სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანარშემდგარი სახელმწიფო
არშემდგარი სახელმწიფო - ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის სიუზან რაისის აზრით, ,,არშემდგარი სახელმწიფოები ისეთი ქვეყნებია, სადაც კონფლიქტის, არაეფექტური მართვისა, ან სახელმწიფოს დაცემის (კოლაფსის) გამო, ცენტრალური მთავრობა საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ვერც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და ვერც სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ახერხებს“
არშემდგარი სახელმწიფო - ჯერალდ ჰელმანი და სტივენ რატნერი არშედმგარ სახელმწიფოს ახასიათებენ, როგორც ,,სრულიად უუნარო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობის შენარჩუნება თავად არ შეუძლია“ მათ ამგვარ სახელმწიფოებად ჰაიტი, სომალი, სუდანი, ლიბერია, ავღანეთი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობ მიაჩნიათ.
არშემდგარი სახელმწიფო - ცნობილი ამერიკელი მკვლევარის რობერტ როთბერგის აზრით, ქვეყანას არშემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებს, როდესაც ძირითადი პოლიტიკური ფუნქციების (მაგალითად, უსაფრთხოება, განათლება და ჯანდაცვის სისტემა) განხორციელებას წყვეტს, როდესაც მათი ერთობლივი შიდა პროდუქტი და გაერო-ს ჰუმანური განვითარების ინდექსი მკვეთრად ეცემა, როდესაც კორუფცია მძვინვარებს და ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობა მცირდება და, განსაკუთრებით, თუ მცირე მასშტაბის ძალადობა შინაომად გადაიქცევა.
არშემდგარი სახელმწიფო - რობერტ კუპერის აზრით, არშემდგარ სახელმწიფოებში ,,ყველაფრის პრივატიზება ხდება. პირველად, კორუფციის მეშვეობით სახელწმიფოს შემოსავლების პრივატიზება მიმდინარეობს. შემდეგ, მმართველის პირადი მოთხოვნების შესაბამისად კანონების ადაპტაცია, ან უბრალოდ მათი იგნორირება ხდება. სახელმწიფო რაც უფრო მეტად ემსგავსება მმართველის კერძო საკუთრებას, მით უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს კანონმორჩილებაზე... აზრი აღარ აქვს გადასახადების გადახდას, თუ ის მხოლოდ სახელისუფლო კლასის ჯიბეში ჩაედინება... საბოლოოდ, არმიაც ვერ ხედავს აზრს მმართველების მორჩილებაში... ხდება სამხედრო გადატრიალებები და ძალადობის საშუალებების პრივატიზება. როდესაც სახელმწიფო წყვეტს საზოგადიოებრივი საქონლის წარმოებას, ის სახელმწიფოდ არსებობასაც ასრულებს”.
//ბახტაძე რ. არშემდგარი სახელმწიფო,//ახალი აზრი #4 (10),– ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“,–2003