სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანსომხური ეკლესია
სომხური ეკლესია - ქრისტიანობა სომხეთში პირველად მოციქულებმა თადეოზმა და ბართლომემ იქადაგეს. დევნილების ხანაში იქ მორწმუნეთა ღონიერი თემები ჩამოყალიბდა და ახალი აღთქმა ოფიციალურ სარწმუნოებად ადრე გამოცხადდა, IV ს-ის პირველ ათეულში, თრდატ III-ის დროს, გრიგოლ განმანათლებლის მისიონერული ღვაწლის წყალობით. იგი სომხეთის პირველი ეპისკოპოსი გახდა და ჰაოსიანთა ეკლესია გრიგორიანულადაც იწოდება.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია ქალკედონის საპირისპირო თვალსაზრისს მიემხრო და ფილეტური ტენდენციები ადრე გამოავლინა (იხ. ზემ. გვ. 87). ეს ტენდენციები დღეს ამ ეკლესიის სპეციფიკური ნიშნებია, რაზეც მეტყველებს მისი ოფიციალური სახელწოდება ,,სომხური ეკლესია’’. სახეზეა სომეხი ერისა და სომხური ეკლესიის იდენტიფიკაცია, რასაც საფუძვლად მსოფლიო ეკლესიისაგან სომხეთის საკათალიკოსოს ჩამოშორება დაედო.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002