სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ

ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - ბრალდებულის წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევს სასამართლოს იმის შესახებ, რომ არ დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, არ აწარმოებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ხელს არ შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გამოცხადდება გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით. ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას არ გავიდეს აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვის გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი მითითებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.
//გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა