სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

აგრესიული ომი

აგრესიული ომი - მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და სხვა. საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიული ომს და მას დასჯადად აცხადებს. არ არის აუცილებელი აგრესიული ომი წარიმართოს უშუალოდ სხვა სახელმწიფოს მიერ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა აგრესიის ახალი სახე, რომელიც არა გარედან, არამედ სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას შიგნიდან ემუქრება. ყოველი სახელმწიფო მოვალეა, თავს შეიკავოს თავის საერთაშორისო ურთიერთობებში აგრესიული ომის წარმოებისაგან, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, აკრძალულია აგრესიული ომის პროპაგანდა, მისი დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება, რაც საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. ამ დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა სისტემა, საზღვრების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა. ობიექტური მხარედ ითვლება აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება.
აგრესიული ომის დაგეგმვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებების უზრუნველყოფა, რომელიც აგრესიულ ომს დაწყებისათვის ამზადებს. მომზადება ნიშნავს არსებული გეგმის განხორციელებას, სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, ცოცხალი ძალის მობილიზებას და სხვა. გაჩაღება გულისხმობს ამა თუ იმ მოქმედების დამთავრებას და აგრესიის პირველი აქტის დაწყებას, ხოლო წარმოება იმით განსხვავდება ზემოაღნიშნული ეტაპებისაგან, რომ ორგანიზატორები არა მარტო გეგმავენ, ამზადებენ ან აჩაღებენ ამ ომს, არამედ ომს სრულიად შეგნებულად, მიზანდასახულად აწარმოებენ. აგრესიული ომის წარმოება აღნიშნული სამი ეტაპის ლოგიკური დასასრულია და ცხადია გაზრდილია სასჯელის ვადები.
აგრესიულ აქტად ჩაითვლება: ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ძალის გამოყენებით ანექსია. ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ნავსადგურების ან ნაპირების ბლოკადა. გ) ერთი სახელმწიფოს ქმედება, რომელიც სხვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მისი ტერიტორია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ჩადენისათვის. დ) ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ იგი აგრესიის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს. ე) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო, ან საჰაერო ძალებზე თავდასხმა. აგრეთვე სხვა ქმედებების განხორციელება, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ დაკვალიფიცირდება როგორც აგრესია, რადგანაც ამა თუ იმ ქმედების აგრესიად აღიარება მხოლოდ უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა.
//გურგენიძე მ. დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობისა და უშიშროების წინააღმდეგ//ალმანახი №8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

აგრესიული ომი - აგრესიული ომი არის მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და სხვა. საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიული ომს და მას დასჯადად აცხადებს. არ არის აუცილებელი აგრესიული ომი წარიმართოს უშუალოდ სხვა სახელმწიფოს მიერ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა აგრესიის ახალი სახე, რომელიც არა გარედან, არამედ სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას შიგნიდან ემუქრება. ყოველი სახელმწიფო მოვალეა, თავს შეიკავოს თავის საერთაშორისო ურთიერთობებში აგრესიული ომის წარმოებისაგან, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, აკრძალულია აგრესიული ომის პროპაგანდა, მისი დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება, რაც საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. ამ დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა სისტემა, საზღვრების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა. ობიექტური მხარედ ითვლება აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება.
აგრესიული ომის დაგეგმვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებების უზრუნველყოფა, რომელიც აგრესიულ ომს დაწყებისათვის ამზადებს. მომზადება ნიშნავს არსებული გეგმის განხორციელებას, სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, ცოცხალი ძალის მობილიზებას და სხვა. გაჩაღება გულისხმობს ამა თუ იმ მოქმედების დამთავრებას და აგრესიის პირველი აქტის დაწყებას, ხოლო წარმოება იმით განსხვავდება ზემოაღნიშნული ეტაპებისაგან, რომ ორგანიზატორები არა მარტო გეგმავენ, ამზადებენ ან აჩაღებენ ამ ომს, არამედ ომს სრულიად შეგნებულად, მიზანდასახულად აწარმოებენ. აგრესიული ომის წარმოება აღნიშნული სამი ეტაპის ლოგიკური დასასრულია და ცხადია გაზრდილია სასჯელის ვადები.
აგრესიულ აქტად ჩაითვლება: ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ძალის გამოყენებით ანექსია. ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ნავსადგურების ან ნაპირების ბლოკადა. გ) ერთი სახელმწიფოს ქმედება, რომელიც სხვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მისი ტერიტორია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ჩადენისათვის. დ) ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ იგი აგრესიის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს. ე) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო, ან საჰაერო ძალებზე თავდასხმა. აგრეთვე სხვა ქმედებების განხორციელება, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ დაკვალიფიცირდება როგორც აგრესია, რადგანაც ამა თუ იმ ქმედების აგრესიად აღიარება მხოლოდ უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა.
//გურგენიძე მ. დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობისა და უშიშროების წინააღმდეგ//ალმანახი №8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა