სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სოციალისტური რესპუბლიკა

სოციალისტური რესპუბლიკა – რესპუბლიკური მმართველობის ასეთი ფორმა დამახასიათებელია «სოციალისტური» ქვეყნებისათვის. ასეთი სახის რესპუბლიკები ადრე უფრო მეტი იყო (საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის გაქრობის შემდგომ მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა), მაგრამ ისინი დღესაც არიან შემორჩენილნი, როგორებიცაა კუბის რესპუბლიკა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და ა.შ. რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები აქვს: სრულხელისუფლებიანობა და ზემდგრადობა საბჭოებისა («წარმომადგენლობითი ორგანოები»). ყველა დანარჩენი სახელმწიფო ორგანო ყალიბდება შესაბამისი დონის საბჭოების მიერ, რომლებიც დაქვემდებარებულნი და პასუხისმგებელნი არიან მათ წინაშე. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი თეორიულადაც კი არ არის აღიარებული, მას უპირისპირდება პრინციპი მშრომელი ხალხის ერთიანი ხელისუფლებისა, გამოხატული საბჭოებში. საბჭოებში გაერთიანებულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციები. სასამართლოების დამოუკიდებლობა ზოგიერთ შემთხვევაში აღიარებულია, თუმცა წმინდა დეკლარაციულად.
//არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა