სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანამიშები
ამიშები - საკმაოდ მცირერიცხოვანი და ძველი რელიგიური სექტა. მათ ეკუთვნით განათლების მიმართ აღმსარებლობის თავისუფლების დამკვიდრების პირველი მცდელობა. ამიშები წარმოადგენდნენ მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განხრას, რომლის მიმდევრებმაც 1693 წელს საკუთარი ეკლესიური თემი დააარსეს. 1720-1775 წლებში ისინი ამერიკაში გადასახლდნენ და ძირითადად პენსილვანიის შტატში დასახლდნენ. ამიშების ძველი ორდენი წარმოადგენდა თავდაპირველი ამიშური საზოგადოების განხრას, რომელიც ხასიათდებოდა უკიდურესი სიმკაცრით და ბიბლიისადმი ერთგულებით. ისინი მისდევდნენ მიწათმოქმედებას, საუბრობდნენ გერმანულად, ეცვათ ყველასგან განსხვავებული მე-18 საუკუნის ტანსაცმელი და ჰქონდათ პაციფისტური შეხედულებები. ამიშები ფიქრობდნენ, რომ ცოდნა, რომელიც არ არის დაკავშირებული მიწათმოქმედებასთან, ადამიანში ამპარტავნობის გრძნობას იწვევს, რაც დამღუპველი ცოდვაა.
//ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004