მოცემული ქვეყნის კულტურულ წარსულთან, აწმყოსთან და, ზოგადად, კულტურულ ღირებულობებთან კონფლიქტია. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მართვის ავტორიტარული სტილი მართვის ავტორიტარული სტილი - გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს ხელმძღვანელი. მას თანამშრომლებთან ურთიერთობაში სრული ძალაუფლება აქვს, მკაცად შემოფარგლავს მონაწილეთა როლებს, ახორციელებს დეტალურ კონტროლს და ხელში უჭირავს მართვის ყველა სადავე. ავტორიტარული სტილის მმართველობა ხშირია ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც დიდი მოცულობის საქმეს ახორციელებენ, თუმცა ამ დროს თანამშრომელთა მოტივაცია დაბალია, ორიგინალური წამოწყებები გამორიცხული. აქ ჯგუფური აზროვნების აგრესიულობა ჭარბობს. ჯგუფის წევრები შესაბამისად დათრგუნულები და მორჩილნი არიან. //ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
მართვის დემოკრატიული სტილი მართვის დემოკრატიული სტილი - გადაწყვეტილებას იღებს მმართველი თანამშროლლებთან ერთად, რომლებსაც ლიდერი მოქმედების თავისუფლებას აძლევს, ხელს უწყობს მათ ინიციატივებს, ხოლო საკუთარ გადაწყვეტილებებს მათთან ათანხმებს. მართვის დემოკრატიული სტილი ორგანიზაციაში კეილგანწყობილ ატმოსფეროს ქმნის და ხელს უწყობს ჯგუფის წევრების აქტირობას, საქმისადმი შემოქმედებით დამოკიდებულებას. //ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
მართვის ლიბერალური სტილი მართვის ლიბერალური სტილი - თანამშრომლები გადაწყვეტილებებს თავს ახვევენ მმართველს. იგი პრაქტიკული, აქტიური მართვის მიღმა დარჩენილი და რიგითი თანამშრომელივით იქცევა, ხოლო თანამშრომლებს სრული თავისუფლება ეძლევათ. თანამშრომლების აქტიურობას თავის მხრივ სპონტანური ხასიათი აქვს. ლიბერალური სტილით მართულ ორგანიზაციებში სამუშაოს მოცულობა და პროდუქტიულობა დაბალია, აქ ზედაპირულობა და არასერიოზული დამოკიდებულება დომინიებს, თუმცა შემოქმედებითი იდეებისათვის არც შეზღუდვა არსებობს. //ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
მართლმადიდებლობა მართლმადიდებლობა - ბერძნული ,,ორთოდოქსიის“ ქართული თარგმანია. აღმსარებლობის მნიშვნელობით იგი პირველად II - III სს-ის უდიდესი საეკლესიო მოღვაწის კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში დასტურდება და ეკლესიის საერთო რწმენის გამომხატველ ტერმინად გზადაგზა მკვიდრდება. ,,მართლმადიდებლობა“ უპირისპირდება ..ჰეტეროდოქსიას“ ანუ ,,სხვადმადიდებლობას“. უკანასკნელი ისეთ რელიგიურ პოზიციას გულისხმობს, რომელიც ეკლესიის საერთო რწმენა და პოზიცია არაა. უფრო ფართო და ზუსტი განმარტებით, ორთოდოქსია არის იმ რწმენისეული დოგმატებისა და განჩინებების ერთობლიობა, რომლებშიც იესო ქრისტესა და მოციქულების მოძღვრებაა ასახული. თავად დოგმატები წერილობითად ეკლესიის მამების მიერაა ჩამოყალიბებული და კრებებისაგან დამოწმებული. ამის გამო ისინი მორწმუნეთა შეგნებით სრულ ჭეშმარიტებას შეიცავენ და, ამდენად, ცვალებადობის კანონს არ ექვემდებარებიან. მართლმადიდებელი ეკლესია ის ეკლესიაა, რომელიც მოციქულებმა და თანამოციქულებმა დაასაძირკვლეს და მომდევნო ეპოქის დიდმა მერჯულეებმა განამტკიცეს. ეს ეკლესია დღემდე შეუცვლელად ინახავს როგორც მოციქულთა და თანამოციქულთა, ისე წმ. მამების სარწმუნოებას და შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების სულისკვეთებას. კიდევ მეტად რომ დავაკონკრეტოთ, მართლმადიდებლობა არის იესო ქრისტესა და მოციქულების მოძღვრება, ჩამოყალიბებული ძველი რწმენის სიმბოლოებში და გადმოცემული ეკლესიის მამების და მასწავლებლების მიერ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მართლმსაჯულება მართლმსაჯულება - სამართლიანობა, კანონიერება, სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა, რაც ნიშნავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვა-გადაწყვეტას, ესე იგი, კანონით დაცული სიკეთის ხელყოფის ფაქტის სასამართლო წესით დადგენას და სამართალდამრღვევთა მიმართ სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას. საქართველოში მართლმსაჯულებას მხოლოდ საერთო სასამართლოები ახორციელებენ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მართლმსაჯულების ომბუდსმენი მართლმსაჯულების ომბუდსმენი - განახორციელებს მონიტორინგს და ზედამხედველობას შინაგან საქმეთა სამინისტროზე, პოლიციაზე, პროკურატურაზე, სასამართლოებზე, უშიშროებაზე. //სულუხია თამარ. ერთი ომბუდსმენი ბევრ ...-ს გვპირდება //თავისუფლება N 9 (33). სექტემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2004
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა - მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, დაიცვან (ამტკიცონ და დაიცვან) თავიანთი უფლებები დამოუკიდებელ სასამართლოებში (ან ტრიბუნალებში). ეს მოთხოვნა (N [1]-თან ერთად) ნიშნავს, რომ უნდა არსებობდნენ ხელმისაწვდომი, კომპეტენტური და დამოუკიდებელი ადვოკატები, ან ბოლოს და ბოლოს პარალეგალები, რომლებიც დაეხმარებიან და წარმოადგენენ მოქალაქეებს მათი უფლებების გაცნობისა და დაცვის პროცესში. // მაკლასკი ჯ. კანონის უზენაესობა // თავისუფლება ¹9 (33). სექტემბერი, - თავის. ინ-ტი. თბ., -2004
მარიუსი გაუს მარიუსი გაუს - (157-86 წ.ძვ.წ.) სახელმწიფო მიღვაწე, მხედართმთავარი; წარმოშობით - უბრალო ოჯახის შვილი; არისტოკრატიის მოწინააღმდეგე. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
მარკერი მარკერი - ინგლისური სიტყვაა (marker) ნიშნავს დაფაზე ან ქაღალდზე საწერ სპეციალურ კალამს, შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფერის. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
მარკეტინგი მარკეტინგი - ტერმინი „მარკეტინგი“ წარმოებულია ინგლისური სიტყვიდან „მარკეტ“ – „ბაზარი“. აღნიშნული ტერმინი გაჩნდა XIX-XX სს. მიჯნაზე და ნიშნავდა ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის მოთხოვნილებისა და გასაღების შესწავლას. მარკეტინგი, როგორც წარმოებისა და რეალიზაციის მართვის სისტემა, ერთი მხრივ, გულისხმობს ბაზრის საგულდაგულო და ყოველმხრივ შესწავლას, მომხმარებელთა მოთხივნილებებისა და გემოვნების ცოდნას, წარმოების ორგანიზაციას ამ მოთხოვნილებათა უფრო სრულ დაკმაყოფილებაზე. მეორე მხრივ, მარკეტინგი - ესაა აქტიური ზემოქმედება ბაზარზე და არსებულ მოთხოვნილებებზე, ამ მოთხოვნილებათა ფორმირების პროცესზე. მარეკეტინგი, როგორც მმართველობითი სქამიანობისადმი სისტემატური მიდგომა - მკაფიოდ დასახული მიზნით, მის მისაღწევად მიმართული დაწვრილებითი ღონისძიებების ერთობლიობით - მრავალ არაეკონომიკურ პროცესზე გავრცელდა, მაგალითად, სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციების საქმიანობაზე, საარჩევნო კამპანიების ორგანიზება-ჩატარებაზე და ა. შ. //მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997 მარკეტინგი - ორგანიზაცის მიერ სწორად დაგეგმილი და წარმართული ურთიერთობები სხვადსხვა ბაზარსა და საზოგადოებასთან, რადგანაც ყველა ორგანიზაცის უწევს მოქმედება ერთ ან რამდენიმე და საზოგადოების არეალში. მაგ., უნივერსიტატისათვის ბაზარი არის: სტუდენტური ბაზარი, ფაკულტეტის, დონორისა და საზოგადოებრივი აზრის ბაზარი; პოლიტიკური პარტიისათვის - ამომრჩეველთა, დამფინანსებელთა და ინტერესთა ჯგუფების ბაზარი. შესაბამისად, ყოველი ბაზარი შედგბა მცირე ჯგუფებისაგან, ანუ მარკეტინგული სეგმენტებისაგან, რომელთაც თავის მხრივ სპეციფიკური საჭიროებები, მოთხოვნები და პრიორიტეტები გააჩნია. ყოველ ორგანიზაციას ყოველ მარკეტულ სეგმენტთან მიმართებაში თავისი კონკრეტული მიზნები ამოძრავებს. მარკეტინგი თავის მხრივ გულისხმობს ანალიზს, დაგეგმვას, საქმიანობასა და კონტროლს, რომელსაც ორგანიზაცია ბაზრებთან დამოკიდებულებაში ახორციელებს. მარკეტინგული ურთიერთობების მთელი სტრუქტურა და დინამიკა უკვე გარკვეულ კონცეპტუალურ სისტემად ჩამოყალიბდა, ხოლო მისმა გადატანამ და გავრცელებამ ბიზნეს სექტორიდან არამომგებიან სექტორზე უკვე ახალი, შემოქმედებითი გააზრების შესაძლებლობა შექმნა. //ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
მარკიზი დ' არჟანსონი რენე ლუი მარკიზი დ' არჟანსონი რენე ლუი - (1694 - 1757) საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1744-47 წლებში. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
მარქსი კარლ მარქსი კარლ - (5.05.1818, ტრირი, - 14.03.1883, ლონდონი)-მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებელი, საერთაშორისო პროლეტარიატის დიდი მასწავლებელი და ბელადი.სწავლობდა ტრირის გიმნაზიაში, დაამთავრა 1835წ. 1835 წელს შევიდა ბონის უნივერსიტეტში. 1836 წელს გადავიდა ბერლინის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1841წ. აპრილში იენის უნივერსიტეტმა მას ნაშრომისათვის ,,განსხვავება დემოკრიტესა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“ მიანიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1842წ. მარქსი ხდება ოპოზიციური ,,რაინის გაზეთის“ ჯერ თანამშრომელი და შემდეგ კი მთავარი რედაქტორი. მან გაზეთს რევოლუციურ - დემოკრატიული მიმართულება მისცა. 1843წ. იგი დაქორწინდა ყრმობის მეგობარ ჟენი ფონ ვესტფალენზე. კ. მარქსმა კრიტიკულად განიხილა ჰეგელის სამართლის ფილოსოფია და დაასკვნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს ,,სხვადყოფნა“ კი არ არის, პირიქით, სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების ნაწარმოებია. 1844წ. პარიზში მარქსი თავისი რედაქციით გამოსცემს ჟურნალ ,,გერმანულ - ფრანგული წელიწდეულის“ ერთადერთ ნომერს. 1844წ. პარიზში შედგა კ.მარქსისა და ფ.ენგელსის შეხვედრა. მათი ერთობლივი ნაწარმოების ,,წმინდა ოჯახი, ანუ კრიტიკული კრიტიკის კრიტიკა ბრუნო ბაუერისა და კომპანიის წინააღმდეგ“ დაიწერა 1844წ, გამოქვეყნდა 1845წ. ფრანქპურტში. მომწიფებული მარქსიზმის პირველ ნაწარმოებს წარმოადგენს მარქსის ,,ფილოსოფიური სიღატაკე“ დაიწერა 1846 – 47წწ. გამოქვეყნდა 1847 წელს პარიზში, ფრანგულ ენაზე. კ.მარქსი 1845წ. ბრიუსელში რევოლუციის ორომტრიალში მხურვალედ ჩაება, ამის გამო ჯერ დააპატიმრეს მეუღლესთან ერთად, ხოლო შემდეგ ბელგიიდან გააძევეს. 1867წ. მარქსმა გამოსცა მთავარი ნაწარმოები - ,,კაპიტალი“. 1873წ. გამოსცა ნაშრომი ,,სოციალისტური დემიკრატიის ალიანსი და მუშათა საერთაშორისო ამხანაგობა“. კ.მარქსმა შექნა მეცნიერება ყველა ქვეყანაში ჩაგრული და ექსპლუატირებული მასების რევოლუციური განხორციელების, სოციალიზმის გამარჯვებისა და კომუნისტური მშენებლობის კანონზომიერების შესახებ. კ.მარქსი გარდაიცვალა 1883წ. 14 მარტს. დაკრძალეს ჰაიგეტის სასაფლაოზე. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,ტ.6, გვ.463-466)
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - იგულისხმება: გაზეთები, ჟურნალები, ტელერადიოპროგრამები, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკა, ბიულეტენები, 600-ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნები და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი გამოცემები, თუ ისინი განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იგულისხმება: გაზეთები, ჟურნალები, ტელე-რადიო პროგრამები, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკა, ბიულეტენები, 500-ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნები და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი გამოცემები, თუ ისინი განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოდგენილია, აგრეთვე, გამომცემლობებით, პერიოდული პრესის, ტელე და რადიომაუწყებლობის რედაქციებით, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ მასობრივ ინფორმაციას (საქართველოს კანონი ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“). //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მასორეტული მასორეტული - თანამედროვე ებრაული ტრადიცია, რომლის მიხედვით, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად. პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (ითვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (ითვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულთა წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად და, ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მატრიცა მატრიცა - 1) მონაცემთა (სიმბოლოების ან ნომრების) ნებისმიერი სახის თანმიმდევრობა, ყალიბი, რომელიც მოცემულია ტაბულაში რიგებისა და სვეტების სახით. 2) ჩარჩო ან სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს ფორმას, მნიშვნელობას ან შინაარსს. გამოიყენება მეტაფორულადაც, გადატანითი მნიშვნელობით, განსაკუთრებით, შემეცნებით ან აღქმით შინაარსთან მიმართებაში, რაც ხელს უწყობს სიტუაციის განსაზღვრას ან ჩამოყალიბებას. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
მაჰმადიანობა მაჰმადიანობა - (მუსლიმანობა) VII ს-ის 20-იან წლებში არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა - ესაა სინკრეტული რელიგია, სხვადასხვა კონფესიის შერწყმის შედეგად აღმოცენებული მოძღვრება და კულტი. პირველ რიგში აქ იგულისხმება იუდაიზმისა და ქრისტიანობის გავლენა, რადგან ბიბლიის კვალი შესამჩნევია მაჰმადიანთა აზროვნებისა და ყოფაცხოვრების ყოველ ნაბიჯზე. მაჰმადიანობა გააფორმა და გაავრცელა მუჰამედმა ანუ მაჰმადმა (აქედან, -, მახმადიანობა). //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მგზავრობის დახმარების პროგრამა (HTAP) მგზავრობის დახმარების პროგრამა (HTAP) – 1995 წლიდან 1998 წლამდე მსო-ს მიერ განხორციელებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც საქართველოში დალექილ მიგრანტებს სამშობლოში ნებაყოფლობით აბრუნებდა. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000
მდგრადი განვითარება მდგრადი განვითარება - ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზით და სისწრაფით გამოყენება, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მას მომავალი თაობები საჭიროებების გათვალისწინებით შეინარჩუნებს. // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹ 3[ჰორიზონტი], თბ. 2003
მდგრადობა მდგრადობა - (Sustainability) ამ ტერმინის ინგლისური მნიშვნელობა მომდინარეობს სიტყვიდან ,,შენარჩუნება, განგრძობა“. მდგრადობა არის ბიზნესის წარმატების დიდი ხნით შენარჩუნების უნარი. უფრო ფართო განმარტებით მდგრადობა გულისხმობს, რომ განახლებადი რესურსების გამოყენების ტემპი არ უნდა აჭარბებდეს მისი განახლების (რეგენერაციის) ტემპებს; არაგანახლებადი რესურსების გამოყენების ტემპი არ უნდა აჭარბებდეს მდგრადი განახლებადი ჩამნაცვლებლების განვითარების ტემპებს; დაბინძურებული გამონაბოლქვის ტემპი არ უნდა აჭარბებდეს გარემოს მიერ მისი ასიმილაციის უნარს. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
მე-7 დღის ადვენტისტები მე-7 დღის ადვენტისტები - ადვენტუს ლათინურია და ნიშნავს მოსვლას. ლაპარაკია მაცხოვრის მეორედ მოსვლასა და ცათა სასუფევლის განახლებაზე. ამდენად, ამ მიმდინარეობის ქვაკუთხედი არის ესქატოლოგიური მოლოდინი. მორწმუნეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათსავე სიცოცხლეში დადგება სანატრელი დღე ანუ უკეთურთა წარწყმედისა და მართალთა ცხონების ჟამი. ამ წუთს ისინი მუდამ სასოებით ელიან და გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ სახსრად მე-7 დღის, შაბათის, შენახვას მიიჩნევენ. ასე რომ, ადვენტისტთა მოძღვრებისა და ცხოვრების ბირთვს მეორედ მოსვლის მოლოდინი და საუფლო დღედ კვირის ნაცვლად შაბათის დაწესება წარმოადგენს. ადვენტისტთა თემი, რომლისგანაც შემდეგ ,,მე-7 დღის ადვენტისტები’’ წარმოდგნენ, აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში დაფუძნდა ყოფილი ბაპტისტის, ფერმერ ულიამ მილერის თაოსნობით. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მედია საბჭო მედია საბჭო - 2006 წელს მედია საშუალებათა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივით დაფუძნდა მედია საბჭო. ასეთი საბჭო მედიის თვითრეგულირების ორგანოა და განიხილავს ყველა იმ დავას, რომელიც მედიის პროფესიული სტანდარტის დარღვევას უკავშირდება. //პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა [რეკომენდაციები], თავისუფლების ინს-ტი,-თბ.
მედია-ომბუდსმენი მედია-ომბუდსმენი – ან პრესის ეთიკის საბჭო ბევრ ქვეყანაში იქცა ეფექტურ მექანიზმად, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სადარაჯოზე დგას. ეს ინსტიტუტი, ჯერ ერთი, შესაძლებელს ხდის მკითხველის ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და იცავს ადამიანის უფლებებს; მეორეც, იგი ჟურნალისტებს იცავს ზედმეტი სასამართლო პროცესებიდან, რადგან მისი მეშვეობით გვარდება ბევრი ისეთი დავა, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს განხილვის საგანი; მესამე – მედიაომბუდსმენი უზრუნველყოფს პრესის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას, რაც აუცილებელია როგორც სიტყვის რეალური თავისუფლებისთვის, ისე მედიის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. იმისათვის, რომ არ მოხდეს ჟურნალისტური ეთიკის სფეროში გარედან (მაგ. ხელისუფლების მხრიდან) უხეში ჩარევა, საჭიროა, თავად ჟურნალისტებს შორის მოხდეს შეთანხმება და მათ თავად აირჩიონ საკუთარი „მომრიგებელი მოსამართლე“: ამ წოდების ღირსი ჟურნალისტი: აღიარებს თავისი კოლეგების იურისდიქციას, როგორც ერთადერთ სუვერენს პროფესიული ღირსების საკითხებში. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მედიაანონსი მედიაანონსი - შეიცავს შეტყობინებას მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ. ის, პირველ რიგში, საინფორმაციო სააგენტოებს უნდა გადაუგზავნოთ, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა საინფორმაციო საშუალებებში გაავრცელებენ თქვენს შეტყობინებას. რამდენადაც მედიაანონსი არჩევანის საშუალებას აძლევს ჟურნალისტს - გადაწყვიტოს დაესწრება თუ არა თქვენს ღონისძიებას, ანუ დააინტერესებს თუ არა ეს მის მკითხველს, ეს შეტყობინება ისე უნდა დაწეროთ, რომ ჟურნალისტების დაინტერესება და მოზიდვა შესძლოთ. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
მედიარელიზი მედიარელიზი - მისი დანიშნულება ინფორმირებულობაა და აქედან გამომდინარე, ის ზუსტად და დეტალურად უნდა აღწერდეს მოვლენას. მედიარელიზი ორ ძირითად მოთხოვნას უნდა პასუხობდეს: 1. ინფორმირებულობა. 2. საინტერესოდ უნდა იყოს გადმოცემული ინფორმაცია. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003] მედიარელიზი - პოლიციის სამსახურის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იბეჭდება ორგანიზაციის ბლანკზე და შედგენილია თანამიმდევრული კორპორაციული სტილის დაცვით. პიროვნებას, რომელსაც სურს მედია - რელიზის გამოცემა პოლიციის მუშაობის პოზიტიურად გაშუქების მიზნით, რჩევისათვის უნდა მიმართოს პრესმოხელეს. მედიაანონსი და მედიარელიზი იგივეა, რაც პრესანონსი და პრესრელიზი. თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელ ტერმინს დაამკვიდრებთ პრაქტიკაში. //პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა [რეკომენდაციები], თავისუფლების ინს-ტი,-თბ.
მედინა მედინა - ,,წინასწარმეტყველის ქალაქი’’ - მადინა რასულ ალაჰ, პირველ ხანებში წარმართები მუჰამედის ქადაგებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ შემდეგ სერიოზული ზომები მიიღეს. ახალი რჯულის მოძღვარმა დროზე შეიტყო მოსალოდნელი საფრთხე, დატოვა მექა და მოწაფეებთან ერთად იასრიბში გადაიხვეწა, რომელსაც შემოკლებით მედინა ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, მედინაში გადასახლება ანუ ჰიჯრა მოხდა 622 წელს. ამ ფაქტს მუსლიმანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან მიიჩნევენ ისლამის პირველ ტრიუმფად. ეს წელი მათი ერის (წელთაღრიცხვის) დასაწყისად იქნა აღიარებული. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მედიჩები მედიჩები - საგვარეულო, რომლიც XV-XVI საუკუნეებში მეფობდა ფლორენციაში. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
მემკვიდრე მემკვიდრე - რომელზედაც გადადის სამკვიდრო. იგი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი და ხაზინა. მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის ცოცხლები იყვნენ. ფიზიკური პირი, დაბადებიდან გარდაცვალებამდე, შეიძლება იყოს როგორც კანონით, ასევე მისი ქმედუნარიანობის მიუხედავად ანდერძით მემკვიდრე ამ საერთო წესიდან, კანონი მამკვიდრებლის შვილებზე უშვებს გამონაკლისს, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან. //მენაბდიშვილი სოლომონ. კანონით მემკვიდრეობა // ალმანახი ¹ 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
მემკვიდრეობა მემკვიდრეობა - გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მენეჯმენტი მენეჯმენტი - მენეჯმენტის, (მართვის) მრავალმაირი განსაზღვება არსებობს. საზოგადოდ ის გულისხმობს იმ ელემენტებსა და ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს გარკვეული სტრუქტურის არსებობას თუ შენარჩუნებას როგორც ოგანიზაციულ სისტემაში, ისე მიზნებისა და პროგრამების რეალიზებაში. სოციალური მართვის უმთავრეს კომპონენტს ადამიანები წარმოადგენენ - ინდივიდები, რომლებიც მართვის რთულ ურთიერთდამოკიდებულებაში მართვის სუბიექტებად და ობიექტებად გვევლინებიან. „ორგანიზაცია“ და „მართვის სუბიექტი და ობიექტი“ სოციალური მენეჯმენტის კატეგორიებს წარმოადგენენ. ორგანიზაცია არის იმ ადამიანთა გაერთიანების ფორმა, რომელთა საქმიანობა გააზრებულადაა კოოდიინირებული მართვის სუბიექტის მიერ საერთო მიზნის მისაღწევად და ერთობლივი მოქმედების მოსაწესრიგებლად. ინდივიდები, შესაბამისად, არიან მართვის სუბიექტბი ან ობიექტები: სუბიექტი - მართვის სუბიექტური წყარი, ობიექტი - ვისზეც ხორციელდება მართვის ზემოქმედება. მათი სწორი ურთიერთმიმართება გვაძლევს მართვის საუკეთესო შედეგს. მკვლევარები მართვის ამ კლასიკურ სტილს გამოყოფენ: ავტორიტარულს, დემოკრატიულსა და ლიბერალურს (ფორმალურს, ნეიტრალურს). //ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
მენტალური ძალადობა მენტალური ძალადობა - ხშირ შემთხვევაში (საქართველოს პირობებში) მიმართავენ მშობლები შვილების მიმართ. ბავშვის პიროვნულობა ითრგუნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი თავისი მშობლების შვილია და უნდა გაითავისოს მშობლების აზრი. მშობლები არ აღიარებენ ადამიანის უფლებებს შვილების მიმართ. //გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
მეორე ინსტანცია მეორე ინსტანცია (აპელაცია) - თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სააპელაციო პალატები. აქ საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება ან განაჩენი. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002 //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1 მეორე ინსტანცია - იგივე სააპელაციო ინსტანციაში შესაძლებელია გაასაჩივროთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1
მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხი მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხი - უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია, რომელიც ენიჭება პიროვნებას მეორე საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ. ეს საფეხური შეიძლება მოიცავდეს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოსაც. ჩვეულებრივ, სტუდენტი მეორე საფეხურზე დაიშვება პირველი საფეხურის აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
მერი მერი - (ფრ. maire, ინგლ. mayor, ლათ. მაგორ დიდი, უფროსი) - ქალაქის მეთაური, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მესამე ინსტანცია მესამე ინსტანცია (კასაცია) - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატები და დიდი პალატა. ის საბოლოო ინსტანციის სასამართლოა და გადასინჯავს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას ან განაჩენს. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002 მესამე ინსტანცია (კასაცია) - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა. //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1 მესამე ინსტანცია - იგივე საკასაციო, რომელიც საბოლოო ინსტანციის სასამართლოა და გადასინჯავს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1
მესამე მსოფლიო მესამე მსოფლიო - არსებობს ასეთი ცნება, რადგან ის არც მდიდარი და დემოკრატიული დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მსოფლიოა და არც კომუნისტური ტირანიის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის მეორე მსოფლიო. სახელმწიფოებს ამ რეგიონში სხვადასხვაგვარად იხსენიებენ: მესამე მსოფლიოს ქვეყნები, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, ან განვითარებადი ქვეყნები. მაგრამ მკაცრი საზღვრების დადგენა შეუძლებელია და ყოველთვის არსებობს გამონაკლისები, თუმცა მისი ყველაზე დამახასიათებელი ნიშან-თვისება სიღარიბეა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გამონაკლისები. ნავთობის მწარმოებელ ქუვეითსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს სპარსეთის ყურეში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ, ძირითადად, მესამე მსოფლიო ღარიბია და მრავალ ქვეყანაში წლიური ერთიანი შიდა პროდუქტი 1.000$-ზე ნაკლებია. ათჯერ ნაკლები, ვიდრე ინდუსტრიული დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მოქალაქეების საშუალო შემოსავალი. ზოგი მესამე მსოფლიოს განსაზღვრავს ტერიტორიად, სადაც მსოფლიოს არათეთრი მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ ლათინური ამერიკის, არაბული მსოფლიოს, ისრაელის, თურქეთისა და ირანის ნაწილი დასახლებულია თეთრკანიანი ხალხით, ასევე აზიელი ხალხი ცხოვრობს პირველ მსოფლიოში. ასე რომ, რასობრივი კლასიფიკაციაც არ არის გამართლებული. ერთი, რაც შეიძლება მთელ მესამე მსოფლიოზე ნათლად ითქვას, არის მათი პოლიტიკური არასტაბილურობა. მრავალმა მათგანმა გაიარა პოლიტიკური რეჟიმების ცვლა, რევოლუციები და სამხედრო გადატრიალებები და დღესაც იშვიათად მოიძებნება მესამე მსოფლიოში ნამდვილი დემოკრატია. ერთ-ერთი მკვლევარის აზრით ერთი აღსანიშნავი გამონაკლისია ინდოეთი. პაკისტანიც მეტნაკლებად წარმომადგენლობითია. მაგრამ ყველა ამ სახელმწიფოებში პოლიტიკური ინსტიტუტები ძალიან სუსტია და არ ძალუძთ შეინარჩუნონ ნებისმიერი სახის (სამოქალაქო თუ სამხედრო) ეფექტური მთავრობა. მესამე მსოფლიო არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც დასახვეწი და განსავითარებელია. როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი მკვლევარი მესამე მსოფლიოს განვითარებად არეს უწოდებს, მაგრამ რეალურად ყველა ქვეყანა არ არის განვითარების პროცესში. ზოგი მათგანი სტაგნაციას განიცდის, ზოგიც კი, მხოლოდ რეგრესის პროცესშია. მესამე მსოფლიოს ძირითად პრობლემად მაინც სიღარიბე რჩება. სიღარიბე შეიძლება დანახულ იქნას რამდენიმე თეორიული პერსპექტივიდან. საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარები არ თანხმდებიან ვერც ამ სიღარიბის მიზეზებზე და ვერც მისი დაძლევის გზებზე. ისინი ასევე ვერ თანხმდებიან ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობების ხასიათზე. მაგრამ ყველა აღიარებს, რომ სამხრეთის ქვეყნები უკიდურეს გაჭირვებაში არიან. გოლდსტაინის თქმით ეს სიღარიბე ძნელად მისახვედრია ჩრდილოეთ ამერიკისათვის. ეს არის უკიდურესი გაჭირვება, აქ არის შიმშილი და მისგან გამოწვეული სიკვდილი, ამას ჩვენ ვხედავთ სომალისა და სუდანის სურათებში და ეს უაღრესად შემაძრწუნებელია. მაგრამ ეს არ არის სიღარიბის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ხშირად შიმშილობის მიზეზი ომი ან გვალვაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც იღუპება ღარიბ ქვეყნებში კი არ შიმშილობენ, არამედ ხშირად ისინი იღუპებიან სხვადასხვა დაავადებებისგან, რომლებიც გამოწვეულია უხარისხო საკვების მიღებით. უხარისხო საკვებით გაცილებით მეტი ხალხი იღუპება, ვიდრე სრული შიმშილით, მაგრამ ეს ნაკლებად დრამატულია, რადგან ისინი კვდებიან სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა გარემოებებში, სხვადასხვა დროს და არა ერთი და იმავე ადგილას თანაბარ პირობებში. //ქადაგიძე ნინო. ჩრდილოეთი და სამხრეთი – მდიდრები და ღარიბები // ახალი აზრი ¹6 (12),–ოქტომბერი,–2003
მესია მესია - (ებრაული გამოთქმით - ,,მაშიახ“), რაც ბერძნულად ,,ხრისტოსად“, ,,ქრისტედ“ ითარგმნება, ქართულად - ,,ცხებული“. სწორედ მესია, ე.ი. ქრისტე ანუ ცხებული, ვითარცა ყოვლადსრული და საყოველთაო მეფე, აღასრულებს ხილული და არახილული სამყაროს იდეალს, - აღადგენს დაცემულ ადამს და განაახლებს ცისა და მიწის კავშირს. ასე რომ, პიროვნება, ვისაც უგალობდა დავითის ქნარი, იქნება არა მხოლოდ ცხებული, არამედ - მხსნელიც. ,,მხსნელს“ ებრაულად ეწოდება ,,იეშუა“, ბერძნული ტრანსკრიფციით - ,,იესუ’’, ,,იესო“, რომელიც ამავე ენაზე ითარგმნება ,,სოტერად“, ლათინურად - ,,სალვატორ“, რუსულად - ,,სპასიტელ’’, ძველი ქართული ტრადიციით - მაცხოვარი. მაშასადამე, განკაცებული ღმერთი, ვით სანუკვარი მეფე, წარმომდგარი იუდას ტომისაგან, სახელდობრ - დავითის შთამომავალი, იქნება ცხებული მხსნელი ანუ ქრისტე იესო. კაცობრიობას მხსნელი რჩეული ერის წიაღიდან მოევლინება. ერთსა და იმავე დროს იგი ღმერთიც იქნება და კაციც. იგი სამსხვერპლოზე მიიტანს თავის თავს, რითაც შეარიგებს კაცთა მოდგმას ღმერთთან და, უშუალო წინაპრის დავითის მსგავსად, დათრგუნავს გოლიათს ანუ წუთისოფლის საცთურს, ე.ი. ეშმაკს და მის სამეფოს - ჯოჯოხეთს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მესხები მესხები - ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომია. XVII საუკუნემდე ისინი, ისევე, როგორც დანარჩენი ქართველობა, მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. XVI საუკუნეში, ისარგებლა რა საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური დასუსტებით, თურქეთმა მიიტაცა მესხეთი და დაარქვა მას ,,გურჯისტანის ვილაიეთი“, სხვანაირად ,,ახალციხის საფაშო“ . 1578 წლიდან ორნახევარი საუკუნის განმავლობაში მესხები თურქეთის უღელქვეშ იმყოფებოდნენ. თურქები მესხებს ,,გურჯი ოღლის“ (,,ქართველის შვილი“) უწოდებდნენ (სხვათა შორის, ეს მეტსახელი შემონახული იყო გვიანობამდე. ასპინძის რ-ის სოფ. ზემო ოშორაში 1839 და 1842 წლების აღწერებში დაფიქსირებულია ოჯახის უფროსი ალი გურჯი ოღლი, ხოლო სოფ. აბის მხვნელ-მთესველთა შორის 1847 წ. ირიცხება ისმაილ გურზინ-ოღლი). დაპყრობილ ტერიტორიებზე თურქები ატარებდნენ პოლიტიკას, რომლის მიხედვით მიწაზე საკუთრების უფლება ჰქონდა მხოლოდ სამხედრო ვალდებულს, რომელიც, თავის მხრივ მხოლოდ მაჰმადიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოსახლეობა იძულებული ხდებოდა, მაჰმადიანობა მიეღო. ამავე პერიოდში ვატიკანის მისიონერები თურქეთის ხელისუფალთა ნებართვით მესხეთის მოსახლეობის ნაწილს კათოლიკებად ნათლავდნენ. ისლამიზაციის შედეგად მესხები ივიწყებდნენ ქართულ ენას, რადგანაც სავალდებულო სალაპარაკო ენად თურქული ითვლებოდა. ქრისტიანული კულტურა თანდათანობით ადგილს უთმობდა მაჰმადიანურს. მესხებს აეკრძალათ ყურძნის მოვლა, რადგანაც ყურძნისაგან ღვინოს ამზადებდნენ. ყურანი კი ღვინის სმას კრძალავდა. მხოლოდ 1829 წ. