სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სუვერენიტეტი

სუვერენიტეტი - (გერმ. souveranitat) - ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა. სახელმწიფო სამართლის მეცნიერებაში ასხვავებენ სახელმწიფო, ეროვნულ და სახალხო სუვერენიტეტს.
სახელმწიფო სუვერენიტეტი ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეროვნულ სუვერენიტეტს უწოდებენ ერის სრულუფლებიანობას, მის პოლიტიკურ თავისუფლებასა და რეალურ შესაძლებლობებს, განსაზღვროს თავისი ცხოვრების ხასიათი პოლიტიკური თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ჩათვლით.
სახალხო სუვერენიტეტი არის ხალხის სრულძალაუფლებიანობა, მისი უფლებამოსილება, რეალურად მონაწილეობდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეების მართვაში.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა