სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

არასამთავრობო ორგანიზაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია- სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი (ორგანიზაცია) რომლის მიზანია სამოქალაქო ფასეულობების განმტკიცება, დაცვა და ა.შ.
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002

არასამთავრობო ორგანიზაცია – სოციალური ჯგუფის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც იქმნება იურიდიული ორგანიზაცია პრობლემის გადასაჭრელად და რომელიც სახსრებს იღებს დონორებისგან. არაფორმალურ ჯგუფებს, სოციალურ კლასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს არ შეუძლიათ ფულადი სახსრების მიღება, ვინაიდან მათ არაფორმალური სტატუსი აქვთ. ფაქტიურად, დონორები ფულს აძლევენ არა სოციალურ კლასს ან ეთნიკურ ჯგუფს, ანუ არაფორმალურ ჯგუფს, არამედ „იურიდიულ პირს“; ისინი ფულს აძლევენ, მაგალითად, არა სოფელს, არამედ „სოფლის ხელისუფლებას“.
//სემფსონი სტივ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების გზით // ალმანახი №15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.

არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაცა - (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია) არის მოქალაქეთა გაერთიანება საკუთარი წუხილების, ინტერესების ანდა სურვილების მიხედვით. ასეთი ორგანიზაცია ნათლად აჩვენებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესების თანაბარ პრიორიტეტს, რაც საფუძვლად უდევს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში პიროვნების ინტერესი ემთხვევა კონკრეტული სოციუმის ინტერესს და ურთიერთშეზღუდვები დაშვებელია და სასურველია ორივე მხარისათვის.
//სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა