სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 16 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ტარკვინიუს ლუციუს პრისკუსი ტარკვინიუს ლუციუს პრისკუსი - ძველი რომის მეხუთე მეფე. (მეფობდა ძვ. წ. 616,615 - 578,577). //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ტარკვინიუს ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუს ლუციუს სუპერბუს (ამაყი) - (534-509 წ. ძვ. წ.) ბოლო ტარკვინიუსი, ძველი რომის მეშვიდე, უკანასკნელი მეფე. ტარკვინიუსის ვაჟის მიერ შეურაცხყოფილმა რომაელმა ქალმა, ლუკრეციამ, თავი მოიკლა. ეს ფაქტი ამბოხების მიზეზი შეიქნა; 509 წელს ტარკვინიუსი ტახტიდან ჩამოაგდეს და მეფის ძალაუფლება დაამხეს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ტაქტიკა ტაქტიკა - შეზღუდული მოქმედებების გეგმა - და ინდივიდუალური მეთოდები - მოქმედების განსაკუთრებული ფორმა. შეზღუდული მიზნების მისაღწევად ეს მოქმედებები შეზღუდულია დროში, მასშტაბებსა და სპეციფიკურ საკითხებთან მიმართებაში. სტრატეგიის განსახორციელებლად გამოიყენება გარკვეული ტაქტიკა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ტაციტუსი პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი პუბლიუს კორნელიუს - (55-120) - რომაელი ისტორიკოსი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ტერიტორიული წყლები ტერიტორიული წყლები -(ტერიტორიული ზღვა) - საზღვაო ზოლი, რომელიც აკრავს სახელმწიფოს ნაპირებს და რომელზედაც ვრცელდება ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი. სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს თავისი ტერიტორიული წყლების სიგანეს საერთაშორისო სამართლის ჩვეულებით დამკვიდრებული ზოლის ფარგლებში (3-დან 12-მდე საზღვაო მილი), რომელიც აითვლება ზღვის უკიდურესი მიქცევის ხაზიდან. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ტერორიზმი ტერორიზმი - 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, რომლითაც იგი ცდილობა ტერორიზმის განმარტებას: ,,ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე, გლობალური ეფექტებით... თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე“. ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: ,,ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ტერორიზმი ეს არის ,,ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი - სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ“. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იძლევა ტერორიზმის ოთხ ძირითად დამახასიათებელ ელემენტს: ● ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი. ● ქმედება, რომელიც განსაზღვრულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად; ● ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ● და ბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ. (იხ. სოციალური და რელიგიური ტერორიზმი) //რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი #1 (7),- 2003
ტვიროსი ტვიროსი - ფინიკიელთა უძველესი ნავსადგური ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; ტვიროსმა კომერციით გაითქვა სახელი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ტიბერიუს კლავდიუს ნერონი ტიბერიუს კლავდიუს ნერონი - (ძვ.წ. 42 - ახ.წ. 37) რომაელი იმპერატორი, ახორციელებდა სისხლიან დიქტატურას. გაიხიზნა კუნძულ კაპრზე, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ტლასკალას რესპუბლიკა ტლასკალას რესპუბლიკა - ერთ-ერთი შტატი მექსიკაში. მექსიკის დაპყრობის შემდეგ ესპანელებმა ცნეს ტლასკალას რესპუბლიკა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ტოკვილის ალექსის დე ტოკვილის ალექსის დე - (1805-1859) ფრანგი ისტორიკოსი, სოციოლოგი და პოლიტიკური მოღვაწე. საყოველთაოდ ცნობილია მისი თვალსაზრისი საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესახებ: ,,მე ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველივე, რაც რევოლუციამ გააკეთა, ურევოლუციოდაც გაკეთდებოდა“. ესაა ციტატა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებიდან ,,ძველი რეჟიმი და რევოლუცია“. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
ტოლერანტული ტოლერანტული - (tolerant) [ფრანგ. tolerant <ლათ. tolerans (tolerantis) შემწყნარებელი. ტოლერანტობა - XVI საუკუნეში ლათინურ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში დამკვიდრდა და კონფესიურ განხეთქილებას დაუკავშირდა. ამ კონტექსტში მან, უპირველეს ყოვლისა, სხვა რელიგიურ აღმსარებლობათა მიმართ შემწყნარებლობის ვიწრო მნიშვნელობა შეიძინა. XVI-XV I I საუკუნეებში რელიგიური ტოლერანტობა უკვე სამართლებრივ ცნებად გვევლინება. მთავრობები გამოსცემენ ტოლერანტულ აქტებს, რომელიც სახელმწიფო მოხელეებსა და მართლმორწმუნე მოსახლეობას რელიგიურ უმცირესობებთან: ლუთერანებთან, ჰუგენოტებთან, პაპისტებთან მიმართებაში ტოლერანტულ ქცევას აკისრებს. განსხვავებული რწმენის ადამიანებისა და მათი პრაქტიკის ადმინისტრაციული ფორმით შეწყნარების სამართლებრივი აქტები დღემდე განსაზღვრავენ ტოლერანტული დამოკიდებულების მოთხოვნას ჩაგრული და დევნილი რელიგიური გაერთიანებების წევრების მიმართ. //ჰაბერმასი იურგენ. როდის უნდა ვიყოთ ტოლერანტულნი? //თავისუფლება N 11 (35) ნოემბერი დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2004
ტოტემიზმი ტოტემიზმი - გვარისა თუ ტომის წინაპრად რომელიმე ცხოველის ან მცენარის აღიარება (,,ტოტემი“ ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენაზე გვარს ნიშნავს). //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ტრანზიტი ტრანზიტი -(ლათ. transitus გავლა) - სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლით პროდუქციის გადაადგილება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ტრენინგი ტრენინგი - სწავლება, წვრთნა - ზოგადად, ნებისმიერი სპეციფიკური საგანმანათლებლო, სასწავლო პროგრამა ან პროცედურათა რიგი, რომელიც იმისათვის არის შედგენილი, რომ პიროვნებამ შეძლოს გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენა და საკითხის განხორციელება, კვალიფიციურად ჩართოს რაიმე სახის ახალ სამუშაოში; გამოცდილებითი სწავლება. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ტრიმურტი ტრიმურტი - სანსკრიტზე ნიშნავს სამსახოვნებას, სამგვამოვნებას, ტრიადას (ტრი-სამი, მურტი - სახე, ხატი, სხეული). ამ ტერმინით აღინიშნება სამი ღმერთის - ბრაჰმას, ვიშნუს (იგივე რუდრას) და შივას - ერთიანობა, ერთება. ე.ი. ტრიმურტი არის ერთი და იგივე ღვთაების სამი გამოვლინება, სამი სხვადასხვა ფორმა, სამი გვამი. მაჰაბჰარატას დამატებაში - გარივანშაში - ვკითხულობთ: ,,ის, ვინც არის ვიშნუ, არის იმავდროულად შივა; ის, ვინც არის შივა, არის ბრაჰმა. არსებით ერთია, მაგრამ სამი ღმერთია: შივა, ვიშნუ, ბრაჰმა’’. ტრიმურტი აერთიანებს სამ კოსმიურ პრინციპს - შემოქმედებას, ნგრევას და შენარჩუნებას: შემოქმედია ბრაჰმა, დამანგრეველი - შივა. ხოლო მცველი ანუ შემანარჩუნებელი - ვიშნუ. სამივე არსებობს ერთ ღვთაებაში და თითოეული - სამებაში. ტრიმურტს გამოსახავდნენ სამთავიან არსებად: შუაში ბრაჰმა, მარჯვნივ ვიშნუ და მარცხნივ შივა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ტრიუმვირატი ტრიუმვირატი - ძველ რომში სამი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის კავშირი (ძვ. წ. I ს.), რომლის მიზანი იყო უმაღლესი ძალაუფლების მითვისება. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა