სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 178 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლო - განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებებზე კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივარი - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის აუცილებელი დოკუმენტია, რომელსაც ადგენს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარე, ამ საჩივრის საფუძველზე განიხილავს სააპელაციო სასამართლო საჩივარს. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
საარსებო მინიმუმი საარსებო მინიმუმი - ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საარჩევნო ბლოკი საარჩევნო ბლოკი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ორი ან მეტი პარტიის გაერთიანება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საარჩევნო კამპანია საარჩევნო კამპანია - „საარჩევნო კამპანიის“ ცნება რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება: ა) ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით ესაა გარკვეული პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც ემთხვევა არჩევნებს ამა თუ იმ წარმომადგენლობით დაწესებულებებში, და ამასთან დაკავშირებული პოლიტიკური ცხოვრების საერთო გააქტიურება. ბ) სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით - ესაა კანონით ზუსტად განსაზღვრული დრო, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს არჩევნებს და როდესაც მოქმედებს საარჩევნო პროპაგანდის სპეციალური რეჟიმი. სწორედ ამ პერიოდში ყველაზე დიდ მასშტაბებს ღებულობს წინასაარჩევნო მუშაობა, არჩევნებთან დაკავშირებით იქმნება სპეციალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ ამა თუ იმ პარტიის ან კანდიდატის გამარჯვებას. გ) და ბოლოს, როდესაც ლაპარაკია კანდიდატზე ან რომელიმე პარტიაზე, საარჩევნო კამპანია ესმით როგორც პროპაგანდისტულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც ატარებენ თვითონ კანდიდატები და პარტიები, ან სხვა ორგანიზაციები მათ მხარდასაჭერად, მიუხედავად ამ კამპანიის ჩატარების ვადებისა. //მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997
საარჩევნო მარკეტინგი საარჩევნო მარკეტინგი - პოლიტიკური მარკეტინგის ერთ-ერთ ძირითად სახეობას წარმოადგენს. ამ უკანასკნელს ხშირად აიგივებან საერთოდ პოლიტიკურ მარკეტინგთან, რაც მათლად ზუსტი არაა. მათ შორის არსებულ განსხვავებაზე ფრანგი პოლიტოლოგი დ. ლინდონი არნიშნავს: „პოლიტიკური მარლეტინგი ესაა თეორიებისა და მეთოდების ურთიერთობა, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა და ხელისუფლებამ ორი მიზნით: განსაზღვრონ თავიანთი ამოცანები და თავისი პროგრამერბი; გავლენა მოახდინონ მოქალაქეთა ქცევაზე. საარჩევნო მარკეტინგი, სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით, მხოლოდ ნაწილია პოლიტიკური მარკეტინგისა და აქვს უფრო შეზღუდული მიზანი: პოლიტიკური პარტიებსა და კანდიდატებს დაეხმაროს ეფექტური საარჩევნო კამპანიის შემუშავებასა და ჩატარებაში . საარჩევნო მარკეტინგი გულისხმობს სხვადასხვა სოციალური და ეროვნული ჯგუფების ინტერესების სპეციალურ შესწავლას და ამის საფუძველზე ამომრჩეველთა ყოველი კატეგორიისათვის სწორედ პრედენდენტის იმ რეალურ თავისებურებებისა და ღისებების გამოვლენასა და ხაზგასმას, რომელთა მიმართაც ამომრჩეველთა მოცემული ჯგუფები მეტ ინტერესს ამჟღავნებენ. ამასთან პრეტენდენტის ასეთი თვისებების დემონსტრაცია კორექტულად, მიზანდასახულად, საქმის ცოდნით უნდა იყოს გაკეთებული. საარჩევნო მარკეტინგი ლიდერობის პრეტენდენტს ეხმარება განსაზღვოს, თუ რამდენად შეესაბამება მისი იდეები და პროგრამა „ბაზრის მოთხოვნილებებს“. სპეციალური მეტოდების საშუალებით ირკვევს თუ ვის, რას და როგორ უნდა ელაპარაკოს პრეტენდენტი თავისი პოლიტიკურიმრწამსის ფარგლებში, რა ფორმების მესვეობით უნდა ჰქონდეს ამომრჩევლებთან ურთიერთობა. //მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997
საარჩევნო სისტემა საარჩევნო სისტემა - საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების გზით საჯარო ხელისუფლების ორგანოების ფორმირებასთან. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სააქციო საზოგადოება სააქციო საზოგადოება - მეწარმეთა შესახებ კანონის 51.1 მუხლის თანახმად: ,,სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომელსაც აქვს აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი. საწესდებო კაპიტალის მინიმალური ნომინალური ღირებულება უნდა შეადგენდეს თხუთმეტი ათას ლარს, ხოლო ერთი აქციის ნომინალური ღირებულება - ერთ ლარს ან მის მრავალჯერადს”. //ხუციშვილი ქეთევან, სააქციო საზოგადოებები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები რუსეთის სამოქალაქო კანონმდებლობაში //ალმანახი ¹ 11, [სამოქალაქო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
საბაზო მოთხოვნილებები საბაზო მოთხოვნილებები, საჭიროებანი - ეს არის ნებისმიერი მოთხოვნილება, რომლის დაკმაყოფილების გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს ან ზოგადად არსებობას, ან სრულფასოვან ცხოვრებას, თავისი თავის განხორციელებას. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
საბანკო გარანტია საბანკო გარანტია - საბანკო გარანტია (რწმუნებულება) ნიშნავს, იმას რომ ბანკი, კლიენტის მიერ სესხის დროულად არგადახდის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას თვითონ იკისროს მისი გადახდა. გარანტია წარმოადგენს ვალდებულებას, რომელიც ფულადი ფორმითაა გამოხატული, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კრედიტორის წინაშე მოვალე და გარანტი (რწმუნებული) პასუხს აგებენ სოლიდარულად. გარანტია ატარებს სასწრაფო და უპირობო ხასიათს, კრედიტორის უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე დაკისრებულ ვალდებულებაზე. კლასიკური რომის სამართალი იცნობდა საბანკო გარანტიის უზრუნველყოფას, რომელსაც receptum argentarii ერქვა. ეს იყო არაფორმალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბანკირი იღებდა ვალდებულებას თავისი კლიენტის წინაშე გადაეხადა მისი ვალი მესამე პირისათვის. ამ შეთანხმების მიხედვით ბანკირი (argentari) არ ხდებოდა მესამე პირის მოვალე: მესამე პირი რჩებოდა მხოლოდ ბანკირის კლიენტის კრედიტორად. თუ მოვალეს არ გააჩნდა სახსრები გადახდისათვის, მაშინ იგი სთავაზობდა თავისი ბანკირის მომსახურებას, რომელთანაც მოვალეს ჰქონდა შეთანხმება დადებული. თუ ბანკირი უარს ამბობდა გადახდაზე, კლიენტი ღებულობდა სასარჩელო დაცვას (actio receptia). აქტის ეს ფორმა უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს საბანკო გარანტიის ისტორიულ წინამორბედად. //გაბუნია დიმიტრი, საბანკო გარანტიების სამართლებრივი რეგულირება საბაზრო ეკონომიკის პირობებში // ალმანახი ¹11 [სამოქალაქო სამართალი (II)] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.1999.
საბაჟო ორგანოები საბაჟო ორგანოები - სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საბაჟო საქმიანობას. საქართველოში საბაჟო საქმიანობას ახორციელებს სამართალდამცავი ორგანოს სტატუსის მქონე საბაჟო დეპარტამენტი, რომელიც შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საბოლოო შეფასება საბოლოო შეფასება - საბოლოო შეფასება ეფუძნება მოცემული სასწავლო პროგრამისათვის კურსის ან მოდულის ფარგლებში გამოვლენილ წარმატებას. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
საბრალდებო დასკვნა საბრალდებო დასკვნა - ბრალდებულისადმი წაყენებული ბრალდების მოკლე წერილობითი აღწერა და ბრალდებულის სამართალში მიცემის საფუძველი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. საბრალდებო დასკვნა - პროცესუალური დოკუმენტი, რომელშიც პროკურორი ადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აგზავნის სასამართლოში, რათა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
საბჭოს დახურვა საბჭოს დახურვა - - Serrar di Consiglo (იტალ.) აქტი, რომლითაც გაფორმდა ვენეციის არისტოკრატულ-ოლიგარქიული წყობილება და დაწესდა ამ საბჭოს წევრ პრივილიგირებულ ოჯახთა ე.წ. ნობილეთა, მემკვიდრეობითობა. შემდგომში მათი სახლები განსაკუთრებულ ოქროს წიგნში იქნა შეტანილი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
საგადასახადო კოდექსი საგადასახადო კოდექსი - კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელებისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. საგადასახადო კოდექსი მიღებულია 2004 წლის 22 დეკემბერს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საგამოძიებო დეპარტამენტი საგამოძიებო დეპარტამენტი - ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას; //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობა - სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის კანონით დადგენილი დროებითი საგანგებო რეჟიმი, რომლის დროსაც იზღუდება მოქალაქეთა გარკვეული უფლებები და ეკისრებათ მათ დამატებითი ვალდებულებანი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არაუგვიანეს 48 საათისა შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საგანმანათლებლო პროგრამა საგანმანათლებლო პროგრამა - (კურიკულუმი) კურსების ან მოდულების დამტკიცებული ერთობლიობა, რომელიც საჭიროა სპეციფიკური აკადემიური ხარისხის მისაღებად. იგი შეიძლება განისაზღვროს კრედიტების დადგენილი რიცხვის მისაღწევად აუცილებელი სწავლის შედეგებით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
საგარანტიო წერილი საგარანტიო წერილი - იშიფრება, როგორც დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარანტსა და ბანკკრედიტორს შორის ხელშეკრულებას, ვინაიდან გადახდის არარეალურობის შემთხვევაში გარანტიის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მიიღოს ეს წერილი, ამასთან უნდა არსებობდეს იმის მტკიცებულება, რომ ვალდებულება უზრუნველყოფილია სწორედ მოცემული გარანტიით. ასეთ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორის პასუხი, ან კონკრეტულ გარანტიაზე მითითება ძირითად ვალდებულებაში. (საბანკო საქმე რედ.) //გაბუნია დიმიტრი, საბანკო გარანტიების სამართლებრივი რეგულირება საბაზრო ეკონომიკის პირობებში // ალმანახი ¹11 [სამოქალაქო სამართალი (II)] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.1999.
სად სად - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002
საეკლესიო ქორწინება საეკლესიო ქორწინება - ქრისტიანულ რელიგიაში შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს. შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლა მათი მარადიული ურთიერთზრუნვის სიმბოლოა. ბეჭედი, როგორც წრე, მარადისობას გამოხატავს, ხოლო თავზე გვირგვინის დადგმა - ვნების დათრგუნვას, ჯილდოს იმისათვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს. რელიგია ქორწინების საიდუმლოთი შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავს, როგორც ეკლესიასთან ქრისტეს სულიერ კავშირს. მართლმადიდებელი ეკლესია რჯულიერ ქორწინებას ძალიან იშვიათად აუქმებს (მაგ., ცოლ-ქმრისაგან რომელიმეს ღალატის შემთხვევაში და სხვა), კათოლიკური ეკლესია კი, საერთოდ არ აუქმებს. //გულიაშვილი ელზა. ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) ალმანახი // ალმანახი ¹7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
საენტოლოგია საენტოლოგია - მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან ,,Science“ - მეცნიერება, და შეიძლება ითარგმნოს როგორც მეცნიერბათმცოდნეობა ან მეცნიერებათმეტყველება. საენტოლოგიის, როგორც მოძღვრებისა და ეკლესიის დამფუძნებელია ამერიკელი ლაფაიეტ რონალდ ჰაბბარდი (1911 – 1986) დღეისათვის ჰიბბარდის ორგანიზაცია წარმოადგენს ქვეორგანიზაციების, შვილობილი ორგანიზაციების და შემნიღბავი ორგანიზაციების ჯუნგლებს, რომელშიც გარკვევა ძნელია. ამგვარი სტრუქტურა განპიროვნებულია უმთავრესად იმით, რომ ასეთია მმართველთა სურვილი. ორგანიზაცია მოწყობილთა მკაცრი კონტროლისა და დასჯის პრინციპებზე. რასაც გამუდმებულ მეთვალყურეობას უწევს სექტის უშიშროებას სამსახური ”სპეციასლურ დავალებათა ორგანიზაცია” (OSA – Organizaation for Special Aims) ყოველი საენტოლოგის ცხოვრების ცენტრში უნდა იყოს ორგანიზაცია. ის ან მუშაობს საენტოლოგიის ერთ–ერთ ფილიალში (ან ფირმაში), ან დადის კურსებზე. კურსებზე სიარული აუცილებელია. მათი თანმიმდევრობა უსასრულოდ გრძელდება. შესაბამისად იზრდება ფასიც მანამ, ვიდრე საენტოლოგიის მსხვერპლის მთელი ქონება ორგანიზაციის ანგარიშზე არ გადავა. სრულ გაკოტრებამდე მისული ადამიანი რჩება ქუჩაში უნუგეშოდ; მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მმართველი სისტემისკენ გზის გაკვლევას. (იხ. დიანეტიკა) საენტოლოგთა სექტა აქტიურად იყენებს მარკეტინგის უახლეს მეთოდებს. დამიანის სექტაში მიზიდვისთვის მრავალი ხერხი გამოიყენება: კარდაკარ სიარული, წერილობით მიმზიდველი სამუშაოს შეთავაზაბა, უფასო ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება და სხვა. ასევე ქუჩაში, განსაკუთრებით კი დიდ მაღაზიებთან აგიტაცია და დიანეტიკის წეიგნების გაყიდვა. საენტოლოგთა შესანიღბი ფირმები აცხადებენ თანამშრომელთა მიღებას, ავსებინებენ მათ იგივე ანკეტებს, როგორსაც საენტოლოგთა ეკლესიის წევრობის მსურველები ავსებენ, შემდეგ კი ახალ ,,თანამშრომლებს” აიძულებენ კურსებზე იაროს. ფართოდ გამოიყენება სექტაში ახალ წევრთა ჩაბმის სხვა მეთოდებიც. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ის, ვისაც სამსახურში თქვენი დაწინაურების, დაქვეითების ან სულაც დარჩენის ბედი აბარია, გაძლევთ გამუდმებულ რჩევას მონაწილეობა მიიღოთ სემინარის მუშაობაში ან იაროთ ადამიანებთან ურთიერთობის უნარის ასამაღლებელ კურსებზე. თქვენ რა თქმა უნდა, არც გაქვთ არჩევის საშუალება, რადგან დღეს ასე ჭირს სამსახურის შოვნა. სემინარის ორგანიზატორები დეტალურად შეისწავლიან თქვენი ჯანმრთელობისა და ფსიკის მდგომარეობას. თქვენ, არ გექნებათ საშუალება სემინარის განმავლობაში იქონიოთ კონტაქტი თქვენს ოჯახთან, თქვენ აგიხსნიან, რომ ეს და სხვა აკრძალვები აუცილებელია თქვენივე წარმატებებისათვის. გარდა აღნიშნულისა თქვენ აკრძალული გექნებათ: მიიღოთ დამატებითი საკვები ან სითხე, გაესაუბროთ ვინმეს სემინარისათვის განკუთვნილი ოთახის გარეთ, გამორიცხულია სემინარზე დაგვიანების შესაძლებლობა, და ეს მაშინ, როცა თქვენ ჩამორთმეული გაქვთ საათის ტარების უფლება. ამგვარად შევიწროებულსა და დათრგუნულს, სემინარის დამასრულებელ ეტაპზე, თქვენ კვლავ გეძლევათ საშუალება დატკბეთ გემრიელი და უხვი საკვებით, მონაწილეობა მიიღოთ ჯგუფთან ერთად საინტერესო სავარჯიშოების შესრულებაში. თქვენ ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფი ტოვებთ სემინარს და იღებთ გადაწყვეტილებას, კვლავაც მიიღოთ მონაწილეობა მის მუშაობაში, იგივეს ურჩევთ თქვენს ახლობლებსაც. //დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია. რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
საერთაშორისო დოკუმენტები საერთაშორისო დოკუმენტები – „ადამიანის უფლებათა“ კონტექსტში გულისხმობს ყველა იმ ტექსტს, რომლებშიც შეტანილია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები. ზოგიერთი ამ ტექსტიდან ხელშეკრულებაა, რომელიც მის ხელისმომწერ სახელმწიფოს იურიდიულ ვალდებულებებს აკისრებს. ამ ხელშეკრულებებს მოვიხსენიებთ, აგრეთვე, „შეთანხმებებად“ ან „კონვენციებად.“ //ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით : [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის / მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ] - [თბ.], 2002
საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაცია - საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ან მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო სამართალი - საერთაშორისო სახელშეკრულებო და ჩვეულებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოთა შეთანხმებულ ნებას და აწესრიგებს მათ შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომიანობის დროს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საერთაშორისო ტრანსეროვნული ტერორისტული გაერთიანებები საერთაშორისო ტრანსეროვნული ტერორისტული გაერთიანებები - (კარტელები) ანუ ე.წ. ,,პარტიზანული დაჯგუფებები” (უერილლა ორცეს). აღნიშნულ ტრანსეროვნულ ტერორისტულ კარტელებს (ტტკ) გააჩნიათ მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პლატფორმა, საკუთარი საფინანსო და ეკონომიკური ბერკეტები, მოქნილი ბიუროკრატიული აპარატი (მ.შ. ძალოვანი სტრუქტურების მაგვარი ინსტიტუტების სახით), განსაზღვრული მიმდევერები, გამოკვეთილი მიზნები, ამოცანები და სტრატეგია. მათი განვითარების სტრუქტურები ისეთივე სახისაა, როგორიც ტრანსეროვნული კომპანიებისა და კორპორაციების. სწორედ ასეთი სახის ტტკ-ად შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ისალმური დაჯგუფება სახელწოდებით ,,ალ-ქაიდა” (ქართულად ,,საფუძველი” - ალ-ქაიდა) და მის საფუძველზე 1998 წლის აღმოცენებული კარტელი - ,,ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ მებრძოლი მსოფლიო ისლამის ფრონტი” (International Islamic Front for Jihad Against the Jews and Crusaders). სწორედ ამ ორი ორგანიზაციის სახელთან არის დაკავშირებული 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგედია. ამ კუთხით საინტერესოა მათი წარმომავლობის და ჩამოყალიბების ისტორია, რაც უშუალოდ უკავშირდება მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტის - უსამა ბენ ლადენის სახელს. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო ხელშეკრულება - სახელმწიფოთა ან საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტების შეთანხმება პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ურთიერთობებში მათი ურთიერთუფლებებისა და მოვალეობების დადგენის, შეცვლისა თუ შეწყვეტის შესახებ. საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ძირითადი წყაროა. საერთაშორისო ხელშეკრულება მოიცავს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას: ხელშეკრულებას, შეთანხმებას, პაქტს, ტრაქტატს, დეკლარაციას, კონვენციას, კომუნიკეს და ა.შ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საერთო განზრახვა საერთო განზრახვა - (general intent) პირის განზრახვა, ჩაიდინოს ის, რაც კანონით არის აკრძალული. ბრალდებისთვის არ არის აუცილებელი დაამტკიცოს, რომ პირი ზუსტად იმ ზიანის მიყენებასა და იმ კონკრეტული შედეგის დადგომას განიზრახავდა, რაც ქმედებას მოჰყვა. (ამერიკულ სისხლის სამართალი) //მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით // ალმანახი ¹8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
საერთო სასამართლო საერთო სასამართლო - საქართველოში საერთო კომპეტენციის სასამართლო, რომელიც ახორციელებს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვას. საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, საქართველოს უზენაესი სასამართლო. საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია. //ჩვენი კონსტიტუცია. ფონდი ALPE, 2005წ. მაისი.
საერთო სასამართლოები საერთო სასამართლოები - სასამართლო სისტემა ქვეყანაში. მასში შედის ყველა სასამართლო, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სავიზო რეჟიმის დარღვევა სავიზო რეჟიმის დარღვევა - მოკლევადიან და გრძელვადიან ვიზებში მითითებული დარჩენის პერიოდის უგულვებელყოფა. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000
საზღვრის დაცვის თანამშრომლები საზღვრის დაცვის თანამშრომლები - იმ მოხელეთა ზოგადი ტერმინი, რომელთა უპირველეს მოვალეობას შეადგენს სახელმწიფოს საზღვრის დაცვა და საემიგრაციო კანონების განხორციელება. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
საიდუმლო ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაცია - საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. //ბეჟაშვილი ლევან. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს 2000წლის 2 მარტის კანონის ანოტაცია // ალმანახი ¹17, [ადმინისტრაციული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
საიმიგრაციო ვიზები საიმიგრაციო ვიზები - გაიცემა მოქალაქეებზე, რომელთაც მოცემულ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა გააჩნიათ. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000
საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) სწავლება საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) სწავლება - ნიშნავს სწავლებას/სწავლას, რომელიც მოიცავს საინფორმაცო და კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს. ის ჩვეულებრივ ელექტრონული სწავლების ფორმით მიმდინარეობს. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
საინფორმაციო პაკეტი საინფორმაციო პაკეტი - უფრო დეტალიზებულია და გაცილებით მეტ ინფორმაციას მოიცავს. აქ შეიძლება აისახოს, როგორც საკითხის წინაისტორია, ასევე აღნიშნულ საკითხზე სხვა ქვეყნების გამოცდილება, დეტალური სტატისტიკა, სამომავლო სტრატეგია. საინფორმაციო პაკეტში შეიძლება ჩადოთ ფოტო მასალაც, საგაზეთო პუბლიკაციების ქსერო ასლები, იმ პირის ბიოგრაფიული ცნობები, ვინც ატარებს პრესკონფერენციას, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს ბიოგრაფია ჟურნალისტებისთვის რაიმეს მთქმელია... როგორც წესი, საინფორმაციო პაკეტით უფრო პედანტი ჟურნალისტები ინტერესდებიან. თუმცა, საინფორმაციო პაკეტის გამოყენება იმაზეც არის დამოკიდებული, თუ ვინ როგორ რაკურსში აშუქებს მოვლენას. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]საინფორმაციო პაკეტი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი პროგრამების შესახებ. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა [რეკომენდაციები], თავისუფლების ინს-ტი,-თბ.
საკანონდებლო ხელისუფლება საკანონდებლო ხელისუფლება - საკანონდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს პარლამენტი, რომელიც პასუხისმგებელია კანონების მიღებაზე //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
საკანონმდებლო ინიციატივა საკანონმდებლო ინიციატივა - საკანონმდებლო პროცესის სტადია, რაც ნიშნავს კომპეტენტური ორგანოებისა და სუბიექტების მიერ კანონპროექტების საკანონმდებლო ორგანოში წარდგენას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივარი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის აუცილებელი, გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარის მიერ შედგენილი საჩივარი, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გადასინჯავს. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
საკონსტიტუციო კონტროლი საკონსტიტუციო კონტროლი - ფართო გაგებით გულისხმობს ყველა გამოცემული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებას, ხოლო კონტროლი ვიწრო გაგებით მხოლოდ ნორმატიული ხასიათის აქტების შემოწმების საშუალებას იძლევა. //ჩხეიძე გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლის პრობლემები საქართველოში // ალმანახი ¹ 10, [სახელმწიფო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999
საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლო - საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებასა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა წევრისაგან. მათგან სამს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება 10 წელია. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საკონსულოს წარმომადგენლები საკონსულოს წარმომადგენლები - სამთავრობო მოხელეები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოს საზღვარგარეთ ვიზების გაცემისა და საცხოვრებელი საკითხების სფეროში. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
საკონტაქტო საათები საკონტაქტო საათები - 45-60 წუთიანი სასწავლო კონტაქტი მასწავლებელსა და სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს შორის განსაზღვრულია როგორც საკონტაქტო საათი. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
საკუთრების უფლება საკუთრების უფლება - მესაკუთრის უფლება, კანონითა და სახელშეკრულებო ვალდებულებით დადგენილ ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სამართალდამცავი თანამდებობის პირი სამართალდამცავი თანამდებობის პირი - ტერმინი მოიცავს ყველა დანიშვნით ან არჩევით თანამდებობის პირს, რომელიც აღჭურვილია პოლიციური ძალაუფლებით, განსაკუთრებით დაკავების ან დაპატიმრების ძალაუფლებით. იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციურ ძალაუფლებას აგრეთვე ახორციელებენ სამხედრო ძალაუფლებას აგრეთვე ახორციელებენ სამხედრო ხელისუფალნი ანდა სახელმწიფო უშიშროების ძალები, სამართალდამცავი თანამდებობის პირის ცნება მოიცავს ამ სამსახურების თანამდებობის პირებსაც. //შევაჩეროთ წამება, – [შემდგ: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი], – ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის , – თბ., 2003.
სამართალდარღვევა სამართალდარღვევა - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ქცევის წესს, ზიანს აყენებს სამართლით დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. სამართალდარღვევას წარმოადგენს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქცევასამართალდარღვევა არ არის ქცევა, რომელიც არ არღვევს, არ ეწინააღმდეგება სამართლებრივი ნორმებით დადგენილ ნორმებს, თუმცა, ზნეობის თვალსაზრისით, შეიძლება გასაკიცხი და დასაგმობი იყოს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სამართალი სამართალი - სახელმწიფოს მიერ თავისი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დადგენილი ნორმების ან სანქცირებული ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობა, რომლის დაცვა უზრუნველყოფილია დარწმუნებით ან სახელმწიფოებრივი იძულებით. სამართლის ნორმები ან დადგენილია, ან სანქცირებული. სახელმწიფო ან ახალ, მანამდე უცნობ ნორმებს ადგენს, ან სანქციას აძლევს, ესე იგი, სავალდებულო ძალას ანიჭებს უკვე ცნობილ, ზნეობრივი თუ სხვა სოციალური ნორმების სახით მოქმედ ნორმებს. სამართლებრივი ნორმების დაცვა და შესრულება სავალდებულოა ყველასათვის, ვისაც ისინი ეხება. სამართლის მოთხოვნები თუ ნებაყოფლობითა და დარწმუნების მეთოდებით არ სრულდება, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ იძულებით შესრულებას, სამართალდარღვევის მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიებების გამოყენებას. სამართალი აწესრიგებს სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა, ფორმითა და შინაარსით განსხვავებულ ურთიერთობას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სამართლებრივი სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფო - დემოკრატიული სახელმწიფო, რომლისთვისაც დამახასიათებელი და ნიშანდობლივია: კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილება, ადამიანის უფლებების დაცვა. სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონის ჩარჩოებში. კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა თანასწორია, კანონის მოთხოვნები თანაბრად სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე; დაუშვებელია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციების აღრევა. უმაღლეს სოციალურ ღირებულებად მიჩნეულია ადამიანი, მისი ღირსება, უფლებები და თავისუფლებები. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სამართლიანობა სამართლიანობა – სამართლიანობის მნიშვნელობა გაცილებით ფართეა, ვიდრე ის, რასაც ამ სიტყვაში გულისხმობენ სასამართლო პროცესებზე. იგი მოიცავს პატიოსნებას, ურთიერთდათმობას, სიმართლეს, დაპირების შესრულებას და ცხოვრების მრავალ მხარეს. //ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
სამინისტრო სამინისტრო - კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სახელმწიფო ორგანო. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სამკვიდრო სამკვიდრო - ქონება, რომელიც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეზე გადადის. იგი იმ უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა. სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ ამ საგნებზე უფლება. სამკვიდროში შეიძლება შევიდეს უფლება ისეთ ნივთებზეც, რომლებიც გადაცემულია სხვა პირისათვის გირაოდ, შესანახად, გასაყიდად და ა.შ. ასევე ქონება, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე უნდა მიეღო და არ მიუღია. //მენაბდიშვილი სოლომონ. კანონით მემკვიდრეობა // ალმანახი ¹ 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
სამმაგი საბოლოო შედეგი სამმაგი საბოლოო შედეგი - (Tripe Bottom Line) ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, გარემოს ხარისხსა და სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ბიზნესის ფილოსოფია. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
სამობილიზაციო სამსახური სამობილიზაციო სამსახური - უზრუნველყოფს სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელებას. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
სამოსამართლო ეთიკის კოდექსი სამოსამართლო ეთიკის კოდექსი - ყოფაქცევის ნორმების ერთობლიობაა, რომელიც ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მორალს, ზნეობას, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. საქართველო სამოსამართლო ეთიკის კოდექსმა განსაზღვრა მართლმსაჯულების მორალური და ეთიკური სტანდარტები და მათი შესრულების უზრუნველყოფის მეთოდები. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით დადგენილია, როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ შეძლოს მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებლობის შენარჩუნება, კანონის მოთხოვნათა დაცვა, მიუკერძოებელი და მაღალ ზნეობრივი მოსამართლის ავტორიტეტის შეძენა. სამოსამართლო ეთიკის კოდექსით დაკისრებული მოვალეობები მოსამართლემ ნებაყოფლობით უნდა შეასრულოს, მას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული სამოსამართლო ეთიკის მნიშვნელობა და ყოველდღიურ ცხოვრების წესად უნდა ექცეს მორალური და ზნეობრივი ნორმების შესრულება. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ სამოსამართლო ეთიკის კოდექსი მიიღო 2001 წლის 23 ივნისის #6 დადგენილებით. ამდენად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ევალებათ ამ კოდექსით გათვალიწინებული ნორმების შესრულება 2001 წლის 23 ივნისიდან. //კომენტარები საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსზე / [მოამზადა მარიკა ცისკაძემ] - თბ. : Alpe, 2001.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა - ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა და, როგორც ისტორიამ ნათლად დაგვანახვა, ეს საკმაოდ ეფექტური ზომაა სხვა საშუალებების ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეა მუშავდებოდა და გამოიყენებოდა ანტიკური დროიდან, იმ პერიოდში, როდესაც ეროვნული თუ საერთაშორისო საშუალებები არ არსებობდა. თუმცა მე-19 საუკუნემდე მას აკლდა „სამოქალაქო“ ელემენტები და იგი აღიქმებოდა, როგორც კანონისადმი უბრალო დაუმორჩილებლობა. დღეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ოდნავ განსხვავებული კვალიფიკაცია მიენიჭა. კანონისადმი დაუმორჩილებლობა ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის დროიდან აღვივებდა ფართო ინტერესს. დაუმორჩილებლობის დილემა აღწერილია მითოლოგიაში, ტრაგედიებსა და რელიგიურ მოძღვრებებში. იურიდიული და პოლიტიკური თეორიების თვალსაზრისით, ეს საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებითი სამართლის ფილოსოფიასთან, კერძოდ, დაწერილი კანონის ქმედითობასთან ბუნებრივ ფასეულობებთან კავშირში. არისტოტელე, სოკრატე, წმინდა თომა აკვინელი და წმინდა ავგუსტინი ამართლებდნენ დაუმორჩილებლობას, თუკი დაწერილი კანონი არ შეესაბამებოდა ბუნებით სამართალს. ლოკი აღიარებს დაუმორჩილებლობის შესაძლებლობას, თუკი სახელმწიფო არღვევს სოციალური კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მე-19 საუკუნეში ჰენრი დევიდ ტორომ ერთ-ერთი ეპოქალური ნამუშევარი შექმნა დაუმორჩილებლობის დარგში და შემოიტანა ტერმინი “სამოქალაქო”. მე-20 საუკუნეში დაუმორჩილებლობის იდეა ფართოვდება და აქტიურად ინერგება. მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის ნამუშევრებმა დიდი წვლილი შეიტანა იდეის განვითარებაში. გარდა ამისა, რამდენიმე სხვა გამოჩენილმა ფილოსოფოსმა, როგორებიც არიან ჯონ როულზი, რონალდ დვორკინი, ჰუგო ადამ ბედო და ჰანა არენდტი, წარმოადგინა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, გარკვეული კვალიფიკაციით, შეიძლება ხელს უწყობდეს დემოკრატიულ პროცესებს, თუმცა ოპონენტები მისი უარყოფისას ძირითადად არგუმენტად ასახელებენ მასობრივი უკანონობის საშიშროებას. უკანასკნელი დროის მოვლენებმა სერბეთში, საქართველოში და მიმდინარე პროცესებმა უკრაინაში კიდევ უფრო ინტენსიური გახადა ეს დებატები პოლიტიკურ წრეებშიც. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შეიძლება გამართლებული იყოს ყველანაირი პოლიტიკური წყობის პირობებში, თუ მას სისხლისღვრა არ მოჰყვება. //აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო / [რედ.: თამარ ასათიანი, აკაკი მინაშვილი] - [თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2005
სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი - სამხედრო სოციოლოგიაში ცნება სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი ნიშნავს იმ ნორმებისა და წესების, საქმეთწარმოების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სამხედრო ძალები წარმოადგენდნენ პოლიტიკური მმართველობის ძალაუფლების ქვეშ მყოფ ინსტრუმენტს, რომლის ჯარისკაცები, პირველ რიგში, თავიანთი სამხედრო პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წყობილების ერთგული დამცველნი არიან. სამხედრო ძალებზე სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლის, როგორც სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი კომპონენტის, მიზანია ქვეყანაში სამხედრო ძალაუფლების დაქვემდებარება პოლიტიკური მმართველობისადმი. აღნიშნული კონტროლი უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, რომელიც საზოგადოებას, მის პოლიტიკურ სისტემასა და სამხედრო ძალებს შორის არსებობს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის მთავარი პრინციპია პასუხისმგებლობის გადანაწილება სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროთა შორის, როცა სამხედროები მოქმედებენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ფარგლებში და ემორჩილებიან მხოლოდ კონსტიტუციურ ინტერესებს. კონტროლის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ სამხედროები არა მხოლოდ ფორმალურად აღიარებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ კულტურას, არამედ თავად ხდებიან ამ კულტურის მიმდევრები. საზოგადოებრივი აღიარება ჯარისკაცის თვითშეფასების აუცილებელი კომპონენტია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, დემოკრატიულ საზოგადოებას არანაკლებ ესაჭიროება დემოკრატიის იდეალების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების აღიარება სამხედროთა მხრიდან. არმია თავის მოღვაწეობაში ანგარიშს უნდა უწევდეს მშობელი საზოგადოების ღირებულებათა სისტემას, თუნდაც რომ იგი ბოლომდე არ ეთანხმებოდეს პროფესიონალურ ეთიკას. ამასთან, საუბარი არ არის მხოლოდ სახელმწიფოში მოქმედ სამართლებრივ ნორმათა პატივისცემის საჭიროებაზე; საქმე ამ ნორმების უკან მდგომ კულტურას ეხება. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული სამხედრო მმართველობის ანალიზის შედეგად განისაზღვრება სამხედრო ძალებზე სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლის ოთხი ძირითადი კრიტერიუმი: პირველი კრიტერიუმი - სახელმწიფოში მკაფიოდ განსაზღვრული სამხედრო ძალების როლი, ფუნქცია და ამოცანები; მეორე კრიტერიუმი - სამხედრო მმართველობის პოლიტიკურ მმართველობაზე დაქვემდებარება და შესაბამისი კომპეტენციები; მესამე კრიტერიუმი -საპარლამენტო კონტროლი; მეოთხე კრიტერიუმი - საზოგადოებრივი კონტროლი; სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობა. //სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
სამოქალაქო საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოება -ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო, რომელიც ნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადია, თვითგანვითარებადია, სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით. //Larry Diamond, Toward Demokratik Consolidation, Journal of Democracy, V.5, ¹3, 1994 სამოქალაქო საზოგადოება - ცნების შინაარსი მოიცავს არასახელმწიფოებრივი ურთიერთობების მთელს ერთობლიობას - ეკონომიკურს, სოციალურს, კულტურულს (მათ შორის რელიგიურსაც). სამოქალაქო საზოგადოება არის ინდივიდუუმების სპონტანური თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფილობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების სფერო, რომელიც კანონით დაცულია მის მოღვაწეობაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევის და თვითნებური რეგლამენტაციისაგან. სამოქალაქო საზოგადოებასი მოქმედებენ ინდივიდუუმები, სოციალური ჯგუფები, სპეციალური ინტერესების ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები და ელიტალური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი და საშუალება გავლენა მოახდინონ როგორც საზოგადოებაზე ისევე ხელისუფლებაზე. სამოქალაქ საზოგადოება არსებობს იმ ინტერესთა მრავალფეროვნების ფორმით, რომელთა არსებობის უფლებას ეს საზოგადოება ცნობს. ეს არის გაგებათა მრავალგვარობის, ანუ მრავალი ჭეშმარიტების არსებობის სფერო - სამყარო, სადაც ყოველ „მეს“ თავისი ჭეშმარიტების ძიების პოვნისა და დამკვიდრების უფლება აქვს და ამ უფლების არსებობას საზოგადოება ეთანხმება. ეს ზოგადი შეთანხმება საშუალება იძლევა შეიქმნას საერთო ინტერესთა ასოციაციები და გამაშუალედებელი ინსტიტუტთა მრავალსაფეხურიანი მდიდარი სტრუქტურები. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998 სამოქალაქო საზოგადოება - წარმოადგენს შუალედურ ავტონომიურ ორგანიზაციას, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტს, მეორე მხრივ კი, ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. ის მოიცავს ნებაყოფლობითი ორგანიზაციებისა და მოძრაობების ფართო სპექტრს, რომელთაც სხვადასხვა სოციალური ინტერესები აქვთ და სხვადასხვა ტიპის ქმედებებს ახორციელებენ. სამოქალაქო საზოგადოების წიაღში მყოფი ჯგუფები, როგორებიცაა: აკადემიური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებათა დამცველი და პოლიტიკურ საკითხებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიურ გავლენას ახდენენ უსაფრთხოების სექტორში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. //სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
სამოქალაქო საქმე სამოქალაქო საქმე - საქმე, დაკავშირებული ქონებრივ დავასთან, მორალური ან მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან, კომერციული (შპს, სააქციო საზოგადოება) და არაკომერციული იურიდიული პირების (კავშირი, ფონდი) რეგისტრაციასთან, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენასა და სხვა სამოქალაქო უფლებების განხორციელებასთან. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სამუელი სამუელი - ისრაელის დიდი წინასწარმეტყველი და ბოლო მსაჯული. სამუელის წინასწარმეტყველება ახდა - ისრაელმა ფილისტიმელებს სძლია. დავით წინასწარმეტყველი მეფედ სამუელმა აკურთხა ფარულად. სამუელი მიიჩნევა მსაჯულთა, რუთის, მეფეთა პირველი და მეორე ბიბილიური წიგნების ავტორად. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
სამყარო სამყარო - რას წარმოადგენს სამყარო და როგორ წარმოიშვა იგი, ძალზედ უხეშად რომ ვთქვათ, ამაზე ორი აზრი არსებობს. პირველი ეს არის მატერიალისტური თვალსაზრისი, რომლის მატარებელნი თვლიან, რომ მატერია და სივრცე არსებობს, არსებობდა ყოველთვის და არავინ იცის, რატომ არსებობს. მატერიამ, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი გზით რომ მოქმედებს, შემთხვევით მოახერხა ჩვენნაირი ანუ მოაზროვნე არსებების შექმნა. რომელიღაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით, რაღაც მოხვდა მზეს და მას გამოეყვნენ პლანეტები. შემდეგ, ასეთივე შემთხვევითობის წყალობით, ერთ-ერთ პლანეტაზე სიცოცხლისათვის აუცილებელი ქიმიური ელემენტები წარმოიქმნა, დამატებით კიდევ სათანადო ტემპერატურაც შეიქმნა და დედამიწაზე მატერიის ერთი ნაწილი გაცოცხლდა, რომელმაც ასევე შემთხვევითობათა მთელი რიგი გაიარა და ჩვენნაირ არსებებად ჩამოყალიბდა. მეორე თვალსაზრისი რელიგიურია. იგი ხილული სამყაროს საფუძველს უფრო გონების მაგვარ რაღაცაში ხედავს, ვიდრე სხვა რამეში. შეიძლება მასზე ითქვას, რომ ის არის ცნობიერება, რომ მას გააჩნია მიზნები, რომ ერთ საგანს ამჯობინებს მეორეს. აღნიშნული თვალსაზრისით, მან შექმნა სამყარო, ნაწილობრივ, ჩვენთვის მიუწვდომელი მოსაზრებით, ნაწილობრივ - თავისი მსგავსი ცნობიერი არსებების არსებობის სურვილით. //ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
სამხედრო ვალდებულება სამხედრო ვალდებულება - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს დაცვა 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს: სამხედრო აღრიცხვას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურს, რეზერვს. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება - ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სამხედრო სტრატეგია სამხედრო სტრატეგია - სამხედრო პოლიტიკის პრაქტიკაში რეალიზაციისათვის სამხედრო ძალების მმართველობის მიერ მუდმივად განსახორციელებელი პროცესი. სამხედრო სტრატეგია მოიცავს სამხედრო აღმშენებლობის ზოგად საკითხებს, როგორებიცაა სახელმწიფო ეკონომიკის, მოსახლეობის, სამხედრო ძალებისა და, საერთოდ, სახელმწიფოს მზადყოფნას ომისათვის. სამხედრო სტრატეგია უმთავრესად ემსახურება ყველა სახის შეიარაღებული ბრძოლის ორგანიზებას და წარმოებას. სამხედრო სტრატეგია დაყოფილია: • ომის სრულად წარმოების სტრატეგია; • ომის თეატრში მოქმედების სტრატეგია; • სტრატეგიული მასშტაბის ოპერაციისა და სამხედრო კამპანიის წარმოების სტრატეგია; • ჯარების სახეობებსა და გვარეობებს შორის ომის შეთანხმებულად მოქმედების სტრატეგია. //სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
სამხედრო წოდებები სამხედრო წოდებები - სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის თანამდებობრივი მდგომარეობისა და ნამსახურებისათვის დაწესებული წოდებები. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სანივთო უფლებები სანივთო უფლებები - სანივთო სამართლით განსაზღვრულ უფლებებს სანივთო უფლებები ეწოდება. სანივთო უფლებების შინაარსია ნივთზე ბატონობის უფლებამოსილება. სანივთო სამართალში მოქმედებს სანივთო უფლებათა numerus clausus პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მხოლოდ იმ სანივთო უფლებათა არსებობა, რომლებიც პირდაპირ არიან კანონით განსაზღვრული, ე.ი. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ უფლებები (მაგალითად, საკუთრება, უზუფრუქტი, სერვიტუტები, იპოთეკა და ა.შ.), რომლებიც სამოქალაქო სამართლის კოდექსშია მითითებული. დღევანდელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, შეზღუდულ სანივთო უფლებებს წარმოადგენს აღნაგობის უფლება, უზუფრუქტი, სერვიტუტები და მათვე შეიძლება მივაკუთვნოთ გირავნობა და იპოთეკა. //ბაქაქური დავით, იპოთეკის ცნების ზოგადი მიმოხილვა თანამედრვე სამოქალაქო სამართალში // ალმანახი ¹11 [სამოქალაქო სამართალი (II)] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.1999.
სანტერია სანტერია - სანტერიის რელიგია მე-19 საუკუნეში წარმოიშვა, როდესაც იორუბას ტომის ასიათასობით წევრი აღმოსავლეთ აფრიკიდან კუბაში მონებად ჩაიყვანეს. მათმა ტრადიციულმა აფრიკულმა რელიგიამ კათოლიციზმის მნიშვნელოვანი ელემენტები შეითავსა, რის შედეგადაც სანტერია, ანუ „წმინდანთა ცხოვრების წესი“ წარმოიშვა. სულების მიმართ, რომელთაც ორიშები ეწოდებათ, კუბელი იორუბელები ღვთისმოსაობას კათოლიკე წმინდანების იკონოგრაფიის საშუალებით გამოხატავენ. სანტერიის რიტუალებზე ხშირად შეხვდებით კათოლიკურ სიმბოლოებს. სანტერიის მიმდევრები კათოლიკურ მესებსაც ესწრებიან. სანტერიის მოძღვრების თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს ღმერთისგან მონიჭებული ბედი, რომელიც ორიშების დახმარებითა და ენერგიით აღსრულდება. სანტერიის რელიგიის საფუძველია ორიშებთან დამყარებული პირადი ურთიერთობა. ამასთან, ღვთისმოსაობის ერთერთ ძირითად ფორმას ცხოველთა შეწირვა წარმოადგენს. ცხოველების შეწირვას, როგორც რელიგიური რიტუალის ნაწილს, უძველესი ისტორია აქვს. ცხოველთა შეწირვა ხშირად მოიხსენიება ძველ აღთქმაში და ის იუდაიზმის პრაქტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იერუსალიმის მეორე ტაძრის განადგურებამდე. თანამედროვე ისლამში ტარდება ყოველწლიური მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რომელიც აბრაამის მიერ კრავის შეწირვას ეძღვნება. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
საოლქო სასამართლო საოლქო სასამართლო - წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც საქმე კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ განიხილება. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 საოლქო სასამართლო - საქართველოში ორი ასეთი სასამართლოა; ესენია ქუთაისისა და თბილისის საოლქო სასამართლოები. საოლქო, რაიონულის მსგავსად, წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც საქმე კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ განიხილება. საოლქო სასამართლოებში ფუნქციონირებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიები. საოლქო სასამართლოებში შექმნილია სააპელაციო პალატა, რომელიც მეორე ინსტანციით, აპელაციის წესით, განიხილავს რაიონულ (საქალაქო) გადაწყვეტილებას. //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1
საომარი მდგომარეობა საომარი მდგომარეობა - შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოცხადება, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს. საქართველოში საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონით ,,საომარი მდგომარეობის შესახებ,, და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში უნდა აღინიშნოს ასეთი გადაწყვეტილების მოტივი და ვადა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საპარლამენტო რესპუბლიკა საპარლამენტო რესპუბლიკა – რესპუბლიკის ამ სახისათვის, როგორც თვით სახელწოდებიდანაც ჩანს, დამახასიათებელია პარლამენტარიზმის უფრო მეტი დოზით გატარება, ვიდრე რესპუბლიკური მმართველობის სხვა ფორმებში. საპარლამენტო რესპუბლიკა, თავისი არსით, გავს საპარლამენტო მონარქიას და, ძირითადში, მასზე იმავეს თქმა შეიძლება, რაც საპარლამენტო მონარქიის თაობაზე ითქვა, იმ განსხვავებით, რომ საპარლამენტო მონარქიებში სახელმწიფოს მეთაური მემკვიდრეობითი მონარქია, ხოლო საპარლამენტო რესპუბლიკაში არჩევითი პრეზიდენტი. საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფო მექანიზმის ძირითად რგოლს წარმოადგენს პარლამენტი. პარლამენტი ახდენს მთავრობის ფორმირებას, მისი ფორმირება ხდება იმ პარტიისაგან, რომელმაც უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში (ორპალატიანი პარლამენტის დროს - მის ქვედა პალატაში) და მთავრობის თავმჯდომარეც ამ პარტიის ხელმძღვანელია. მთავრობა არა მარტო ფორმირდება პარლამენტის მიერ, არამედ აგრეთვე პასუხისმგებელია მის წინაშე, ე.ი., მთავრობის ფორმირებისა და პასუხისმგებლობის საპარლამენტო წესი, საპარლამენტო რესპუბლიკის ძირითადი მახასიათებლებია. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, იგი უნდა გადადგეს. ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი იარაღია პარლამენტის ხელში, მაგრამ ამის გასაწონასწორებლად, საპრეზიდენტო რესპუბლიკისაგან განსხვავებით, შესაძლებელია პარლამენტის დათხოვნა. ფორმალურად ამ უფლებით პრეზიდენტი სარგებლობს, მაგრამ რეალურად პრეზიდენტი ამ უფლებას იყენებს მხოლოდ პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით (პარლამენტის დათხოვნა, ერთი შეხედვით, ანტიდემოკრატიულად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ, რეალურად რომ ვქთვათ, იგი სავსებით შეესაბამება სახალხოხელისუფლებიანობის, სახალხო სუვერენიტეტის იდეას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისევ ხალხის სამსჯავროზე გამოდის მთავრობისა და პარლამენტის დაპირისპირება, იმ აზრით, რომ თუკი პარლამენტის დათხოვნის შემდეგ ხალხის ნებით ისევ ის პოლიტიკური ძალა მოვიდა უმრავლესობით, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებაშია მთავრობასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხის მხარდაჭერა პარლამენტის მხარეზეა და მთავრობა უნდა გადადგეს. მეორეც ის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია შეწონასწორების სისტემისა). საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ფორმალურად ფართო უფლებამოსილებებით სარგებლობს, მაგრამ ფაქტობრივად ეს ხელისუფლება პრემიერ–მინისტრის მიერ ხორციელდება, ე.ი. საპარლამენტო რესპუბლიკა «სუსტ პრეზიდენტს» გულისხმობს. საპარლამენტო რესპუბლიკებში სახელმწიფოს მეთაური გამოსცემს იურიდიული მნიშვნელობის აქტებს, უმრავლეს შემთხვევაში ამ აქტებმა უნდა გაიარონ კონტრასიგნაციის პროცედურა, რათა მათ მიენიჭოთ იურიდიული ძალა. საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელია ე.წ. სოლიდარული პასუხისმგებლობა, ეს გამოიხატება იმაში, რომ პარლამენტის მიერ მთავრობის თავმჯდომარის გადაყენება მთელი მთავრობის წასვლას ნიშნავს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს შეიძლება უბრალოდ რომელიმე მინისტრის გადაყენებამაც გამოიწვიოს, უმთავრესად ეს არიან ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრები. საპარლამენტო რესპუბლიკებში უფრო ნაკლები სიმკაცრით არის გატარებული ხელისუფლების დანაწილება, ვიდრე საპრეზიდენტო რესპუბლიკებში. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ხელისუფლების ერთგვარ გაგრძელებადაც გვევლინება, ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში შესაძლებელია ერთი და იგივე პირი იყოს მთავრობისა და პარლამენტის წევრი ერთდროულად. საპარლამენტო რესპუბლიკებს მიეკუთვნებიან: იტალია, გფრ, ინდოეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საბერძნეთი და სხვა. საპარლამენტო რესპუბლიკის ძირითად ნაკლად მთავრობის არამდგრადობას ასახელებენ, ასე მაგალითად, იტალიაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაახლოებით ორმოცდაათჯერ შეიცვალა მთავრობა. ამის თავიდან ასაცილებლად ბევრი კონსტიტუცია ახდენს პარლამენტარიზმის შერბილებას, რაც «რაციონალური პარლამენტარიზმის» სახელით არის ცნობილი («რაციონალური პარლამენტარიზმის» მექანიზმები, მაგალითისათვის რომ ავიღოთ, მოცემულია გერმანიის 1949 წლის 23 მაისის კონსტიტუციაში). //არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
საპარლამენტო კომისია საპარლამენტო კომისია - საქართველოს პარლამენტის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება პარლამენტის გადაწყვეტილებით პარლამენტის რეგლამენტით ცალკეული საკითხების შესასწავლად და გადაწყვეტილების პროექტის მოსამზადებლად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საპარლამენტო ფრაქცია საპარლამენტო ფრაქცია - პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც შექმნილია პარლამენტის წევრთა მიერ. ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრს, რომელთა უფლებამოსილება დადასტურებულია პარლამენტის მიერ. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. დაუშვებელია ფრაქციის სახით პარლამენტის წევრთა ისეთი გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს პირადი, პროფესიული, ადგილობრივი ან რელიგიური ინტერესების დაცვას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საპრეზიდენტო რესპუბლიკა საპრეზიდენტო რესპუბლიკა – კლასიკური გაგებით, აშშ–ში წარმოიშვა, ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში, აშშ–ის 1787 წლის, დღეს მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე. რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს იურიდიულ ლიტერატურაში არც თუ ისე იშვიათად დუალისტურ რესპუბლიკასაც უწოდებენ. ამის მიზეზი შეიძლება ორი რამ იყოს: ერთი ის, რომ პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, ორსახოვანია, რადგან იგი არის როგორც სახელმწიფოს, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ხოლო მეორე მიზეზად კი შეიძლება დავასახელოთ ის, რომ ასეთი სახის რესპუბლიკისათვის დამახასიათებელია ორი ძლიერი ხელისუფლების არსებობა, ერთი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც პრეზიდენტის ფიგურაში განსახიერდება და მეორე, ძლიერ საკანონმდებლო ხელისუფლება, პარლამენტის სახით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესპუბლიკური მმართველობის ეს ფორმა პირველად დაფუძნდა აშშ–ში, 1787 წლის კონსტიტუციის საფუძველზე (საპრეზიდენტო რესპუბლიკები გავრცელებულია ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში). საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევა ხდება პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით, მაგალითად, მექსიკაში, ეგვიპტეში, კოლუმბიაში, ვენესუელაში და სხვა (თვით აშშ–ში პრეზიდენტის არჩევა ხდება არაპირდაპირი, რამდენიმე საფეხურიანი არჩევნების საფუძველზე). საპრეზიდენტო რესპუბლიკა ხასიათდება არა მარტო იმით, რომ პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, არამედ იმითაც, რომ არსებობს მთავრობის ფორმირების არასაპარლამენტო წესი. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის წევრებს, მინისტრებს პრეზიდენტი ერთპიროვნულად ნიშნავს, მაგრამ ზოგიერთ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას პარლამენტისაგან დამტკიცება სჭირდება, (მაგ., აშშ–ში, ნიგერიაში, საქართველოში და სხვ.). პრეზიდენტის მიერ მთავრობის ფორმირებისას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს პარლამენტის პარტიულ შემადგენლობას, კერძოდ იმას, თუ რომელმა პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში მთავრობა მხოლოდ პრეზიდენტის წინაშეა პოლიტიკურად პასუხისმგებელი. ამ რესპუბლიკისათვის უცნობია ისეთი ცნებები, როგორებიცაა: მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება, სახელმწიფოს მეთაურის მიერ პარლამენტის დათხოვნა და ა.შ. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში მთავრობა, როგორც უმაღლესი აღმასრულებელ–განმკარგულებელი ორგანო, როგორც ასეთი, არ არსებობს, რომელსაც შეუძლია სამართლებრივი აქტები მიიღოს, მთავრობა, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტისათვის სათათბირო ხასიათს ატარებს და იგი მისი სათათბირო ორგანოა. საპრეზიდენტო რესპუბლიკისათვის აგრეთვე დამახასიათებელია ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ზედმიწევნით მკაცრი განხორციელება (სხვა რესპუბლიკებთან შედარებით). ერთიანი სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა სამ დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოდ: აღმასრულებელი ხელისუფლება განსახიერდება, როგორც აღვნიშნეთ, პრეზიდენტის პიროვნებაში, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება პარლამენტს ეკუთვნის, სასამართლო ხელისუფლება კი დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. ამ ხელისუფლების შტოთა ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთშეკავების სისტემას, რესპუბლიკური მმართველობის ამ ფორმის დროს პრეზიდენტს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, ხოლო, თავის მხრივ, პარლამენტს არა აქვს უფლება მთავრობას გამოუცხადოს უნდობლობა და მთელი მისი შემადგენლობა გადააყენოს. აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტს იმპიჩმენტის წესით შეუძლია პრეზიდენტის ვადამდე გადაყენება თანამდებობიდან, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი სამართალდარღვევას ჩაიდენს (დაარღვევს კონსტიტუციას, ან ჩაიდენს სხვა სახის დანაშაულს) და თვით იმპიჩმენტის პროცედურაც მეტად გართულებულია. პრეზიდენტს საკანონმდებლო პროცესში შეუძლია გამოიყენოს ე.წ. შეყოვნებითი ანუ სუსპენზიური ვეტოს უფლება, რომლის დაძლევაც პარლამენტს შეუძლია ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით. საპრეზიდენტო რესპუბლიკებში შესაძლებელია არსებობდეს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაც, მაგრამ მისი როლი უმნიშვნელოა და იგი მოიაზრება, როგორც ადმინისტრაციული პრემიერ–მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკებში არ არსებობს მთავრობის საპარლამენტო (პოლიტიკური) პასუხისმგებლობის ინსტიტუტი, საპარლამენტო კომიტეტებს უფლება აქვთ საპარლამენტო სხდომებზე დაიბარონ მინისტრები და მოისმინონ მათი ახსნა-განმარტება ამა თუ იმ საკითხის თაობაზე. არ გამოირიცხება ის გარემოებაც, რომ მინისტრის მიერ მიცემული განმარტებები შეიძლება გახდეს მის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცესის დაწყების საფუძველი (პარლამენტს შეუძლია ინდივიდუალურად გადააყენოს მინისტრები იმპიჩმენტის წესით, თუ რომელიმე კანონდარღვევაში იქნა მხილებული). რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებებს, იგი გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, ხოლო საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს - კანონის ძალის მქონე აქტებსაც, იგი არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. იგი უფლებამოსილია ქვეყნის გარეთ წარმოადგინოს თავისი სახელმწიფო, დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, მიიღოს რწმუნებათა და გაწვევის სიგელები უცხო ქვეყნების ელჩებისაგან და სხვა. საპრეზიდენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელია მთავრობის სტაბილურობა და ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირება ხდება არა საპარლამენტო, არამედ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ე.ი. მთავრობის წევრი ასრულებს თავის უფლებამოსილებას შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამ გარემოების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკებში მინისტრის უფლებამოსილების ვადა ემთხვევა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას. საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როგორც თვით სახელწოდებიდანაც ჩანს, პრეზიდენტის ძლიერ ხელისუფლებას გულისხმობს, იგი მიჩნეულია ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, ქვეყნის სახედ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში (შემთხვევითი არ არის ალბათ ისიც, რომ სიტყვა პრეზიდენტი ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს «მას, ვინც წინ ზის»). ეს მოსაზრება აგრეთვე იმ გარემოებითაც დასტურდება, რომ როდესაც ამა თუ იმ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ამ ქვეყნის პრეზიდენტი გვახსენდება. საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე საუბრისას, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მმართველობის იდეალური და უნაკლო ფორმა, მის ერთ–ერთ დიდ ნაკლად მიჩნეულია ის, რომ არ არსებობს პოლიტიკური, სახელისუფლებო კრიზისის გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმები (აქ იგულისხმება, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, ხოლო პარლამენტს - მთავრობის გადაყენება). ამ მმართველობის დროს სახელისუფლებო კრიზისი მით უფრო გარდაუვალია, თუ პრეზიდენტი ერთი პარტიის წარმომადგენელია, ხოლო პარლამენტში სხვა პოლიტიკური ძალა მძლავრობს და თუ ეს პარტიები ოპოზიციურად არიან განწყობილნი ერთმანეთის მიმართ. ამგვარი არასასიამოვნო მოვლენის თავიდან აცილების ერთ–ერთ საშუალებად პრეზიდენტის უპარტიობას ასახელებენ, ანუ მდგომარეობას, როცა იგი არც ერთი პარტიის წევრი არ არის და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან შეუძლია თანამშრომლობა. პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე უპრიანი იქნებოდა, ერთმანეთს ემთხვეოდეს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები, იმ მიზნით, რათა არ იყოს მკვეთრი განსხვავებები პარლამენტის არჩევნების შედეგად მოსულ პოლიტიკურ ძალასა და პრეზიდენტად არჩეული პირის პოლიტიკურ მსოფლმხედველობას შორის. რა თქმა უნდა, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება ერთდროულად მეტად რთული პროცესია, მაგრამ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ეს სირთულე გამართლებულად უნდა ჩაითვალოს. //არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
საპროცესო კანონი საპროცესო კანონი - წესები სამართლის სხვადასხვა სახის დავების სასამართლოთა მიერ განხილვის შესახებ. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
საპროცესო შეთანხმება საპროცესო შეთანხმება - გულისხმობს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას, როდესაც მიღწეულია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (პირი, რომელსაც წაყენებული აქვს ბრალი და გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ), განსასჯელს (პირი, რომელიც სასამართლოს მიერ მიცემულია სამართალში) და პროკურორს. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია, აგრეთვე, მოსამართლეს (სასამართლოს) საქმის არსებითი განხილვის დროს, თუ არ არის დაწყებული სასამართლო კამათი. სასჯელზე შეთანხმება გულისხმობს, რომ ბრალდებული ან განსასჯელი არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ თანახმაა პროკურორის მიერ მოთხოვნილ სასჯელის ზომაზე ან მისგან გათავისუფლებაზე. ასეთ შემთხვევაში, პირი ითვლება ნასამართლევად. ბრალზე შეთანხმების შემთხვევაში, ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს. თუ დაიდო საპროცესო შეთანხმება, პროკურორს უფლება აქვს იშუამდგომლოს სასჯელის შემცირების, ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე, რის დროსაც მან უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე ის, თუ რამდენად საშიში ქმედება იყო ჩადენილი და რამდენად მიუძღვის ბრალდებულს ან განსასჯელს მის ჩადენაში ბრალი. საპროცესო შეთანხმების დადებისას უნდა არსებობდეს ზემდგომი პროკურორის და ბრალდებულის წინასწარი თანხმობა და ამ პროცესში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს დამცველი. პროკურორმა უნდა გააფრთხილოს პირი, რომ იგი არ თავისუფლდება სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. მაგალითად, თუ დანაშაულის შედეგად დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი, ბრალდებული (განსასჯელი) აანაზღაურებს ამ ზიანს, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე იშუამდგომლოს ამგვარი პასუხისმგებლობისაგან მისი გათავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა გადადის უკვე სახელმწიფოზე. თუ ბრალდებულმა ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და შეიქმნა დანაშაულის გახსნის წინაპირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შესახებ. სასჯელისგან სრულად გათავისუფლება არ დაიშვება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
სარჩელი სარჩელი - სამოქალაქო ადმინისტრაციულ პროცესში დარღვეული თუ სადავო უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესის სასამართლო წესით დაცვის შესახებ მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის აღძვრის საფუძველს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. სარჩელი - დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მხარის მიერ სასამართლო პროცესის დასაწყებად. ამ დოკუმენტით მხარე აცნობებს სასამართლოს მისი უფლებების დარღვევის ან სხვა სადავო საკითხის შესახებ. საჩივარი იწერება 1 ინსტანციის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სასამართლო სასამართლო - სახელმწიფო ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებას. საქართველოში ამ ფუნქციას ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები. მათი სისტემა და სამართალწარმოების წესი დადგენილია კანონით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სასამართლო აღმასრულებელი სასამართლო აღმასრულებელი - იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სასამართლო მოხელე სასამართლო მოხელე - სხდომის მდივანი აწარმოებს სასამართლო მიმდინარეობის ჩაწერას, ადგენს განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მოსამართლესთან ერთად ხელს აწერს მათზე. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სასამართლო პრეცედენტი სასამართლო პრეცედენტი - სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მაგალითად იქნას აღებული მომავალში მსგავსი ხასიათის საქმეთა გადაწყვეტის დროს. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლო სხდომის მდივანი - მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასამართლოს მუშაობაში. მათი მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია საქმეთა განხილვა სასამართლოში. სხდომის მდივანი აწარმოებს სასამართლო მიმდინარეობის ჩაწერას, ადგენს განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მოსამართლესთან ერთად ხელს აწერს მათზე. თითოეულ მოსამართლეს, უმრავლეს შემთხვევაში, ჰყავს ერთი სხდომის მდივანი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე. სხდომის მდივანს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სასაწავლო კურსი საქართველოს სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ან უნდა ჰქონდეს სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. სხდომის მდივნებთან დაკავშირებული ეს ფუნქციები და პროცესები მოცემულია ორგანულ კანონში ,,საერთო სასამართლოების შესახებ”. //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
სასამართლო შემოწმება სასამართლო შემოწმება - Judicial review აშშ-ს ფედერალური სასამართლოს სახელმწიფოს ქმედების ან კანონის ფედერალურ კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტის პროცესი. ამ პროცესში სასამართლო გამოიყენებს შესაბამისი დონის შემოწმებას - მკაცრი, შუალედური ან გონივრული საფუძვლის შემოწმება. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
სასამართლო ხელისუფლება სასამართლო ხელისუფლება - ხელისუფლების დამოუკიდებელი სფერო, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ქმნის ერთიან სახელმწიფო საჯარო ხელისუფლებას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. სასამართლო ხელისუფლება - სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენს საერთო სასამართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების ყველა დანარჩენ შტოს, რათა ადგილი არ ჰქონდეს კანონის დარღვევას და უზრუნველყოს მისი შესაბამისი გამოყენება //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სასამართლოს კანცელარიები სასამართლოს კანცელარიები - განყოფილება სასამართლოებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქმეთა მოძრაობაზე, კორესპონდენციის, შეტყობინებების გაგზავნაზე. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სასამართლოს მეგობარი სასამართლოს მეგობარი - Amicus Curiae პირი, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს სასამართლოში სამართალწარმოებისას, თუმცა საკუთარი ინიციატივით ან სასამართლოს მოთხოვნით წარადგენს წერილობით მოსაზრებას, ვინაიდან ძლიერ დაინტერესებულია საქმის საბოლოო შედეგით. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესის ტესტი სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესის ტესტი - Compelling state interest test ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი სახელმწიფოს ქმედების ან კანონის ფედერალურ კონსტიტუციასთან შესაბამისობის განსაზღვრის მეთოდი. გამოიყენება აშშ-ს ფედერალური სასამართლოების მიერ სასამართლო შემოწმებისას, როდესაც სასამართლო იყენებს მკაცრი შემოწმების სტანდარტს. სახელმწიფოს ქმედება ან კანონი კონსტიტუციურად იქნება ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი აუცილებელია სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესის უზრუნველსაყოფად (მაგალითად როგორიცაა სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა, ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ.). //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
სასწავლო ხელშეკრულება სასწავლო ხელშეკრულება - ECTS-ის სასწავლო ხელშეკრულება წარმოადგენს იმ კურსებისა და მოდულების ჩამონათვალს, რომელთა დაუფლებასაც გეგმავს მობილური სტუდენტი მასპინძელ უნივერსიტეტში. ხელშეკრულებას ხელს აწერენ სტუდენტის მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და თავად სტუდენტი. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
სასჯელაღსრულების დაწესებულება სასჯელაღსრულების დაწესებულება - დაწესებულება სადაც პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულის ჩადენისთვის იხდის სასჯელს. დაწესებულება სადაც პირი იმყოფება სასამართლოს მიერ პატიმრობის სახით აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებიდან, სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე. //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002
სასჯელი სასჯელი - სასამართლოს განაჩენით დამნაშავისათვის დანიშნული სახელმწიფო იძულებითი ღონისძიება, რომლის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის სახეებია: ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ტუსაღობა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, უვადო თავისუფლების აღკვეთა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სატურნი სატურნი - მიწათმოქმედებისა და მოსავლის ღვთაება ძველ რომში, იუპიტერის მამა. თავდაპირველად ბერძნების ღვთაებასთან - კრონოსთან იყო გაიგივებული. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
საფეხური საფეხური - წარმოადგენს სწავლების პერიოდს, რომელიც საჭიროა აკადემიური ხარისხის მისაღებად. ბოლონიის დეკლარაციაში დასახელებული ერთ-ერთი მოთხოვნა არის ,,ორ ძირითად, დი პლომამდელ და დიპლომის შემდგომ, საფეხურზე დაფუძნებული სისტემის შემოღება". ამჟამად სწავლა დოქტორანტურაში ითვლება მესამე საფეხურად. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
საფრანგეთის დიდი რევოლუცია საფრანგეთის დიდი რევოლუცია 1789-94 წლები ბურჟუაზიულ-დემოკრატიულმა რევოლუციამ დაამხო ფეოდალურ-აბსოლუტური რევოლუცია და ნიადაგი მოუმზადა კაპიტალიზმის დამკვიდრებას. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციას წინ უძღოდა იდეოლოგიური რევოლუცია, რომელიც მოამზადეს დიდმა ფრანგმა განმანათლებლებმა (რუსო, ვოლტერი, მონტესკიე, დიდრო, დალამბერი და სხვები). მათი იდეების კონცენტრირებული გამოხატულება იყო რევოლუციის მთავარი ლოზუნგი - ტრიადა: „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. თუმცა რევოლუციის მამოძრავებელ ძალად იქცა ეკონომიკურად ძლიერი, მაგრამ პოლიტიკურად უუფლებო ბურჟუაზია, რომელიც მთელი მესამე წოდების (მესამე წოდება აერთიანებდა ბურჟუაზიას, ქალაქის მშრომელებს და გლეხობას) მეთაურად გამოდიოდა. 1789 წლის 14 ივლისს პარიზელებმა იერიშით აიღეს ბასტილია, რომელმაც დასაწყისი მისცა ბურჟუაზიულ რევოლუციას. რევოლუციის პირველი შედეგი იყო პარიზის თავისუფალი პრესა, სახალხო საზოგადოებები. 1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, ხოლო 1791 წელს კოსტიტუცია. 1794 წელის 27-28 ივლისს (რესპუბლიკის კალენდრით მეორე წლის 9 თერმიდორი) მოხდა კონტრრევოლუციური გადატრიალება და ბოლო მოეღო საფრანგეთის დიდ რევოლუციას ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 1. გვ.)
საქართველო საქართველო - ფართობი: 69.700 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი (164კმ), აზერბაიჯანი (322კმ), რუსეთი (723კმ), თურქეთი (252კმ); ბუნებრივი რესურსები: ტყე, ჰიდრორესურსები, მარგანეცი, ქვანახშირისა და ნავთობის მცირე მარაგი, ზღვის კლიმატი, ჩაი და ციტრუსები; მოსახლეობა: 4,4 მლნ. (2001 წლის აღწერის წინასწარი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: ქართველები 70,1%; სომხები 8,1%; რუსები 6,3%; აზერბაიჯანელები 5,7%; ოსები 3%; აფხაზები 1,8%; სხვები 5%; რელიგიები: მართლმადიდებლური (ქართველები) 65%; მუსლიმები 11%; მართლმადიდებლური (რუსები) 10%; გრიგორიანული (სომხები) 8%; უცნობია 6%; ენები: ქართული 71% (ოფიციალური), რუსული 9%, სომხური 7%; აზერბაიჯანული 6%; სხვები 7%; აფხაზური ენა ოფიციალურია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა. ეკონომიკა: საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობოდა შავ ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულ ტურიზმს, ციტრუსებისა და ჩაის მოყვანას, მარგანეცის მოპოვებას; ღვინის, ლითონების, მანქანათმშენებლობის, ქიმიურ და მსუბუქ მრეწველობას. ქვეყნის ენერგომოხმარება თითქმის მთლიანად ნავთობისა და გაზის იმპორტზეა დამოკიდებული. შედარებით მნიშვნელოვანი შიდა ენერგოწყაროა ჰიდროელექტროსადგურები. მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ქვეყნის ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს. გადასახადების ამოღებასთან დაკავშირებით არსებული მუდმივი პრობლემების გამო, წლების განმავლობაში ბიუჯეტის დიდი დეფიციტია. ყოველწლიურად აქტუალურია ენერგოკრიზისის თემა. საქართველოს მთავარი იმედი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაა. მილსადენებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ კატალიზატორად მიიჩნევა. მზარდი სავაჭრო დეფიციტი, გადასახადის აკრეფაში პრობლემები, კორუფცია და პოლიტიკური გაურკვევლობა ეკონომიკურ მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. სამხედრო ხარჯები: 15,740 მლნ. აშშ დოლარი (2001წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 0,4% (2001წ.); უცხო ქვეყნის ძალები: საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დსთ-ის სამშვიდობო ძალებია, რომელიც რუსი სამხედროებისგან შედგება. //კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი - 1999 წლის ივლისს მიიღო საქართველოს პარლამენტმა //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლესი ორგანო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლესი ორგანო - სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელიც საჭიროებისამებრ მოიწვევა. კრებათა - შორის პერიოდში პასუხისმგებელი პირია მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, რომელსაც საეკლესიო კრება ირჩევს და რომლის ხელდასხმა და აღსაყდრება (ინტრონიზაცია) მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულება. იგი მოვალეობას უწმიდესი სინოდის თანადგომით აღასრულებს. 1977 წ. 25 დეკემბრიდან ამ თანამდებობაზე უწმიდესი და უნეტარესი ილია II (ირაკლი შიოლაშვილი) ბრძანდება. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
საქართველოს სოცოალიური განახლების ფონდი საქართველოს სოცოალიური განახლების ფონდი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოცოალიური განახლების ფონდი“ დაარსდა 2003 წელს. ორგანიზაციის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები არიან მრავალშვილიანი დედები. ფონდის ბენეფიციარია 3500 ოჯახი მათ შორის 2500 მრავალშვილიანი ( თბილისის მასშტაბით) ფონდის დაარსებიდან დღემდე განხორციელებულია 10 საქველმოქმედო აქცია. ფონდი ახორციელებს ისეთ პროექტებს რომელიც მოსახლეობის გაერთიანების ა და ადგილობრივ მმართველობასთან თანამშრომლობის გზით ლოკალური პრობლემების გადაწყვეტაზეა მიმართული. ფონდის კონცეფცია რეფორმა კანონპროექტში მრავალშვილიანია და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების შესახებ. სახელმწიფო (სოციალური) პროგრამების/პროექტების მონიტორინგი. მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებში სამართლებრივი კულტურის და მართლშეგნების ამაღლება. თბილისის რაიონულ გამგეობებში სოციალური პროგრამის ბენეფიციარების სრული კომპიუტერიზაცია და გამჭირვალეობა. საზოგადოებისათვის აქტუალური პრობნლემების მიტანა გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე. მიმდინარე და განხორციელებული პროექტების დანერგვა საქართველოს სხვა რეგიონებში. ფონდია მიერ წამოწყებული და განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს  სახელმწიფოში დაწყებულ ანტიკორუფციულ პროგრამას.  მოსახლეობის ინიციატივის გააქტიურებას და ადგილობრივი პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტას.  საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას.  მთავრობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდას.  საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული ვაკუმის შევსებას.  სახელმწიფო ( სოციალურ) პროგრამებში/ პროექტებში არსებული შეცდომების საგნად ქცევას. ფონდი ვმოქმედებთ პრინციპით  საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს სრული ინფორმაცია იმ მოქმედებებზე, საჯარო ფინანსების გამოყენების შედეგებზე, რომლებიც მის ინტერესებს შეეხება. ასევე მონაწილეობა მიიღოს ხარჯვითი პრიორიტეტების შემუშავების პროცესში. ფონდი ფართოდ თანამშრომლობს:  პროფილით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მასმედიის წარმომადგენლებთან, იურისტთან კვლევით ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან.  ფონდის პარტნიორი ორგანიზაცია: ფრიდრიხ ებერტის ფონდი თბილისი 0179, ილია ჭავჭავაჭის 1- ჩიხი 4ბ 7 ტელ: 912615/912695/250728/ ფაქსი: 226727 E –mail:stiftung@fesgeo.org.ge http://www.fes.ge ვიფიქროთ მომავალზე : საოჯახო და მუნიციპალური დახმარების პროგრამების მონიტორინგის შედეგები, 2003-2004 / [არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სოციალური განახლების ფონდი"] - თბ., 2004
საღვთო ზავი საღვთო ზავი - ასე იწოდებოდა საგანგებო დადგენილება, რომლითაც შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესია, მოგვიანებით კი სამეფო კარიც, კრძალავდა საომარ მოქმედებებს დღესასაწაულებისა და მარხვების ჟამს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
საწესდებო კაპიტალი საწესდებო კაპიტალი - კანონით განმტკიცებული და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული ქონება, რომელიც აუცილებელია შპს-ის, სს-ის ან კოოპერატივის დაფუძნებისათვის და რომლის შეტანის ვალდებულებასაც პარტნიორები (აქციონერები) წესდებით კისრულობენ. შპს-ის მინიმალური საწესდებო კაპიტალი შეადგენს ორი ათას ლარს, ხოლო სააქციო საზოგადოების მინიმალური საწესდებო კაპიტალი - თხუთმეტი ათას ლარს. რაც შეეხება კოოპერატივის მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობას, მას კანონი არ განსაზღვრავს. საწესდებო კაპიტალი არ არის საზოგადოების ქონების იდენტური ცნება. საწესდებო კაპიტალი არის წესდებაში მყარად განსაზღვრული ფულადი თანხა. იგი დაყოფილია წილებად (შპს-ში), აქციებად (სააქციო საზოგადოებაში) ან პაიებად (კოოპერატივებში). საწესდებო კაპიტალის ოდენობა ყოველთვის შეადგენს წილთა (აქციათა, პაის) ნომინალური ღირებულებების ჯამს (არც მეტი არც ნაკლები). მათი რეალური საბაზრო ღირებულება კი ყოველთვის ან აღემატება ან ნაკლებია ნომინალურ ღირებულებაზე. //გიორგიძე გოჩა, საწესდებო კაპიტალის სამართლებრივი ბუნება // ალმანახი ¹11 [სამოქალაქო სამართალი (II)],–საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999
სახალხო დამცველი სახალხო დამცველი - საქართველოში პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს 1996 წლის 16 მაისის ორგანული კანონით „სახალხო დამცველის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებსა და წინადადებებს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. სახალხო დამცველი - (ომბუდსმენი): ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 სახალხო დამცველი - სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ინსტიტუტი მმართველობის აპარატის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს და ადამიანებს ადმინისტრაციის არასამართლებრივი, უკანონო მოქმედებისაგან იცავს. იგი რეგულირებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. ის განიხილავს საჩივრებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და თანამდებობის პირების მიმართ და შეუძლია იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით. უფლება აქვს აწარმოოს გამოძიება, გასცეს რეკომენდაციები და გამოაქვეყნოს საანგარიშო მოხსენებები. სახალხო დამცველს საქართველოში ირჩევს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. საქართველოში სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ქვეყნის პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არცერთ ფრაქციაში. კანდიდატი აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მისი წარდგენის ვადა კანონით დაკონკრეტებული არ არის. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე და კენჭისყრა ფარულია. ყოველ მათგანს სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მოიპოვებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევნებმა შედეგი ვერ გამოიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღეში იგი ხელახლა ჩატარდება. ერთი და იგივე ადამიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოში სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა 5 წელია, მაგრამ პარლამენტს უფლება აქვს ომბუდსმენი ვადამდე გადაირჩიოს, თუ ეს უკანასკნელი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს; უკავია სახალხო დამცველისათვის შეუფერებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას. ჩვენს ქვეყანაში სახალხო დამცველის ინსტიტუტი 1995 წლის კონსტიტუციითა და 1996 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონით დაინერგა. იგი ჯერ სრულიად ახალგაზრდაა და ალბათ მრავალი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის იმ ქმედით და ეფექტურ სისტემას დაემსგავსოს, როგორიც დღეს მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნქციონირებს. თუმცა, საკანონმდებლო თვალსაზრისით, მას ამისათვის საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია. //ბაქაქური ნინო. ომბუდცმენის ინსტიტუტი და მისი ქართული სახესხვაობა //ალმანახი ¹6,–[ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (1)].–ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,– 1998.
სახელმწიფო სახელმწიფო - განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო ხელისუფლება, რომელიც ადგენს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესებს და განსაკუთრებული აპარატის მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს კანონიერებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და მთლიანობას. სახელმწიფო საზოგადოების პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციაა. ამ ხელისუფლებას საჯარო ეწოდება იმიტომ, რომ მოქმედებს ხალხის სახელით. იგი სახელმწიფო ხელისუფლებაა, რადგანაც ხორციელდება სახელმწიფოს განსა-კუთრებული ორგანოების მეშვეობით, საჭირო შემთხვევაში იძულებითი ღონისძიებების გამოყენებით. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში, ვრცელდება ამ სახელმწიფოს მოქალაქეებზე და მის ტერიტორიაზე მუდმივად თუ დროებით მყოფ ყველა სხვა ადამიანზე. სახელმწიფო ხელისუფლება იქმნება და ხორციელდება სამართლებრივი ნორმების საფუძველზე და ფარგლებში. მხოლოდ საჯარო ხელისუფლებაა უფლებამოსილი, განახორციელოს სამართალშემოქმედება, დაადგინოს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესები, უზრუნველყოს მათი დაცვა და შესრულება, გამოიყენოს იძულებითი ხასიათის ღონისძიებები. სახელმწიფო ხელისუფლება სუვერენულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხორციელდება თავისუფლად, ყველა სხვა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. სახელმწიფო - კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე აღასრულებს ,,ძალადობაზე მონოპოლიას” (Gewaltmonopol) და ახდენს ხალხისაგან ხალხის მართვას ლეგიტიმურ საფუძველზე. ეს დეფინიცია ეფუძნება სახელმწიფოს ვებერისეულ გაგებას.9 //აფრასიძე დავით. ბიუროკრატიულ-პატრიმონიალური სახელმწიფო საქართველოში: ახალი შანსები ,,ვარდების რევოლუციის შემდეგ? // ახალი აზრი, ¹ 7 (13),– ნოემბერი,–2003 სახელმწიფო - არისტოტელეს განმარტებით ,,ყოველი სახელმწიფო ერთგვარ კავშირს წარმოადგენს, ნებისმიერი კავშირი კი რაიმე სიკეთის მიღწევას ისახავს მიზნად, რადგან ყველა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რაც სიკეთე ჰგონია.” სახელმწიფო არის ოჯახებისა და გვარების კავშირი შექმნილი ბედნიერი, სრულყიფილი და თავისუფალი ცხოვრებისათვის. არისტოტელე გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა პილიტიკურ დამოუკიდებლობას, რომლის გარეშეც სახელმწიფო წყვეტს არსებობას და გაურკვეველ ტერიტორია-აბსტრაქტად გადაიქცევა. არისტოტელესეული კლასიფიკაციით სახელმწიფოები იყოფიან დადებით სახელმწიფოებად და მათ დამახინჯებულ ფორმებად. ტირანია, იგივე დიქტატურა, არისტოტელეს მონარქიის დამახინჯებად მიაჩნია, ანარქია - დემოკრატიის, ოლიგარქია კი - არისტოკრატიის. რამდენადაც ტირანია სახელმწიფოს ხელმძღვანელის პირად ინტერესებს ემსახურება, ოლიგარქია - მდიდართა ფენის, ანარქია კი ღარიბთა ინტერესებს გამოხატავს, სამივე უარყოფით სახელმწიფოთა ჯგუფს მიეკუთვნება, ვინაიდან ზრუნავენ საზოგადოების მხოლოდ ნაწილზე და არა მთლიანად, საზოგადოებაზე. სახელმწიფოს ყველაზე უარყოფითი ფორმა არის ტირანია (დიქტატურა). ტირანი ზრუნავს მხოლოდ თავის პირად კეთილდღეობაზე და არა ხალხზე. იგი აღატაკებს მოსახლეობას, მუდმივად აწარმოებს ომებს, რათა თავისი, როგორც სახელმწიფოს დამცველის საჭიროება დაასაბუთოს, არ ენდობა საკუთარ გარემოცვასაც კი. დიქტატურის ყველაზე დიდი დანაშაულია ე.წ. ოსტარკიზმი, ანუ გამოჩენილი და ღირსეული ადამიანების დევნა-განადგურება, მაშინ, როდესაც დიდ პატივში არიან მლიქვნელები და დემაგოგები, რომლებიც ტირანის ყოველგვარ ბოროტებას ხოტბას ასხამენ. ტირანიას ბუნებრივად უპირისპირდება დემოკრატია - ხალხის მმართველობა. რამდენადაც არისტოტელე ადამიანს განსაზღვრავს როგორც პოლიტიკურ არსებას (Zoon politikon), მისი აზრით, ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის საზოგადოებრივი ცხოვრებისაკენ, ანუ პოლიტიკისაკენ. პოლიტიკური მოღვაწეობის სფერო მას მიაჩნია საერთო სახალხო სფეროდ, რადგან ის ეხება თითოეული ადამიანის ინტერესებს. არისტოტელე მოითხოვდა სახელმწიფოს მართვაში ჩაბმულიყო მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი რაოდენობა, ვინაიდან ,,ყველანი ერთად ან უკეთესნი არიან ერთ რომელიმე მცოდნეზე, ან სულაც არ არიან მასზე უარესნი”. უმრავლესობა გაცილებით უკეთ განსჯის ვიდრე ერთი ადამიანი. როგორც ვხედავთ, აშკარაა არისტოტელეს უაღრესად დადებითი განწყობა დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის მიმართ, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ არისტოტელე ყოველმხრივ დადებითად აფასებდა დემოკრატიას. აქვე შეიძლება უინსტონ ჩერჩილის ცნობილი სიტყვებიც გავიხსენოთ: ,,დემოკრატია ძალიან ცუდი წყობაა, მაგრამ სამწუხაროდ უკეთესი ჯერ არ შექმნილა.” არისტოტელე მომხრე იყო კანონის წინაშე თანასწორობისა, მაგრამ ღირსეული ადამინების უღირსებთან რეალური უფლებრივი გათანაბრება კი უსამართლობად მიაჩნდა. არისტოტელეს მიხედვით დემოკრატია აგებს არისტოკრატიასთან, რადგან დემოკრატია ემყარება მოსახლეობის უპოვარ ფენებს, ხოლო არისტიკრატია, ანუ რჩეულთა შორის რჩეულთა მმართველობა - ღირსეულ და ზნემაღალ ადამიანებს. არისტოკრატიას ახასიათებს განათლება, ზნეობა და კეთილშობილი წარმოშობა, დემოკრატიას კი, პირიქით - მდაბიო წარმოშობა, სიღატაკე და უკულტურობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიდი ფილოსოფოსის სიმპატიები არისტოკრატიული რესპუბლიკისაკენ უფრო იხრებოდა. სახელმწიფო საქმიანობას არისტოტელე აზროვნებას უკავშირებს, აზროვნების ადგილსამყოფელად კი სულს მიიჩნევს. სულს არისტოტელე ორ ნაწილად ყოფს. რაციონალურ, ანუ გონიერ და ირაციონალურ, ანუ გრძნობიერ (რომელსაც იგი უგუნურსაც უწოდებს) ნაწილებად. ალბათ აქედან იღებს სათავეს racio-ს ცნობილი ფენომენი, რომელიც შემდგომში მთელი ევროპული მენტალიტეტის საფუძველი გახდა. //დურმიშიძე ნ, ტორონჯაძე ი, მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა,–ფრიგრიხ ებერტის ფონდი
სახელმწიფო გერბი სახელმწიფო გერბი - (გერმ. arbi, polon. herb მიწა, მიწის ფლობა, მიწის მემკვიდრეობითობა) - წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის კონცენტრირებულ გამოსახულებას. იგი ერთგვარი ხატოვანი მანიფესტია იმის შესახებ, თუ პოლიტიკური, ისტორიული, ტერიტორიული და სამართლებრივი თვალსაზრისით, რას წარმოადგენს ქვეყანა, რა ძირითადი იდეა განსაზღვრავს მის არსებობას. გერბის მიღება და დაკანონება ხდება არსებული უმაღლესი ხელისუფლების მიერ. გერბის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა მასში გამოხატული მემკვიდრეობითობა. გერბი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს ჰერალდიკური მეცნიერების მკაცრ კანონებს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფო დროშა სახელმწიფო დროშა - სახელმწიფოს ერთ-ერთი ოფიციალური სიმბოლო, მისი სუვერენიტეტის გამოხატულება. აღიმართება პარლამენტის, მერიის, საელჩოს და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობაზე. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფო ენა სახელმწიფო ენა - ძირითადი ენა, რომელსაც იყენებენ სახელმწიფო დაწესებულებებში, საქმის წარმოებაში, სამართალწარმოებაში და სხვა ოფიციალურ სტრუქტურებსა და ურთიერთობებში. სახელმწიფო ენის სტატუსს, როგორც წესი, განსაზღვრავს ქვეყნის კონსტიტუცია. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფო მინისტრი სახელმწიფო მინისტრი - ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ (პრეზიდენტთან შეთანხმებით) განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფო საზღვარი სახელმწიფო საზღვარი - ფაქტობრივი თუ წარმოსახვითი ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიას (ხმელეთი, წყალი, წიაღი, საჰაერო სივრცე) გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრულია საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონით ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფო საიდუმლოება სახელმწიფო საიდუმლოება - კანონის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოს განეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც “მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს” ( სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონი, თავი I, მუხლი 1, პუნქტი 1). იმ ინფორმაციათა დაცვის საორგანიზაციო ღონისძიებებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ გრიფი “საიდუმლო”, უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ორგანო - სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის სახელმწიფო ინსპექცია, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღინისძიებებს და მათ შესრულებაზე კონტროლს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. თანამდებობის პირსა და სახელმწიფო მოხელეს, რომელიც უსაფუძვლოდ გაასაიდუმლოებს ინფორმაციას; დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის ვალდებულებას; არ განახორციელებს კონტროლს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვაზე... დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003] //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სახელმწიფო ჯილდოები სახელმწიფო ჯილდოები - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს იმ მოქალაქეთა დაჯილდოება ორდენებითა და მედლებით, რომელთაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში, განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების შესახებ“. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფო ჰიმნი სახელმწიფო ჰიმნი - პოეტურ-მუსიკალური ნაწარმოები, ადიდებს სამშობლოს, სახელმწიფოს, ისტორიულ მოვლენებსა და მის გმირებს. ჰიმნი სახელმწიფოს ერთ-ერთი ოფიციალური სიმბოლოა, რომელიც სრულდება ალიონზე და დღის დამთავრებისას, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ცერემონიალზე. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა დამტკიცებულია „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 21 მაისის ორგანული კანონით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფოს თავდაცვა სახელმწიფოს თავდაცვა - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს, მისი მოსახლეობის, ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფოს მეთაური სახელმწიფოს მეთაური - სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს საშინაო თუ საგარეო ურთიერთობებში. იგი აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებით, აყალიბებს მთავრობას, არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, იწვევს პარლამენტის სესიებს, ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალებას, ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს, გამოსცემს დეკრეტებს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფოს ტერიტორია სახელმწიფოს ტერიტორია - დედამიწის ნაწილი, რომელზეც ვრცელდება განსაზღვრული სახელმწიფოს სუვერენიტეტი. სახელმწიფო ტერიტორია მოიცავს ხმელეთს თავისი წიაღით და წყლებს, აგრეთვე მათ ზევით არსებულ საჰაერო სივრცეს. სახმელეთო და წყლის ტერიტორიის ქვეშ არსებული წიაღი მოცემული სახელმწიფოს კუთვნილებაა ტექნიკურად მისაწვდომ საზღვრამდე. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფოს ღალატი სახელმწიფოს ღალატი - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა; საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; ჯაშუშობა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საჯარო დაწესებულება საჯარო დაწესებულება - სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, აგრეთვე პირი, რომელიც კანონმდებლობის ან ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო დაწესებულების სახელით ასრულებს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 საჯარო დაწესებულება - ეს ტერმინი უნდა გავიაზროთ არა როგორც ფორმალური სახელი, არამედ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ მომსახურების იმ ტიპზე, რომელსაც იგი გვთავაზობს. იგი უნდა მოიცავდეს ხელისუფლების ყველა განშტოებას და დონეს ადგილობრივი მთავრობისა და არჩეული ორგანოების ჩათვლით, ასევე დაწესებულებებს, რომლებიც კანონით დადგენილი მანდატით მუშაობენ, ნაციონალიზირებულ საწარმოებს და საზოგადოებრივ კორპორაციებს, კვაზი-არასამთავრობო ორგანიზაციებს, იურიდიულ და კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებრივ ფუნქციებს (როგორიც არის გზების აღდგენა, რკინიგზის შეკეთება და ა.შ.). ამ ჯგუფში შეიძლება კერძო ორგანიზაციებიც გავაერთიანოთ, თუკი ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც შეამცირებს საფრთხეს, რომელიც ემუქრება საზოგადოებრივ ინტერესებს. ასევე სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა დაემორჩილონ ინფორმაციის თავისუფლების კანონს, რომელიც ამ დოკუმენტში ჩამოთვლილ პრინციპებზეა დამყარებული. //მენდელი ტობი. გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები,-თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2004
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება - დაინტერესებულ სუბიექტს ანიჭებს შესაძლებლობას საჯარო დაწესებულება დაავალდებულოს ყველა იმ ინფორმაციის მიწოდებაში, რომელიც ღიაა საზოგადოებისათვის და არ არსებობს კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში მისი საიდუმლოდ გამოცხადების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაასაბუთოს და მიუთითოს ის ნორმატიული აქტი, რომელიც ამ ინფორმაციას საიდუმლოდ აცხადებს. //ტივიშვილი მამუკა. დემოკრატიული საქართველოს ადმინისრეაციული მართვის თანამედროვე მოდელი // ალმანახი ¹17, [ადმინისტრაციული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
საჯარო მონაცემთა ბაზა საჯარო მონაცემთა ბაზა - საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოხელის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები; //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
საჰაერო სივრცე საჰაერო სივრცე - საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ვერტიკალურად მდებარე სივრცე (ატმოსფერო), რომელზედაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სევერიანობა სევერიანობა - ეფუძნება სევეროზ ანტიოქიელი პატრიარქის (V-VI) მოძღვრებას, რომელსაც ლიბერალურ, ე.ი. ზომიერ ფრთად მიიჩნევენ და თვლიან, რომ იგი შედარებით ახლოსაა დიოფიზიტურ თვალსაზრისთან. მართალია, სევეროზიც ერთ ბუნებას აღიარებდა ქრისტეში, მაგრამ ქადაგებდა, რომ ღვთაებას მთლიანად არ შთაუნთქავს კაცებრივი - მხოლოდ არსებითობა დაუკარგა მას. სამაგიეროდ შეუნარჩუნა თვისებები. ასე რომ, სევეროზი იესოს პიროვნებაში ასხვავებდა ანუ ერთმანეთისაგან მიჯნავდა ადამიანურ და ღვთიურ თვისებებს; სწამდა, რომ მაცხოვრის ხორცი აღდგომამდე იყო ჩვენი მსგავსი, - ხრწნადი. ამის გამო მოწინააღმდეგეებმა სევერიანებს ,,ხრწნისთაყვანისმცემლები’’ (,,ფთარტოლატრაი’’) შეარქვეს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
სენატი სენატი - პარლამენტის ზედა პალატა, რომელიც საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემთხვევაში შეიქმნება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სენზიტიურობა სენზიტიურობა - მგრძნობელობა, მგრძნობიარობა. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, მეთოდური სახელმზღვანელო, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი, ჯანა ჯავახიშვილისა და ნოდარ სარჯველაძის რედაქციით, თბილისი, 2007
სეპტუაგინტა სეპტუაგინტა - სეპტანტა (ლათ), ჰებდომეკონტა (ბერძ) - (270 წ. ქრისტეს შობამდე) (,,სამოცდაათისეული’’) ბიბლიის ბერძნული თარგმანი, რომელშიც შედიოდა ძველი აღთქმის ყველა კანონიკური და არაკანონიკური წიგნი. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
სერვიუს ტულიუსი სერვიუს ტულიუსი - (ძვ. წ. 578-535) რომის მეექვსე მეფე. სერვიუსმა რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით 193 ცენტურიად, ხოლო ტერიტორია 4 საქალაქო და 26 სასოფლო ოლქად ანუ ტრიბად დაყო. სერვიუსი მოკლა მისმა სიძემ ტარკვინიუს ამაყმა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
სესია სესია -(ლათ. sessio სხდომა) - წარმომადგენლობითი ორგანოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციების კონფერენციების მუშაობის პერიოდი. წარმომადგენლობითი ორგანოს, ძირითადად, პარლამენტის სესია შეიძლება იყოს მორიგი, საგანგებო, რიგგარეშე და ექსტრაორდინარული. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სექსიზმი სექსიზმი - არსებობს სექსიზმის მრავალნაირი განსაზღვრება, რომლებიც არსებითად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თითოეული ეს ცნება, უბრალოდ, გამოკვეთს ამა თუ იმ მნიშვნელოვან მომენტს. სექსიზმი არის: 1. ინდივიდუალური მიკერძოებული განწყობები და დისკრიმინაციული ქცე¬ვა ამა თუ იმ სქესის წარმომადგენელთა მიმართ. 2. ინსტიტუციონალური პრაქტიკა (ცრურწმენებითაც რომ არ იყოს მოტივირებული), რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლებს თავს ახვევენ დაქვემდებარებულ მდგომა¬რეობას. 3. უპირატესობები და მოქმედებები, რომლებიც აშკარად ან შენიღბულად ახდენენ ქალთა და მამაკაცთა დისკრიმინაციას მათი სქესის ან გენდერის საფუძველზე. 4. მამაკაცთა ან ძირითადად ქალთა ანგარიშგაუწევლობა, რომელიც ხორციელდება დაწესებულებებსა და სოციალურ ურთიერთობებში. სექსიზმის ცნებაში მნიშვნელოვანი ასპექტია სექსისტური განწყობები ან მოქმედებები. ასეთად მიჩნეულია ისეთი განწყობები ან მოქმედებები, რომლებსაც მამაკაცების ან ქალების მიმართ გამოკვეთილად დისკრიმინაციული ხასიათი აქვთ სქესის ფაქტორის საფუძველზე. ამგვარად, სექსიზმის ცნება უშუალოდ უკავშირდება დისკრიმინაციას სქესის ნიშნის მიხედვით, რომელიც უმრავლეს საზოგადოებაში განიხილება მამაკაცების უპირატესობის აღიარებად ქალების საზიანოდ. მიჩნეულია, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ინსტიტუციონალიზებულია და შეიძლება გაუტოლდეს რასობრივ დისკრიმინაციას. სქესზე დაყრდნობილი იდეოლოგია ემსახურება დისკრიმინაციული პრაქტიკის განმტკიცებას, მის ლეგიტიმურად ქცევას და ნორმად გარდაქმნას. ძალზე მნიშვნელოვანია ის ვითარება, რომ სქესობრივი დისკრიმინაცია შეიძლება იყოს როგორც შეუნიღბავი, ისე შენიღბული. სწორედ ეს ხდება ხშირად იმისი მიზეზი, რომ დისკრიმინაციული პრაქტიკის რეგულირებისათვის შემუშავებულ კანონმდებლობას შეზღუდული ეფექტი აქვს. // სურმანიძე ლალი. სექსიზმის ცნება. სექსიზმის აქტუალური პრობლემები, – [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, – თბ., – 2002
სექტა სექტა - ამ ტერმინს დღეისათვის სულ ცოტა ორი მნიშვნელოვნელობა მაინც გააჩნია - თეოლოგიური და სოციოლოგიური. ლათინური სიტყვა „secta“ სკოლას, სწავლებას ნიშნავს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად იგი მომდინარეობს სიტყვიდან sequi=მიმდევრობა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც. ამ უკანასკნელის მიხედვით, მის საფუძველს წარმოადგენს არა სიტყვა sequi, არამედ “secare” რაც გამოყოფას, გამოცაკლკევებას აღნიშნავს. თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვიერთვა გააჩნდა. იგი დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. Gგამოყოფილ ჯგუფებს შორის განსხვავების ზრდის კვალობაზე, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა. Aამ უკანასკნელის შესაბამისად სექტა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ახალ კულტურას, ღირებულებებსა და ცხოვრების წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. ამასთან, აღნიშნული ჯგუფი, თავის თავს განიხილავს არა როგორც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს, არამედ როგორც მასთან დაპირისპირებულ ძალას. საზოგადოდაც, შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის სექტა წარმოადგენს დაპირისპირების შედეგს არა იმდენად რელიგიურ ურთიერთობათა სფეროში, რამდენადაც საზოგადოებრივში. საქმე ისაა, რომ სექტა თავისი ქმედებებით დისონასში მოდის, არა მარტო იმ რელიგიურ გაერთიანებასთან, რომლის წიაღშიც იგი წარმოიშობა, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან. ცნობილია, რომ ბალანსი, რომელიც ჯგუფებს შორის ურთიერთობისას მიიღწევა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ შინაგან, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელ შეთანხმებაზე, რასაც შეიძლება საერთო მსოფლმხედველობრივი კონსენსუსი ეწოდოს. სექტა, რომელიც უპირისპირდება კონკრეტულ მსოფლმხედველობას, უპირველეს ყოვლისა წინააღმდგებაში მოდის სწორედ ჯგუფებს შორის მიღწეულ ამგვარ საერთო მსოფლმხედველობრივ კონსენსუსთან, ანუ მულტიკულტურული რეალობის პირობებში ჩამოყალიბებულ იმ ბალანსთან, რომლის დაცვაც აუცილებელია მსგავსი საზოგადოების შემდგომი არსებობისათვის. //დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია. რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002 სექტა - ლათინური სიტყვაა და ძირეული შინაარსით გამოყოფას, ჩამოჭრას, მოკვეთას ნიშნავს, მეორეული აზრით - სკოლას, მიმდინარეობას. ანტიკურ ეპოქაში სექტებს უწოდებდნენ ფილოსოფიურ სკოლებს, რომელთა შეხედულებები განსხვავდებოდა საყოველთაოდ აღიარებული და გაზიარებული მოძღვრებისაგან. თეოლოგიური და ეკლესიოლოგიური პოზიციითაც, სექტა ეწოდება ეკლესიასთან დაპირისპირებულ ორგანიზაციას, რომელიც უგულვებელყოფს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და კონფლიქტშია ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან. სექტანტობის საფუძველი არის ერესი (მწვალებლობა) და სქიზმა (რასკოლი). პირველი ეკლესიის ერთიან მოძღვრებასთან (დოგმატთან) დაპირისპირებას, ე.ი. ახალ თეორიას, ახალ თვალსაზრისს, წვალებას ნიშნავს, მეორე- კანონიკისა და ლიტურგიკის, ე.ი. სარწმუნოებრივი ცხოვრების (პრაქტიკის) წეს-განგებათა საფუძველზე აღმოცენებულ უთანხმოებას, რომელიც ეკლესიის გაყოფით მთავრდება (იხ. ქვემოთ ,,დიდი სქიზმა“). სექტა, როგორც წესი, ერესის ნიშნებსაც შეიცავს და სქიზმისასაც ანუ ეკლესიასთან მოძღვრებითაც დაპირისპირებულია და ორგანიზაციითაც. რადგან სექტა წინააღმდეგობაშია იმ საზოგადოებასთან, სადაც ეკლესია ბატონობს, მისი წევრები საზოგადოებრივ საქმიანობაში მეტწილად არ მონაწილეობენ; ემიჯნებიან განათლების სისტემას (სახელმწიფო სასწავლებლებს), ზურგს აქცევენ კულტურულ ღონისძიებებს, უარს ამბობენ თეატრზე, მუსიკაზე, სპორტზე და ა.შ. ასე ყალიბდება სექტანტური ცნობიერება, რაც, ცხადია, მხოლოდ კონკრეტული სექტების პრობლემა არ არის. ასეთი ცნობიერება ეკლესიაშიც ადვილად იკიდებს ფეხს და მის წიაღში სექტანტურ ჯგუფებს აყალიბებს, - სექტანტურ ცნობიერებას ნერგავს. ნ. სმელზერი სექტის კლასიკურ ნიმუშად ,,იეჰოვას მოწმეებს’’ ასახელებს, აგრეთვე მორმონებს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 სექტა - ტრელჩის თანახმად, ეწოდება ორგანიზაციას, რომელიც უარყოფს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და კონფლიქტშია მის კულტურასა და ტრადიციებთან. როგორც წესი, სექტები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიის წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი უკმაყოფილოა ტრადიციული რიტუალებით, ამიტომ შორდება მას და ქმნის ახალ რელიგიას. ვინაიდან ამგვარი ჯგუფი თავის თავს უპირისპირებს საზოგადოებას, სადაც ეკლესიაა გაბატონებული, სექტის წევრები ხშირად არ მონაწილეობენ მის ცხოვრებაში. მაგალითად ამიშები თავიანთი შვილების საოჯახო განათლებას ანიჭებენ უპირატესობას იმის შიშით, რომ სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემა შელახავს მათი რწმენის სიწმინდეს. ანალოგიურად, როდესაც “ქრისტიანული მეცნიერების” სწავლების მიმდევრები სიმსივნის მკურნალობისას უარს ამბობენ დასხივებაზე და ეწირებიან დაავადებას, რომლის განკურნება შესაძლებელი იყო, ისინი მხოლოდ თავიანთი სექტის მითითებებს ასრულებენ, რომელთა მიხედვითაც, ღმერთის ღრმა რწმენა ნებისმიერ დაავადებას განკურნავს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
სთმი სთმი - საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივა. // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹1 [ჰორიზონტი], თბ. 2002
სიმტკიცე სიმტკიცე - გულისხმობს სიმამაცის ორივე სახეს. ერთი, როცა საფრთხეს სახეში უყურებენ, მეორე, როცა ტკივილს უძლებენ. //ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
სინანული სინანული - სულიერი გზის დასაწყისის აღმნიშვნელია. ბერძნული ტერმინი metanoia, „გონების შეცვლას” ნიშნავს. სინანული, თავისი ჭეშმარიტი არსით, არა ნეგატიური, არამედ პოზიტიურია და ნიშნავს არა საკუთარი თავის შეცოდებას ან სიბრალულს, არამედ მთელი საკუთარი ცხოვრების ცვლილებასა და მის ცენტრში წმ. სამების დაყენებას. ის ნიშნავს არა უკან მოხედვას დანანებით, არამედ წინ ყურებას იმედით, არა მზერის მიპყრობას ქვევით, საკუთარი მანკიერებებისაკენ, არამედ ზევით, ღმერთის სიყვარულისაკენ. სინანული არ ნიშნავს იმის ხედვას, თუ როგორი შეიძლებოდა ვყოფილიყავით და ვერ გავხდით, არამედ, იმისა, თუ ვინ შეიძლება გავხდეთ საღმრთო მადლით და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, რასაც ვხედავთ. გვქონდეს სინანული, ნიშნავს დავინახოთ ნათელი. ამ აზრით ის არა ერთჯერადი აქტი და პირველგადადგმული ნაბიჯი, არამედ განგრძობითი მდგომარეობა, გულისა და ნების დამოკიდებულებაა, რომლის უწყვეტად განახლება სიცოცხლის ბოლომდეა საჭირო. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
სინდისის პატიმარი სინდისის პატიმარი - ,,Amnesty International” განასხვავებს ,,სინდისის პატიმრებს“, როგორც პიროვნებებს, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან მათი რწმენის, შეხედულების ან ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამო. ადამიანის უფლებათა დამცველები მოითხოვენ ,,სინდისის პატიმართა“ უპირობო გათავისუფლებას. //ნიკოლაიშვილი გელა. ადამიანის უფლებები საქართველოში : კრიტიკული ანალიზი / გაეროს განვითარების პროგრამა-საქართველო - თბ., 1998
სინერგიზმი სინერგიზმი, სინერგიული - [ბერძ. Synergia – თანამშრომლობა, ხელშეწყობა] - ზოგადად ერთობლივი მუშაობა, შეთანხმებულობა, თანამშრომლობა; ურთიერთგამაძლიერებელი ზემოქმედება. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
სინთეტიკური ნარკოტიკები სინთეტიკური ნარკოტიკები - სინთეტიკურ ნარკოტიკებს მიეკუთვნება პრეპარატთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც გააჩნიათ მოქმედების განსხვავებული სპექტრი - სტიმულატორებიდან დაწყებული ბარბიტურატებით დამთავრებული, რაც თავისთავად საძილე საშუალებას წარმოადგენს. //ღირსიაშვილი ლევან, მსოფლიოში არსებული ნარკოვითარება და ტრანსნაციონალური ნარკობიზნესი // ახალი აზრი ¹6 (12),–ოქტომბერი,–2003
სისხლის სამართლებრივი დევნა სისხლის სამართლებრივი დევნა - საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, სისიხლის სამართლებრივი დევნა განმარტებულია: ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და მის მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა. //ჩოფიკაშვილი არჩილ. დაცვის სტრატეგია / არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - თბ., 2004
სისხლის სამართლის კოდექსი სისხლის სამართლის კოდექსი - კანონმდებლობის ნაწილი, რომელიც უკავშირდება კრიმინალური საქმიანობის დასჯის სფეროს. სახელმწიფო იყენებს მას პირის გასამართლებამდე ამა თუ იმ კრიმინალური დარღვევის გამო, ჩვეულებრივ თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა - დამნაშავის მხილება და კანონის სწორი გამოყენებით მისი სამართლიანად დასჯის უზრუნველყოფა. დანაშაულის ჩადენის გამო დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ქმედებისათვის, ხოლო სახელმწიფოს უფლება ეძლევა, პასუხი აგებინოს დამნაშავეს, შეუფარდოს მას კანონით გათვალისწინებული სასჯელი. ამ უფლებამოსილებას სახელმწიფო ახორციელებს სპეციალური ორგანოების მეშვეობით, რომლებიც კანონით დადგენილი წესით აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს, ატარებენ წინასწარ გამოძიებას, პასუხისგებაში აძლევენ და სჯიან დამნაშავეს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის საქმე - სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამო წარმოებული საქმე. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სიტყვიერი ძალადობა სიტყვიერი ძალადობა - ყვირილი, გინება, მეორესთვის სიტყვის გაწყვეტინება. //ბერიკაშვილი ნანა, რა არის ძალადობა? [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
სიტყვის თავისუფლება სიტყვის თავისუფლება - ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლება. სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლებები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, კონსტიტუციაშიც ერთ მუხლშია ჩამოთვლილი და გათანაბრებულია მათი დაცვის სამართლებრივი რეჟიმი. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სკანაჯუდეი სკანაჯუდეი - ნიშნავს იუდეველთა ჟლეტას, ჰქვია ნეაპოლის ერთ-ერთი ქუჩას. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
სმითი ადამ სმითი ადამ - (5.06.1720, კერკოლდი, შოტლანდია - 17.07.1790, ედინბურგი) - შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, ,,პოლიტოკური ეკონომიკის მამა“, სწავლობდა გლაზგოსა (1737 – 40) და ოქსფორდის (1740 – 46) უნივერსიტეტებში. 1764 – 66 წწ. იმყოფებოდა საზღვარგარეთ, უმეტესად საფრანგეთში, სადაც დაუახლოვდა ენციკლოპედისტებსა და ფიზიოკრატებს. 1776 წელს გამოაქვეყნა თავისი მთავარი შრომა ,,გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“. სმითმა დაუშვა ობიექტური ეკონომიკის კანონების არსებობა და მათი შეცნობის შესაძლებლობა. სმითი ითვლება თავიუფალი გაცვლისა და საერთოდ ეკონომიკური ლიბერალიზმის დოქტრინის ინიციატორად. სმითმა პირველმა განსაზღვრა პოლიტიკური ეკონომიკა, როგორც მეცნიერების, ორადი ამოცანა: თეორია და პრაქტიკა. შრომითი ღირებულების თეორია მიიჩნია კაპიტალისტური ეკონომიკის ყველა მოვლენის გაგების საფუძვლად. მან უარყო ფიზიოკრატების შეხედულება სასოფლო - სამეურნეო შრომის განსაკუთრებულობის შესახებ. იგი სამრეწველო მოგებას თვლიდა არაშრომითი შემოსავლის ძირითად ფორმად, მაგრამ ვერ შეძლო შრომითი ღირებულების თეორია გამოეყენებინა განვითარებული კაპიტალიზმის წარმოების პირობებში, რადგან მის მიერ ჩამოყალიბებული თეორია ვერ ხსნიდა კაპიტალისტური სინამდვილის ორ მნიშვნელოვან ფაქტს: შრომის (სამუშაო ძალის) ყიდვა - გაყიდვის დროს გაცვლის ეკვივალენტურობის დაცვასა და საშუალო მოგების ჩამოყალიბების ტენდენციას. სმითის ეკონომიკური კონცეფციები ორჭოფულია, მასში აღრეულია მეცნიერული და ვულგარული ელემენტები. სმითის ეკონომიკური მოძღვრების ვულგარული ელემენტები განავითარა ჟ. სეიმ, ხოლო მეცნიერული - დ. რიკარდომ, რამაც დაასრულა კლასიკური ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიკის - მარქსიზმის ერთ-ერთი წყაროს შექმნა. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.9, გვ.441-442)
სმიტის ტესტი სმიტის ტესტი - საქმეში ორეგონის შტატის დასაქმების სამსახური სმიტის წინააღმდეგ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომელიც სახელმწიფოსგან მოითხოვს რელიგიური გაერთიანების ან ფიზიკური პირის რელიგიური მოთხოვნილებების ადაპტაციას იმ ზოგადი დანიშნულებისა და რელიგიურად ნეიტრალური კანონებისგან გათავისუფლების გზით, რომლებიც ზღუდავს მის რელიგიურ გამოხატვას. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
სოლონი სოლონი - (ძვ. წ. 640-558) ათენელი სახელმწიფო მოღვაწე და კანონმდებელი, ერთ-ერთი „შვიდ ბრძენთაგანი“. სოლონმა ჩაატარა რეფორმა, რომელიც მიმართული იყო ევპატრიდების (მსხვილი მიწათმფლობელები) წინააღმდეგ. სოლონმა აკრძალა ადამიანის დამონება და მისი გაყიდვა, შექმნა დემოკრატიული ხასიათის კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, ქონებრივი ცენზის მიხედვით, ათენის მოსახლეობა ოთხ კლასად დაიყო; ამით ევპატრიდებმა დაკარგეს პოლიტიკური პრივილეგიები. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
სომალი სომალი - ტერიტორია (1996 წ.) 637, 539 კმ2, რომელიც უტოლდება საფრანგეთსა და ბელგიას ერთად აღებულს. მდებარეობს აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყნის სანაპირო ზოლი ებჯინება წითელ ზღვას და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი ინდოეთის ოკეანეს. მოსახლეობა (1996 წლამდე) 9,4 მლნ. ადამიანი (ძირითადად 99,8% სუნიტური ორიენტაციის მუსლიმანები). 1996 წელს 240 ათასმა სომალელმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო გახდა ლტოლვილი და თავი შეაფარა ეთიოპიას, 150 ათასმა კენიას, 45 ათასმა იემენს და 20 ათასმა ჯიბუტის, ხოლო 250 ათასი შეიქმნა იძულებით გადაადგილებული პირი. 1992 წელს 50 ათასი სომალელი გარდაიცვალა ქვეყანაში გამეფებული შიმშილისაგან, რამაც გამოიწვია გაერო-ს ეგიდით სასწრაფო ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარება, 50 000-100 000 დაიღუპა სამოქალაქო ომის შედეგად, რომელიც მძვინვარებს 1989 წლიდან. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სომხური ეკლესია სომხური ეკლესია - ქრისტიანობა სომხეთში პირველად მოციქულებმა თადეოზმა და ბართლომემ იქადაგეს. დევნილების ხანაში იქ მორწმუნეთა ღონიერი თემები ჩამოყალიბდა და ახალი აღთქმა ოფიციალურ სარწმუნოებად ადრე გამოცხადდა, IV ს-ის პირველ ათეულში, თრდატ III-ის დროს, გრიგოლ განმანათლებლის მისიონერული ღვაწლის წყალობით. იგი სომხეთის პირველი ეპისკოპოსი გახდა და ჰაოსიანთა ეკლესია გრიგორიანულადაც იწოდება. სომხეთის სამოციქულო ეკლესია ქალკედონის საპირისპირო თვალსაზრისს მიემხრო და ფილეტური ტენდენციები ადრე გამოავლინა (იხ. ზემ. გვ. 87). ეს ტენდენციები დღეს ამ ეკლესიის სპეციფიკური ნიშნებია, რაზეც მეტყველებს მისი ოფიციალური სახელწოდება ,,სომხური ეკლესია’’. სახეზეა სომეხი ერისა და სომხური ეკლესიის იდენტიფიკაცია, რასაც საფუძვლად მსოფლიო ეკლესიისაგან სომხეთის საკათალიკოსოს ჩამოშორება დაედო. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
სოციალისტური რესპუბლიკა სოციალისტური რესპუბლიკა – რესპუბლიკური მმართველობის ასეთი ფორმა დამახასიათებელია «სოციალისტური» ქვეყნებისათვის. ასეთი სახის რესპუბლიკები ადრე უფრო მეტი იყო (საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის გაქრობის შემდგომ მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა), მაგრამ ისინი დღესაც არიან შემორჩენილნი, როგორებიცაა კუბის რესპუბლიკა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და ა.შ. რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები აქვს: სრულხელისუფლებიანობა და ზემდგრადობა საბჭოებისა («წარმომადგენლობითი ორგანოები»). ყველა დანარჩენი სახელმწიფო ორგანო ყალიბდება შესაბამისი დონის საბჭოების მიერ, რომლებიც დაქვემდებარებულნი და პასუხისმგებელნი არიან მათ წინაშე. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი თეორიულადაც კი არ არის აღიარებული, მას უპირისპირდება პრინციპი მშრომელი ხალხის ერთიანი ხელისუფლებისა, გამოხატული საბჭოებში. საბჭოებში გაერთიანებულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციები. სასამართლოების დამოუკიდებლობა ზოგიერთ შემთხვევაში აღიარებულია, თუმცა წმინდა დეკლარაციულად. //არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
სოციალისტური ფემინიზმი სოციალისტური ფემინიზმი - ემყარება სხვადასხვა მარქსისტულ სკოლას და რადიკალურ ფემინიზმს. აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ ძალებზე, სააშკარაოზე გამოაქვს, თუ როგორ აყენებდნენ კაპიტალიზმი და პატრიარქალური გენდერული ურთიერთობები ქალებს ჩაგრულ პოზიციაში სამსახურსა და ოჯახში. მოითხოვს კოლექტიურ პასუხისმგებლობას ყველა სფეროში, ოჯახის ჩათვლით. მხარს უჭერს ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობს საშინაო საქმეების განაწილებას და თანაბარ მონაწილეობას შვილების აღზრდაში, რადგან ასეთი ცვლილება ქალს საშუალებას მისცემს მეტი მონაწილეობა მიღოს ანაზღაურებად სამუშაოსა და პოლიტიკურ სფეროში. //ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
სოციალური გარიყულობა და დაუცველობა სოციალური გარიყულობა და დაუცველობა - ადამიანები გარიყულნი არიან მაშინ, როდესაც არ მონაწილეობენ იმ ურთიერთობებში, რომლებშიც ჩვეულებრივ ადამიანთა უმრავლესობაა ჩართული - ოჯახი, მეგობრების წრე, საზოგადოება და დასაქმება. ღარიბი ადამიანები, მარტოხელა მოხუცები, ქუჩის ბავშვები, უნარშეზღუდული ადამიანები, შეიძლება ითქვას, რომ გარიყვის რისკის წინაშე დგანან. ეს გულისხმობს არა მხოლოდ უქონლობას, არამედ პრობლემებს სოციალურ ურთიერთობებში, მათდამი უპატივცემულობის ჩათვლით, სოციალურ იზოლაციას და სოციალურ დაუცველობას. აღნიშნულ ჯგუფებს ასევე მიიჩნევენ დაუცველ ჯგუფებად. // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹1 [ჰორიზონტი], თბ. 2002
სოციალური დასწავლა სოციალური დასწავლა - სოციუმის, გარემომცველი წრის ფასეულობების, დამოკიდებულებებს, ქცევის პეტერნების შეთვისება პიროვნების მიერ. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
სოციალური თანამშრომლობა სოციალური თანამშრომლობა - სამი სექტორის თანამშრომლობის მოდელი: სახელმწიფო, კომერციული და არასამთავრობო პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხერხი და შესაძლებლობა. ხშირად, პრობლემის მათეული ახსნა და განმარტება ერთობ განსხვავდება ერთმანეთისგან და მაინც, განსხვავებათა მიუხედავად, ამ სექტორებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია, ვინაიდან არც ერთ მათგანს არ ძალუძს პრობლემების გადაჭრა მარტო. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
სოციალური კაპიტალი სოციალური კაპიტალი - გულისხმობს სოციალური ორგანიზაციის (პრინციპების, ნორმების, სტრუქტურების) იმ თავისებურებებს, რომელთაც შეუძლიათ განამტკიცოს საზოგადოების მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ მოქმედებათა ეფექტიანობა. კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად სოციალური კაპიტალიც საწარმოო კაპირალია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ გარკვეული მიზნები, რომლებიც მიუღწეველია მისი არსებობის შემთხვევაში, მაგალითად, ჯგუფს, რომლის წევრებიც ერთმანეთს ენდობიან, გაცილებით უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე ჯგუფს, სადაც ასეთი ნდბა არ არსებობს. სოციალური კაპიტალი ბადებს თანამშრომლობისაკენ ლტოლვას. მისი ფორმირების ნაირსახეობას წამოადგენს ე.წ. „მორალური რესურსები“, რომელთა მოცულობა მოხმარების პროცესში კი არ მცირდება, არამედ იზრდება, ხოლო ამოიწურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არ გამოიყენება. რაც უფრო ეყრდნობიან ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მაღალია ურთიერთობის ხარისხი. სოციალური კაპიტალის სხვა ფორმები, როგორიცაა სოციალური ნორმები და ურთიერთკავშირები, ასევე ძლიერდება მათი გამოყენების შემთხვევაში და დნებიან გამოუყენებლობის შემთხვევაში. სოციალური კაპიტალის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი ისაა, რომ იგი ჩვეულებრივ წარმოადგენს საერთო ქონებას, მაშინ როცა კაპიტალი ფულადი სახით როგორც წესი, კერძო პირებს ეკუთვნით. როგორც ატრიბუტი სოციალური სტრუქტურისა, რომელშიც დამკვიდრებულია დამიანი, სოციალური კაპირალი არ წარმოადგენს მის მოსარგებლე პირთა კერძო საკუთრებას. სხვა საჯარო სიკეთის მსგავსად, სოციალური კაპიტალი ხშირად არ არის დაცული და შენახული ადამიანთა მიერ. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
სოციალური პოლიტიკა სოციალური პოლიტიკა - რეაგირება სოციალურ პრობლემებზე. სოციალური პოლიტიკა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს შემდეგზე: სოციალური დაცვა (პენსიები, უმუშევართა შემწეობები, უნარშეზღუდული ბავშვების შემწეობები); ჯანდაცვა; სოციალური ზრუნვა (მომსახურება უნარშეზღუდული ადამიანებისათვის, ობლებისთვის, ქუჩის ბავშვებისათვის); საბინაო მომსახურება; განათლება; // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹1 [ჰორიზონტი], თბ. 2002
სოციალური სამუშაო სოციალური სამუშაო - განისაღვრება პერსონალური სოციალური მომსახურეობით და კლიენტთა იმ ჯგუფების მიხედვით (მაგალითად მოხუცებული ადამიანები, ინვალიდები, ძალადობის მსხვერპლნი, მიტოვებული ან ზრუნავს მოკლებული ბავშვები, ბავშვთა დაწესებულებებში მყოფი ბავშვები), რომელთაც სოციალური მუშაკები უწევენ დახმარებას. აღნიშნული მომსახურება შეიძლება გაწეულ იქნეს სპეციალურ გარემოში, მაგალითად დღის მოვლის ან სათემო ცენტრებში, სახლში, საავადმყოფოებში, ან რეზიდენტულ გარემოში (სკოლა-ინტერნატები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლები). // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹1 [ჰორიზონტი], თბ. 2002
სოციალური ტერორიზმი სოციალური ტერორიზმი - წარმოიშობა ღრმა სოციალურ-პოლიტიკური კონფლიქტების საფუძველზე და გამოვლინდება ორი ძირითადი ფორმით: მემარჯვენე და მემარცხენე ტერორიზმით (მაგალითად ტუპაკ ამარუ პერუში). //რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი #1 (7),- 2003
სპეცილაური ოპერაციების ცენტრი სპეცილაური ოპერაციების ცენტრი - მისი დანიშნულებაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
სპეციფიკური განზრახვა სპეციფიკური განზრახვა - (specific intent) არის პირის განზრახვა, ჩაიდინოს ესა თუ ის კონკრეტული ქმედება, რაც კანონითაა აკრძალული. შერიფ ბასიონის მიხედვით, სპეციფიკური განზრახვა, როგორც სიტყვა მიგვანიშნებს, ეს არის კონკრეტული ქმედების ჩადენის განზრახვა, ამ შემთხვევაში პირს აქვს გარკვეული მიზანი, რომელიც კანონით დაცული ამა თუ იმ ინტერესის შელახვაში მდგომარეობს. ამიტომაც, იგი, ქმედების და მისი მოსალოდნელი შედეგის თვალსაზრისით, გამოხატავს განსაზღვრულობის რაღაც ხარისხს,. პირი მოქმედებს განზრახ, თუ იგი აცნობიერებს იმას, რასაც სჩადის და ასეთი ქმედების ბუნებრივი, მოსალოდნელი შედეგი სურს. ჩვეულებრივ, რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო შესაძლებელია, რომ კანონი სუბიექტურ მხარეში მისთვის სპეციფიკურ განზრახვას მოითხოვდეს. თანამედროვე სისხლის სამართლის კოდიფიკაციაში განსხვავებულია განზრახვა (ინტენტ) და ცოდნა (კნოწლედგე), მაგრამ ორივე სპეციფიკური განზრახვის სახესხვაობებს შეადგენს. (ამერიკულ სისხლის სამართალი) //მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით // ალმანახი ¹8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
სპიჯ სპიჯ - სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფი. სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფის (სპიჯ) მისია შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული - „ინფორმირებული მოქალაქეები იღებენ ინიციატივას და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით სტრატეგიულად თანამშრომლობენ მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებთან“. სპიჯ-ის სოციალური პოლიტიკის საკითხების ნუსხის განსაზღვრა უმთავრესად სოციალური სექტორის იმ საკითხების მიხედვით ხდება, რომლებიც თემის წინაშე დგას და რომელთა გამოვლენა ხდება სთმი-ის თემის მობილიზაციის პოცესში იმ სათემო ორგანიზაციების და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც დახმარებას უწევენ თემს სთმი-ის გრანტების პროგრამის საშულებით. სპიჯ-ი ეწევა ადვოკატირებას, რათა სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, ინფორმაციის გავრცელებასა და პოლიტიკის რეფორმების შეფასებაში საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი ჩაერთოს. იგი ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას ადგილობრივ ხელისუფლებას, სათემო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თემის ჯგუფებს შორის სოციალური პოლიტიკის საკითხების გადაჭრის მიზნით. // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹1 [ჰორიზონტი], თბ. 2002
სტანდარტი სტანდარტი - (ინგლ. standard) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. იგი საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებსა და მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესებისა და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. სტანდარტი აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. სტანდარტი - წარმოდგება სიტყვიდან ,,შტანდარტე”, ოფიციალური ,,დროშა”. დღეს გულისხმობს ისეთ რამეს, რასაც მაგალითის ძალა აქვს ე. ი. წარმოადგენს სახელმძღვანელოს, მასშტაბსა და ნორმას ყველასათვის. //კიუნგი ჰანს. მსოფლიო ეთოსი - მსოფლიო საზოგადოების ფუნდამენტი [თარგმანი თენგიზ დალალიშვილისა] // არჩევანი ¹ 2,- რედ. ნ. ლადარია, - გამომც. რელიაგიურ საკითხთა შემსწავლელი ცენტრი,- 2007
სტანისლავ ლეშჩინსკი სტანისლავ ლეშჩინსკი - (170-1709) პოლონეთის მეფე, პოზნანის ვოევოდა, პოლონეთის მეფის, ლოტარინგიის ჰერცოგის მამა, შვეციის მეფის კარლოს XII-ის კაცი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
სტატუსი სტატუსი - (ლათ. status მდგომარეობა) - სამართლის სუბიექტის სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მდგომარეობა, მისი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. სტატუსი - საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონი, როგორც შტატის ისე ფედერალურ დონეზე. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
სტერეოტიპი სტერეოტიპი - ტერმინი სტერეოტიპი სტამბიდან წამოვიდა. ის მძიმე საბეჭდ ფორმას, გალვანურ კლიშეს აღნიშნავს, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების შემდეგ ძნელად იცვლება. ასეთივე, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობა აქვს მას სოციალურ ფსიქოლოგიაშიც. ზოგიერთ შემთხვევასი ერთხელ შექმნილი წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის/კატეგორიის შესახებ ვრცელდება მის ყველა წევრზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი კონკრეტულ პიროვნებას. სტერეოტიპული აზროვნება არის სქემატური აზროვნების ერთ-ერთი გამოხატულება. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
სტრატეგია სტრატეგია - კონცეფცია, ზოგადი გეგმა, თუ რა ზომების მიღება უნდა მოხდეს მიზნის მისაღწევად კონფლიქტის გადამწყვეტ ფაზაში. მიზანი კი მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღებაა. შერჩეული სტრატეგიით განისაზღვრება როდის და როგორ უნდა წარიმართოს ბრძოლა. საჭიროა არსებობდეს კონფლიქტის მართვის ყოვლისმომცველი გეგმა, რასაც დიდ სტრატეგიას უწოდებენ. დიდი სტრატეგია უნდა მოიცავდეს ინდივიდუალურ სტრატეგიებს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
სტრატეგიული დაგეგმვა სტრატეგიული დაგეგმვა - დაგეგმვის ეს ფორმა ხანგრძლივი დროის მონაკვეთს მოიცავს და განსაზღვრავს ორგანიზაციის მიზნების შესაბამისობას მიზნობრივ ჯგუფებთან და მათ საჭიროებეთან. არსებითად ეს არის კონკრეტულ ქმედებებში ასახული ორგანიზაციის მსოფლმხედველობა. ეს პროცესი ეხმარება ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკა, თუ მას სწორად განვსაზღვრავთ, რეალობასთან თანხვედრასა და მთლიანობასაც მივაღწევთ. არსებული გარე ფაქტორების გათვალისწინებით საჭირო ხდება ცვლილებების შეტანა სტრატეგიულ დაგეგმვაში, რათა მათ არ დაკარგონ აქტუალობა და ზუსტად შეესაბამებოდნენ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ სტრატეგიულ გეგმას უნდა გადავხედოთ. სტრატეგიული დაგეგმვის ელემენტებია: ● მოქმედების სფეროსა და მიზნობრივი ჯგუფის შერჩევა. ● ორგანიზაციის მახასიათებლები ● პროგრამები. ● მიზნები და ამოცანები ● არაპროგრამული სერვისი ● რესურსები //ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
სუბლიმაცია სუბლიმაცია - ენერგიის გადატანა სექსუალური ლტოლვებიდან, პირდაპირი მიზნიდან მიღებულ იქნეს დაკმაყოფილება და გაგრძელდეს შთამომავლობა, არასექსუალური - სოციალური მიზნებისაკენ. //ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
სუვერენიტეტი სუვერენიტეტი - (გერმ. souveranitat) - ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა. სახელმწიფო სამართლის მეცნიერებაში ასხვავებენ სახელმწიფო, ეროვნულ და სახალხო სუვერენიტეტს. სახელმწიფო სუვერენიტეტი ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეროვნულ სუვერენიტეტს უწოდებენ ერის სრულუფლებიანობას, მის პოლიტიკურ თავისუფლებასა და რეალურ შესაძლებლობებს, განსაზღვროს თავისი ცხოვრების ხასიათი პოლიტიკური თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ჩათვლით. სახალხო სუვერენიტეტი არის ხალხის სრულძალაუფლებიანობა, მისი უფლებამოსილება, რეალურად მონაწილეობდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეების მართვაში. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სულა ლუციუს კორნელიუს სულა ლუციუს კორნელიუს – (ძვ. წ. 138-78) - რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, არისტოკრატიული პარტიის ბელადი //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
სუნა სუნა - ნიშნავს ,,გადმოცემას’’, განმარტებას. მუსლიმანთათვის ესაა ,,სულისმარგებელი კრებული’’, სადაც ასახულია მუჰამედისა და სხვა პირველმუსლიმანთა ცხოვრება, როგორც ეტალონი შემდგომი თაობებისათვის. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
სუნიზმი სუნიზმი - მუსლიმანთა საზოგადოება დაარსების პირველი ასწლეულიდან ორ ნაწილად: სუნიტებად და შიიტებად გაიყო. სუნიტები თავს თვლიან ,,სუნას’’ -მუჰამედისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ამსახველი წიგნის- მიმდევრებად. იგი ისლამის ძირითადი მიმართულებაა და ითვლება ორთოდოქსულად. მიჩნეულია, რომ სუნიზმი, შიიზმთან შედარებით, დემოკრატიული, ლმობიერი, შემწყნარებელი და სწავლა-განათლების პატივისმცემელი კონფესიაა. შიიტების პარტია (არაბ. შია-სექტა, პარტია, მიმდევართა ჯგუფი) შეიქმნა არაბთა სახალიფოში VII ს-ის შუა წლებში, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. იგი, სუნიტებისაგან განსხვავებით, კანონიერ ხალიფად (იმამად) მხოლოდ მუჰამედის ასულის ფატიმასა და მისის მეუღლის ალის შთამომავლებს თვლიდა და მათი უფლებების დასაცავად გამოდიოდა. ეს პარტია პოლიტიკურ სარბიელზე დამარცხდა, მაგრამ გადაიზარდა რელიგიურ-პოლიტიკურ მიმართულებად. ისინი ჯიუტად აღიარებდნენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდ აცხადებდნენ არაბეთის პირველ ხალიფებს - აბუ ბაქრის, ომარს, ოსმანს და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს ,,სუნა’’ და სუნიტებს გაემიჯნენ. ანტაგონიზმმა სუნიტებსა და შიიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
სუპერვიზია სუპერვიზია - ფასილიტიაციის პრაქტიკაში სუპერვიზია ნიშნავს გამოცდილი კოლეგის მიერ მეორე კოლეგის ან კოლეგათა ჯგუფის პროფესიულ კონსულტირებასა და ანალიზს, როგორც მათ მიერ გამოყენებული პრაქტიკული მიგდომისა და მეთოდების, ასევე სამიზნე ჯგუფთან დამოკიდებულების თვალსაზრისით; ეს ამ პროფესიონალთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა – სუპერსაპრეზიდენტოდ თავიდან იწოდებოდნენ ლათინური ამერიკის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტი ჩვეულებრივზე უფრო ფართო უფლებამოსილებით სარგებლობდა, მაგრამ შემდგომში სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკებად დასახელდა, ასევე, მრავალი განვითარებადი ქვეყანა აზიასა და აფრიკაში, სადაც, ფაქტობრივად, პრეზიდენტის გაუკონტროლებელი ხელისუფლება არსებობდა. მმართველობის ასეთი ფორმა შეიძლება დამყარდეს სამხედრო გადატრიალების ან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ჩახშობის შედეგად. სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები, როგორც წესი, სპეციფიკურ იდეოლოგიას იყენებენ, რათა გამართლდეს მათი განუსაზღვრელი ხელისუფლება. ასეთი რესპუბლიკის სამაგალითოდ იურიდიულ ლიტერატურაში ასახელებენ გვინეას, პრეზიდენტ სეკუ ტორეს დროს, ზაირის რესპუბლიკას, პრეზიდენტ მობუტუ სესე სეკოს დროს, რომელიც 1965–1997 წლებში, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას //არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
სურბსარქისი სურბსარქისი - ანუ წმინდა სარქისი (სერგი) - ესაა მონოფიზიტების ძველი მარხვა, რომელიც გამოირჩევა სიმკაცრით და, ჩანს, შემოუღიათ ასკეტური მოთხოვნილების გამძაფრების შედეგად. მისი დაწესების ისტორია გაურკვეველია. მოღწეულია ურთიერთგამომრიცხავი ლეგენდები, რომელთაგან დამფუძნებლად ზოგი გრიგოლ განმანათლებელს ასახელებს, ზოგი - პეტროს მკაწვრელს ან წმ. სარქისს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
სუუამ სუუამ - ჯგუფი ფორმალურად შეიქმნა, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული ალიანსი, რომლის მიზანია ჯგუფის წევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება. სუუამ-ის შექმნის დეკლარირებული მიზნების გარდა, მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მიერ რუსეთის გვერდის ავლით ალტერნატიული ენერგომარშრუტების მოძებნა, ახლო კავშირების დამყარება ნატო-სთან და ევროკავშირთან. სუუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის ხუთწლიან პერიოდში, სუუამი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით, რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ესწრაფვის. გარდა ამისა, იგი არსებული უსაფრთხოების პრობლემების, კონფლიქტების გადაწყვეტის ხელშეწყობისა და სხვა საფრთხეების აღმოფხვრაზე სასაუბროდ შეხვედრის ფორუმია. აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინას დელეგაციებს შორის თანამშრომლობა 1996 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიწყო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების კონფერენციაზე, სადაც ოთხმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გააკეთა და საერთო ინიციატივები წამოაყენა. სუუამ-ის უმაღლესი ორგანო სახელმწიფოს მეთაურთა ყოველწლიური შეხვედრებია. სუუამ-ში თავმჯდომარეობა წევრი სახელმწიფოების მიერ ალფაბეტის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებს შორის პერიოდში ხორციელდება. სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებზე მიიღება გადაწყვეტილება: ● სუუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე; ● სუუამ-ის სპეციალიზებული ორგანოების შექმნაზე; ● საერთო ინტერესის მქონე აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე პოზიციების შეთანხმებაზე. სუუამ-ის აღმასრულებელი ორგანო საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაა, რომელიც, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ იმართება. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება სუუამ-ის ფარგლებში მიღებული შეთანხმებების განხორციელების საკითხები. ასევე მზადდება სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებისათვის სუუამ-ის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების წინადადებები. სუუამ-ის სამუშაო ორგანო ეროვნული კოორდინატორების კომიტეტია, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დანიშნული ეროვნული კოორდინატორები შედიან, თითო წევრი სახელმწიფოდან. კოორდინატორები წევრ-სახელმწიფოებს შორის სუუამ-ის ფარგლებში საქმიანობას კოორდინირებას უწევენ, უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მეთაურთა და საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრებს. ეროვნულ კოორდინატორთა შეხვედრები თანმიმდევრობით წევრ-სახელმწიფოებში კვარტალურად იმართება. ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ინიციატივით შეიძლება ეროვნულ კოორდინატორთა რიგგარეშე შეხვედრაც გაიმართოს. სუუამ-ის ფარგლებში გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, ხოლო სამუშაო ენა რუსული და ინგლისურია. სუუამ-ის ერთობლივი სამხედრო ღონისძიებები შეზღუდულია წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების განსხვავებული ხედვის გამო. სუუამი დღესაც რჩება სახელმწიფო გაერთიანებად გარკვეულ სფეროებში საერთო ინტერესებით, მაგრამ ჯერ კიდევ სრულიად განსხვავებული უსაფრთხოების ინტერესებით. მაგალითად, მილსადენის დაცვა პრიორიტეტული მნიშვნელობისაა საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის, მაშინ როდესაც უკრაინა, მოლდავა და უზბეკეთი არ მონაწილეობენ მილსადენის მარშრუტებში. სუუამი ერთადერთი სუბრეგიონული ორგანიზაციაა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელსაც მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური და ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვს. შედეგად, სუბრეგიონული განვითარების მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნების მიერ, განსაკუთრებით აშშ-ის მიერ, შექმნის ევროკავშირისა და ნატო-ს ახალ აღმოსავლეთის საზღვარს, რომელიც არ იქნება ,,ბუფერული ზონა”, არამედ სტაბილური სუბრეგიონი, რომელიც ევროპული უსაფრთხოების მხარდაჭერას მიისწრაფვის. მნიშვნელოვანი თარიღები: 1996 წელი - ვენაში (ავსტრია) აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინის დელეგაციებს შორის თანამშრომლობა დაიწყო (ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების კონფერენციაზე). 1997 წლის 10 ოქტომბერი - აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინის პრეზიდენტები სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ერთმანეთს შეხვდნენ და ორმხრივი, რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში ინტერესთა თანხვედრა აღნიშნეს. 1997 წლის 25 ნოემბერი - ბაქოში (აზერბაიჯანი) სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე კონსულტაციების შედეგად, ერთობლივ ოქმს მოეწერა ხელი. 1998 წლის 28 აპრილი - დსთ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, სუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო შეხვედრა-თათბირი გაიმართა, რომელიც საბჭოზე განსახილველ საკითხებზე პოზიციების შეჯერება-შეთანხმებას დაეთმო. 1998 წლის 21-23 ივლისი - სუამ-ის სახელმწიფოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, დსთ-ის საქმიანობის სრულყოფისა და მისი სტრუქტურის რეფორმირების საკითხებზე კონსულტაციები ჩატარდა. 1998 წლის 16 სექტემბერი - თბილისში ხელი მოაწერეს სუამ-ის ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრის ოქმს სასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. 1998 წლის 5 ოქტომბერი - სუამ-ის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში შეხვდნენ. დელეგაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. 1998 წლის 2 დეკემბერი - ოსლოში (ნორვეგია) ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს მეშვიდე სხდომაზე შეკრებილმა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავას საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. 1999 წლის 21-22 იანვარი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ბაქოში უსაფრთხოების საკითხებზე აზრთა გასაზიარებლად შეიკრიბნენ. შეხვედრაში არ მონაწილეობდა მოლდავა. მინისტრებმა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიმდინარე საკითხები განიხილეს. 1999 წლის 10 მარტი - თბილისში, ბისეკ-ის ქვეყნების შეხვედრისას გაიმართა სუამ-ის სახელმწიფოების წარმომადგენელთა კონსულტაცია, რომელზეც მოლაპარაკებათა ოქმი მიიღეს. 1999 წლის 2 აპრილი - დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, მოსკოვში, უკრაინის საელჩოს შენობაში, გაიმართა სუამ-ის სახელმწიფოებისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, უზბეკეთის მხარე ამ ღონისძიებაში სრულფასოვანი წევრის სტატუსით მონაწილეობდა. 1999 წლის 24 აპრილი - ვაშინგტონში (აშშ) ნატო-ს 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებისას უზბეკეთი სუამ-ის წევრი გახდა. სუამი სუუამ-ად გადაკეთდა. 1999 წლის 24 აპრილი - სუუამ-ის წევრი ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადების შემდეგ, სუუამ-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა 6-7 აგვისტოს ტისოვეჩში (უკრაინა) სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც ერთობლივი ოქმი მიიღეს. 1999 წლის 28-30 ივნისი - საქართველოში სუუამ-ის საქმიანობის კოორდინირებისათვის ვიზიტად იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი. ვიზიტისას მინისტრმა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში უკრაინის როლზეც ისაუბრა. 1999 წლის 15 ივლისი - კიევში (უკრაინა) უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან შეხვედრისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი სტეპაშინმა რუსეთის სუუამ-ში გაწევრიანება მოითხოვა. 1999 წლის ივლისი - ფლორენციის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ოფიციალურად სუუამ-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს პირველად შეხვდა, რაც სუუამ-ით ვაშინგტონის დაინტერესების მანიშნებელი იყო. 1999 წლის სექტემბერი – ვენაში (ავსტრია) ეუთო-ს სამიტზე სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. 2000 წლის 6 სექტემბერი - გაერო-ს ათასწლეულის სამიტზე, ნიუ-იორკში, სუუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტები შეიკრიბნენ. 2000 წლის 4 ოქტომბერი - გაერო-ში აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა სუუამ-ის ქვეყნების სახელით, გაერო-ს 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტზე ისაუბრა. 2000 წლის 24 ოქტომბერი - გაერო-ში სუუამ-ის ნიუ-იორკის სექტემბრის სამიტის დოკუმენტები დარეგისტრირდა, როგორც დამფუძნებელი დოკუმენტები. 2000 წლის ნოემბერი - სტენფორდის უნივერსიტეტში გაიმართა სუუამ-ის პირველი უმაღლესი დონის დიპლომატიური კონფერენცია, სადაც აშშ-ის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. 2001 წლის 6-7 ივნისი - სუუამ-ის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების მონაწილეობით იალტაში, უკრაინაში სამიტი გაიმართა. 2001 წლის 1-2 აგვისტო - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურების არაფორმალურ სამიტზე სოჭში (რუსეთი) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სუუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა გამოთქვა. 2001 წლის 12 სექტემბერი - სუუამ-ის წევრი ქვეყნების საელჩოებმა ვაშინგტონში (აშშ) ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც დაგმეს აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტები. 2001 წლის 7-8 ნოემბერი - სუუამ-ის წევრი ქვეყენების მთავრობების წარმომადგენლები ბაქოში (აზერბაიჯანი) შეიკრიბნენ რეგიონის სატრასპორტო დერეფნების უსაფრთხოებასა და ფუნქციონირებაზე სასაუბროდ. შეხვედრაში აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. 2002 წლის 24-25 იანვარი - თბილისში (საქართველო) სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა მერვე შეხვედრა გაიმართა. //კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სუფიზმი სუფიზმი - საერთო სახელი მისტიურ-ასკეტური სექტებისა, რომლებიც ჩაისახა ისლამის წიაღში. მისი უდიდესი წარმომადგენელი და თეორეტიკოსია ალ-ღაზალი. მან არაბულ ენაზე შექმნა ტრაქტატები, რომლებშიც წარმოდგენილია პიროვნების სულიერი სრულყოფის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ სუფიზმი არის ისლამის ეზოთერული მხარე. მისი არსებითი ნიშანია პიროვნებაში აბსოლუტის აღმოჩენა და ინდივიდის ერთყოფა უზენაესთან. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
სქემატური აზროვნება სქემატური აზროვნება - სქემატური აზროვნება ნიშნავს, რომ ადამიანს აღზრდისა და განათლების პროცესში ეძლევა სხვადასხვა სქემა, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს სხვა ადამიანების შესახებ წარმოდგენის შექმნის, მოქმედების, აზროვნების პროცესში. სქემატური და სტერეოტიპული აზროვნება ადამიანს საშუალებას აძლევს გადარჩეს გარემოში, სადაც მის ირგვლივ უამრავი ინფორმაცია, ემოცია, მოვლენა ტრიალებს. რადგან ადამიანს არა აქვს უნარი აღიქვას და გაანალიზოს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ან მის პიროვნებაში ხდება, მას უხდება სამყაროს უყუროს სტერეოტიპულად, შეიქმნას სქემები, კატეგორიები, კლასები და ადამიანები დაჯგუფოს. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
სქესობრივი სტრატიფიკაცია სქესობრივი სტრატიფიკაცია - სქესობრივ როლთა იერარქიულად ორგანიზებული სისტემა. //სურმანიძე ლალი, ქალის პრობლემის ზოგიერთი ასპექტი, – [ეგენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, – თბ., – 2002
სქესობრივი ძალადობა სქესობრივი ძალადობა - არასასურველი შეხება, ბინძური სიტყვები, სექსის დაძალება, იმის არგაგონება, რომ გეუბნებიან „არა“-ს, გაუპატიურება, ვინმეს დაფეხმძიმება მისი ნების გარეშე. //ბერიკაშვილი ნანა, რა არის ძალადობა? [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
სქოლასტიკური განვრცობა სქოლასტიკური განვრცობა - ტერმინი გულისხმობს იმ სტუდენტებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო სკოლას თავს ანებებენ ან კლასში რჩებიან. ასეთი სტატისტიკა გარკვეული ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად წარმოადგენს განათლება საზოგადოების ცხოველ ინტერესს. //ენცო ლო დატო. პლერმოს ,,კულტურული რევოლუცია”. // თავისუფლება N12(24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003
სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში - საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომლის მიზანია პიროვნებისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ოპტიმალური პირობების შექმნა. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
სწავლების ფორმა სწავლების ფორმა - განსაზღვრავს პროგრამის განხორციელების ფორმას: დასწრებული, დისტანციური და ა.შ. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
სწავლის შედეგები სწავლის შედეგები - სწავლის შედეგით განისაზღვრება, თუ რა უნდა იცოდეს, ესმოდეს და/ან შეეძლოს სტუდენტს სწავლის პროცესის დასრულების შემდეგ. სწავლის შედეგებს თან უნდა ახლდეს შეფასების შესაბამისი კრიტერიუმები, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, მიღწეულ იქნა თუ არა სწავლის მოსალოდნელი შედეგები. სწავლის შედეგები შეფასების კრიტერიუმებთან ერთად განსაზღვრავს კრედიტის მინიჭების მოთხოვნებს, მაშინ როდესაც ნიშნები კრედიტის შესრულების ხარისხს გამოხატავს. კრედიტების აკუმულაცია და ტრანსფერი ადვილდება, თუ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სწავლის შედეგები იმ მიღწევების აღსანიშნავად, რისთვისაც კრედიტები გაიცემა. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
სხდომა სხდომა - საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხის განხილვა; //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
სხდომათა საჯაროობა სხდომათა საჯაროობა - ინფორმაციის თავისუფლების აქტი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხსაც არეგულირებს, რაც სხდომათა საჯაროდ ჩატარებას ნიშნავს. კოდექსის 34-ე მუხლი ავალდებულებს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებებს, ერთი კვირით ადრე საჟაროდ გამოაცხადონ მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო სხდომის დახურვის შემთხვევაში, - შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ. გადაუდებელი აუცილებლობისას, სხდომის ჩატარების ან დახურვის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. თუ დაწესებულებამ სხდომა კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩაატარა, გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლომ ბათილად გამოაცხადოს. ინფორმაციის საჯაროობის ანალოგიურად, სხდომათა საჟაროობა ჟურნალისტების გარდა, ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
სხეულით მოვაჭრე, მეძავი სხეულით მოვაჭრე, მეძავი - ის, ვისი კლიენტებიც სექსუალური კავშირისათვის უხდიან მას ფულს, დამოუკიდებლად იმისა ფული რჩება თუ არ რჩება მას. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა