სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანსექსიზმი
სექსიზმი - არსებობს სექსიზმის მრავალნაირი განსაზღვრება, რომლებიც არსებითად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თითოეული ეს ცნება, უბრალოდ, გამოკვეთს ამა თუ იმ მნიშვნელოვან მომენტს. სექსიზმი არის:
1. ინდივიდუალური მიკერძოებული განწყობები და დისკრიმინაციული ქცე¬ვა ამა თუ იმ სქესის წარმომადგენელთა მიმართ.
2. ინსტიტუციონალური პრაქტიკა (ცრურწმენებითაც რომ არ იყოს მოტივირებული), რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლებს თავს ახვევენ დაქვემდებარებულ მდგომა¬რეობას.
3. უპირატესობები და მოქმედებები, რომლებიც აშკარად ან შენიღბულად ახდენენ ქალთა და მამაკაცთა დისკრიმინაციას მათი სქესის ან გენდერის საფუძველზე.
4. მამაკაცთა ან ძირითადად ქალთა ანგარიშგაუწევლობა, რომელიც ხორციელდება დაწესებულებებსა და სოციალურ ურთიერთობებში.
სექსიზმის ცნებაში მნიშვნელოვანი ასპექტია სექსისტური განწყობები ან მოქმედებები. ასეთად მიჩნეულია ისეთი განწყობები ან მოქმედებები, რომლებსაც მამაკაცების ან ქალების მიმართ გამოკვეთილად დისკრიმინაციული ხასიათი აქვთ სქესის ფაქტორის საფუძველზე.
ამგვარად, სექსიზმის ცნება უშუალოდ უკავშირდება დისკრიმინაციას სქესის ნიშნის მიხედვით, რომელიც უმრავლეს საზოგადოებაში განიხილება მამაკაცების უპირატესობის აღიარებად ქალების საზიანოდ. მიჩნეულია, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ინსტიტუციონალიზებულია და შეიძლება გაუტოლდეს რასობრივ დისკრიმინაციას. სქესზე დაყრდნობილი იდეოლოგია ემსახურება დისკრიმინაციული პრაქტიკის განმტკიცებას, მის ლეგიტიმურად ქცევას და ნორმად გარდაქმნას.
ძალზე მნიშვნელოვანია ის ვითარება, რომ სქესობრივი დისკრიმინაცია შეიძლება იყოს როგორც შეუნიღბავი, ისე შენიღბული. სწორედ ეს ხდება ხშირად იმისი მიზეზი, რომ დისკრიმინაციული პრაქტიკის რეგულირებისათვის შემუშავებულ კანონმდებლობას შეზღუდული ეფექტი აქვს.
// სურმანიძე ლალი. სექსიზმის ცნება. სექსიზმის აქტუალური პრობლემები, – [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, – თბ., – 2002