სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

აღმასრულებელი ხელისუფლება

აღმასრულებელი ხელისუფლება - ორგანოთა სისტემა, რომელიც აღმასრულებელ-განმკარგულებელი ხასიათისაა და ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას, კანონების შესრულების ორგანიზაციულ-ოპერატიული ფორმით.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

აღმასრულებელი ხელისუფლება - ხელისუფლების განშტოება, რომელიც პრაქტიკაში განახორციელებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს.
აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს პრეზიდენტი და სახელმწიფო კანცელარია, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღსრულებაზე
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002


 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა