სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

საერთაშორისო ტრანსეროვნული ტერორისტული გაერთიანებები

საერთაშორისო ტრანსეროვნული ტერორისტული გაერთიანებები - (კარტელები) ანუ ე.წ. ,,პარტიზანული დაჯგუფებები” (უერილლა ორცეს). აღნიშნულ ტრანსეროვნულ ტერორისტულ კარტელებს (ტტკ) გააჩნიათ მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პლატფორმა, საკუთარი საფინანსო და ეკონომიკური ბერკეტები, მოქნილი ბიუროკრატიული აპარატი (მ.შ. ძალოვანი სტრუქტურების მაგვარი ინსტიტუტების სახით), განსაზღვრული მიმდევერები, გამოკვეთილი მიზნები, ამოცანები და სტრატეგია. მათი განვითარების სტრუქტურები ისეთივე სახისაა, როგორიც ტრანსეროვნული კომპანიებისა და კორპორაციების. სწორედ ასეთი სახის ტტკ-ად შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ისალმური დაჯგუფება სახელწოდებით ,,ალ-ქაიდა” (ქართულად ,,საფუძველი” - ალ-ქაიდა) და მის საფუძველზე 1998 წლის აღმოცენებული კარტელი - ,,ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ მებრძოლი მსოფლიო ისლამის ფრონტი” (International Islamic Front for Jihad Against the Jews and Crusaders). სწორედ ამ ორი ორგანიზაციის სახელთან არის დაკავშირებული 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგედია. ამ კუთხით საინტერესოა მათი წარმომავლობის და ჩამოყალიბების ისტორია, რაც უშუალოდ უკავშირდება მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტის - უსამა ბენ ლადენის სახელს.
//მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა