სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 1 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ჟურნალისტური სტანდარტი ჟურნალისტური სტანდარტი -ჟურნალისტიკის პრესტიჟის უმთავრესი დასაყრდენი ფაქტორი მისმიერვე დადგენილი პასუხისმგებლობის ნორმა და კარგი საზოგადოებრივი სერვისისკენ სწრაფვაა. სწორედ ამ ამოცანის მისაღწევად, ტრადიციული დემოკრატრიის ქვეყნებში, მოქმედებს თავად ჟურნალისტების მიერ შემუშავებული ეთიკის ნორმები. 2003 წელს საქრთველოში მოქმედი მედია საშულებების წარმომადგენელმა ჟურნალისტებმაც შეიმუშავეს ასეთი ნორმები და ხელი მოაწერეს მედიის პროფესიულ სტანდარტს. ამ სტანდარტის თანახმად მედია აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ფლობდეს დროულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას. ჟურნალისტი აღიარებს ვალდბულებას საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი, მიუკერძოებელი და უტყუარი ინფორმაცია და დაიცვას პროფესიული //პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა [რეკომენდაციები], თავისუფლების ინს-ტი,-თბ.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა