სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 73 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
აბსოლუტიზმის თეორია აბსოლუტიზმის თეორია - ამ თეორიის თანახმად, არ უნდა არსებობდეს გამოხატვის შინაარსის შემზღუდველი რაიმე ნორმა. ეს თეორია პირველად განავითარა მოსამართლე ჰიუგო ბლექმა. აბსოლუტიზმის მხარდაჭერა საკმაოდ ძნელია თვით ლიბერალი მოაზროვნეებისათვისაც, რადგან აბსოლუტისტური ხედვა არ ცნობს საფრთხეს, რომ გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა კონფლიქტში მოვიდეს ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ეროვნული უშიშროება, პირადი ცხოვრების ხელშეუვალობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა და სხვა. //გამოხატვის თავისუფლება - ტ. 2 : გამოხატვის თავისუფლება საქართველოში / [ავტ. ჯგუფი: თამარ კინწურაშვილი, ლევან რამიშვილი, ირაკლი კოტეტიშვილი ; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - , 2005 .
აბსოლუტური პრივილეგია აბსოლუტური პრივილეგია - კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება. //კოტეტიშვილი ირ. კომენტარები საქართველოს კანონზე ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“//თავისუფლება ¹10 (34)- თავის. ინ-ტი. თბ., -2004
აგლომერაცია აგლომერაცია - ადამიანთა დიდი პოპულაცია, რომელიც განსაზღვრულ ტერიტორიაზეა დასახლებული. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
აგრესიული ომი აგრესიული ომი - მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და სხვა. საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიული ომს და მას დასჯადად აცხადებს. არ არის აუცილებელი აგრესიული ომი წარიმართოს უშუალოდ სხვა სახელმწიფოს მიერ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა აგრესიის ახალი სახე, რომელიც არა გარედან, არამედ სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას შიგნიდან ემუქრება. ყოველი სახელმწიფო მოვალეა, თავს შეიკავოს თავის საერთაშორისო ურთიერთობებში აგრესიული ომის წარმოებისაგან, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, აკრძალულია აგრესიული ომის პროპაგანდა, მისი დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება, რაც საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. ამ დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა სისტემა, საზღვრების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა. ობიექტური მხარედ ითვლება აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება. აგრესიული ომის დაგეგმვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებების უზრუნველყოფა, რომელიც აგრესიულ ომს დაწყებისათვის ამზადებს. მომზადება ნიშნავს არსებული გეგმის განხორციელებას, სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, ცოცხალი ძალის მობილიზებას და სხვა. გაჩაღება გულისხმობს ამა თუ იმ მოქმედების დამთავრებას და აგრესიის პირველი აქტის დაწყებას, ხოლო წარმოება იმით განსხვავდება ზემოაღნიშნული ეტაპებისაგან, რომ ორგანიზატორები არა მარტო გეგმავენ, ამზადებენ ან აჩაღებენ ამ ომს, არამედ ომს სრულიად შეგნებულად, მიზანდასახულად აწარმოებენ. აგრესიული ომის წარმოება აღნიშნული სამი ეტაპის ლოგიკური დასასრულია და ცხადია გაზრდილია სასჯელის ვადები. აგრესიულ აქტად ჩაითვლება: ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ძალის გამოყენებით ანექსია. ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ნავსადგურების ან ნაპირების ბლოკადა. გ) ერთი სახელმწიფოს ქმედება, რომელიც სხვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მისი ტერიტორია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ჩადენისათვის. დ) ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ იგი აგრესიის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს. ე) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო, ან საჰაერო ძალებზე თავდასხმა. აგრეთვე სხვა ქმედებების განხორციელება, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ დაკვალიფიცირდება როგორც აგრესია, რადგანაც ამა თუ იმ ქმედების აგრესიად აღიარება მხოლოდ უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა. //გურგენიძე მ. დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობისა და უშიშროების წინააღმდეგ//ალმანახი ¹8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. აგრესიული ომი - აგრესიული ომი არის მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და სხვა. საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიული ომს და მას დასჯადად აცხადებს. არ არის აუცილებელი აგრესიული ომი წარიმართოს უშუალოდ სხვა სახელმწიფოს მიერ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა აგრესიის ახალი სახე, რომელიც არა გარედან, არამედ სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას შიგნიდან ემუქრება. ყოველი სახელმწიფო მოვალეა, თავს შეიკავოს თავის საერთაშორისო ურთიერთობებში აგრესიული ომის წარმოებისაგან, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, აკრძალულია აგრესიული ომის პროპაგანდა, მისი დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება, რაც საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. ამ დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა სისტემა, საზღვრების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა. ობიექტური მხარედ ითვლება აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება. აგრესიული ომის დაგეგმვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებების უზრუნველყოფა, რომელიც აგრესიულ ომს დაწყებისათვის ამზადებს. მომზადება ნიშნავს არსებული გეგმის განხორციელებას, სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, ცოცხალი ძალის მობილიზებას და სხვა. გაჩაღება გულისხმობს ამა თუ იმ მოქმედების დამთავრებას და აგრესიის პირველი აქტის დაწყებას, ხოლო წარმოება იმით განსხვავდება ზემოაღნიშნული ეტაპებისაგან, რომ ორგანიზატორები არა მარტო გეგმავენ, ამზადებენ ან აჩაღებენ ამ ომს, არამედ ომს სრულიად შეგნებულად, მიზანდასახულად აწარმოებენ. აგრესიული ომის წარმოება აღნიშნული სამი ეტაპის ლოგიკური დასასრულია და ცხადია გაზრდილია სასჯელის ვადები. აგრესიულ აქტად ჩაითვლება: ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ძალის გამოყენებით ანექსია. ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ნავსადგურების ან ნაპირების ბლოკადა. გ) ერთი სახელმწიფოს ქმედება, რომელიც სხვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მისი ტერიტორია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ჩადენისათვის. დ) ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ იგი აგრესიის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს. ე) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო, ან საჰაერო ძალებზე თავდასხმა. აგრეთვე სხვა ქმედებების განხორციელება, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ დაკვალიფიცირდება როგორც აგრესია, რადგანაც ამა თუ იმ ქმედების აგრესიად აღიარება მხოლოდ უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა. //გურგენიძე მ. დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობისა და უშიშროების წინააღმდეგ//ალმანახი ¹8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
აგროტურიზმი აგროტურიზმი - როდესაც ტურისტი ჩამოდის იმ მიზნით, რომ იცხოვროს ადგილობრივი მოსახლესავით, იმუშაოს მასთან ერთად მინდორში, მოწველოს ძროხა, დაამუშაოს მიწა, იკვებოს მასთან ერთად, ანუ გარკვეული დროით გახდეს მასპინძლის ოჯახის წევრი. //კირვალიძე ნ. ტურიზმი და ეკოლოგია, [საოჯახო ტურისტული ბიზნესი],–მთის მოყვარულთა კავშირი,– თბ,–2005
ადამიანთა თრეფიკინგი ადამიანთა თრეფიკინგი - დაშინების საშუალებები ან იძულების გამოყენება ან მოტყუების სხვა ფორმა, მოტაცება, გაყალბება, მოტყუება, უფლებამოსილების არასწორად გამოყენება ან გადასახადის ან სხვა სარგებლის აღებ-მიცემა სხვა პირზე კონტროლის მოპოვებისათვის მისი ექსპლუატაციის მიზნით. ექსლუატაცია, როგორც მინიმუმ უნდა ნიშნავდეს ადამიანების პროსტიტუციით ექსპლუატაცია ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმები. იძულებითი შრომა ან მომსახურეობები, მონობა ან მონობის მსგავსი საქციელი, მონური დამოკიდებულება ან ადამიანის ორგანოების ამოღება. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001 ადამიანთა თრეფიქინგი - ნიშნავს ადამიანთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, თავშესაფრის მიცემას ან მიღებას დაშინების, ძალდატანების ან ძალადობის სხვა ფორმის გამოყენების, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, საკუთარი ძალაუფლების ან სხვისი დაუცველობის ბოროტად გამოყენების, ან გადასახადის ან სარგებელის მიღების ან გაცემის საშუალებით სხვა ადამიანზე ძალაუფლების მქონე პირის თანხმობის მიღებისათვის, ექსპლუატაციის მიზნით. ექსპლუატაციაში შედის, მინიმუმ, სხვა პირთა პროსტიტუციის ექსპლუატაცია ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმები, იძულებითი შრომა ან მომსახურება, მონობა ან მონობის მსგავსი ქმედება, კატორღული სამუშაოები ან შინაგან ორგანოთა ამოღება. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
ადამიანთა უკანონო გადაყვანა ადამიანთა უკანონო გადაყვანა - ამ პროცესს მსოფლიო განსაზღვრავს, როგორც: ”მიგრანტთა კანონით აკრძალულ დასაქმებას (დაქირავებული შრომის, მოტაცების, გაყიდვის და სხვა საფუძველზე) და/ან მიგრანტთა გადაადგილებას ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო საზღვრებზე, რომლის საშუალებითაც შუამავლები (გადამყვანები) იღებენ ეკონომიურ ან სხვა სახის სარგებელს მოტყუების, იძულებისა და/ან ექსპლუატაციის სხვა ფორმების გამოყენებით, მიგრანტთა იმ პირობებში ჩაყენებით რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევას იწვევს”. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000 ადამიანთა უკანონო გადაყვანა – მსო განსაზღვრავს, როგორც: ,,მიგრანტთა კანონით აკრძალულ დასაქმებას (დაქირავებული შრომის, მოტაცების, გაყიდვის და სხვა საფუძველზე) და/ან მიგრანტთა გადაადგილებას ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო საზღვრებზე, რომლის საშუალებითაც შუამავლები (გადამყვანები) იღებენ ეკონომიურ ან სხვა სახის სარგებელს მოტყუების, იძულებისა და/ან ექსპლუატაციის სხვა ფორმების გამოყენებით, მიგრანტთა იმ პირობებში ჩაყენებით რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევას იწვევს” (მსო, 1999, მიგრანტთა უკანონო გადაყვანა: პოლიტიკა და რეაგირება). //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000
ადამიანი ადამიანი - /ფილოსოფიური განმარტება/: „პოლიტიკური ცხოველი“ (არისტოტელე), „პოლიტიკური არსება“ (გობსი), „თავისუფლების მფლობელი არსება“ (რუსო), „რაციონალური არსება“ (კანტი), „თავისუფალი ნების თვითდეტერმინაციის მფლობელი არსება“ (ფიხტე), //ანთელავა ლ. კულტურა და გენდერი, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ადამიანის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები ადამიანის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები - ეს უფლებებია: სოციალური დაცვის უფლება; მუშაობის უფლება; განათლების უფლება; და საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. //ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით : [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის / მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ] - [თბ.], 2002
ადამიანის ინდივიდუალური უფლებები ადამიანის ინდივიდუალური უფლებები - სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კატეგორიის უფლებებს ეწოდება, რადგან ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა ცალკეულ ადამიანებს აქვთ. ამჟამად აღიარებულია ადამიანის უფლებათა მესამე თაობაც, რომელსაც „კოლექტიურ უფლებებს“ უწოდებენ. ამ კატეგორიას განეკუთვნება, მაგალითად, განვითარების უფლება. //ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით : [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის / მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ] - [თბ.], 2002
ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები - ეს უფლებებია: სიცოცხლის უფლება; ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; უფლება, რომელიც კრძალავს ადამიანის წამებას და მის მიმართ ცუდად მოპყრობას; უფლება, რომელიც გულისხმობს ფიქრის, სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლებას; უფლება, რომელიც გულისხმობს შეხედულებისა და ამ შეხედულების გამოხატვის თავისუფლებას; და ბოლოს, უფლება, რომელიც მშვიდობიანი თავშეყრისა და გაერთიანებათა შექმნის თავისუფლებას გულისხმობს. //ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით : [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის / მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ] - [თბ.], 2002
ადაპტაცია ადაპტაცია - Accommodation ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის რელიგიური მოთხოვნილებებისა და ქმედებების სამართლებრივი რეგულირება იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი უსამართლოდ შეზღუდვა. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
ადაპტაციური რეჟიმები ადაპტაციური რეჟიმები - აღნიშნული რეჟიმის მოთხოვნას შესაძლოა წარმოადგენდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა, თუმცა, იმავდროულად, კეთილგანწყობილი ნეიტრალობის შენარჩუნება რელიგიისადმი. შესაძლოა, ადაპტაციური მიდგომა განხილულ იქნეს როგორც ურთიერთთანამშრომლობითი მოდელი რელიგიისა თუ რელიგიური განათლების პირდაპირი ფინანსური სუბსიდირების გარეშე. ადაპტაციური რეჟიმის პირობებში, ეროვნული თუ ადგილობრივი კულტურის ნაწილად რელიგიის აღიარების ყოველგვარი განზრახვის გარეშე ხორციელდება საზოგადოებრივ გარემოში რელიგიური სიმბოლოების ადაპტაცია, საგადასახადო, დიეტური, სადღესასწაულო, შაბათის წესის დაცვასთან დაკავშირებული და სხვა მსგავსი გამონაკლისების დაშვება ზოგადი დანიშნულების კანონმდებლობიდან. ასეთი რეჟიმის მაგალითს წარმოადგენს შეერთებული შტატები. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივი თვითმმართველობა - საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში, აგრეთვე იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე; დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, შესრულება და კონტროლი; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია; კომუნალური მეურნეობა და ა.შ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. ადგილობრივი თვითმმართველობა - 1. ადგილობრივგი თვითმმართველობა - ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება და შესაძლებლობა რეგლამენტაცია გაუკეთოს სახელმწიფო საქმეთა მნიშვნელოვან ნაწილს და მართოს იგი კანონის ფარგლებში, საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად (მუხლი 3. პ.1). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონით დადგენილ ფარგლებში, ფლობენ მოქმედების სრულ თავისუფლებას (მუხლი 4. პ.2) 2. ადგილობრივი თვითმმართველობა - ესაა კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი საფუძველი, ხელისუფლების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპი, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან ერთად განსაზღვრავს ქვეყნის მმართველობის სისტემას. ადგილობრივი მმართველობა სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ელემენტია. ადგილობრივი ანუ, როგორც მას ხშირად დასავლეთის ქვეყნებში უწოდებენ, მუნიციპალური თვითმმართველობა მოიცავს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვას, რომელიც არჩეული ორგანოების და მათი ადმინისტრაციული აპარატის მეშვეობით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობის მიერ ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო მმართველობის ერთგვარად დეცენტრალიზირებული ფორმაა, რომლის ძირითად ნიშნებს არჩევითობა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვა-გამგებლობაში გარკვეული დამოუკიდებლობა წარმოადგენს. იქმნება შესაბამისი ორგანოების სისტემა, რომელთაც საკუთარი აღმასრულებელი აპარატი, შესაბამისი უფლებამოსილებანი და მუნიციპალური საკუთრების სახით მატერიალური ბაზა გააჩნიათ. ადგილობრივი თვითმმართველობა შეიცავს ორი სახის ორგანოებს, როგორებიცაა არჩევითი - საკრებულოები (საბჭო, ასამბლეა) და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც ფორმალურად მოწოდებული არიან ცხოვრებაში გაატარონ წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა - საკრებულო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დასახელებას ატარებს - საგრაფოს საბჭო, გენერალური საბჭო, მუნიციპალური საბჭო, კომუნალური საბჭო და სხვა. განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა ხდება შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის მიერ, პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. ზოგიერთ ქვეყანაში, ,აგალითად: იტალიაში, შვეციაში, ლიტვაში გამოიყენება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ხოლო გერმენიაში შედარებით განსხვავებული სისტემაა, სადაც პროპორციული არჩევნები ე.წ. ხუთ პროცენტიანი ბარიერითაა რეგლამენტირებული. //კოპალეიშვილი მ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური (სამართლებრივიმ მოწესრიგების) საფუძველი// ალმანახი ¹ 10, [სახელმწიფო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ადვოკატთა გამოცდა ადვოკატთა გამოცდა - ტესტური გამოცდა, რომელიც აუცილებელია საადვოკატო საქმიანობისთვის. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
ადვოკატთა კოლეგია ადვოკატთა კოლეგია - ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
ადვოკატი ადვოკატი - პირი, რომელიც პროფესიულ დონეზე წარმოადგენს სხვა პირს სასამართლოში. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
ადმინისტრაცია ადმინისტრაცია (ლათ. Administracio მართვა-გამგებლობა) - 1. ფართო გაგებით, სახელმწიფოს მართვის მთელი საქმიანობა. ადმინისტრაციას შეადგენს სახელმწიფოს აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოები. 2. ქვეყნის ცალკეული ნაწილების მმართველობა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ადმინისტრაციული იუსტიცია ადმინისტრაციული იუსტიცია - სასამართლო ორგანოთა სისტემა, რომელიც მმართველობით სფეროში სპეციალურად იცავს კანონიერებას. ადმინისტრაციული იუსტიცია ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წესით გადაწყვეტას ნიშნავს. ადმინისტრაციული იუსტიციის ორგანოები არ ერევიან მმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობაში, ისინი მხოლოდ განიხილავენ ადმინიტრაციულ დავებს. სასამართლო შეიძლება ჩაერიოს მხოლოდ განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ადმინისტრაციულ იუსტიციას საფუძველი ჩაეყარა საფრანგეთში, სადაც 1799 წელს შეიქმნა სახელმწიფო საბჭო, შემდეგ კი პრეფექტურის საბჭოები, თუმცა, 1872 წლამდე მათ გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციისათვის სავალდებულო ძალა არ ჰქონდა. 1872 წელს საბჭოებს მიეცათ სასამართლოს უფლებამოსილებანი და გამოჰქონდათ სასამართლო გადაწყვეტილებები. სასამართლოს ასეთი სპეციალიზაცია ხელს უწყობდა მჭიდრო კავშირის დამყარებას მმართველობით სფეროსა და განსახილველ საქმეთა არსს შორის. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული დავების ობიექტური გადაწყვეტა და ადამიანის უფლებების ასეთი ფორმით დაცვა უფრო ეფექტური გახდა. საერთო სასამართლოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციაც, მმართველობით სფეროში მისი სპეციალიზაციის გამო, უფრო ადმინისტრაციულ სასამართლოს ენდობოდა. //სუხიაშვილი ზაზა. ადმინისტრაციული იურისდიქცია // ალმანახი ¹17, [ადმინისტრაციული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
ადმინისტრაციული საქმე ადმინისტრაციული საქმე - დავა, რომელშიც ერთერთი მხარე სახელმწიფოა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
ადორაცია ადორაცია - (ლათინური adoratio – თაყვანისცემა სიტყვიდან ad os (oris) - ,,პირზე ”, რაც ნიშნავს წარმართებთან საკრალურ გამოსახულებათა ამბორის რიტუალს პირთან ხელების მიტანით). ეს სიტყვა გამოიყენება დიდ დიდებისმეტყველებაში, რომლითაც მართლმადიდებლურ ლიტურგიკაში სრულდება ცისკარი, ხოლო კათოლიკე ეკლესიაში იწყება ლათინური მესა: Gloria in exselsis Deo et in terra pax hominibus bonae voluntatis. Laudaus Te, benedcmus Te, adoramus Te. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
ავგუსტუსი ავგუსტუსი - ავგუსტუს ოქტავიანე (ძვ. წ. 63-14) - რომის იმპერატორი. მისი მეფობის ხანა ერთ-ერთი ბრწყინვალე პერიოდია რომის ისტორიაში. მმართველობის ცენტრალიზაციის მიზნით ავგუსტუსმა შექმნა სახელმწიფო საბჭო, დაარსა პრეფექტთა ინსტიტუტი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ავტოკეფალიური ეკლესია ავტოკეფალიური ეკლესია (ბერძნ. autos თვით და kephale თავი) - დამოუკიდებელი ქრისტიანულ-მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც იერარქიულად ცალკე ერთეულია, ანუ ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან. საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს სამოციქულო საყდარს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. იგი V საუკუნიდან არის ავტოკეფალიური და მისი სასულიერო ადმინისტრაციული ცენტრი და კათედრაა მცხეთა, საპატრიარქო კათედრები, აგრეთვე, თბილისი და ბიჭვინთა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ავტონომია ავტონომია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
ავტონომიური რესპუბლიკა ავტონომიური რესპუბლიკა - სახელმწიფოს შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე შექმნილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელსაც თუმცა დამოუკიდებლობა არ გააჩნია, მაგრამ აქვს თავისი ტერიტორია, კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, სასამართლო და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტიკა. ამჟამად, საქართველოს შემადგენლობაშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებულია სეპარატისტებისა და უცხო ძალების მიერ და მიმდინარეობს მშვიდობიანი ბრძოლა მისი დაბრუნებისა და იქ საქართველოს იურისდიქციის აღსადგენად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ავღანეთი ავღანეთი - მდებარეობს ცენტრალური აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; ტერიტორია 655 ათასი კმ2; მოსახლეობა - 23,7 მლნ. ადამიანი (ეს რიცხვი არ წარმოადგენს ზუსტ მაჩვენებელს, რადგანაც 1979-96 წლებში მომხდარი კატაკლიზმების შედეგად ადგილი ჰქონდა მოსახლეობის რაოდენობის რადიკალურ ცვლილებას); ეთნიკური შემადგენლობა: პუშტუნები - 38%, ტაჯიკები - 25%, ხაზარები - 19%, უზბეკები - 6%; ოფიციალური ენები: პუშტუ (35%) და დარი (50% - ლაპარაკობს ტაჯიკები და ხაზარები); ძირითადი რელიგია: ისლამურ სუნიზმს მისდევს მოსახლეობის 84%, შიიზმს 15%. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნაში არსებობდა მძლავრი სუფისტური ორდენები, ძირითადში ნაქშბანდია და ქადარია, რომლებიც დიდ როლს ასრულებდნენ მონარქიის ხელისუფლების განმტკიცებაში და საბჭოთა ოკუპაციის დროს წარმოადგენდნენ მძლავრ ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ბირთვს (სხვათა შორის ე.წ. ,,პეშავარის შვიდეულის” ლიდერი მოლა მოჯადდედი ეკუთვნოდა ნაქშბადიის ორდენს). ამასთან, დასავლეთ ავღანეთში საუბრობენ დარის ან ავღანურ სპარსულ დიალექტზე. დარის დიალექტზე საუბრობენ ხაზარები და ტაჯიკები, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ და დასავლეთ ავღანეთში და მისდევენ შიიზმს. ჩრდილოეთ ავღანეთი ძირითადად წარმოდგენილია თურქულენოვანი ეთნოსებით (უზბეკები, თურქმენები, ყირგიზები და ა.შ.). ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კი ბატონობენ პუშტუნები, რომლებიც საუბრობენ საკუთარ ინდურ-სპარსული ენების ნაჯვარ პუშტუნურ ენაზე. პუშტუნები იყოფიან ორ ეთნიკურ ჯგუფად: გილზაებად და აბდალებად (შემდგომში ისინი გადაკეთდნენ დურანებად), რომლებიც ითვლებიან ავღანეთის ტიტულოვან ეთნოსად. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
აზერბაიჯანი აზერბაიჯანი - დამოუკიდებლობა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სომხეთთან ჯერ კიდევ მოსაგვარებელია კონფლიქტი. აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჰყავს მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი. ძალზედ დიდია კორუფციის მასშტაბები. ფართობი: 86,600 კვ/კმ (მთიანი ყარაბაღისა და ნახიჩევანის ჩათვლით) მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი, უშუალოდ აზერბაიჯანთან, (566კმ), სომხეთი, აზერბაიჯან-ნახიჩევანის ანკლავთან, (221კმ), საქართველო (322კმ), ირანი, უშუალოდ აზერბაიჯანთან, (432კმ), ირანი, აზერბაიჯან-ნახიჩევანის საზღვართან, (179კმ), რუსეთი (284კმ), თურქეთი (9კმ); ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, გაზი, რკინა, ლითონები, ალუმინი. მოსახლეობა: 7,771 მლნ. (2001 წლის ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: აზერბაიჯანელები 90%; დაღესტნელები 3,2%; რუსები 2,5%; სომხები 2%; სხვები 2,3% (1998წ.); თითქმის ყველა სომეხი მთიან ყარაბაღში ცხოვრობს; რელიგიები: მუსლიმები 93,4%; რუსი მართლმადიდებლები 2,5%; სომეხი მართლმადიდებლები 2,3%; სხვები 1,8% (1995წ.); ენები: აზერბაიჯანული 89%; რუსული 3%; სომხური 2%; სხვები 6% (1995წ.) სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა ეკონომიკა: ხასიათდება მაღალი სტრუქტურული უმუშევრობით და ცხოვრების დაბალი სტანდარტით. ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციაა: ნავთობი, ბამბა და გაზი. ნავთობისა და გაზის მდიდარი რესურსების წყალობით ქვეყნის ეკონომიკამ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ეკონომიკური პროგრესის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევა კორუფცია, სომხეთთან კონფლიქტი. სავაჭრო პარტნიორებიდან რუსეთის ადგილი დაიკავა თურქეთმა, ირანმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები და რეგიონში მილსადენების მარშრუტების განსაზღვრა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. სამხედრო ხარჯები: 131 მლნ. აშშ დოლარი (2001წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 14,55% (2001წ.); საერთაშორიოს დავები: სომხეთთან კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო; ჯერაც გადაუწყვეტელია კასპიის ზღვის საზღვრები აზერბაიჯანს, ირანს, ყაზახეთს, რუსეთსა და თურქმენეთს შორის. //კომახია მამუკა. სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ათეტოიდური ბავშვი ათეტოიდური ბავშვი - დახმარების გარეშე დაჯდომისას ვერ აკონტროლებს ხელებისა და ფეხების მოძრაობას, სხეული იჭიმება, აწვება უკან. //გზა განვითარებისკენ,-[მოტორული სტიმულაცია - 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის],-ბავშვი და გარემო,-თბ.,- 2005
აისბერგული ჟურნალისტიკა აისბერგული ჟურნალისტიკა - აშუქებს მხოლოდ მოვლენის მცირე, ადვილად შესამჩნევ ნაწილს, (განსაკუთრებით პოლიტიკას) შედგენილ ამბებს და ამავე დროს იგნორირებას უკეთებს რეალობის უფრო მნიშვნელოვან ნაწილს, პროცესებს, რომლებიც ზედაპირს ქვემოთაა. ისინი ნელ-ნელა გარდაქმნიან საზოგადოებას და საშიშროებას უქმნიან მას. //ბერტრანი კლოდ ჟან. განკურნავს თუ არა მედია-ომბუდსმენი მედიის ავადმყოფობას? // თავისუფლება N1(13) [2003იანვარი] თავისუფლების ინს-ტი. თბ.
აკადემიური ხარისხი აკადემიური ხარისხი - ადასტურებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მინიჭებულ კვალიფიკაციას. კრედიტების დაგროვების სისტემაში პროგრამა სრულდება სწავლის შედეგების სპეციფიკური ერთობლიობის მისაღწევად კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის მინიჭების საშუალებით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
აკრედიტაცია აკრედიტაცია (ლათ. Accredo ვენდობი) - დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან სამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციასთან სახელმწიფოს წარმომადგენლობის დანიშვნის პროცესი, რაც ასეთი უფლებამოსილების შესახებ შესაბამისი აქტის ჩაბარებასაც მოიცავს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანდა საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები - 2000 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მჭიდროდ თნამაშრომლობს მოძრაობა ,,ფათჰთან“, რომელსაც თავად იასირ არაფატი უდგას სათავეში. ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტთა სიაში 2002 წელს შეიყვანა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ კამიკაძე ტერორისტის მიერ იერუსალიმში განხორციელებული ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო. ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ ისლამისტურ მოძრაობას არ მიეკუთვნება. დაჯგუფებამ მოქმედება 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც პალესტინურმა ინტიფადამ აიღო სტარტი. ორგანიზაცია ნაციონალისტურ პრინციპებზეა დაფუძნებლი. თუმცა ხშირად, ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ მჭიდროდ თანამშრომლობს ,,ჰამასთან“ და ,,ისლამურ ჯიჰადთან“ და მათთან ერთად გეგმავს ამა თუ იმ ტერაქტის განხორციელებას. არსებობს ეჭვი, რომ ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადების“ საქმნაობას თავად იასირ არაფატი აკონტროლებს, თუმცა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი ამას კატეგორიულად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, ისრაელის დაზვერვამ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანხმად არაფატის ბრძანებით ,,ალ-აქსას ბრიგადებმა“ 20 ათასი აშშ დოლარი მიიღო. //ღირსიაშვილი ლ. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ორი ერი, ერთი მიწა,-ახალი აზრი, #2 (8),- 2003,-ივნისი
ალ-ქაიდა ალ-ქაიდა - ტერორისტული ორგანიზაცია. ორგანიზაციის ძირითად მიზანს შეადგენს პან-ისლამური ხალიფატის დაარსება ისლამურ სამყაროში და შემდეგ მისი ექსპანსია მსოფლიო მასშტაბებით და ისლამურ სამყაროში ე.წ. ,,სვეტური” რეჟიმების დამხობა. ორგანიზაციის მთავარ მტრებად მიჩნეული არიან აშშ და ისრაელი. უსამა ბენ ლადენმა ორგანიზაციის იდეოლოგიურ კრედოდ აირჩია ვაჰაბიზმის რელიგია. ,,ალ-ქაიდას” გააქტიურების თარიღად შეიძლება ჩაითავალოს 1990-91 წ.წ. აშშ-ს და საერთაშორისო კოალიციური ძალების მიერ ერაყის წინააღმდეგ ჩატარებული ,,უდაბნოს ქარიშხალის” ოპერაცია. ორგანიზაციის მთავარი მიზანი - აშშ, როგორც ,,ისლამის წმინდა ადგილების წამბილწველი ქვეყანა.” აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს თუ რატომ აიღო ორგანიზაციამ და მისმა ხელმძღვანელმა ანტიამერიკული კურსი. ამავე დროს ალ-ქაიდას მეორე დაუძინებელ მტერს წარმოადგენს ისრაელი, რომელმაც ორგანიზაციის განცხადებით ,,მიითვისა მესამე ისლამური წმინდა ქალაქი იერუსალიმი”. ფაქტობრივად, ალ-ქაიდას იდეოლოგიურ-პოლიტიკურ საფუძველს შეადგენს ვაჰაბიტური მიმართულების შედარებით აგრესიული ე.წ. ,,დეობანდური” სკოლის დოქტრინა. ქ. ყანდაგარში, სადაც ალ-ქაიდას მიეცა საშუალება დაეარსებინა სამხედრო-საწვრთნელი ბანაკები ავღანეთის ტერიტორიაზე (კერძოდ, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიქმნა 22 მსხვილი საწვრთნელი ბანაკი, სადაც 1996-2000 წლებში მომზადდა 8 ათასამდე მებრძოლი). ალ-ქაიდამ, ავღანეთში თალიბების მმართველობის დროს, გააფრთოვა თავისი ქსელი და განავითარა რეზიდენტურები ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა: ცენტრალური აზია, კავკასია, ბალკანეთი, მაღრიბი, აღმოსავლეთ აფრიკის სივრცე, ხოლო მისი ფინანსური საქმიანობა გაფართოვდა ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა. სხვათა შორის ალ-ქაიდა ასევე ფინანსირდებოდა თალიბანის მოძრაობის მიერაც, რომელიც იყენებდა ორგანიზაციას საკუთარი ინტერესების და მიზნებისათვის, მაგალითად, გასახსენებლია თუნდაც 2001 წლის სექტემბრის დასაწყისში თალიბანის ოპოზიციურად განწყობილი ავღანეთის ,,ჩრდილოეთ ალიანსის” შეიარაღებული ძალების სარდლის აჰმად შახ მასუდის მკვლელობაც. თვით თალიბანის ფინანსურმა აქტივებმა ნარკოტიკების წარმოებისა და რეალიზაციის შედეგად დაახლოებით 90 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. ,,ალ-ქაიდას” ტერორისტული აქციების ქრონიკა. 1992 წ., იემენი - ლადენის მებრძოლები ახორციელებნ თავდასხმას ამერიკელ ტურისტებზე; 1992 წ., სომალი - თავდასხმის განხორციელება სომალიში მყოფ ამერიკელ მშვიდობისდამცველებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ოპერაციას ,,იმედის დაბრუნება”; 1995 წ., ეთიოპია - ,,ალ-ქაიდას” მებრძოლები ეხმარებიან ეგვიპტელ ტეროროსტებს განახორციელონ თავდასხმის მცდელობა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქზე; 1995 წ., პაკისტანი - ეგვიპტური ორგანიზაცია ,,ალ-ჯიჰადი”, ,,ალ-ქაიდასათნ” მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს აფეთქებებს ეგვიპტის საელჩოსთან პაკისტანში. იღუპება 20 ადამიანი; 1995 წ., საუდის არაბეთი - ,,ალ-ქაიდას” მებრძოლები ახორციელებენ დივერსიას ერ-რიადში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ცენტრის წინააღმდეგ; 1996 წ., საუდის არაბეთი, დაჰრანი - უკვე ,,ფრონტის” ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფება ახორციელებშ აფეთქებას აშშ-Iს სამხედრო ობიექტის სიახლოვეს; 1998 წლის თებერვალი - უსამა ბენ ლადენი აქვეყნებს ფეტვას (მიმართვას) თავის მომხრეებისადმი - მსოფლიოს ყველა მხარეში თავს დაესხან ამერიკელ სამხედროებსა და მოქალაქეებს; 1998 წ. - კენიასა და ტანზანიაში აშშ-ს სალჩოების წინააღმდეგ ჩატარებული ტერაქტების შედეგად იღუპება ასეულობით ადამიანი; 2001 წლის 11 სექტემბერი - ტეროროსტული აქტები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, რომლის შედეგადაც იღუპება 5 ათასზე მეტი ადამიანი. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ალბა ალბა - აპენინის ნახევარკუნძულზე მდებარე ერთ-ერთი მხარის - ლაციუმის - ქალაქი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ალი იბნ-აბუ-თალიბი ალი იბნ-აბუ-თალიბი - (დაახ. 600-661 წ.წ.) მაჰმადის ძმისშვილი და სიძე, 658 წლიდან - ხალიფა. იმათ, ვინც მას წინასწარმეტყველის კანონიერ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, შექმნეს შიიტთა სექტა. ამ სექტამ ისლამში შეიტანა მისტიკისა და პანთეიზმის ელემენტები. შიიტური მოძღვრება გავრცელდა სპარსეთსა და ინდოეთში. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ამაგდარი ამაგდარი - საქართველოს ქალთა დასაქმების ხელისშემწყობი ორგანიზაცია. //საინფორმაციო კამპანია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ,-მსო.,-თბ,–2002.
ამერიკის ბურჟუაზიული რევოლუცია ამერიკის ბურჟუაზიული რევოლუცია -დამოუკიდებლობისათვის ომო ჩრდილოეთ ამერიკაში (1775 – 83) წარმოადგენდა პირველ ბურჟუაზიულ რევილუციას ამერიკის კონტინენტზე. მისი თავისებურება იყო, რომ იგი ერთდროულად წარმოადგენდა ეროვნულ - განმათავისუფლებელ, ეროვნულ - გამაერთიანებელ და ანტიფეოდალურ მოძრაობას. 1776 წ. 4 ივლისის II კონტინენტალურ კონგრესზე ფილადელფიაში მიიღეს თომას ჯეფერსონის მიერ შდგენილი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს - აშშ - ის შექმნა გამოაცხადა. 1783 აშშ - ის დამოუკიდებლობა ცნო ინგლისმა. კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლოაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ხალხთა მასებმა. მაგრამ რევოლუციის პოლიტიკური ხელმძღვანელი იყო პლანტატორებთან დაკავშირებული ბურჟუაზია. რევოლუციამ კაპიტალიზმის სწრაფი განვითარების პირობები შექმნა, მაგრამ სამხრეთში მინობა არ არ მოსპობილა. დამოუკიდებლობისათვის ომის დამთავრების შემდეგ აშშ - ში კლასობრივი ბრძოლა გამწვავდა, ბურჟუაზიული რევოლუციის პლებეური მეთოდებით გაღრმავების ცდები შეიარაღებული ძალით ჩაახშეს. 1887 მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც აშშ - ოფიციალურად გააფორმა ფედერალურ სახელმწიფოდ, ბურჟუაზიული დემოკრატიის ფორმით დამკვიდრდა და ბურჟუებისა და პლანტატორების ბატონობა. აშშ - ის პირველი პრეზიდენტი გახდა დამოუკიდებლობისათვის ომში ამერიკის ჯარების მთავარსარდალი ჯ.ვაშინგტონი. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. გვ.)
ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია (კონგრესი, 1776 წლის 4 ივლისი) ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია (კონგრესი, 1776 წლის 4 ივლისი)- ამერიკის ცამეტი გაერთიანებული შტატის ერთსულოვანი დეკლარაცია როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ერთი რომელიმე ხალხისათვის აუცილებელი ხდება დაშალოს ის პოლიტიკური კავშირი, რომელიც მას სხვა ხალხებს უქვემდებარებს და იმისათვის, რომ მან ბუნების კანონისა და ღვთის ბუნებით მონიჭებული უფლების ძალით, მოიპოვოს დამოუკიდებელი და თანასწორი ადგილი დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთა შორის, კაცობრიობის აზრის მართებული პატივისცემა მოითხოვოს, განაცხადოს ის მიზეზები, რომლებმაც იგი აიძულა ცალკე გამოყოფილიყო. ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა; რომ ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას ღებულობენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ; რომ, თუ განმგებლობის რაიმე ფორმა ოდესმე ამ მიზნის შემლახავი გახდება, ხალხს ენიჭება უფლება შეცვალოს ან გააუქმოს იგი და შექმნას ახალი მთავრობა. დააფუძნოს იგი ისეთ პრინციპებზე და ისეთი ძალაუფლებით აღჭურვოს, როგორიც, მისი აზრით, ყველაზე ხელსაყრელი იქმნება მისი უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის. ჭეშმარიტად, კეთილგონიერება მოითხოვს, არ შეიცვალოს დიდი ხნის ჩამოყალიბებული მთავრობა უმნიშვნელო და წარმავალი მიზეზების გულისათვის, და, ამის შესაბამისად, გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ სანამ ბოროტება გასაძლია, ადამიანები უფრო ადვილად ეგუებიან სიდუხჭირეს, ვიდრე მიჩვეულის მოსპობით ტვირთის შემსუბუქებას. მაგრამ როდესაც გაუთავებელი უსამართლობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მისი გამუდმებით ერთი მიზნისკენ წარმართვა ხალხს აბსოლუტური დესპოტიზმით ემუქრება, მისი უფლება და ვალია ბოლო მოუღოს ამგვარ მთავრობას და აღავლინოს მოღვაწეთა ახალი დასი თავისი მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამგვარი იყო კოლონიების სიდუხჭირე და ამგვარია ამჟამად ის საჭიროება, რომელიც აიძულებს მათ შეცვალონ თავიანთი წინანდელი ხელისუფლების სისტემა, დიდი ბრიტანეთის ახლანდელი ხელმწიფის მართვის ისტორია არის ნუსხა განუწყვეტელი უსამართლობისა და ძალადობისა, რაც განუხრელად მიმართულია ამ შტატებში აბსოლუტური ტირანიის დამყარებისაკენ, ამის დასამტკიცებლად, დაე, წარვუდგინოთ ფაქტები პირუთვნელ ქვეყნიერებას: მან უარი თქვა დაემტკიცებინა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უაღრესად სასარგებლო და საჭირო კანონები.მან აუკრძალა თავის მთავრობას დაუყოვნებელი და სასწრაფო მნიშვნელობის მქონე კანონების მიღება მისი პირადი თანხმობის გარეშე; და როდესაც მათი გატარება ამის გამო შეჩერდა, მან სრულიად უგულებელყო ისინი. მან უარი თქვა გაეტარებინა მჭიდროდ დასახლებული რაიონებისთვის აუცილებელი სხვა კანონებიც, სანამ აქ მცხოვრები ხალხები უარს არ იტყოდნენ საკანონმდებლო პალატაში წარმომადგენლობის უფლებაზე, უფლებაზე რომელიც ფასდაუდებელია მათთვის და საზარელი - ტირანისთვის. მან მოუხმო კანონმდებელთა საკრებულოს უჩვეულო, მოუხერხებელ და მათი სამოქალაქო დოკუმენტების სანახიდან დიდ მანძილზე დაშორებულ ადგილებში მხოლოდ იმ მიზნით, რომ აეძულებინა ისინი მიეღოთ მისი გადაწყვეტილებები. მან მრავალჯერ დაშალა წარმომადგენელთა პალატები, ვინაიდან ისინი ვაჟკაცური სიმტკიცით აღუდგნენ წინ მის მიერ ხალხთა უფლებების შელახვას. იგი მათი დაშლის შემდეგ დიდხანს აბრკოლებდა ახალი პალატის არჩევნებს, რომელიც ხელშეუვალობით მოსილ საკანონმდებლო უფლებებს სახელმძღვანელოდ დაუბრუნებდა მთელ მოსახლეობას; ხოლო ამასობაში ქვეყანა გარედან შემოსევებისა და შინაგანი უთანხმოების მრავალგვარი საშიშროების ამარა რჩებოდა მიგდებული. იგი შეეცადა ხელი შეეშალა ამ შტატების ფართოდ დასახლებისთვის; ამ მიზნით დაბრკოლებები შეუქმნა უცხოელების გაქვეშევრდომების კანონთა გატარებას; უარი თქვა მიეღო სხვა კანონებიც აქ გადმოსახლების წასახალისებლად და შემოიღო მიწის შესყიდვის დამატებითი პირობები. მან ხელი შეუშალა სამართლიანობის აღსრულებას იმით, რომ არ მისცა თანხმობა დადგენილიყო მოსამართლეობრივი უფლებების დამფუძნებელი კანონ - წესები. მან მოსამართლეების სამსახურის ხანგრძლივობა, მათი გასამრჯელოს ოდენობა და გადახდის ვადა დაუქვემდებარა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნებას. მან შექმნა უამრავი ახალი წარმომადგენლობა და აქ განაწესა მისი მოხელეების მთელი ხროვა ჩვენი ხალხის შესავიწროვებლად და მათი სახსრების შთასანთქავად. მას მშვიდობიან დროშიც კი ჩვენს კანონმდებლებთან შეუთანხმებლად ჩვენს მიწა - წყალზე განლაგებული ჰყავს რეგულარული ჯარები. მან სამხედრო ძალები სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა და მასზე მაღლა დააყენა. მან ჩვენი კონსტიტუციისთვის უცხო და ჩვენი სამართლისთვის მიუღებელი კანონმდებლობისთვის ჩვენს დასამორჩილებლად სხვებს დაუჭირა მხარი: მისცა რა თანხმობა მათ ფარისევლურ კანონთა გადაწყვეტილებებს: რათა ჩაეყენებინათ ჯარისკაცთა დიდი რაზმები ჩვენს სახლებში; რათა თვალთმაქცური სასამართლოების მეშვეობით სასჯელისგან დაეცვათ ისინი შტატების ნებისმიერი მოსახლის მკვლელობის შემთხვევაშიც კი; რათა გადაეკეტათ ჩვენი სავაჭრო გზები მსოფლიოს ყოველ ქვეყანასთან; რათა შემოეწერათ ჩვენთვის გადასახადები ჩვენთან შეუთანხმებლად; რათა ხშირ შემთხვევაში არ მოეცათ საშუალება გასამართებულ ვიქნეთ ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით; რათა მოეთხოვათ ჩვენი ოკეანის გაღმა წამყვანი მოგონილი ბრალდებებით პასუხისგებაში მისაცემად; რათა გაეუქმებინათ ინგლისური კანონმდებლობის თავისუფალი სისტემა მეზობელ პროვინციაში. დაეყენებინათ იქ დესპოტური მთავრობა და განევრცოთ მისი საზღვრები მათი საჩვენებელ მაგალითად გადაქცევისა და კოლონიებშიც მსგავსი აბსოლიტური წესების შემოღების მიზნით; რათა ჩამოერთვათ ჩვენი ქარტიები, გაეუქმებინათ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონები და ძირფესვიანად შეეცვალათ ჩვენი საჭირო სხვადასხვა კანონ - წესები. მან გააუქმა აქაური მთავრობა, გამოაცხადა რა იგი კანონგარეშე და აწარმოებს რა ომს ჩვენს წინააღმდეგ. მან დაარბია ჩვენი ზღვები, ააოხრა ჩვენი სანაპიროები, გადაბუგა ჩვენი ქალაქები და სიცოცხლე მოუსპო მრავალ ჩვენგანს. იგი ამჟამად გზავნის უცხოელთა დიდ დაქირავებულ არმიას, რათა დაასრულოს სიკვდილის, განადგურებისა და ტირანიისთვის გამიზნული საქმე, დაწყებული სისასტიკისა და მუხანათობის ისეთი მაგალითებით, რომლის მსგავსი მხოლოდ ყველაზე ბარბაროსულ ხანაში თუ მოიძებნება და სრულიად არ შეეფერება ცივილიზებული ერის ხელისუფლებას. მან აიძულა ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი თანამემამულეები აღემართათ იარაღი თავისივე ქვეყნის წინააღმდეგ, გამხდარიყვნენ ჯალათები თავიანთი მეგობრების და მოძმეებისა, ან თვითონვე დაღუპულიყვნენ მოძმეთა ხელით. მან გამოიწვია შინაგანი არეულობა ჩვენს შორის და სცადა ამ არეულობაში ჩაეთრია ჩვენი საზღვრების მობინადრენი. შეუბრალებელი ველური ინდიელები, რომელთა საომარი კანონი ყველა ასაკის, სქესისა და მდგომარეობის ადამიანების განურჩეველი ჟლეტაა. ამ რეპრესიების ყოველ ეტაპზე ჩვენ უაღრესად მოწიწებული ფორმებით მოვითხოვთ სამართლიანობას. ჩვენ განმეორებით თხოვნებს განმეორებითი შეურაცხყოფით უპასუხეს. ხელისუფალი, რომელიც ყოველი თავისი მოქმედებით ტირანს ემსგავსება, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ხალხის მმართველი. ჩვენ არავითარი უპატივცემულობა არ გამოგვიჩენია ჩვენი ბრიტანელი მოძმეების მიმართ. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ისინი, როდესაც მათი კანონმდებლები ცდილობდნენ ჩვენზე განევრცოთ უმართებულო მართლმსაჯულება. ჩვენ გავახსენეთ მათ ჩვენი აქეთ ემიგრაციის და დასახლების ვითარებანი. ჩვენ მივმართეთ მათს თანდაყოლილ სამართლიანობის გრძნობასა და სულგრძელობას, და შევევედრეთ მათ ჩვენი საერთო წინაპართა სახელით ხელი აეღოთ ამგვარ ძალადობაზე, რომელიც უეჭველად ზიანს მიაყენებდა ჩვენს კავშირსა და ურთიერთობას. მაგრამ ისინი ყრუნი დარჩნენ სამართლიანობისთვის მოწოდებისა და ნათესაური თხოვნის მიმართ. ამიტომ ამ პირობის თანახმად, რომელიც გმობს განხეთქილებას ჩვენს შორის. ვალდებული ვართ განვიხილოთ ისინი, ისევე როგორც დანარჩენი კაცობრიობა, ომში მტრად და მშვიდობიანობაში მეგობრად. ჩვენ, შეერთებული შტატების წარმომადგენლები, სწორედ იმიტომ შევიკრიბეთ სახალხო კონგრესში, რომ ღვთის წინაშე, ჩვენი გადაწყვეტილების სამართლიანობის რწმენით და ამ კოლონიების კეთილი ნების ადამიანების სახელით, ვაღიაროთ და საქვეყნოდ განვაცხადოთ, რომ ეს გაერთიანებული კოლონიები არიან. და სამართლის ძალით უნდა იყვნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი შტატები; რომ მათ აღარ ევალებათ არავითარი ერთგულება ბრიტანეთის ტახტისადმი, და რომ ყოველგვარი პოლიტიკური კავშირი მათსა და დიდ ბრიტანეთს შორის არის და უნდა იყოს გაბათილებული; და როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ შტატებს, მათ ეძლევათ სრული უფლება გამოაცხადონ ომი, დადონ ზავი, დაამყარონ კავშირი, ივაჭრონ და განახორციელონ ყველა სხვა ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რისი უფლებაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ენიჭებათ. ამ დეკლარაციის განსამტკიცებლად, ღვთის წყალობითა და იმედით, თავდებად ვდებთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს კეთილდღეობასა და პატიოსნებას. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 11. გვ. 556)
ამიშები ამიშები - საკმაოდ მცირერიცხოვანი და ძველი რელიგიური სექტა. მათ ეკუთვნით განათლების მიმართ აღმსარებლობის თავისუფლების დამკვიდრების პირველი მცდელობა. ამიშები წარმოადგენდნენ მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განხრას, რომლის მიმდევრებმაც 1693 წელს საკუთარი ეკლესიური თემი დააარსეს. 1720-1775 წლებში ისინი ამერიკაში გადასახლდნენ და ძირითადად პენსილვანიის შტატში დასახლდნენ. ამიშების ძველი ორდენი წარმოადგენდა თავდაპირველი ამიშური საზოგადოების განხრას, რომელიც ხასიათდებოდა უკიდურესი სიმკაცრით და ბიბლიისადმი ერთგულებით. ისინი მისდევდნენ მიწათმოქმედებას, საუბრობდნენ გერმანულად, ეცვათ ყველასგან განსხვავებული მე-18 საუკუნის ტანსაცმელი და ჰქონდათ პაციფისტური შეხედულებები. ამიშები ფიქრობდნენ, რომ ცოდნა, რომელიც არ არის დაკავშირებული მიწათმოქმედებასთან, ადამიანში ამპარტავნობის გრძნობას იწვევს, რაც დამღუპველი ცოდვაა. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
ამნისტია ამნისტია (ბერძ. amnestia დავიწყება /დანაშაულისა, წყენისა/, პატიება) - დამნაშავის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე, მსჯავრდადებულის გათავისუფლება სასჯელისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ, ან საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრულ პირთა მიმართ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. ამნისტია –ბერძნული სიტყვაა (amnestia), რაც ნიშნავს პატიებას. იგი წარმოადგენს გათავისუფლების შერეულ სახეს, რომლის მეშვეობითაც სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ისე სასჯელისაგან გათავისუფლება. საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 22 ივლისს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტების თანახმად, ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტია შეიძლება იყოს საერთო (მთლიანი) ან ნაწილობრივი. საერთო ამნისტია ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული. ნაწილობრივი კი ეხება პირთა მხოლოდ იმ განსაზღვრულ კატეგორიას, რომლებიც გათვალისწინებულია ამნისტიის აქტით. საერთო წესის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ დანაშაულზე, რომელიც დამთავრდა ამნისტიის აქტის იურიდიული ძალის შეძენის მომენტამდე. საკანონმდებლო ორგანო, რომელიც აცხადებს ამნისტიას, ძირითადად შედგება არაიურისტებისაგან, რომლებიც დაცილებული არიან სამართლის გამოყენების პრაქტიკას. ხშირად ამნისტია შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართლიანად და ჰუმანურად. მაგალითად, ზოგჯერ სასჯელისაგან თავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ, როდესაც ამნისტიის აქტი არ ეხებათ საშუალო სიმძიმის დანაშაულისათვის მსჯავრდებულთ. გარდა ამისა, საფუძველი, მისი მიღების წესი და სხვა კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული და ერთგვარად თვითნებური ხასიათისაა. ამნისტიას, როგორც სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ აქტს, აქვს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები: ყველა შემთხვევაში იგი ნორმატიული ხასიათისაა, ანუ ვრცელდება ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ, ასევე ეხება სისხლის სამართლის საქმეების განუსაზღვრელ რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რა პროცესუალურ სტადიაზეა ისინი; მისი გამოცხადების ინიციატივა ყოველთვის სახელმწიფო ორგანოდან მოდის; ამნისტიას აქვს საერთო-სავალდებულო ხასიათი როგორც სამართლებრივი ორგანოებისათვის, ასევე თვით ამნისტირებულთა მიმართ. ერთადერთი გამონაკლისი არის ის შემთხვევა, როდესაც პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოითხოვს მისი საქმის სასამართლოს მიერ გადასინჯვას. ამნისტიის აქტი ქმნის მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს, განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც იგი ეხება, აგრეთვე მისი გამოყენების პირობებსა და წესს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ან სასჯელისაგან გათავისუფლების იურიდიულ საფუძველს კი წარმოადგენს სამართლის ნორმათა გამოყენების ინდივიდუალურად განსაზღვრული აქტი: სისხლის სამართლის საქმეზე საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება და სხვა. //ნანობაშვილი ზაზა. ამნისტიისა და შეწყალების სამართლებრივი ბუნება // ალმანახი ¹13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
ანგარიშგება და გამჭირვალობა ანგარიშგება და გამჭირვალობა - (Accountability and Transparency) დაინეტერსებულ მხარეებთან კომპანიის პოლიტიკასა და პროგრამებზე ფორმალური და არაფორმალური ანგარიშგება. ანგარიშში გამოკვეთილად, ზუსტად და რეალურად უნდა იყოს აღწერილი კომპანიის მიღწევები და დაბრკოლებები. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
ანგლიკანური ეკლესია ანგლიკანური ეკლესია - ქვეყნის, სახელმწიფოს, ერის ეკლესიაა. იგი იდენტიფიცირებულია ინგლისთან (დიდ ბრიტანეთთან) და, ნაწილობრივ, ირლანდიასთან და, ამდენად, ნაციონალიზმის (გარკვეულწილად ფილეტიზმის) ელემენტებსაც შეიცავს (სომხური სამოციქულო ეკლესიის მსგავსად), რის გამოც მისმა მოძღვრებამ და პრაქტიკამ სხვა ქვეყნებში გზა წარმატებით ვერ გაიკაფა. ზოგადი შეფასებით, ანგლიკანურ თეოლოგიას, კულტმსახურებასა და კანონიკურ წყობილებას კათოლიკობასა და პროტესტანტობას შორის შუალედური ადგილი უჭირავს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ანიმიზმი ანიმიზმი - (ლათ. ანიმა ,,სული”) რწმენა, რომ ყველა საგანს აქვს სული. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ანრი IV ანრი IV - (1553-1610) საფრანგეთის მეფე. 193 წ. ანრი IV-მ კათოლიკობა მიიღო პოლიტიკური მოსაზრებით. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ანტიკური ეპოქა ანტიკური ეპოქა - ძვ. წ. მე-7 საუკუნის - ახ. წ. მე-6 საუკუნის დასაწყისი (ძვ. საბერძნეთის მონათმფლობელური საზოგადოება) და ძვ. წ. მე-2 ს დასაწყისი - ახ. წ. მე-6 საუკუნის დასაწყისი (ძვ. რომის მონათმფლობელური საზოგადოება).
აპელაცია აპელაცია - პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
აპიუს კლავდიუსი აპიუს კლავდიუსი - ძვ. წ. 504 წელს გადასახლდა რომში. სათავე დაუდო კლავდიელთა ტრიბას. სახელი მისი ხალხის სახელწოდების მიხედვით შეერქვა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
არაადამიანური მოპყრობა არაადამიანური მოპყრობა - მოპყრობა, რომელიც შეგნებულად იწვევს ფსიქიკურ ან ფიზიკურ ტანჯვას. ადამიანის მიმართ მოპყრობა ან მის მიმართ გამოყენებული სასჯელი ,,დამამცირებელია”, თუ ის სერიოზულად შეურაცხყოფს ადამიანს სხვების წინაშე, ანდა აიძულებს მას, მოიქცეს საკუთარი ნებისა თუ სინდისის საწინააღმდეგოდ. //ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა. [თბ. : ALPE], 2005წ.
არალეგალური მიგრაცია არალეგალური მიგრაცია - განისაზღვრება, როგორც: ,,იმ პირთა განსაკუთრებულად არაორგანიზებული მიგრაციის ყველა სახე და ნაკადი, რომლებიც არ ითვალისწინებენ მიგრაციის წარმომშობი, ტრანზიტული და/ან მიმღები ქვეყნების შესაბამის კანონებსა და წესებს”. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000 არალეგალური მიგრაცია - ტერმინი გამოიყენება, როგორც კრებითი ტერმინი და მოიცავს როგორც ადამიანთა თრეფიქინგს, ასევე მიგრანტთა კონტრაბანდას და მიგრაციის სხვა ფორმებს, რასაც შეიძლება ეწოდოს არალეგალური ან არადოკუმენტირებული და რაც განსხვავდება ზემოხსენებული ორი განმარტებისაგან. სიტყვა ,,არადოკუმენტირებული” ეხება ნებისმიერ პირს, რომელიც ქვეყანაში შედის, რჩება, ან ქვეყნიდან გადის ამის თაობაზე ოფიციალური მოქმედი უფლებამოსილების გარეშე. ამაში შედის, მაგალითად, პირები, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, ან მუშაობენ საზღვარგარეთ მუშაობის ოფიციალური ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, ტერმინი ,,არალეგალური მიგრაცია” მოიცავს აგრეთვე სავიზო ბროკერების, ტურისტული ფირმებისა და დასაქმების სააგენტოების უპატიოსნო საქმიანობებს, რომლებიც თავიანთ კლიენტებს არწმუნებენ, რომ უზრუნველყოფენ საზღვარგარეთ მათს გასვლას, მაგრამ დაპირებას არ ასრულებენ. ზოგიერთ შემთხვევაში პოტენციურ მიგრანტებს ატყუებენ მაშინვე, როდესაც ისინი აგენტს ფულს გადაუხდიან. ისინი საქართველოს ტერიტორიიდან ვერც კი გადიან, რადგან აგენტი ფულთან ერთად მიიმალება ხოლმე. ამგვარი შემთხვევებიც შედის კრებით ტერმინში ,,არალეგალური მიგრაცია”, რადგან ისინი ხშირად იმავე აგენტებთან არის დაკავშირებული, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს სხვა მოქალაქეების კონტრაბანდით ან თრეფიქინგით არიან დაკავებულები. თრეფიქინგის მსხვერპლები და კონტრაბანდით გაყვანილი მიგრანტები მოიხსენებიან, როგორც არალეგალური მიგრანტები, თუ სხვაგვარად არ იქნება მინიშნებული. სხვა არალეგალური მიგრანტებისაგან, მათ შორის კონტრაბანდით გაყვანილი მიგრანტებისაგან, თრეფიქინგის მსხვერპლთა განმასხვავებელი ძირითადი კრიტერიუმია უკანონო გადამყვანების და/ან შუამავლებისა და პარტნიორების მიერ მიგრანტებზე ძალდატანება. თუ მიგრანტმა ქვეყანაში არალეგალურად შესვლისათვის მიმართა ადამიანთა კონტრაბანდისტების მომსახურებას, მაგრამ მანამდე ან ქვეყანაში შესვლის შემდეგ მას შრომითი ექსპლუატაცია არ გასწევია, გამოიყენება ტერმინი ,,მიგრანტთა კონტრაბანდა”, მიუხედავად იმისა, შეუქმნა თუ არა რისკი კონტრაბანდის პროცესმა მიგრანტის ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას. ეს განსხვავება მიესადაგება აგრეთვე იმ არალეგალურ მიგრანტებს, რომლებმაც ითხოვეს დასაქმების არაოფიციალური მედიატორების დახმარება, მაგრამ შემდეგ მათ საზღვარგარეთელმა აგენტებმა და დამქირავებლებმა ექსპლუატაცია არ გაუწიეს. თრეფიქინგისა და არალეგალური მიგრაციის განმასხვავებელი მეორე კრიტერიუმი ეხება იმას, უთხრეს თუ არა სიმართლე მიგრანტებს საზღვარგარეთ მათი სამუშაოს ხასიათისა და დეტალების შესახებ. თუ რესპოდენტებს არ შეუტყობინებიათ რაიმე სახის ტყუილის შესახებ, გამოიყენება ტერმინი ,,სხვა არალეგალური მიგრანტი”, რათა ისინი განვასხვაოთ თრეფიქინგის მსხვერპლებისაგან. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000
არაოფიციალური სწავლა არაოფიციალური სწავლა - ფორმალური და არაფორმალური სწავლისაგან განსხვავებით არის ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი შედეგი; არ წარმოადგენს მიზნობრივ სწავლას და ადამიანის მიერ შეიძლება არც კი იქნას აღქმული, როგორც მისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განახლების საშუალება. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
არასამთავრობო ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაცია- სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი (ორგანიზაცია) რომლის მიზანია სამოქალაქო ფასეულობების განმტკიცება, დაცვა და ა.შ. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 არასამთავრობო ორგანიზაცია – სოციალური ჯგუფის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც იქმნება იურიდიული ორგანიზაცია პრობლემის გადასაჭრელად და რომელიც სახსრებს იღებს დონორებისგან. არაფორმალურ ჯგუფებს, სოციალურ კლასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს არ შეუძლიათ ფულადი სახსრების მიღება, ვინაიდან მათ არაფორმალური სტატუსი აქვთ. ფაქტიურად, დონორები ფულს აძლევენ არა სოციალურ კლასს ან ეთნიკურ ჯგუფს, ანუ არაფორმალურ ჯგუფს, არამედ „იურიდიულ პირს“; ისინი ფულს აძლევენ, მაგალითად, არა სოფელს, არამედ „სოფლის ხელისუფლებას“. //სემფსონი სტივ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების გზით // ალმანახი ¹15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000. არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაცა - (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია) არის მოქალაქეთა გაერთიანება საკუთარი წუხილების, ინტერესების ანდა სურვილების მიხედვით. ასეთი ორგანიზაცია ნათლად აჩვენებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესების თანაბარ პრიორიტეტს, რაც საფუძვლად უდევს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში პიროვნების ინტერესი ემთხვევა კონკრეტული სოციუმის ინტერესს და ურთიერთშეზღუდვები დაშვებელია და სასურველია ორივე მხარისათვის. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
არასრულწლოვანი არასრულწლოვანი - პირი, რომელიც ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით არ ითვლება სრულწლოვანად და არ აქვს მინიჭებული უფლება ისარგებლოს გარკვეული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
არაფორმალური სწავლა არაფორმალური სწავლა - განათლების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფარგლებს გარეთ და არ ისახსავს მიზნად ოფიციალური სერიტფიკატის მიღებას. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
არაჯეროვანი ტვირთის ტესტი არაჯეროვანი ტვირთის ტესტი - Undue burden test ტესტი, რომელიც გამოყენებულ იქნა აბორტის თაობაზე შტატების რეგულაციების ფედერალურ კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადასაწყვეტად. ამ ტესტის მიხედვით აბორტის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, როდესაც ისინი ,,არსებით წინაღობას’’ უქმნის ქალის სურვილს აბორტის უფლების რეალიზაციაზე. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
არდაწესების კლაუზულა არდაწესების კლაუზულა - Nonestablishment clause იხ. დაწესების კლაუზულა. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
არისტოტელე არისტოტელე - (ძვ. წ. 384-322), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი. პლატონის მოწაფე. დაიბადა ქ. სტაგირაში. 339-336 არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი იყო. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი). ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ევბეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომები ძირითადად ეხება მეტაფიზიკის ანუ პირველი ფილოსოფიის საგანს, ფაიქოლოგიას და შემეცნების თეორიას, ეთიკას, ხელოვნების თეორიას, ლოგიკურ თხზულებებს, ფიზიკას და მოძღვრებას სახელმწიფოს შესახებ ანუ პოლიტიკას. არისტოტელე - (ძვ. წ. 384-322) დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, განათლება მიიღო ათენში, პლატონის სკოლაში. არისტოტელე დიდ ყურადღებას უთმობდა სახელმწიფოსა და სამართლის პრობლემებს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
არკადიელები არკადიელები - ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი მხარის, არკადიის მკვიდრნი. (არკადია მდებარეობდა პელოპონესის ცენტრალურ ნაწილში.) რბილი ჰავის წყალობით ამ მხარეში განვითარდა მეცხოველეობა. არკადია ძველადვე უზრუნველი ცხოვრების სიმბოლოდ იქნა მიჩნეული. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
არქიმედე არქიმედე - (ძვ. წ. 287-212) ბერძენი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. იგი II პუნიკური ომის დროს (ძვ. წ. 218-201) სამი წლის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა რომაელებს, რომელთაც ალყაში ჰყავდათ მოქცეული მისი ქალაქი სირაკუსე. გადმოცემის თანახმად, არქიმედე დამანის მეშვეობით ხანძარს უჩენდა რომაელთა ხომალდებს. მოკლეს სირაკუსეს აღების დროს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
არშემდგარი სახელმწიფო არშემდგარი სახელმწიფო - ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის სიუზან რაისის აზრით, ,,არშემდგარი სახელმწიფოები ისეთი ქვეყნებია, სადაც კონფლიქტის, არაეფექტური მართვისა, ან სახელმწიფოს დაცემის (კოლაფსის) გამო, ცენტრალური მთავრობა საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ვერც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და ვერც სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ახერხებს“ არშემდგარი სახელმწიფო - ჯერალდ ჰელმანი და სტივენ რატნერი არშედმგარ სახელმწიფოს ახასიათებენ, როგორც ,,სრულიად უუნარო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობის შენარჩუნება თავად არ შეუძლია“ მათ ამგვარ სახელმწიფოებად ჰაიტი, სომალი, სუდანი, ლიბერია, ავღანეთი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობ მიაჩნიათ. არშემდგარი სახელმწიფო - ცნობილი ამერიკელი მკვლევარის რობერტ როთბერგის აზრით, ქვეყანას არშემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებს, როდესაც ძირითადი პოლიტიკური ფუნქციების (მაგალითად, უსაფრთხოება, განათლება და ჯანდაცვის სისტემა) განხორციელებას წყვეტს, როდესაც მათი ერთობლივი შიდა პროდუქტი და გაერო-ს ჰუმანური განვითარების ინდექსი მკვეთრად ეცემა, როდესაც კორუფცია მძვინვარებს და ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობა მცირდება და, განსაკუთრებით, თუ მცირე მასშტაბის ძალადობა შინაომად გადაიქცევა. არშემდგარი სახელმწიფო - რობერტ კუპერის აზრით, არშემდგარ სახელმწიფოებში ,,ყველაფრის პრივატიზება ხდება. პირველად, კორუფციის მეშვეობით სახელწმიფოს შემოსავლების პრივატიზება მიმდინარეობს. შემდეგ, მმართველის პირადი მოთხოვნების შესაბამისად კანონების ადაპტაცია, ან უბრალოდ მათი იგნორირება ხდება. სახელმწიფო რაც უფრო მეტად ემსგავსება მმართველის კერძო საკუთრებას, მით უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს კანონმორჩილებაზე... აზრი აღარ აქვს გადასახადების გადახდას, თუ ის მხოლოდ სახელისუფლო კლასის ჯიბეში ჩაედინება... საბოლოოდ, არმიაც ვერ ხედავს აზრს მმართველების მორჩილებაში... ხდება სამხედრო გადატრიალებები და ძალადობის საშუალებების პრივატიზება. როდესაც სახელმწიფო წყვეტს საზოგადიოებრივი საქონლის წარმოებას, ის სახელმწიფოდ არსებობასაც ასრულებს”. //ბახტაძე რ. არშემდგარი სახელმწიფო,//ახალი აზრი #4 (10),– ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“,–2003
არჩევითი კურსები არჩევითი კურსები - არ არის სავალდებულო ყველა სტუდენტისათვის და შეიძლება გამოყენებული იქნეს სასწავლო პროგრამის ნაწილად. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
არჩევნები არჩევნები - 1. საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა კენჭისყრით; 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასაჯარო დაწესებულების, ორგანიზაციის კოლეგიური ორგანოს ან თანამდებობის პირის არჩევა. არჩევნების მეშვეობით მოქალაქეები ახორციელებენ სახელმწიფოს ან დაწესებულების, ორგანიზაციის მართვა-გამგებლობაში მონაწილეობის უფლებას. არჩევნები შეიძლება იყოს საყოველთაო და ნაწილობრივი, საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო, მორიგი, დამატებითი, განმეორებითი, პირდაპირი და არაპირდაპირი, პროპორციული და მაჟორიტარული და ა.შ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ასიმილაცია ასიმილაცია - საკუთარივით შეთვისება ან მიერთება. სოციოლოგიაში ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ, როდესაც წარსულისა თუ იდენტობის თვალსაზრისით სრულიად შეუსაბამო ჯგუფები ან ინდივიდები იქცევიან ერთგვაროვან, ერთი იდენტობის მატარებელ ჯგუფად. ამ შემთხვევაში პროცესი შესაძლოა იყოს ცალმხრივი, როდესაც ერთი შთანთქავს მეორეს ან ორმხრივი, როდესაც ერთიანდება ერთ მთლიანობაში და, აქედან გამომდინარე, ხდება ორიგინალური პირველადი იერსახეების წაშლა. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ატესტაცია ატესტაცია (ლათ. attestacio მოწმობა) - მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
აფილაცია აფილაცია - ახალი კონტაქტი, კავშირი; მისი ქვეტექსტი ყოველთვის პოზოტოურია,; აფილაცია ასოცირებულია თანამშრომლობასთან, კომპანიონობასთან, სიყვარულთან; ადამიანის ერთ-ერთი საბაზო მოთხოვნილებაა. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები - საოლქო სასამართლოს მსგავსად, დავებს პირველი ინსტანციით ისმენენ. ხოლო პალატები აპელაციის წესით განიხილავენ საჩივრებს მათი ქვემდებარე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1
აქტი აქტი - სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ოფიციალური დოკუმენტი (კანონი, ბრძანებულება, დეკრეტი, დადგენილება და ა.შ.) //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
აღიარება აღიარება - ცნობა ECTS-ის ფარგლებში ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ კურსის ან მოდულის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებული კრედიტები, რომლებიც დაფიქსირებულია სასწავლო ხელშეკრულებაში მასპინძელ უნივერსიტეტში, უნდა ჩანაცვლდეს მის მშობლიურ უნივერსიტეტში მიღებული კრედიტების სისტემის შესაბამისი რაოდენობით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
აღმასრულებელი პრივილეგია აღმასრულებელი პრივილეგია - საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოხელეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
აღმასრულებელი ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლება - ორგანოთა სისტემა, რომელიც აღმასრულებელ-განმკარგულებელი ხასიათისაა და ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას, კანონების შესრულების ორგანიზაციულ-ოპერატიული ფორმით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. აღმასრულებელი ხელისუფლება - ხელისუფლების განშტოება, რომელიც პრაქტიკაში განახორციელებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს პრეზიდენტი და სახელმწიფო კანცელარია, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღსრულებაზე //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
აღმსარებლობა აღმსარებლობა - ესა თუ ის რელიგია, ამა თუ იმ რწმენის მიმდევრობა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
აღმსარებლობის თავისუფლების კლაუზულა აღმსარებლობის თავისუფლების კლაუზულა - Free exercise clause აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების დებულება, რომელიც სახელმწიფოს უკრძალავს ადამიანების უფლების შეზღუდვას რელიგიური მრწამსის გამოხატვაზე. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
აცილება აცილება - განცხადება ვისიმე კანდიდატურის მოხსნის შესახებ, ვისიმე არდაშვების შესახებ რამეში მონაწილეობის მისაღებად. სისხლის სამართლის პროცესსა და სამოქალაქო პროცესში პროცესის ზოგიერთი მონაწილის საქმის წარმოებისაგან ჩამოშორება სასამართლო განხილვისა და წინასწარი გამოძიების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მიზნით. მოსამართლე, მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი, სასამართლო სხდომის მდივანი, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი და დამსწრე მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქმის წარმოებაში, თუ არის კანონით გათვალისწინებული გარემოებები, რაც საეჭვოს ხდის მათ ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. აცილება – მდგომარეობა, როდესაც მოსამართლე ჩამოშორებულია საქმის განხილვას, იმ მოტივებით, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია შესაბამის კანონმდებლობაში. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
ახალსამოციქულო ეკლესია ახალსამოციქულო ეკლესია - დაარსების თარიღი 1832 წელია. ამ დროს ინგლისში - ოლბანსა და ლონდონში - თანამორწმუნეთა რამდენიმე ჯგუფი შეიკრიბა და მოციქულები აირჩიეს. ასე შეიქმნა ახალი დენომინაცია, რომელიც, მისი მესვეურების რწმენით, სინამდვილეში სხვა არა არის რა, თუ არა პირველმოციქულთა მოძღვრებისა და პრაქტიკის განახლება და აღდგენა. მაშასადამე, ,,ახალსამოციქულო ეკლესიას’’ სამოციქულო ტრადიციის ყველაზე სრულყოფილად ფლობის პრეტენზია აქვს. ,,ახალმა მოციქულებმა’’ XIX ს-ის შუა წლებში ეკლესიები გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩამოაყალიბეს. მათი ასპარეზი მალე მსოფლიო მასშტაბით განივრცო და ეს ეკლესია დღეს რვა მილიონამდე წევრს ითვლის. იგი დაყოფილია სამოციქულოებად, სამოციქულოები - ოლქებად, ოლქები - თემებად ანუ სამრევლოებად. მსოფლიო ახალსამოციქულო ეკლესიას სათავეში მთავარმოციქული უდგას. მას მოციქულები ექვემდებარებიან, მოციქულებს - ეპისკოპოსები, ეპისკოპოსებს - მღვდლები, დიაკვნები, მნათეები, ევანგელისტები და მქადაგებლები. ეკლესიებთან საკვირაო სკოლები მოქმედებს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა