სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანსაეკლესიო ქორწინება
საეკლესიო ქორწინება - ქრისტიანულ რელიგიაში შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს. შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლა მათი მარადიული ურთიერთზრუნვის სიმბოლოა. ბეჭედი, როგორც წრე, მარადისობას გამოხატავს, ხოლო თავზე გვირგვინის დადგმა - ვნების დათრგუნვას, ჯილდოს იმისათვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს. რელიგია ქორწინების საიდუმლოთი შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავს, როგორც ეკლესიასთან ქრისტეს სულიერ კავშირს. მართლმადიდებელი ეკლესია რჯულიერ ქორწინებას ძალიან იშვიათად აუქმებს (მაგ., ცოლ-ქმრისაგან რომელიმეს ღალატის შემთხვევაში და სხვა), კათოლიკური ეკლესია კი, საერთოდ არ აუქმებს.
//გულიაშვილი ელზა. ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) ალმანახი // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998