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მესხეთის ჩრდილოეთი ნაწილი უერთდება რუსეთის იმპერიას. 1870 წ. გამოცემული ,,თბილისის გუბერნიის აღწერების კრებულში“ მესხეთის მაჰმადიანი მოსხლეობის ძირითადი ნაწილი ჩაწერილია, როგორც ,,ქართველი-სუნიტი“. მათ გარდა მესხეთის ტერიტორიაზე მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ მომთაბარე ტომები - ,,თარაქამა“ და ქურთები. XX ს. დასაწყისში, ატარებდა რა ქართველი ხალხის გათიშვის პოლიტიკას, მეფის ხელისუფლებამ მესხეთში თურქული სკოლები გახსნა. ამ დროისათვის მაჰმადიანი მესხები თავს აღარ თვლიდნენ ქართველებად, იმიტომ რომ ,,ქართველი“ მათთვის გაიგივებული იყო ,,ქრისტიანთან“. ადგილობრივ კათოლიკეებს უწოდებდნენ ,,ფერენგს“ (,,ფრანგი“, რადგანაც მათ კათოლიკობა ფრანგებისაგან მიიღეს). მაჰმადიანი მესხები თავს თურქებად კი არ თვლიდნენ, არამედ ,,იერლი მისლიმან“-ად (,,ადგილობრივი, მკვიდრი მაჰმადიანი“), ამით ისინი ქურთებისა და თარაქამებისაგან განსხვავდებოდნენ XIX-XX ს.ს. მიჯნაზე მაჰმადიან მესხებში შეინიშნება ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება. ამ მხრივ დამახასიათებელია 1886 წ. ,,თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის ოჯახების აღწერა“. ამ დოკუმენტებში ადგილობრივი მოსახლეობის 60% ,,ქართველი ეროვნების მაჰმადიან -სუნიტებად“ იწერებიან და მათში დაფიქსირებულია 30-ზე მეტი ქართული გვარი. აღსანიშნავია ასეთი ფაქტიც: ადიგენის რ-ის სოფ. უდეს კთოლიკურ ეკლესიაზე შემონახულია წარწერა იმის შესახებ, რომ მის მშენებლობაზე ქრისტიანებთან ერთად ,,ქართული ტომის მაჰმადიანებმაც“ გაიღეს შემოწირულობა. მაჰმადიანი მესხები ლაპარაკობენ თურქული ენის აღმოსავლეთ ანატოლიურ დიალექტზე, ოღონდ ისეთი ბგერითი თავისებურებით, რომელიც მხოლოდ ქართული ენისთვისაა დამახასიათებელი. ურო მეტიც - ამ ენაში მოიპოვება ქართული სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ტერმინოლოგიის ფართო შრე. ყველაზე დიდი ზიანი მესხთა ქართულ ცნობიერებას საბჭოთა ხელისუფლებამ მიაყენა. ჯერ იყო და ისინი, ეთნიკურად ქრთველები, 1923 წ. ჩაწერეს ,,აზერბაიჯანლებად“, მასობრივად გადაუკეთეს ქართული გვარები აზერბაიჯანულად და მესხეთი გადააქციეს აზერბაიჯანის კულტურულ ავტონომიად (რადგანაც საბჭოთა კავშირს თავისი ინტერესები ახლო აღმოსავლეთში აიძულებდა ბევრი რამ დაეთმო თურქეთისათვის). შემდეგ, 1944 წ. ,,თურქის“ იარლიყით მესხეთის მაჰმადიანი მოსახლეობა გაასახლეს საქართველოდან. დეპორტირებული მესხები 12 წლის განმავლობაში კომენდანტის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდნენ შუააზიის რესპუბლიკებში და მხოლოდ 1956 წ. მოეხსნათ ეს შეზღუდვა. ამ დროიდან მათ ნება ეძლეოდათ დასახლებულიყვნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას, გარდა საქართველოსი. 1989 წ. ფერგანის დაბლობზე, სადაც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებული მესხები, მოხდა მათი სისხლიანი დარბევა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რის შედეგადაც მესხებმა მასიურად დატოვეს უზბეკეთი. დღეისათვის საქართველოს მთავრობა, მისი საზოგადოებრიობა დგამს ნაბიჯებს დეპორტირებულ მესხთა უფლებების აღდგენისათვის - მზადდება საკანონმდებლო აქტი დეპორტაციის ფაქტის დაგმობის შესახებ, მიმდინარეობს მზადება მესხთა რეპატრიაციის დაწყებისათვის. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს არაუმეტს 300 რეპატრირებული მესხისა, რომლებიც სამშობლოში სხვადასხვ დროს დაბრუნდნენ. //ბარათაშვილი კლარა. მაჰმადიანი მესხების ქართული გვარები / [რედ.: გურამ მამულია ; მთარგმნ.: ალექსანდრე თევზაძე] ; ფრიდრიხ ებერტის სახ. ფონდი - თბ., 1997
მეტადონი მეტადონი - ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური პრეპარატი, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა XX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების მომხმარებელთა შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის. ეს არის ოპიოიდების ,,აგონისტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და სხვა ნარკოტიკული პრეპარატების ანალოგიურად მოქმედებს. მეტადონი, როდესაც ის გამოიყენება შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის შესაბამისი დოზირებით, ეიფორიის, მოშვებულობისა ან ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს არ იძლევა. შესატყვისი დოზა ნარკოტიკული ეფექტის წარმოქმნის გარეშე აღმოფხვრის ნარკოტიკების მოთხოვნილებას. მიუხედავად იმისა, რომ მეტადონს სხვადასხვა ფირმები აწარმოებენ, მოქმედი ნივთიერება ყოველთვის ერთი და იგივეა - მეტადონ-ჰიდროქლორიდი. ყველა მწარმოებელი ამატებს არააქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა კონსერვანტები, გემოსი და სხვა დანამატები. არსებობს სხვადასხვა სახის მეტადონი, კერძოდ: აბები, რომლებსაც დისკეტები ეწოდება. თითოეული მათგანი შეიცავს 40 მგ მეტადონს და იხსნება წყალში; წყალში ხსნადი ფხვნილის ფორმა; სითხე, რომელსაც თან ახლავს ავტომატური საზომი. დოზირება ხდება ერთი მილიგრამის ოდენობითაც კი. მეტადონის შესახებ : [საინფ. ბროშურა] - მე-2 გამოც. - [თბ., 2006]
მეფე ადამი მეფე ადამი - თიხისაგან გამოძერწილი ადამიანის პირველი ირონიული მოხსენიება. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
მთავარსარდალი მთავარსარდალი - ჯარების (ფლოტის, ავიაციის) სარდალი საომარი მოქმედების ერთ-ერთ რომელიმე უბანზე ან სტრატეგიულ მიმართულებაზე, აგრეთვე შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობებისა. სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების უფროსი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მთავრობა მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი, მინისტრთა საბჭო) - სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი კოლეგიური ორგანო, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი (კანცლერი, მინისტრთა კაბინეტისა თუ საბჭოს თავმჯდომარე). მართვაგამგეობის ფორმის შესაბამისად, მას ქმნის პარლამენტი, ან პრეზიდენტი, ან ორივე ერთად. მთავრობა - საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრებისაგან. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი. მთავრობის ფორმირების, მისი უფლებამოსილების მოხსნის, მთავრობის წევრების მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. მთავრობა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მიგრანტთა კონტრაბანდა მიგრანტთა კონტრაბანდა - სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირის არალეგალური შესვლის უზრუნველყოფა ფინანსური ან სხვა მატერიალური მოგების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიღების მიზნით, როდესაც ეს პირი არ არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივად მაცხოვრებელი პირი. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
მიგრანტი მიგრანტი - გაერთიანებული ერების განმარტებით მიგრანტი არის პირი, რომელსაც უცხოვრია უცხო ქვეყანაში ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში. ტერმინი ჩვეულებრივ ითვალისწინებს მოკლე ვადით მყოფ გარკვეული სახის მიგრანტებსაც, როგორიცაა სეზონური მშრომელი. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
მიგრაცია მიგრაცია - პირთა გადაადგილება, ჩვეულებრივ სახელმწიფოთა შორის. მიგრაცია გულისხმობს მრავალ ფორმას: იმიგრაცია-ემიგრაცია, მუდმივი-დროებითი, ნებაყოფლობითი-იძულებითი და ა.შ. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
მილტიადე უმცროსი მილტიადე უმცროსი - (ძვ. წ. 540-489) ათენელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. 490წ. მარათონთან ბერძნებმა მილტიადეს მხედართმთავრობით დაამარცხეს სპარსელები. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
მიმდევრების სახლი მიმდევრების სახლი - 1983-84 წ.წ. პაკისტანის ტერიტორიაზე ვღანეთში კარგად ცნობილი საველე მეთაურის უსამა ბენ ლადენის მეშვეობით ყალიბდება ორგნიზაცია: „მიმდევრების სახლი“ (მაკტაბ ალ-კიდამატ) რომლის ფუნქციას შეადგენდა მოხალისეების მოზიდვა, მათი სამხედრო მომზადება პაკისტანში და გადასროლა ავღანეთში საბჭოთა არმიასთან საბრძოლველად. ,,მიმდევრების სახლის” ბაზაზე დააფუძნა პოლიტიკურ-ექსტრემისტული ორგანიზაცია ,,ალ-ქაიდა”, რომელიც გამოხატავდა ოპოზიციურ იდეებს ე.წ. ,,სვეტური რეჟიმების” მიმართ. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
მიმოწერის დღიური მიმოწერის დღიური - საზღვარგარეთ, სკოლებში, ფართოდ გავრცელებული სასწავლო მეთოდი, რომელსაც „მიმოწერის დღიური“ ან „სასაუბრო დღიური“ ჰქვია, ჩვენი დღიურისგან დიდად არ განსხვავდება. ერთი ისაა, რომ ამ საქმიანობასი მასწავლებელია ჩართული და პროცესს სწორედ ის ხელმძღვანელობს და მართავს. მიმოწერის დღიური არის რეგულარული ინდივიდუალური მიმოწერა მოსწავლესა და მასწავლებელს, შესაძლოა, მოსწავლეებს შორისაც კი. ყველა მოსწავლეს თავისი რვეული, დღიური აქვს. ბავშვის წერილები და მასწავლებლის პასუხიც მთელი წლის განმავლობაში ამ დღიურში იწერება. ეს არის დიალოგი ორ თანასწორუფლებიან ადამიანს შორის (და არა მოსწავლესა და მასწავლებელს, უფროსსა და უმცროსს შორის). ბავშვები წერენ თავიანთ აზრებს, შეხედულებებს, გრძნობებს, და ა.შ. მასწავლებელი პასუხობს ყოველ წერილს, თავს დამოკიდებულებას უზიარებს, რჩევას აძლევს და აზრს ეკითხება. რეგულარული ვარჯიში ავითარებს წერის უნარს- პუნქტუაცია, გრამატიკა, სტილი და სხვა. ყოველდღიურად ერთი-ორი წინადადების ჩაწერა წლის ბოლოსთვის საოცარ შედეგს იძლევა. გარდა ამისა, ბავშვს სხვისი აზრის მიოსმენის, გაგებისა და შეფასების უნარიც უჩნდება. წაკითხულს კარგად აღიქვამს და დედააზრი ესმის. //წიგნიერი: [2002-2004 წლებში გამოქვეყნებული სტატიების ანთოლოგია],– [რედ. ზვიად მიმინოშვილი],–ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება,–თბ.,– 2005
მინისტრი მინისტრი - მთავრობის წევრი, რომელიც მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს: სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება; ადგენს სამინისტროს სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს; ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს (საქართველოს კანონი ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“). //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მინოსი მინოსი - კუნძულ კრეტას მითიური მეფე, ზევსის და ევროპეს ვაჟი. მითების თანახმად, მინოსი სამართლიანი და ბრძენი მეფე ყოფილა, ზევსის დახმარებით შეუქმნია ძველი კრეტის კანონმდებლობა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
მისიის განცხადება მისიის განცხადება - მოკლედ ფორმულირებული ორგანიზაციის კრედო - რას წარმოადგენს ორგანიზაცია და რისთვის არსებობს. იგი არ მოიცავს ორგანიზაციის გეგმებს, თუმცა ეფუძნება მის ძირითად მიზნებს - გეგმის საბოლოო შედეგს. მიზნები კი სხვადასხვა გზით მიიღწევა და მათი მიღწევის საშუალებები დროის განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს. მისიის განაცხადი ასევე არ მოიცავს როდის, როგორ და ვის მიერ განხორციელდება დასახული საქმიანობა. მასში მკაფიოდ აისახება თუ სად, რატომ და რისთვის არსებობს ორგანიზაცია, რა შედეგის მიღწევას ფიქრობს. ორგანიზაციის გეგმები და საქმიანობა ზოგადად უნდა მიესადაგებოდეს მის მისიას. მისია გუნდის არსებობის კონცეფცია და ფილოსოფიაა. //ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
მკაცრი შემოწმების ტესტი მკაცრი შემოწმების ტესტი - Strict scrutiny test სასამართლო შემოწმების ყველაზე მაღალი დონე. ამ სტანდარტის მიხედვით კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებების (როგორიცაა რელიგიის, სიტყვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თავისუფლებები) შემზღუდველი კანონები რაც შეიძლება ვიწროდ უნდა იყოს მიზანმიმართული და სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. საქმეში Roe v. Wade (1973) აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მკაცრი შემოწმების ტესტი გამოიყენა აბორტის შესახებ ტეხასის შტატის სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის მიმართ და დაადგინა, რომ კონსტიტუციური უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე მოიცავდა ქალის უფლებას მიეღო გადაწყვეტილებები საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
მობილობა მობილობა - სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
მობილური სტუდენტი მობილური სტუდენტი - სტუდენტი, რომელიც აკადემიური ხარისხის მიღებისათვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლიური უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ (ხშირად სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გადის. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
მოდული მოდული - კურსი/მოდული დამოუკიდებელი, ოფიციალურად მიღებული სასწავლო გამოცდილება. მასში ნათლად და ზუსტად უნდა აისახოს კომპეტენციის სახით გამოსახული სწავლის შედეგები და შეფასების შესაბამისი კრიტერიუმები. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
მოლდოვა მოლდოვა - ფართობი: 33,843 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: რუმინეთი (450კმ), უკრაინა (939კმ), ბუნებრივი რესურსები: მურა ნახშირი, ფოსფატი, დასამუშავებელი მიწები; მოსახლეობა: 4,431 მლნ. (2001 წ. ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: მოლდაველები/რუმინელები 64,5%, უკრაინელები 13,8%, რუსები 13%, გაგაუზები 3,5%, ებრაელები 1,5%, ბულგარელები 2%, სხვები 1,7% (1999წ.); რელიგიები: აღმოსავლური მართლმადიდებლები 98,5%; ებრაელები 1,5%; ენები: მოლდავური (იგივეა რაც რუმინული), რუსული, გაგაუზური (თურქული დიალექტი). სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა. ეკონომიკა: მოლდავაში კარგი კლიმატი და კარგი მიწებია, მაგრამ არ არის მინერალური რესურსები. რის გამოც ეკონომიკა დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, ხილის, ბოსტნეულის, თამბაქოს მოყვანაზე, მეღვინეობაზე. მოლდავა ნავთობის, ქვანახშირის, ბუნებრივი გაზის იმპორტს მთლიანად რუსეთიდან ახდენს. შიდა და რეგიონული პრობლემები რეფორმების შემაფერხებელი ფაქტორია. სამხედრო ხარჯები: 6 მლნ. აშშ დოლარი (1999წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 1% (1999წ.); უცხო ქვეყნის ძალები: მოლდავადან საერთაშორისო შეთანხმებების მიუხედავად ჯერ კიდევ არ გასულა რუსეთის სამხედრო ბაზა. //კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
მოლოქი მოლოქი - ამონიტელთა ღვთაება, რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ ადამიანს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
მომხმარებელი მომხმარებელი - პირადი საჭიროებისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე პირი. საქართველოში მომხმარებლის დაცვის გარანტიები დადგენილია საქართველოს კანონით ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მონარქია მონარქია – ბერძნული წარმოშობისაა («მონოს» - ერთი და «არხეს» - ხელისუფლება) და ნიშნავს ერთხელისუფლებიანობას, ერთი პირის ხელისუფლებას, მაგრამ ცნობილია გამონაკლისებიც, მაგალითად სპარტაში, როგორც ცნობილია, ორი მეფე არსებობდა. მონარქია: მონარქია მმართველობის ისეთი ნაირსახეობაა, როდესაც სახელმწიფოს სათავეში დგას პირი (მონარქი), რომელიც თავის ხელისუფლებას განახორციელებს მემკვიდრეობის საფუძველზე. მონარქის ხელისუფლება უვადო და სამუდამოა, მონარქი განთავისუფლებულია როგორც პოლიტიკური, ისე იურიდიული პასუხისმგებლობისაგან მისი მმართველობის შედეგებისათვის. იგი მიჩნეულია ღმერთის წარგზავნილად და მისგან კურთხეულად (ეს უკანასკნელი ფაქტორი დღევანდელ დღეს არავის აღელვებს და ისეთი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, როგორც ადრეულ პერიოდებში), მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მონარქის უფლებამოსილება ყოველთვის მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით წყდებოდა. ისტორიისათვის ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეს ხდებოდა სხვადასხვა არასამართლებრივი საშუალებებით და მონარქს პასუხს აგებინებდნენ თავისი მოქმედებებისათვის, როგორც წესი რევოლუციების პერიოდში, როდესაც მონარქიულ მმართველობას ცვლიდა რესპუბლიკა. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ინგლისის ისტორიის ერთი ეპიზოდი, როდესაც ოლივერ კრომველმა რევოლუციის დროს გამოაცხადა რესპუბლიკა და მონარქი კარლ I სტიუარდი სიკვდილით იქნა დასჯილი. საგარეო ურთიერთობებში მონარქი სხვა სახელმწიფოებთან წარმოადგენ თავის ქვეყანას. მონარქი იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან ფინანსურ სახსრებს და აქვს უფლება თავისი პიროვნების განსაკუთრებული დაცვისა. სხვადასხვა ქვეყანაში მონარქი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება: შაჰი, ემირი, იმპერატორი, სულთანი, მეფე, ხელმწიფე, ფარაონი და სხვა. მონარქიის სხვადასხვა სახესხვაობები არსებობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ–ეკონომიკურ ფორმაციებში. ამ შემთხვევაში ჩვენ ორიოდე სიტყვით შევეხებით მონარქიის იმ ნაირსახეობებს, რომლებიც არსებობენ დღევანდელ მსოფლიოში. თანამედროვე პერიოდში მონარქია წარმოდგენილია აბსოლუტური, დუალისტური და საპარლამენტო (კონსტიტუციური) მონარქიის სახით. განვიხილოთ თითოეული მათგანი (ზოგიერთი მეცნიერი კონსტიტუციური მონარქიის ცნებაში აერთიანებს დუალისტურ და საპარლამენტო მონარქიებს, ხოლო ზოგიერთი ავტორი კი კონსტიტუციურ მონარქიას მხოლოდ საპარლამენტო მონარქიის სინონიმად მიიჩნევს). აბსოლუტური მონარქია: მონარქიის ეს სახე, ძირითადად, გავრცელებული და დამახასიათებელი იყო გვიანი ფეოდალიზმისათვის. აბსოლუტური მონარქია თანამედროვე მსოფლიოში გვხვდება მეტად იშვიათად, ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებში: საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ომანში, კატარში, კუვეიტში, ბრუნეიში და სხვა. აბსოლუტური მონარქია ნიშნავს აბსოლუტურ ხელისუფლებას. მონარქის ხელშია თავმოყრილი მთელი სისრულე სახელმწიფო ხელისუფლებისა. ასეთ ქვეყნებში არ არსებობს პარლამენტი, მთავრობა ფორმირდება მონარქის მიერ და პასუხისმგებელია მხოლოდ მის წინაშე, რაც შეეხება პრემიერ–მინისტრს, იგი, როგორც წესი, არის მონარქის შვილი, ძმა ან სხვა ნათესავი . მონარქს ნებისმიერ დროს შეუძლია მთავრობის წევრების გადაყენება, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული. როგორც ვთქვით, აბსოლუტური მონარქიის დროს მონარქის ხელისუფლება იურიდიულად შეუზღუდავია, მაგრამ შეზღუდვა შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ, მორალურ–ეთიკურ და რელიგიურ ასპექტში. ზოგიერთ ქვეყანაში აბსოლუტური მონარქი ასევე არის უმაღლესი სასულიერო პირი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს მონარქის ხელისუფლების კიდევ უფრო გაძლიერებას თეოკრატიული შინაარსით. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტური მონარქია აბსოლუტურ–თეოკრატიული ხასიათისაა. აბსოლუტური მონარქიის ქვეყნებისათვის უცხოა კონსტიტუციის არსებობა, მაგრამ თუ არსებობს, იგი ოქტროირებულია და მეტადრე კვაზიკონსტიტუციაა, ვიდრე ქვეყნის უზენაესი კანონი (მაგალითად, საუდის არაბეთი), ხოლო ომანის სასულთანოში კონსტიტუციის მაგივრობას ყურანი ასრულებს. აბსოლუტური მონარქია არსებობს ისეთ ქვეყნებში, სადაც ამგვარი მონარქიული მმართველობა მოსახლეობის მიერ აღქმულია, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, ვინაიდან ისინი იმყოფებიან სოციალურ–ეკონომიკური და რელიგიურ–ფსიქოლოგიური განვითარების ისეთ დონეზე, რომ სხვა მართვის ფორმები მათთვის უცხო და მიუღებელია. დუალისტური მონარქია: მონარქიის ქვემოთ განხილულ ნაირსახეობას ეწოდება დუალისტური («გაორებული») მონარქია. დუალისტური ხასიათი ამ მონარქიისა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ერთდროულად ორი ძლიერი ხელისუფლებაა: ხელისუფლება მემკვიდრეობითი მონარქისა და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. სახელმწიფო ხელისუფლება შეიძლება ითქვას გაყოფილია სანახევროდ და თანაბრად, მონარქსა და პარლამენტს შორის. მონარქი და პარლამენტი აკონტროლებენ ერთმანეთს. სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის მონარქს, მაგრამ იგი შეიძლება მეტ–ნაკლებად დამოუკიდებელიც იყოს. დუალისტური მონარქიის დროს მონარქს აქვს უფლება კანონებზე ხელის მოწერისა, იგი სარგებლობს აბსოლუტური ვეტოს უფლებით (განსხვავებით შეყოვნებითი, ე.წ. სუსპენზიური ვეტოსგან, რომლის დაძლევის სამართლებრივი მექანიზმი პარლამენტის მიერ, გათვალისწინებულია კანონით). მონარქს უფლება აქვს მიიღოს ბრძანების სახის აქტები, ზოგიერთ შემთხვევაში კანონებშიც შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებული ბრძანებებით. მონარქს აგრეთვე უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი, ასე მაგალითად, იორდანიაში, 1974 წელს დათხოვილი იქნა პარლამენტი და შემდგომი საპარლამენტო არჩევნები თხუთმეტი წლის მერე, 1989 წელს ჩატარდა . მონარქი ნიშნავს მინისტრებს, აყალიბებს მთავრობას და ამაში იგი არ უწევს ანგარიშს პარლამენტს, მთავრობა კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მხოლოდ მონარქის წინაშე. ჩვენი აზრით, დუალისტური მონარქია, არის შუალედური ფორმა აბსოლუტურ მონარქიასა და საპარლამენტო მონარქიას შორის. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა მონარქს ერთპიროვნულად არ შეუძლია მართოს ქვეყანა, ხოლო პარლამენტს კი არ შეუძლია მონარქი ჩამოაშოროს ხელისუფლებას გარკვეულ მიზეზთა გამო. დუალისტური მონარქია არამდგრადი ფორმაა მონარქიული მმართველობისა, რადგან მონარქიც და პარლამენტიც ყოველთვის ცდილობენ უფრო მეტი ხელისუფლება მოიპოვონ, მონარქს სურს თავისი ხელისუფლება აბსოლუტური გახადოს, ხოლო პარლამენტს კი - კიდევ უფრო შეზღუდოს მონარქის ხელისუფლება და მონარქია საპარლამენტო ფორმაში გადაიყვანოს, ამიტომაცაა, რომ დუალისტური მონარქიის ჩვენება კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე არც თუ ისე იოლია, ვინაიდან იგი იხრება ხან ერთი (აბსოლუტური მონარქიის), ხან მეორე (საპარლამენტო მონარქიის) მონარქიული მმართველობის მხარეს მონარქისა და პარლამენტის დაპირისპირების დინამიკის კვალობაზე, მაგრამ იურიდიულ ლიტერატურაში დუალისტურ მონარქიებად მიიჩნევენ მაროკოს, ნეპალის სამეფოსა და იორდანიას (დუალისტური იყო ადრე პრუსია, ავსტრია, იტალია და რუმინეთი). საპარლამენტო (კონსტიტუციური) მონარქია: საპარლამენტო მონარქიებში მოქმედებს დემოკრატიული წესით მიღებული კონსტიტუცია. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს (ორპალატიანი პარლამენტის დროს ირჩევა, როგორც წესი, ქვედა პალატა) და უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე გავრცელებული სახეა მონარქიისა თანამედროვე მსოფლიოში, აბსოლუტურ და დუალისტურ მონარქიებთან შედარებით. კონსტიტუციური მონარქია არის ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, დანია. განვითარებადი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ტაილანდი, მალაიზია. მონარქი იურიდიულად ითვლება სახელმწიფოს მეთაურად, მაგრამ რეალურად იგი სახელმწიფოს მმართველობაში მონაწილეობას არ იღებს და იქმნება მდგომარეობა, როცა მონარქი «მეფობს, მაგრამ არ მართავს». მთავრობა ყალიბდება იმ პარტიისაგან, რომელმაც უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში (მის ქვედა პალატაში, თუ პარლამენტი ბიკამერულია), ხოლო პრემიერ–მინისტრი ამ პარტიის ხელმძღვანელია (ამასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მონარქიებში მონარქს რეალური ხელისუფლება არ გააჩნია, გამონაკლისებიც არსებობს, აქ მხედველობაში გვაქვს დიდი ბრიტანეთი. თუ პარლამენტის ქვედა პალატაში მანდატთა რაოდენობა თანაბრად განაწილდა პარტიებს შორის, ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაურის, პრემიერ–მინისტრის დანიშვნის უფლება აქვს მონარქს. ამ უფლებამოსილებას შეიძლება «მძინარე უფლებამოსილებაც» ეწოდოს, რადგან მონარქი ამ უფლებას იშვიათად იყენებს, ვინაიდან იშვიათია თვით ამ უფლებამოსილების გამოყენების საფუძველიც, როცა თანაბრად იყოფა ქვედა პალატაში მანდატთა რაოდენობა. ასე მაგალითად, ეს უფლებამოსილება გამოყენებული იქნა ელისაბედ II–ის მიერ, როცა პრემიერ–მინისტრი გახდა ჰაროლდ მაკმილანი). ძირითადი მახასიათებელი საპარლამენტო მონარქიისა არის ის, რომ მთავრობის ფორმირება ხდება პარლამენტის მიერ და მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, ე.ი. პარლამენტს შეუძლია მთავრობის გადაყენება მისთვის უნდობლობის გამოცხადებით. რაც შეეხება ვეტოს უფლებას, ზოგიერთ მონარქს კონსტიტუციურ მონარქიაში (მაგ., იაპონიაში) ამის უფლება საერთოდ არ აქვს, ან აქვს, მაგრამ არ იყენებს (მაგ., დიდ ბრიტანეთში მონარქს ვეტოს უფლება დაახლოებით სამასი წელია არ გამოუყენებია). კონსტიტუციური მონარქია ითვალისწინებს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად, პრემიერ–მინისტრი იღებს, მაგრამ აფორმებს თავისი აქტით მონარქი. კონსტიტუციურ მონარქიაზე არ იქნება სრულყოფილი საუბარი, თუ არ შევეხებით მის ერთ–ერთ დამახასიათებელ ინსტიტუტს – კონტრასიგნაციას, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონარქის მიერ გამოცემული აქტები იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ პრემიერ–მინისტრის ან შესაბამისი მინისტრის ხელმოწერის შემდეგ (როცა მონარქის ხელმოწერის გვერდზე პრემიერ–მინისტრის ან მინისტრის ხელმოწერა დაისმება). კონტრასიგნაციის პროცედურის წარმოშობის ისტორია მეტად საინტერესოა, ვინაიდან შუა საუკუნეებში მისი მიზანი იყო ის, რომ მონარქს პასუხი არ ეგო ამა თუ იმ კანონის მოქმედების შედეგებზე და მთავრობის წევრი აქ, გარკვეულწილად, «განტევების ვაცის» როლს ასრულებდა. დღეს კი მას სულ სხვა შინაარსი აქვს და ეს ცვალებადობა, რომელიც კონტრასიგნაციის ინსტიტუტის შინაარსისა, კიდევ ერთხელ მიუთითებს კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში მონარქის ხელისუფლების სისუსტეზე. შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციურ მონარქიაში, მონარქიის სხვა, ზემოთ განხილული ფორმებისაგან განსხვავებით, თანმიმდევრულად არის გატარებული ხელისუფლების ორგანიზაციის, ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიული პრინციპი და, საერთოდ, კონსტიტუციური მონარქია, დემოკრატიული მონარქიაა, რისი თქმაც სხვა თანამედროვე მონარქიულ მმართველობებზე არ შეგვიძლია. აგრეთვე, კონსტიტუციური მონარქია გამოირჩევა სახალხოხელისუფლებიანობისა და პარლამენტარიზმის რეალური არსებობით. განსაკუთრებული ხასიათი აქვს კონსტიტუციურ მონარქიას იმ ქვეყნებში, რომლებიც ბრიტანული თანამეგობრობის წევრები არიან, ესენია: ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა. ითვლება, რომ სახელმწიფოს მეთაური არის ბრიტანეთის მონარქი, რომელიც ამ ქვეყნებში წარმოდგენილია მის მიერ დანიშნული გენერალ–გუბერნატორების სახით, ხოლო გენერალ–გუბერნატორთა კანდიდატურების წარდგენას ამ ქვეყნების მთავრობები ან პარლამენტები ახდენენ. იმ ქვეყნებში, რომლებიც შედიან ბრიტანეთის თანამეგობრობაში და მმართველობის ფორმით წარმოადგენენ რესპუბლიკებს, მათ ყავთ არჩეული სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტის სახით, ასეთია პაკისტანი და ინდოეთი. რაც შეეხება მონარქის სხვა უფლებამოსილებებს კონსტიტუციურ მონარქიებში, ესენი შემდეგია: მონარქი იღებს რწმუნებათა და გაწვევის სიგელებს უცხო ქვეყნების ელჩებისაგან, აჯილდოებს მოქალაქეებს ორდენებითა და მედლებით, ანიჭებს ტიტულებსა და ჩინებს. მონარქი ასახიერებს და წარმოადგენს ქვეყანას ოფიციალური ვიზიტების დროს სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია რეალური ხელისუფლება, იგი მაინც რჩება ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ. //არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
მონაცვლეობითი მართლმასუჯულების პრინციპი მონაცვლეობითი მართლმასუჯულების პრინციპი - (Grundsatz stellvertretender strafrechtspflege, stellvertretendes strafrecht) გულისხმობს ეროვნული სისხლის სამართლის კანონის გამოყენებას ამ ქვყეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის მიმართ, რომელმაც დანაშაული ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩაიდინა, მაგრამ იგი არ ხელყოფს არც ამ ქვეყნის, არც მისი მოქალაქეების ინტერესებს და ამასთანავე, არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო მართლწესრიგის ხელმყოფი დანაშაული. ე.ი. შეუძლებელია პირის პასუხისგებაში მიცემა როგორც რეალობის, ისე პასიური პერსონალობისა და უნივერსალური პრინციპების საფუძველზე. იმდენად, რამდენადაც დამნაშავე არ იყო ამ ქვეყნის მოქალაქე და დანაშაული მის ფარგლებს გარეთ ჩაიდინა, ტერიტორიული და აქტიური პერსონალობის პრინციპების გამოყენებაც შეუძლებელია. ეროვნული სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების ფარგლების ამგვარი გაფართოება უკვე ვეღარ თავსდებოდა ამ დროისათვის ცნობილი პრინცპების ჩარჩოებში. როგორც დამოუკიდებელი პრინციპი, მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპი პირველად 1917 წ. ჩამოაყალიბა ი. კოლერმა. იგი განმტკიცდა მრავალი ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და აღიარებულ იქნა მრავალი მეცნიერის მიერ. ე. გაფტერის აზრით, ეს პრინციპი იყო დამნაშავის შეუმდგარი გადაცემის შედეგი, რადგან გამოიყენება იმ ქვეყნის კანონი, რომელშიც დამნაშავე იმყოფება, მაგრამ ეს სახელმწიფო არ ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს და იგი საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას სდევნოს დამნაშავე - სდევნოს დამნაშავე სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. //ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი ¹12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება მონაწილეობითი ბიუჯეტირება - გულისხმობს სკოლის ბიუჯეტის შედგენის მთელ პროცესში იმ მხარეების ჩართვას, რომლებიც უშუალოდ არიან დაინტერესებული სკოლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მომსახურების ხარისხითა და ამ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების მიზნობრიობით. სკოლის ბიუჯეტის შედგენასა და ხარჯვაში მონაწილეობა იმის გარანტიას იძლევა, რომ სკოლისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები შემოსავლისა თუ თანამდებობის მიუხედავად სკოლის მომსახურების ყველა მომხმარებელზე ერთნაირად გადანაწილდეს, ანუ გამოირიცხოს დისკრიმინაცია და უსამართლობა. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია გამჭვირვალობა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის სკოლის სახსრების განკარგვის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ამგვარად, განათლების სამინისტროს თუ საზოგადოების წარმომადგენელს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ხელი უნდა მიუწვდებოდეს სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებულ ბიუჯეტზე და შეეძლოს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება სკოლის ფინანსური რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი გამჭვირვალე, ღია და ყველასათვის გასაგები იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტის შემუშავების, ხარჯვისა და შედეგების ანალიზის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ხდება არა პოლიტიკოსების კაბინეტებში, არამედ საზოგადოების წევრებისაგან - მშობლების, მასწავლებლების და სხვა დაინტერესებული ადამიანებისაგან შედგენილი საბჭოების შეკრებებზე. მეტრეველი ნინო.. მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] - თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2004
მონოთელიტობა მონოთელიტობა - თელემა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,ნებას’’. მონოთელიტობა არის მოძღვრება, რომ მაცხოვარს - ერთ პირს, ერთ ჰიპოსტასს, ერთ გვამს -აქვს ერთი ნება და ერთი მოქმედება (ენერგია). ასე რომ, ეს თეორია ნებას მიიჩნევს ჰიპოსტასის და არა ბუნების ანუ არსების თვისებად. მართალია, დიოფიზიტების მსგავსად, იგი აღიარებს ორ ბუნებას ერთ ჰიპოსტასში, მაგრამ ერთმანეთისაგან თიშავს ბუნებას და ნებას; მიაჩნია, რომ ორი ბუნება, ერთი ჰიპოსტასის შესაბამისად, ერთიანდება ღმერთკაცებრივ ნებაში, ქმედებაში, საქმეში. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მონოპოლია მონოპოლია - რაიმე საგნის წარმოებისა და გაყიდვის იმ განსაკუთრებული უფლების დამყარება, რაც ერთ პირს, პირთა ჯგუფს ან სახელმწიფოს ეკუთვნის. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიური საქმიანობა - ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ორგანოს საქმიანობა, რომელიც საშუალებას აძლევს მას, არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია. ეკონომიკური აგენტი ჩაითვლება მონოპოლიური მდგომარეობის მქონედ, თუ მისი წილი კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე პირდაპირ ან არაპირდაპირ აღემატება ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მონოფიზიტობა მონოფიზიტობა - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ერთბუნებიანობას (მონე ,,ერთი’’ და ფიუსის ,,ბუნება’’). ერესიარქებად ითვლებიან დიოსკორე და ევტიქი. გამოჩენის დღიდანვე იგი დაიყო რამდენიმე შტოდ იაკობის, პეტროსის, სევეროზის, თეოდოსისა თუ გაიანეს მოძღვრებათა მიხედვით. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
მონტესკიე შარლ ლუი მონტესკიე შარლ ლუი - (1689-1755) ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი, პოლიტიკური მოაზროვნე, სოციოლოგი. მსოფლმხედველობით დეისტი. ავტორი თხზულებებისა: „სპარსული წერილები“, „განაზრებანი რომაელთა დიდებისა და დაცემის მიზეზებზე“, „კანონთა გონი“. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
მორალი მორალი - შუა საუკუნეების მენტალობის ცნობილი მკვლევრის - ი. გურევიჩის მიხედვით, „მორალი... იმდენად ინდივიდის თვისება არაა, რამდენადაც თვისება, რომელიც გააჩნია მის ოჯახს, გვარს, სოციალურ ფენას. ინდივიდის უფლება-მოვალეობა ჯგუფის მიერ ინდივიდის შეფასებისგან განუყოფელია“. აქედან გამომდინარე, ინდივიდისთვის თავისი ქცევის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია შეფასება ჯგუფის მიერ („რას იტყვის ხალხი“), რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სულ არ ემთხვეოდეს მის ინდივიდუალურ, პირად მოსაზრებებს. //სურმანიძე ლ. ძალადობა და გენდერი, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქართული კულტურის ზოგიერთი ორიენტაცია. – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, – თბ., – 2002.
მოსაკრებელი მოსაკრებელი - აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისა თუ სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის. მოსაკრებლების ზოგადი პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს 1998 წლის 6 თებერვლის კანონით ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მოსამართლე მოსამართლე - საქართველოს კანონმდებლობით, საერთო სასამართლოს თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსამართლე ხელშეუხებელია. მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საპროცესო კანონმდებლობით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მოსამართლეთა ასოციაცია მოსამართლეთა ასოციაცია - როგორც მოსამართლეების პროფესიული გაერთიანება მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა 1999 წელს. დღესდღეობით ასოციაციის წევრი საქართველოს თითქმის ყველა მოსამართლეა. ასოციაციის მიზანი მოსამართლეთა ინტერესების დაცვა, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიების განმტკიცებაა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
მოსამართლეთა კონფერენცია მოსამართლეთა კონფერენცია -მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 მოსამართლეთა კონფერენცია - თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ქარტიით, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წარდგინებით თვითონვე ამტკიცებს. კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგნაირია: ა) ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც შედგება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 9 მოსამართლისგან, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე. ის აქტებს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას. ბ) საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული მმართველი მოსამართლეებისა და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 5 წლის ვადით არჩეული სხვა მოსამართლეებისგან შედგება, პასუხისმგებელია საერთო სასამართლოებში ადმინისტრირების პოლიტიკის გატარებასა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაზე. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. გ) სადისციპლინო საბჭო, რომლის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი ცალკე კანონითაა განსაზღვრული. ახალმა კანონმდებლობამ გაითვალისწინა მოსამართლეთა თვითმმართველობის ისეთი ორგანო, როგორიცაა მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მოწვევა ხდება ექვს თვეში ერთხელ საქართველოს ყველა მოსამართლის მონაწილეობით (გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა). მოსამართლეთა კონფერენცია ისმენს საკოორდინაციო საბჭოს, სადისციპლინო კომიტეტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარეთა ყოველწლიურ ანგარიშს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ. კონფერენციას შეუძლია მიმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარის გადაყენების მოთხოვნით. კონფერენცია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის კოდექსს. //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
მოსამართლის ბრძანება მოსამართლის ბრძანება - სისხლის სამართლის პროცესში გამოძიების მწარმოებელ ორგანოს სჭირდება მოსამართლის ბრძანება მთელი რიგი ღონისძიებების გასატარებლად, ისეთი როგორიცაა დაპატიმრება, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა ან სხვა სახის აღკვეთის ღონისძიებები. მოსამართლის ბრძანების გარეშე ზემოაღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
მოსამართლის დადგენილება მოსამართლის დადგენილება - მოსამართლის გადაყვეტილება შუამდგომლობებსა ან სხვა სახის შუალედურ საკითხებზე. (მაგ. ექსპერტიზის დანიშვნა, საქმის ხელხლა ძიებაში დაბრუნება და ა.შ.) //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
მოსამართლის თანაშემე მოსამართლის თანაშემე - იღებს მოქალაქეებს და მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო განხილვისათვის და მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს. თანაშემწე საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამდებობაზე დანიშვნის დროს. მაგალითად, მას უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და, ამასთან, გავლილი უნდა ჰქონდეს სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ანდა მოსამართლედ, გამომძიებლად, პროკურორად, ან ადვოკატად მუშაობის ერთი წლის გამოცდილება. 1997 წელს მიღებულმა ორგანულმა კანონმა ,,საერთო სასამართლოების შესახებ” სასამართლო სისტემაში მოსამართლის თანაშემწის ინსტიტუტი დაამკვიდრა. //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
მოტივი მოტივი – მოტივაციის შედეგად რაიმეს შესახებ ჩამოყალიბებული აზრის ჭეშმარიტების შინაგანი განცდა, რწმენა და შესაბამისი პრაქტიკული დამოკიდებულება, მოქმედების განწყობა, რაც შემდეგ რეალიზაციას განიცდის მოქმედებაში. მოტივაცია ადამიანის ყოველგვარი მოქმედებისა და ქცევის საიდუმლოებათა გასაღებია. ყოველ კონკრეტულ ვითარებაში მისი საშუალებით ყალიბდება; მოთხოვნილება, ინტერესი, მიზანი, მოტივი - რწმენა, გადაწყვეტილება, შესაბამისი შინაგანი ცვლილებები და განწყობა, რაც შემდგომ საგნობრივად და თვალსაჩინოდ გარეთ მიმართულ პრაქტიკულ მოქმედებაში, ქცევასა და მის შედეგებში ვლინდება. მოტივაცია პრობლემურ ვითარებაში შინაგანი იდეალური მოქმედებაა. მისი მიზანია მოცემული ვითარებისათვის სუბიექტის მიერ ყველაზე მიზანშეწონილი და გამართლებული მოქმედების დასაბუთება, რაც, ყოველთვის წინ უძღვის რა ნებისმიერ პრაქტიკულ მოქმედებას, განსაზღვრავს მის მიმართულებასა და შინაარსს. ნებისმიერი მოქმედების მოტივაციისა და პრობლემურ ვითარებაში პრაქტიკული მოქმედების პირველადი განხორციელების შედეგად მოტივაციის განვითარების ეტაპებისა და დინამიკურ ფაქტორთა ახალი ფუნქციონალური სისტემა წარმოიშობა, რაც მოქმედების შედეგების დადებითი უკუკავშირის შემთხვევაში თანდათანობით მტკიცდება და პიროვნების თვისებად იქცევა. ასე ყალიბდება პიროვნების ახალი თვისებები. მოტივაცია, როგორც სუბიექტის შინაგანი იდეალური მოქმედება მსჯელობებისა და დასკვნების საფუძველზე ხორციელდება, რომლის მთავარი შედეგი საგნებისა და მოვლენების შესახებ გარკვეული აზრისა და მისი რწმენის ჩამოყალიბებაა. //კიკნაძე დიმიტრი. დანასაულებრივი ქცევის მოტივაციის სისტემური გაგებისათვის // ალმანახი ¹13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
მოქალაქე მოქალაქე - კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე მიეკუთვნება განსაზღვრულ სახელმწიფოს. მოქალაქეს გააჩნია უფლებები, თავისუფლებები და აკისრია მოვალეობები. თავისი სამართლებრივი მდგომარეობით კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქე განსხვავდება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირთაგან; კერძოდ, მხოლოდ მოქალაქეს აქვს პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მოქალაქეობა მოქალაქეობა - პირის მყარი პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი კონკრეტულ სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლებამოსილებათა ერთიანობით: სახელმწიფო აღიარებს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იცავს და მფარველობს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; თავის მხრივ, მოქალაქე ვალდებულია, იცავდეს და ასრულებდეს ქვეყნის კანონებს. მოქალაქეობის მოპოვება ხდება დაბადებით, მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით), კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მოწმე მოწმე - პირი, რომლისთვისაც ცნობილია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მრწამსი მრწამსი - ქრისტიანული მოძღვრების დოგმატების სახით წარმოჩენის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია. ,,მრწამსს“ მეორენაირად ,,სარწმუნოების სიმბოლო“ ეწოდება. ,,სიმბოლო“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს ,,ნიშანს’’. ძველად იგი ეწოდებოდა სარწმუნოებრივ ფორმულებს, რითაც ქრისტიანი გამოხატავდა საკუთარ რელიგიურ კრედოს. ,,მრწამსში“ ქრისტიანული რელიგიის არსი არეკლილი და წარმოჩენილია რეზიუმეს სახით. ესაა სარწმუნოების კონსპექტი, - ერთობ ლაკონიური და, ამასთანავე, ყოვლისმთქმელი. იგი ქრისტიანული მოძღვრების დოგმატურ, მყარ, უცვალებელ დებულებათა ზუსტი და ამომწურავი შეჯამებაა. იგი ნათლისღებისა და ლიტურგიის დროსაც წარმოითქმის. IV ს-მდე, სანამ მრწამსის საბოლოო რედაქცია შემუშავდებოდა, მისი რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. მათ შორის მოციქულთა სიმბოლო (შემორჩენილია და დღემდე იკითხება რომის კათოლიკურ ეკლესიაში). ქრისტიანთა შორის ერთსულოვნება რომ ყოფილიყო, ეკლესიის წინამძღვრებმა გადაწყვიტეს მრწამსის ერთი კანონიკური ტექსტი შეედგინათ. ეს მისია თავს იდო შვიდთაგან პირველმა ორმა - ნიკეისა (325) და კონსტანტინოპოლის (381) მსოფლიო საეკლესიო კრებებმა. აღნიშნულ ფორუმებს ფრიად განსწავლული მამები ხელმძღვანელობდნენ - ევსტათი ანტიოქიელი, ნიკოლოზ მიროლუკიის მთავარეპისკოპოსი, ათანასე ალექსანდრიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვანი. მათ დააკანონეს თორმეტმუხლიანი ანუ წევრიანი რეზიუმე - სიმბოლო, რომლის თითოეულ ასოს ოქროს ფასი აქვს და ითვლება საკაცობრიო აზროვნების, სულიერი და ინტელექტუალური შემეცნების მწვერვალად. იგი ნახევარ გვერდზე იტევს ბიბლიის უმთავრეს სათქმელს. საეკლესიო ტრადიცია თითოეული წევრის პირველავტორად თორმეტ მოციქულთაგან ერთ - ერთს ასახელებს: პირველი მიეწერება პეტრეს, მეორე - იაკობ დიდს, მესამე -იოანეს, მეოთხე - ანდრიას, მეხუთე - ფილიპეს, მეექვსე - თომას, მეშვიდე - ბართლომეს, მერვე - მათეს, მეცხრე - იაკობ უმცროსს, მეათე - სვიმეონს, მეთერთმეტე - იუდას (ქრისტეს ხორციელ ძმას), მეთორმეტე - მატათას (იუდა ისკარიოტელის მაგიერ რომ აირჩიეს). ნიკეა კონსტანტინეპოლის კრებებმა, მორწმუნეთა შეხედულებით, მხოლოდ შეავსეს და დააზუსტეს მოციქულთა პირით ნამცნები დებულებები. ნებისმიერი თეოლოგიური მსჯელობა და თეორია გამომდინარეობს, ანდა - უნდა გამომდინარეობდეს, ,,მრწამსიდან“ მისივე განვრცობის, განმარტებისა და გაცხადების მიზნით. //მეტრეველი ნინო.. მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] - თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2004
მსო მსო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000
მსჯავრდებული მსჯავრდებული - სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
მტკიცებულება მტკიცებულება - კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და კანონიერი წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზე მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მტკიცებულებათა მეშვეობით სისხლის სამართლის საქმეზე დგინდება, პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ბრალი, დანაშაულის მოტივი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე მტკიცებულებებს აფასებენ თავისუფლად, თავიანთი შინაგანი რწმენით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. მტკიცებულება - გარემოება, ან ნივთი, რომელიც ასაბუთებს ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის არსებობას, რაიმე მოქმედების ჩადენას. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
მულა ომარი მულა ომარი - ,,თალიბანის” მოძრაობის ლიდერი. დაიბადა 1959 წ. კანდაგართან ახლოს მდებარე სოფელ ნოდეჰში, უბრალო გლეხის ოჯახში. წარმოშობით იგი ეკუთვნის გილზაის ჰოტაკის ტომს (თუმცა მისი ოჯახის თაობაზე ადგილობრივ მოსახლეებს თითქმის არაფერი სმენიათ). მან მოზარდობის პერიოდში სამუშაოს ძიებაში, ყანდაგარის პროვინციის სინგესარის სოფელში გახსნა პატარა მედრესე და გახდა სოფლის მოლა. მისი სასულიერო მოღვაწეობა ორჯერ იქნა შეწყვეტილი, პირველად, მაშინ როდესაც მოხდა საბჭოთა ინტერვენცია (იგი შეუერთდა ხალისის ,,იბნ-ე ისლამის” ორგანიზაციას და ომობდა მისი ეგიდით) და მეორეჯერ, როდესაც დაარსდა მოძრაობა თალიბანი. იგი ოთხჯერ იყო დაჭრილი და ამის გამო ცალი თვალით საერთოდ ვერ ხედავს. მისი დაარსებული მედრესე დღესაც ფუნქციონირებს და მასში სწავლობს მისი ხუთივე შვილი. მულა ომარს ჰყავს სამი ცოლი. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტი - ტერმინი თანამედროვე სახელმწიფო მეცნიერებაში 90-იან წლებში წარმოიშვა. იგი წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან municipium - თვითმმართველი თემი. საერთოდ, მუნიციპალიტეტში იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის არჩევითი ორგანოების ერთობლიობა, რომელიც უფლებამოსილია წარმოადგინოს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობა და მისი ადმინისტრაციული აპარატი. რიგ ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ასეთად იწოდებიან მხოლოდ საქალაქო მმართველობის ორგანოები, მაგრამ დღეისათვის ის უფრო ფართო კონტექსტით გამოიყენება და გულისხმობს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის თვითმმართველობას, თვითმმართველ ერთობას იურიდიული პირის უფლებით. ამჟამად საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესები განიხილება როგორც მუნიციპალური პროგრამების განხორციელება. //კოპალეიშვილი მ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური (სამართლებრივიმ მოწესრიგების) საფუძველი// ალმანახი ¹ 10, [სახელმწიფო სამართალი (II)],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999
მუქარა მუქარა - სიცოცხლის მოსპობის ან ჯამრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში. //აბაშიძე ლევან და სხვ., კიკნაძე ზურაბ, ქალდანი თამარ. რელიგიურ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (პროზელიტიზმი) / [ავტ.: ლევან აბაშიძე, ზურაბ კიკნაძე, თამარ ქალდანი ; რედ.: ელგუჯა დადუნაშვილი] ; კავშირი "ჰუმან. საზოგადოებისათვის", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
მუშაობის ნებართვა მუშაობის ნებართვა - გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ქვეყნის ხელისუფლება და მისი საელჩო საქართველოში დარწმუნებულნი არიან, რომ ამგვარი კომპანიები მართლაც არსებობენ და იცნობენ მათ რეპუტაციას. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში /თბილისი, 2000 წლის სექტემბერი
მშვიდობის ,,დამყარება’‘ მშვიდობის ,,დამყარება’‘ – (Peacemaking). მას მიმართავენ კონფლიქტის დაწყების შემდეგ მის დასარეგულირებლად. ასეთი საქმიანობის ფარგლებში, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენლებს შორის შერიგების მიზნით, მშვიდობის მისაღწევად საჭირო პირობების შესამუშავებლად, ტარდება შეხვედრები და ღონისძიებები. მშვიდობის დაცვის ძალისხმევასა და მეომარ მხარეებს შორის სამხედრო მოქმედებების შეჩერებასთან ხშირად მჭიდროდ არის დაკავშირებული სამშვიდობო აქციები. ისინი შეიცავენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და განაწილებას, კონსულტაციებს და სოციალ-პოლიტიკური და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში დახმარების გაწევას. ასეთი სახის ოპერაციები ჩატარდა ანგოლაში, ტაჯიკეთში, ავღანეთსა და ბურუნდში. წარმატებული გამოდგა გაეროს სამშვიდობო საქმიანობა გვატემალაში, სიერა-ლიონესა და იემენში. //ხუჯაძე ვალერი. კოსოვოს ომი და ახალი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსათვის // ალმანახი ¹15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დაფუძნდა 1992 წლის აგვისტოში თბილისში. ინსტიტუტი არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია, არ იმყოფება კავშირში არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. 1998 წლის 6 ნოემბერს კავკასიურმა ინსტიტუტმა ხელახალი რეგისტრაცია გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ფონდის სამართლებრივი სტატუსით (რეგისტრაციის ნომერია 28/112). კიდევ ერთი ხელახალი რეგისტრაცია (13.12.2004. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ბრძანება #156). წესდებაში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია. კავკასიური ინსტიტუტი სახელმწიფო პოლიტიკის სწავლულ ექსპერტთა ცენტრია. მისი საქმიანობა ორ ვრცელ სიბრტყეზეა გაშლილი: დემოკრატიული გარდაქმენა და ინსტიტუციური მშენებლობა, და მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლების შექმნეა. კავკასიური ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების შენება, სამოქალაქო დიპლომატია და ნდობის დამკვიდრება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. კავკასიური ინსტიტუტი, უპირატესად, საქართველოს ფარგლებს შიგნით წარმართავს თავის საქმიანობას. თუმცა სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვა-ბალკანეთის სივრცეზე მიმდინარე ერთობლივ პროექტებშიც მოანაწილეობს. ის ხშირად არის სხვა - ქართული თუ უცხოური - სამოქალაქო ორგანიზაციის პარტნიორი, ან რომელიმე კოალიციის წევრი. ამასთან, ის თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემას სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს და სამუშაო შეხვედრებს - მრგვალ მაგიდებს. მისი ექსპერტების სამოქმედო სფეროებში ტრენინგ-გაკვეთილებსაც ატარებს. გარდა პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავებისა, კავკასიური ინსტიუტი ადამიანის უფლებადაცვით და დემოკრატიის მხადრამჭერ ღონისძიებებშიც ხშირად მონაწილეობს. ამ მიზნით ინსტიტუტი თანამოაზრე ინდივიდებთან და ორგანიზაციებთან ებმევა ხოლმე კოალიციაში. ინსტიტუტის პროექტს ზედამხედველობას უწევს და ახორციელებს აღმასრულებელი საბჭო (8 ადამიანი). მუდმივი ადმინისტრაციული შტატი 5 ადამიანისაგან შედგება, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი უდგას სათავეში. 15-იდან 20 კაცამდე სახელშეკრულებო საფუძველზე მუშაობს. გია ნოდია არის გამგეობის თავმჯდომარე, ავთანდილ ჯოხაძე აღმასრულებელი დირექტორი. კავკასიური ინსტიტუტის სტრატეგიას განსაზღვრავს და საქმიანობას ზედამხედველობს გამგეობა, რომლის წევრები არიან: 1) ია ანთაძე 2) გიორგი გვახარია 3) ერეკლე მჭედლიშვილი 4) მალხაზ სონღულაშვილი 5) ემზარ ჯგერენაია 6) ემილია ხალილოვა 7) გია ნოდია
მწვანე ბარათი მწვანე ბარათი - გავრცელებული ტერმინი აშშ-ში, საემიგრაციო ვიზა ან ცხოვრების ნებართვა. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში, საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა /მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია /სექტემბერი, 2001 წელი
მხარდაჭერილი ეკლესიები მხარდაჭერილი ეკლესიები - ეს კატეგორია შედგება ისეთი რეჟიმებისგან, რომლებიც თუმცა ფორმალურად არ აღიარებენ ერთ განსაზღვრულ ეკლესიას ქვეყნის ოფიციალურ რელიგიად, მაგრამ ადასტურებენ, რომ შესაბამის ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქვეყნის კულტურაში. ასეთი რეჟიმები ძირითადად დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც კათოლიციზმი დომინანტურ პოზიციაშია, ხოლო კონსტიტუციები უახლოეს წარსულში იქნა მიღებული. მხარდაჭერილი ეკლესია სპეციალური აღიარებით სარგებლობს, თუმცა კონსტიტუციით სხვა ჯგუფებსაც თანაბარი დაცვა აქვთ მინიჭებული. ზოგიერთ შემთხვევაში მხარდაჭერილი ეკლესიის პირობებში არსებული რეჟიმი შედარებით უსაფრთხოა და მხოლოდ სახელმწიფოს ისტორიასა და კულტურაში ამა თუ იმ რელიგიური ტრადიციის მნიშვნელოვანი როლის აღიარებით შემოიფარგლება. სხვა შემთხვევებში მხარდაჭერის რეჟიმი მოქმედებს, როგორც დაწესებული ეკლესიის პრეროგატივების შენარჩუნების თვალთმაქცური მეთოდი, ლიბერალური მოდელის ფორმალურად შენარჩუნების ფონზე. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა