სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანსოციალური გარიყულობა და დაუცველობა
სოციალური გარიყულობა და დაუცველობა - ადამიანები გარიყულნი არიან მაშინ, როდესაც არ მონაწილეობენ იმ ურთიერთობებში, რომლებშიც ჩვეულებრივ ადამიანთა უმრავლესობაა ჩართული - ოჯახი, მეგობრების წრე, საზოგადოება და დასაქმება. ღარიბი ადამიანები, მარტოხელა მოხუცები, ქუჩის ბავშვები, უნარშეზღუდული ადამიანები, შეიძლება ითქვას, რომ გარიყვის რისკის წინაშე დგანან. ეს გულისხმობს არა მხოლოდ უქონლობას, არამედ პრობლემებს სოციალურ ურთიერთობებში, მათდამი უპატივცემულობის ჩათვლით, სოციალურ იზოლაციას და სოციალურ დაუცველობას. აღნიშნულ ჯგუფებს ასევე მიიჩნევენ დაუცველ ჯგუფებად.
// სოციალური პოლიტიკა საქართველოში №1 [ჰორიზონტი], თბ. 2002