სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ადმინისტრაციული იუსტიცია

ადმინისტრაციული იუსტიცია - სასამართლო ორგანოთა სისტემა, რომელიც მმართველობით სფეროში სპეციალურად იცავს კანონიერებას.
ადმინისტრაციული იუსტიცია ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წესით გადაწყვეტას ნიშნავს. ადმინისტრაციული იუსტიციის ორგანოები არ ერევიან მმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობაში, ისინი მხოლოდ განიხილავენ ადმინიტრაციულ დავებს. სასამართლო შეიძლება ჩაერიოს მხოლოდ განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
ადმინისტრაციულ იუსტიციას საფუძველი ჩაეყარა საფრანგეთში, სადაც 1799 წელს შეიქმნა სახელმწიფო საბჭო, შემდეგ კი პრეფექტურის საბჭოები, თუმცა, 1872 წლამდე მათ გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციისათვის სავალდებულო ძალა არ ჰქონდა. 1872 წელს საბჭოებს მიეცათ სასამართლოს უფლებამოსილებანი და გამოჰქონდათ სასამართლო გადაწყვეტილებები. სასამართლოს ასეთი სპეციალიზაცია ხელს უწყობდა მჭიდრო კავშირის დამყარებას მმართველობით სფეროსა და განსახილველ საქმეთა არსს შორის. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული დავების ობიექტური გადაწყვეტა და ადამიანის უფლებების ასეთი ფორმით დაცვა უფრო ეფექტური გახდა. საერთო სასამართლოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციაც, მმართველობით სფეროში მისი სპეციალიზაციის გამო, უფრო ადმინისტრაციულ სასამართლოს ენდობოდა.
//სუხიაშვილი ზაზა. ადმინისტრაციული იურისდიქცია // ალმანახი №17, [ადმინისტრაციული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა