სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანადამიანთა თრეფიკინგი
ადამიანთა თრეფიკინგი - დაშინების საშუალებები ან იძულების გამოყენება ან მოტყუების სხვა ფორმა, მოტაცება, გაყალბება, მოტყუება, უფლებამოსილების არასწორად გამოყენება ან გადასახადის ან სხვა სარგებლის აღებ-მიცემა სხვა პირზე კონტროლის მოპოვებისათვის მისი ექსპლუატაციის მიზნით. ექსლუატაცია, როგორც მინიმუმ უნდა ნიშნავდეს ადამიანების პროსტიტუციით ექსპლუატაცია ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმები. იძულებითი შრომა ან მომსახურეობები, მონობა ან მონობის მსგავსი საქციელი, მონური დამოკიდებულება ან ადამიანის ორგანოების ამოღება.
//გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
ადამიანთა თრეფიქინგი - ნიშნავს ადამიანთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, თავშესაფრის მიცემას ან მიღებას დაშინების, ძალდატანების ან ძალადობის სხვა ფორმის გამოყენების, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, საკუთარი ძალაუფლების ან სხვისი დაუცველობის ბოროტად გამოყენების, ან გადასახადის ან სარგებელის მიღების ან გაცემის საშუალებით სხვა ადამიანზე ძალაუფლების მქონე პირის თანხმობის მიღებისათვის, ექსპლუატაციის მიზნით. ექსპლუატაციაში შედის, მინიმუმ, სხვა პირთა პროსტიტუციის ექსპლუატაცია ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმები, იძულებითი შრომა ან მომსახურება, მონობა ან მონობის მსგავსი ქმედება, კატორღული სამუშაოები ან შინაგან ორგანოთა ამოღება.
//გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001