სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანსაჯარო დაწესებულება
საჯარო დაწესებულება - სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, აგრეთვე პირი, რომელიც კანონმდებლობის ან ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო დაწესებულების სახელით ასრულებს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
საჯარო დაწესებულება - ეს ტერმინი უნდა გავიაზროთ არა როგორც ფორმალური სახელი, არამედ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ მომსახურების იმ ტიპზე, რომელსაც იგი გვთავაზობს. იგი უნდა მოიცავდეს ხელისუფლების ყველა განშტოებას და დონეს ადგილობრივი მთავრობისა და არჩეული ორგანოების ჩათვლით, ასევე დაწესებულებებს, რომლებიც კანონით დადგენილი მანდატით მუშაობენ, ნაციონალიზირებულ საწარმოებს და საზოგადოებრივ კორპორაციებს, კვაზი-არასამთავრობო ორგანიზაციებს, იურიდიულ და კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებრივ ფუნქციებს (როგორიც არის გზების აღდგენა, რკინიგზის შეკეთება და ა.შ.). ამ ჯგუფში შეიძლება კერძო ორგანიზაციებიც გავაერთიანოთ, თუკი ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც შეამცირებს საფრთხეს, რომელიც ემუქრება საზოგადოებრივ ინტერესებს. ასევე სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა დაემორჩილონ ინფორმაციის თავისუფლების კანონს, რომელიც ამ დოკუმენტში ჩამოთვლილ პრინციპებზეა დამყარებული.
//მენდელი ტობი. გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები,-თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2004