სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანალ-აქსას წამებულთა ბრიგადები
ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები - 2000 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მჭიდროდ თნამაშრომლობს მოძრაობა ,,ფათჰთან“, რომელსაც თავად იასირ არაფატი უდგას სათავეში. ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტთა სიაში 2002 წელს შეიყვანა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ კამიკაძე ტერორისტის მიერ იერუსალიმში განხორციელებული ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო.
,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ ისლამისტურ მოძრაობას არ მიეკუთვნება. დაჯგუფებამ მოქმედება 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც პალესტინურმა ინტიფადამ აიღო სტარტი. ორგანიზაცია ნაციონალისტურ პრინციპებზეა დაფუძნებლი. თუმცა ხშირად, ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ მჭიდროდ თანამშრომლობს ,,ჰამასთან“ და ,,ისლამურ ჯიჰადთან“ და მათთან ერთად გეგმავს ამა თუ იმ ტერაქტის განხორციელებას. არსებობს ეჭვი, რომ ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადების“ საქმნაობას თავად იასირ არაფატი აკონტროლებს, თუმცა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი ამას კატეგორიულად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, ისრაელის დაზვერვამ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანხმად არაფატის ბრძანებით ,,ალ-აქსას ბრიგადებმა“ 20 ათასი აშშ დოლარი მიიღო.
//ღირსიაშვილი ლ. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ორი ერი, ერთი მიწა,-ახალი აზრი, #2 (8),- 2003,-ივნისი