სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური
ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ
სიტყვა | განსაზღვრება |
ფაბიუსი კვინტუს მაქსიმუსი | ფაბიუსი კვინტუს მაქსიმუსი - კუნქტატორი (ძვ. წ. 27-203). რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, კონსული, დიქტატორი, მხედარმთავარი მეორე პუნიკური ომების დროს (218 - 201 ძვ. წ.). //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
ფანდრაიზინგი | ფანდრაიზინგი - (Fund raizing) სიტყვასიტყვით არის ფინანსური სახსრების შეგროვება, ხოლო ზგადად, საგანგებო პროგრამებისა და ღონისძიებების მთელ სისტემას გულისხმობს, რაც საქველმოქმედო ინსტიტუტებისათვის სახსრების მოძიებას ემსახურება. ფანდრაიზინგი კომუნიკაციის უნიკალური ფორმაა და ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკის ე.წ. „ფინანსური მიქსის“ (საწევროები, პროდუქტის ან სერვისის გაყიდვა, შემოსავლები კაპიტალდაბანდებებიდან და შემოწირულობებიდან) განუყოფელი ნაწილია. ფანდრაიზინგი ერთ-ერთი დეფინიციით (ჰაროლდ სეიმორი), „არის თანამონაწილეობისა და მხარდაჭერის გააზრებული დაგეგმვა და განხორციელება“. მისი არსებობა წარმოუდგენელია იფორმაციულ ვაკუუმში; იგი წარმატებულია, როცა ჩართულია რეალურ პროცესში და დამაჯერებლად წარადგენს პრობლემას დამფინანსებლის წინაშე. ფანდრაიზინგზე გავლენას ახდენს ორგანიზაციის პროგრამული პროირიტეტები და უპირატესი დონორი ორგანიზაციები (ფონდები, ბიზნესკომპანიები, კერძო პირები, დასავლეთში ასევე სამთავრობო სტრუქტურები). ფანდრაიზინგის საჭიროებებსა და მიმართულებებზე პირადპირ ზემოქმედებს ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმები, რაც ორგანიზაციის ზრდა-განვითარებასთან, ახალი პროგრამების შემუშავებასა თუ შემოსავლების მოძიებასთან არის დაკავშირებული. //ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003 : საგამომც.-პოლიგრაფ. ცენტრი "საარი" |
ფარული არჩევნები | ფარული არჩევნები – არჩევნები არ უნდა ჩატარდეს საჯაროდ, ანუ ყოველმა ამომრჩეველმა ისე უნდა მისცეს ხმა, რომ ვერავინ შეძლოს გაგება თუ გადამოწმება, ვის სასარგებლოდ მიიღო მან გადაწყვეტილება; //კუბლაშვილი კონსტანტინე. სახელმწიფოს პრინციპები საქართველოს კონსტიტუციაში // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001. |
ფასილიტაცია | ფასილიტაცია - ნებისმიერი პროცესის არადირექტიულად, სამართლიანად, ჰუმანისტურ ფასეულობებზე დაფუძნებულად წარმართვის უზრუნველყოფა. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007. |
ფედერალიზმი | ფედერალიზმი - სიტყვა „ფედერალიზმი” წარმოიშვა ლათინურისაგან “Foedus”, რაც ნიშნავს “ფედერაციას, კავშირს, შეთანხმებას». მე-18 საუკუნიდან დაწყებული, პირველ რიგში, მონტესკიეს წყალობით, ეს სიტყვა ხშირად იხმარებოდა რამდენიმე სახელმწიფოს სამართლებრივი გაერთიანების ორგანიზაციული პრინციპის აღსანიშნავად, სადაც განსაკუთრებით გამოსაყოფია მათი წევრების თვითგამორკვევა და სახელმწიფოებრივი საქმეების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება. სიტყვა “ფედერალიზმმა» თავისი დღევანდელი მნიშვნელობა ჩრდილოეთ ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და ფედერალისტებსა და ანტიფედერალისტების მეტოქეობის დასრულების შემდეგ მოიპოვა. პარტიკულარიზმისა და სეპარატისტული ტენდენციებისაგან განსხვავებით, ამერიკული ფედერალიზმი, პირველ რიგში, მიზნად ისახავდა ფედერალური ორგანოების გაძლიერებას, მაშინ, როცა ევროპული გაგებით ფედერალიზმი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივი ცენტრალიზმის მუქარას ხედავდა და ამიტომ ხაზს უსვამდა ცალკეული წევრების დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობას. ფედერალიზმი - ეს არის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილის ავტონომიის უმაღლესი ფორმა. ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ “სახელმწიფოებს” ახასიათებს სამი ძირითადი ნიშანი: 1. სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებლობა (ჩვეულებრივ, უზრუნველყოფილია არჩევნების მეშვეობით); 2. ავტონომიური კომპეტენციის არსებობა კონსტიტუციურ და საკანონმდებლო სფეროებში (იმ საკითხების გამოკლებით, რომლებიც ფედერაციის კომპეტენციას მიეკუთვნება), აგრეთვე, მართვის სფეროში; 3. იურიდიული პირის სტატუსი, საკუთარი ფინანსური რესურსებისა და ავტონომიური ბიუჯეტის ჩათვლით. ფედერალიზმი სახელმწიფოს ისეთი მოწყობაა, როდესაც მმართველობითი ფუნქციები განაწილებულია ცენტრალურ და ფედერაციის სუბიექტებს (შტატები, მხარეები, მიწები, კანტონები და ა.შ.) შორის. ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების ვერტიკალური გრადაცია, რომელიც გარკვეულწილად ავსებს და სრულყოფს საყოველთაოდ აღიარებულ ხელისუფლების ჰორიზონტალურ განაწილებას. ერთ-ერთი “მამა-დამფუძნებელი», თვალსაჩინო პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, თომას ჯეფერსონი, წერდა: “მთავრობა ხდება კარგი არა ხელისუფლების კონსოლიდაციით ან კონცენტრაციით, არამედ მისი სწორად განაწილების შედეგად.” ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციით ან ფედერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სახელმწიფო მართვის სფეროები და ელემენტები, რომლებშიც მეორე დონის ტერიტორიული ერთეულები (ფედერაციის სუბიექტები) სუვერენული არიან და მათ კომპეტენციაში ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლება ვერ ჩაერევა და პირიქით, შტატებს არავითარ შემთხვევაში აქვთ უფლება ჩაერიონ მმართველობის ისეთ სფეროებში, რომლებიც კონსტიტუციის (ან ფედერალური ხელშეკრულების) ძალით, მხოლოდ ფედერალური ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება. ფედერალიზმის პრინციპის შესაბამისად, ორი ან მეტი ხელისუფლება ახორციელებს ძალმოსილებას ერთი და იმავე ხალხის მიმართ და ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. შეერთებული შტატებისა და, მაგალითად, პენსილვენიის შტატის ხელისუფლებანი საზიაროდ ფლობენ ზოგიერთ უფლებამოსილებას (მაგ., გადასახადების აკრეფაზე), მაშინ, როცა სხვა უფლებამოსილებები ექსკლუზიურად განეკუთვნება ან ერთს, ან მეორეს. როგორც ჯეიმს მედისონი “ფედერალისტ 10”-ში წერდა: “ფედერალური კონსტიტუცია ქმნის დიდი საერთო ინტერესების იღბლიან კომბინაციას, რომელიც შტატების ხელისუფლებებს ეკუთვნის”. ასე მაგალითად, ფულის მოჭრა ეროვნული ხელისუფლების საქმეა, ოჯახის გაყრის უფლება კი შტატების პრეროგატივაა. ამის საპირისპიროდ, შტატების მილიცია ხანდახან ექვემდებარება ეროვნულ მთავრობას, თუმცა ძირითადად შტატების განკარგულებაშია. //ამირანაშვილი გივი. ფედერაციული და უნიტარული (დეცენტრალიზებული) სახელმწიფოების კონსტიტუციურ - სამართლებრივი თავისებურებების დახასიათებე // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001. |
ფელონია | ფელონია - მძიმე დანაშაული (მე-14 საუკუნე). ფელონიები, როგორც წესი, ისჯებოდა სიკვდილით, სხეულებრივი სასჯელებით ან ქონების კონფისკაციით (მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა, ქონების ხანძრით განადგურება და სხვა). //გოთუა ზურაბ. ანგლო-ამერიკული სისხლის სამართლის ზოგადი დახასიათება // ალმანახი ¹13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000. |
ფემინიზმი | ფემინიზმი - სიტყვა „ფემინიზმი”: ლათ. Femina - ქალს ნიშნავს. ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით დაერქვა ფემინიზმი. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო” - ეს აბსურდია. თავისთავად, „ქალის უფლებები” და „ფემინიზმი” ფარავენ ერთმანეთს, ორი იდენტური ცნებაა. //ნადარაია ლიკა, ქალის როლი საზოგადოების განვითარებაში: (რუსთავში გამართული სემინარის ჩანაწერი), [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002 ფემინიზმი - ანუ ქალთა საერთო მოძრაობა გამოდის სექსიზმის წინააღმდეგ ანუ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებულია თანამედროვე კულტურაში დისკრიმინაციის კიდე ორი არსებული ფორმის - რასიზმისა და ეიჯიზმის გვერდით. //ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002 ფემინიზმი - ტერმინი „ფემინიზმი“ დასავლეთში ფართოდ გავრცელდა XIII საუკუნის ოთხმოციან წლებში, თუმცა მისი, როგორც მასობრივი მოძრაობის ჩამოყალიბება XIX საუკუნის ფენემოენია. ფემინიზმის იდეოლოგია/ფილოსოფიის განვითარების სამიძირითადი ეტაპი (ე. წ. ტალღები) არსებობს. პირველი ლიბერალური XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყოსი - როდესაც მთავარი საზრუნავი ქალებისათვის თანაბარი სამოქალაქო უფლებების და არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვება იყო; მეორე ტალღა, მარქსიზმი/სოციალიზმიემთხვევა დასავლურ კულტურაში 1960-70-იან წლებში მიმდინარე ახალ სოციალურ მიმდინარეობებს; ქალთა პროტესტი ისევ სქესობრივ უთანასწორობაზეა მიმართული, მაგარამ აქცენტი უკვე არა მხოლოდ პოლიტიკურ უფლებებზე კეთდება, არამედ ისეთ ასპექტებზეც, როგორიცაა ოჯახი, სექსუალობა და შომა; და მესამე ტალღა, ან მესამე თაობა, რომელსაც ხშირად მოიაზრებენ როგორც რადიკალურ, განსხვავების და აგრეთვე პოსტმოდერნისტული ფემინიზმის ერთობას - პოსტსტრუქტურალიზმი, დეკონსტრუქტივიზმი. //ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002 ფემინმიზმზე და ქალთა მოძრაობაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ფემნიზმის, როგორც იდეოლოგიის თუ ფილოსოფიის მრავალფეროვნება და კომპლექსურობა, მისი მნიშვნელოვანი სახესხვაობები. ფემინიზმის ნაცვლად საქმე გვაქვს ფემინიზმებთან, რომლებიც განსხვავებულ და ხშირად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს ეყრდნობიან. საერთოდ, რაც მათ გააჩნიათ, არის, ალბათ, ქალების დაქვემდებარებული პოზიციის წინააღმდეგ გამოსვლა და ამ დისკრიმინაციის საბოლოოდ დაძლევის მიზნით სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წყობის შეცვლის მოთხოვნა. //ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002 |
ფეტიშიზმი | ფეტიშიზმი - უსულო საგნების თაყვანისცემა, ნივთების გაიდეალება, კერპთაყვანისმცემლობა. ,,ფეტიში’’ პორტუგალიური სიტყვაა და ,,გაკეთებულს’’ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პორტუგალიელი მოგზაურები საგნებს, რომელთაც აფრიკელი აბორიგენები თაყვანს სცემდნენ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 |
ფიზიკური ძალადობა | ფიზიკური ძალადობა - სილის გაწვნა, დევნა, დარტყმა, ცემა, ხრჩობა, იარაღის გამოყენება, ნივთების სროლა და მტვრევა მეორეს დასანახად, სხვის შესაშინებლად მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით ტარება, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების დაძალება. //ბერიკაშვილი ნანა, რა არის ძალადობა? [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002 |
ფიზიკური ძალადობის ფორმები | ფიზიკური ძალადობის ფორმები - ცემა მუშტებით, ცემა ფეხებით, ფეხმძიმე ცოლის ცემა, თმებით თრევა, კედელზე თავით რტყმევა, დახრჩობის მცდელობა, სხეულზე ანთებული სიგარეტის ჩაქრობა, გაუპატიურება, ფეხმძიმე ცოლის გაუპატიურება, ცოლის გაუპატიურება სხვათა თანდასწრებით და ა.შ. //კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002 |
ფილეტიზმი | ფილეტიზმი - (ბერძ) მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ენაზე ეწოდება ისეთ შემთხვევას, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ეკლესიაში რომელიმე ეთნოსი ბატონდება და ისეთ გავლენას ახდენს მოცემული ეკლესიის ფორმასა და შინაარსზე, მის იერარქიასა და დემოგრაფიაზე, რომ ეკლესიის კათოლიკეობა იჩრდილება და ითრგუნება. ტერმინი ბერძნულია და მეტომეობას ნიშნავს. იგი მწვალებლობაა, რადგან ეკლესიათა ეროვნებების მიხედვით დაყოფას და ორგანიზებას გულისხმობს. ამ გზით მართლმადიდებლობას ფრთა ეკვეცება და მისი კათოლიკეობა (საყოველთაობა, უნივერსალურობა) ეჭვის ქვეშ დგება. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 |
ფილონ ალექსანდრიელი | ფილონ ალექსანდრიელი - (ძვ.წ. დაახ. 13 - ახ.წ. 54) ებრაული ელინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. იმპერატორი კალიგულა იუდეას ომით დაემუქრა იმის გამო, რომ იერუსალიმის ტაძარში მისი ქანდაკების დადგმაზე უარი განაცხადეს. ებრაელებმა რომში ელჩები გაგზავნეს. მათ შორის იყო ფილონიც. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწერა ფილონმა საგანგებო თხზულება, რომელიც კალიგულას სიკვდილის შემდეგ წაიკითხეს რომის სენატში //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
ფინანსები | ფინანსები - (ფრანგ. finance < ლათ. financia შემოსავალი) - ყველა ფულადი საშუალების ერთობლიობა, რომელსაც განკარგავს პირი, საწარმო, სახელმწიფო, აგრეთვე მისი ჩამოყალიბების, განაწილებისა და გამოყენების სისტემა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. |
ფინანსური ლიზინგი | ფინანსური ლიზინგი - შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მისი მოქმედების პერიოდში ლიზინგური გადასახადის გადახდას, რომელიც ფარავს მოწყობილობის ამორტიზაციას ან მისი დიდი ნაწილის სრულ ღირებულებას, დამატებითი ხარჯების ანაზღაურებას და ლიზინგის გამცემის შემოსავლის მიღებას. //ჯანხოთელი შორენა, ლიზინგი // ალმანახი ¹ 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998. |
ფისკალური | ფისკალური - (< ლათ. fiscalis სახაზინო) - რაც ფისკის, ანუ სახელმწიფო ხაზინის ინტერესებს ეხება. შესაბამისად, ფისკალური პოლიტიკა არის საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა და საგადასახადო სისტემასა და სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურის სათანადო მართვით ეკონომიკურ აქტივობაზე ზემოქმედების მექანიზმი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. |
ფიცი | ფიცი - რაიმე თანამდებობაზე არჩეული ან დანიშნული პირის (პრეზიდენტი, მოსამართლე, სახალხო დამცველი და ა.შ.), აგრეთვე რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის (მაგალითად, სამხედრო მოსამსახურე) საზეიმო დაპირება, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. ფიცი – ფიცი ერთ-ერთი ქართული მტკიცებულებაა. თუ დავუშვებთ, რომ ზანურ-ქართული ენობრივი ერთობა ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ არსებობდა, ფიციც, როგორც სიტყვა-ტერმინი, ამავე პერიოდის წარმონაქმნად უნდა ჩავთვალოთ. ქართული ენობრივი ერთობის დონეზე, ფუძე ენაში ფიცი არ იგულისხმება ტერმინად, რადგან სვანურში ფიცის ნაცვლად გვაქვს მაღვრა. სავარაუდოა, რომ მაღვრა, როგორც სიტყვა-ტერმინი, ქრისტემდე ათასზე მეტი წლის წინათ არსებობდა და ასე თუ ისე მოფიცარის თვითწყევლას გულისხმობდა იმ შემთხვევისათვის, თუ ის ფიცს გატეხდა. //ნადარეიშვილი გიორგი. ქურდი და მისი თანამოფიცარნი // ალმანახი ¹14, [ქართული სამართლის ისტორიული საკითხები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000. |
ფლიფჩარტი | ფლიფჩარტი - [ინგ. flipchart], ნიშნავს კედელზე გასაკრავ ან დაფაზე დასამაგრებელ ქაღალდს, ჯგუფის მუშაობისას ჩანაწერების გასაკეთებლად. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007. |
ფოკეა | ფოკეა - ქალაქი იონიის (მცირე აზიის დასავლეთი მხარე) სანაპიროზე, ათენის კოლონია; 546 წ. (ძვ. წ.) დაროის I-ის მეფობის დროს სპარსელებმა დაიპყრეს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
ფონდი | ფონდი - ცნება მოცემულია სამოქალაქქო კოდექსის 30.3-ე მუხლში: „ფონდი არის იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალური ქონების საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრი.’’ ამ განმარტებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიყოს ფონდის შემდეგი მახასიათებლები: ა) ფონდი არის იურიდიული პირი; ბ) ფონდის დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; გ) ფონდს, როგორც დამფუძნებელთაგან დამოუკიდებელ სუბიექტს, არა ჰყავს წევრები; დ) ფონდს აქვს საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზანი; ე) ფონდის მიზნის მისაღწევად დამფუძნებელმა უნდა გაიღოს ქონება; კოდექსის 30.3-ე მუხლში მითითებული საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის გარდა ფონდი შეიძლება შეიქმნას აგრეთვე „განსაზღვრული პირების ან პირთა კონკრეტულად განსაზღვრული წრეების“ მხადრასაჭერად (კოდექსი 46-ე მუხლი, ფონდი დესინატერებისათვის) კოდექსის 30.3-ე და 46-ე მუხლებში მითითიებული მიზნების გარეშე ფონდი, როგორც ასეთი, არ იარსებებს; სწორედ ეს მიზნებია ის ელემენტი, რომელიც განაპირობებს ფონდის სპეციფიკას. ფონდის მიზანს განსაზღვრავს დამფუძნებელი, მაგრამ შემდგომში მისი შეცვლა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ნებართვითაა დასაშვები (კოდექსი 46-ე და 49-ე მუხლები). //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998 |
ფორუმი | ფორუმი - მოედანი ძველ რომში, სადაც სახალხო კრებები და სხვა თავყრილობები იმართებოდა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
ფრენშაიზინგი | ფრენშაიზინგი - ცნება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლში: „ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას“. დიდი ბრიტანეთის ფრენშაიზინგის ასოციაცია თავისებურად საზღვრავს ფრენშაიზინგს: ეს არის საკონტროლო ლიცენზია, გაცემული ერთი პირის მიერ (ფრენშაიზის მიმცემი) მეორის მიმართ (ფრენშაიზის მიმღები), რომელიც: 1. აძლევს უფლებას ან აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს ფრენშაიზინგის პერიოდში დასაქმებულ იქნას განსაზღვრული ბიზნესით, გამოიყენოს სპეციფიური სახელწოდება, რომელიც ეკუთვნის ფრენშაიზის მიმცემს. 2. აძლევს ნებას ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზინგის ხელშეკრულების პერიოდში განახორციელოს კონტროლი განსაზღვრულ ბიზნესზე, რომელიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საგანია. 3. აიძულებს ფრენშაიზის მიმცემს დახმარება გაუწიოს ფრენშაიზის მიმღებს ბიზნესის წარმართვაში, რომელიც ხელშეკრულების საგანია. 4. აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს რეგულარულად გადაუხადოს ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზინგის ხელშეკრულების პერიოდში განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება იმ საქონლისა და მომსახურეობისათვის, რასაც ფრენშაიზის მიმცემი უწევს ფრენშაიზის მიმღებს. 5. გარიგება ჰოლდინგურ და მის შვილობილ კომპანიებს შორის არ არის ჩვეულებრივი, ან შვილობილ კომპანიებსა და ერთ ჰოლდინგურ კომპანიას შორის, ან კერძო პირსა და კომპანიას შორის, რომელიც მას უწევს კონტროლს. თბილისში ფრენშაიზინგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაგალითს ფირმა ,,მაკდონალდსის” რესტორნების ქსელი წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე რამოდენიმე ათას რესტორანს აერთიანებს. //ფირცხალაიშვილი ალექსანდრე, ფრენშაიზინგი // ალმანახი ¹ 11, [სამოქალაქო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.1999 |
ფრონდა | ფრონდა - ამბოხება, მოხდა 1648-52 წლებში ლუი XIV-ის მეფობის დროს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები | ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები - ლანძღვა, გინება, დამცირება და დაცინვა პირისპირ და საზოგადოებაში, მუქარა, მეუღლის მშობლების შეურაცხყოფა //კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002 |
ფული | ფული - საყოველთაო ეკვივალენტი, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში იხმარება ნივთისა თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ღირებულების გამოხატვის საშუალებად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. |
ფულის ლეგალიზაცია | ფულის ლეგალიზაცია – ცნების ქვეშ იგულისხმება ყველა ოპერაცია, რომელიც განხორციელდება ფინანსურ საშუალებათა არსებობის, წარმოშობისა და მათი მიზნობრივი დანიშნულების დაფარვის მიზნით, რათა ამის შემდეგ დამნაშავე შეუდგეს მისგან რეგულარული შემოსავლების მიღებას. //გოთუა ზურაბ. საზღტვარგარეთის სისხლის სამართალი // ალმანახი ¹13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000. |