სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სხდომათა საჯაროობა

სხდომათა საჯაროობა - ინფორმაციის თავისუფლების აქტი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხსაც არეგულირებს, რაც სხდომათა საჯაროდ ჩატარებას ნიშნავს. კოდექსის 34-ე მუხლი ავალდებულებს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებებს, ერთი კვირით ადრე საჟაროდ გამოაცხადონ მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო სხდომის დახურვის შემთხვევაში, - შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ. გადაუდებელი აუცილებლობისას, სხდომის ჩატარების ან დახურვის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. თუ დაწესებულებამ სხდომა კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩაატარა, გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლომ ბათილად გამოაცხადოს. ინფორმაციის საჯაროობის ანალოგიურად, სხდომათა საჟაროობა ჟურნალისტების გარდა, ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება.
//პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]


 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა