სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ფონდი

ფონდი - ცნება მოცემულია სამოქალაქქო კოდექსის 30.3-ე მუხლში: „ფონდი არის იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალური ქონების საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრი.’’
ამ განმარტებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიყოს ფონდის შემდეგი მახასიათებლები: ა) ფონდი არის იურიდიული პირი; ბ) ფონდის დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; გ) ფონდს, როგორც დამფუძნებელთაგან დამოუკიდებელ სუბიექტს, არა ჰყავს წევრები; დ) ფონდს აქვს საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზანი; ე) ფონდის მიზნის მისაღწევად დამფუძნებელმა უნდა გაიღოს ქონება;
კოდექსის 30.3-ე მუხლში მითითებული საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის გარდა ფონდი შეიძლება შეიქმნას აგრეთვე „განსაზღვრული პირების ან პირთა კონკრეტულად განსაზღვრული წრეების“ მხადრასაჭერად (კოდექსი 46-ე მუხლი, ფონდი დესინატერებისათვის)
კოდექსის 30.3-ე და 46-ე მუხლებში მითითიებული მიზნების გარეშე ფონდი, როგორც ასეთი, არ იარსებებს; სწორედ ეს მიზნებია ის ელემენტი, რომელიც განაპირობებს ფონდის სპეციფიკას.
ფონდის მიზანს განსაზღვრავს დამფუძნებელი, მაგრამ შემდგომში მისი შეცვლა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ნებართვითაა დასაშვები (კოდექსი 46-ე და 49-ე მუხლები).
//სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა