სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 


შედეგი: ნაპოვნია 5 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ზავი ზავი - შეთანხმება, მაგალითად, მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტისა და მშვიდობიანობის დამყარების შესახებ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ზარათუშტრა ზარათუშტრა - ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ. VII-VI სს-ში. იგი იყო მაზდეანი ანუ ღვთაება აჰურამაზდას ერთგული მსახური. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ზემზრუნველობა ზემზრუნველობა - შეფარული ძალადობის გამოვლენაა ზემზრუნველობა, როდესაც მშობელი საკუთარი ნების სრული თავსმოხვევით მორალურ-ფსიქოლოგიურად „ახრჩობს“ და „აპარალიზებს” შვილს. //მახაშვილი ნინო, აგრესიის ციკლი და ვიქტიმიზაცია ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], - ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ზოგადი განათლება ზოგადი განათლება - უწყვეტი საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი რგოლი. ზოგადი განათლების პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მიერ ზოგადი მეცნიერული ცოდნის საფუძვლების შეთვისება, ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ზნეობრივ ღირებულებათა განვითარება, შრომის უნარის გამომუშავება, ნებისყოფის განმტკიცება, სულიერი და ფიზიკური ძალების ჰარმონიული განვითარება, სამოქალაქო-დემოკრატიული და ეროვნულ-კულტურული შეგნების ჩამოყალიბება. (განათლების შესახებ კანონი: მუხლი II. ზოგადი განათლება) //წიგნიერი: [2002-2004 წლებში გამოქვეყნებული სტატიების ანთოლოგია],– [რედ. ზვიად მიმინოშვილი],–ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება,–თბ.,– 2005
ზოროასტრიზმი ზოროასტრიზმი - ჩაისახა და აღმოცენდა სპარსეთში. ამის გამო მას ხშირად ფარსიზმსაც ეძახიან. მისი დამაარსებელია ზოროასტრი ანუ ზარათუშტრა. ამ სახელისგანაა წარმომდგარი ტერმინი - ზოროასტრიზმი. ზარათუშტრა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ. VII-VI სს-ში. იგი იყო მაზდეანი ანუ ღვთაება აჰურამაზდას ერთგული მსახური. ასე რომ, ზოროასტრიზმი მაზდეანობის მემკვიდრეა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა