სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მოლდოვა

მოლდოვა - ფართობი: 33,843 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: რუმინეთი (450კმ), უკრაინა (939კმ), ბუნებრივი რესურსები: მურა ნახშირი, ფოსფატი, დასამუშავებელი მიწები; მოსახლეობა: 4,431 მლნ. (2001 წ. ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: მოლდაველები/რუმინელები 64,5%, უკრაინელები 13,8%, რუსები 13%, გაგაუზები 3,5%, ებრაელები 1,5%, ბულგარელები 2%, სხვები 1,7% (1999წ.); რელიგიები: აღმოსავლური მართლმადიდებლები 98,5%; ებრაელები 1,5%; ენები: მოლდავური (იგივეა რაც რუმინული), რუსული, გაგაუზური (თურქული დიალექტი).
სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა.
ეკონომიკა: მოლდავაში კარგი კლიმატი და კარგი მიწებია, მაგრამ არ არის მინერალური რესურსები. რის გამოც ეკონომიკა დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, ხილის, ბოსტნეულის, თამბაქოს მოყვანაზე, მეღვინეობაზე. მოლდავა ნავთობის, ქვანახშირის, ბუნებრივი გაზის იმპორტს მთლიანად რუსეთიდან ახდენს. შიდა და რეგიონული პრობლემები რეფორმების შემაფერხებელი ფაქტორია.
სამხედრო ხარჯები: 6 მლნ. აშშ დოლარი (1999წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 1% (1999წ.); უცხო ქვეყნის ძალები: მოლდავადან საერთაშორისო შეთანხმებების მიუხედავად ჯერ კიდევ არ გასულა რუსეთის სამხედრო ბაზა.
//კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა