სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ხატი

ხატი - სახე, სურათი, ნებისმიერ გამოსახულება. ესაა თავდაპირველი მნიშვნელობა, რაც შემდეგ გაფართოვდა, შეიძინა რელიგიური აზრი და სპეციფიკური შინაარსი, იქცა კონკრეტული - საკრალური და საკულტო - საგნის სახელწოდებად. მისი ბერძნული შესატყვისია ,,ეიკონ’’ ანუ ,,იკონ’’, რუსული - ,,ობრაზ’’. ხატის მისია ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივის წარმოჩენა, უფრო ზუსტად, განხატებაა. ამრიგად, ეკლესიის თვალთახედვით, ხატი არის საკრალური საგანი; იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმინდანების ფერწერული გამოსახულება, შემოსილი მადლით, რადგან ფორმით ასაჩინოებს სარწმუნოებრივად სათაყვანებელ არსებას და მლოცველთა გრძნობას და გონებას ასახული რეალობისაკენ მიაქცევს. ასეთივე ფასი აქვს ცხოველმყოფელი ძელის ანუ გოლგოთის ჯვრის ნიშს, რასაც მორწმუნე ყოველდღე ხედავს, განიცდის თუ გამოისახავს. აგრეთვე - წმიდა ჭურჭლებს, საღვთო და სამღვდელო წიგნებს, წმიდა ნაწილებს და სხვა რელიქვიებს.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა