სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანსტრატეგიული დაგეგმვა
სტრატეგიული დაგეგმვა - დაგეგმვის ეს ფორმა ხანგრძლივი დროის მონაკვეთს მოიცავს და განსაზღვრავს ორგანიზაციის მიზნების შესაბამისობას მიზნობრივ ჯგუფებთან და მათ საჭიროებეთან. არსებითად ეს არის კონკრეტულ ქმედებებში ასახული ორგანიზაციის მსოფლმხედველობა. ეს პროცესი ეხმარება ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკა, თუ მას სწორად განვსაზღვრავთ, რეალობასთან თანხვედრასა და მთლიანობასაც მივაღწევთ. არსებული გარე ფაქტორების გათვალისწინებით საჭირო ხდება ცვლილებების შეტანა სტრატეგიულ დაგეგმვაში, რათა მათ არ დაკარგონ აქტუალობა და ზუსტად შეესაბამებოდნენ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ სტრატეგიულ გეგმას უნდა გადავხედოთ.
სტრატეგიული დაგეგმვის ელემენტებია:
● მოქმედების სფეროსა და მიზნობრივი ჯგუფის შერჩევა.
● ორგანიზაციის მახასიათებლები
● პროგრამები.
● მიზნები და ამოცანები
● არაპროგრამული სერვისი
● რესურსები
//ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003