სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 7 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ხარისხი ხარისხი - სასწავლო პროცესისა და მისი შედეგების ინტეგრალური მახასიათებელი, რომელიც სასწავლო პროგრამების შინაარსითა და პედაგოგთა კვალიფიკაციით განისაზღვრება. //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
ხარისხის უზრუნველყოფა ხარისხის უზრუნველყოფა - შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
ხასიდიზმი ხასიდიზმი - (ებრ. ღვთისმოსავი) იუდაიზმის მიმდინარეობა. მისი ძირითადი მიზანი იყო და არის იუდეური ღვთისმსახურების რეფორმა, რიტუალების რიცხვის შემცირება. სამაგიეროდ - ყურადღების გადატანა თითოეული პიროვნების როლსა და ადგილზე სამყაროში, სულიერსა და ზნეობრივ სრულყოფაზე. ხასიდიზმის მამათმთავრად ითვლება მოხეტიალე მკურნალი ისრაელ ბენ ელიეზერი ანუ ბეშტი (1700-1760). //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ხატი ხატი - სახე, სურათი, ნებისმიერ გამოსახულება. ესაა თავდაპირველი მნიშვნელობა, რაც შემდეგ გაფართოვდა, შეიძინა რელიგიური აზრი და სპეციფიკური შინაარსი, იქცა კონკრეტული - საკრალური და საკულტო - საგნის სახელწოდებად. მისი ბერძნული შესატყვისია ,,ეიკონ’’ ანუ ,,იკონ’’, რუსული - ,,ობრაზ’’. ხატის მისია ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივის წარმოჩენა, უფრო ზუსტად, განხატებაა. ამრიგად, ეკლესიის თვალთახედვით, ხატი არის საკრალური საგანი; იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმინდანების ფერწერული გამოსახულება, შემოსილი მადლით, რადგან ფორმით ასაჩინოებს სარწმუნოებრივად სათაყვანებელ არსებას და მლოცველთა გრძნობას და გონებას ასახული რეალობისაკენ მიაქცევს. ასეთივე ფასი აქვს ცხოველმყოფელი ძელის ანუ გოლგოთის ჯვრის ნიშს, რასაც მორწმუნე ყოველდღე ხედავს, განიცდის თუ გამოისახავს. აგრეთვე - წმიდა ჭურჭლებს, საღვთო და სამღვდელო წიგნებს, წმიდა ნაწილებს და სხვა რელიქვიებს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - ბრალდებულის წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევს სასამართლოს იმის შესახებ, რომ არ დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, არ აწარმოებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ხელს არ შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გამოცხადდება გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით. ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას არ გავიდეს აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვის გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი მითითებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
ხირშმან-ხერფინდერის ინდექსი ხირშმან-ხერფინდერის ინდექსი - ძირითადი ინდიკატორი, რომლებითაც შეიძლება შეფასდეს ბაზარზე კომპანიების მონოპოლიური ძალაუფლება. ხირშმან-ხერფინდერის ინდექსი. იგი ცალკეული დარგის კონცენტრაციის ხარისხს აჩვენებს. ამ ინდექსის მიხედვით მიიღება ანტიმონოპოლიური გადაწყვეტილებები ხელისუფლების მიერ (დარგის საწარმოების მცირე საწარმოებად დაშლა, სხვადასხვა საწარმოების შეერთების აკრძალვა და სხვა). //ნატროშვილი გიორგი. საქართველოს შიდა ეკონომიკური საფრთხეები და მათი მართვის გზები // ახალი აზრი, ¹ 7 (13),– ნოემბერი,–2003
ხსნის არმია ხსნის არმია - ეს მოძრაობა ინგლისელი მეთოდისტების წრეში წარმოიშვა. დამაარსებელია მეთოდისტი მქადაგებელი უილიამ ბუთი, რომელიც დაუპირისპირდა თავისი ეკლესიის წესებს - დაფუძნებულს ანგლიკანურ ტრადიციებზე, მაგრამ სამაგიეროდ ახალი და მკაცრად უნიფიცირებული წესები შემოიღო. უ. ბუთიმ 1861 წელს ინგლისში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია - ,,მოძრაობა საზოგადოების აღორძინებისათვის’’, რომელსაც შემდეგ ,,ქრისტიანული მისია’’ ეწოდა, 1878 წლიდან - ,,ხსნის არმია’’. ამ სახელწოდების ეკლესიები მალე ამერიკის, ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში გაფორმდა. შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ცენტრი ვაშინგტონია. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა