სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანსოციალისტური ფემინიზმი
სოციალისტური ფემინიზმი - ემყარება სხვადასხვა მარქსისტულ სკოლას და რადიკალურ ფემინიზმს.
აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ ძალებზე, სააშკარაოზე გამოაქვს, თუ როგორ აყენებდნენ კაპიტალიზმი და პატრიარქალური გენდერული ურთიერთობები ქალებს ჩაგრულ პოზიციაში სამსახურსა და ოჯახში.
მოითხოვს კოლექტიურ პასუხისმგებლობას ყველა სფეროში, ოჯახის ჩათვლით.
მხარს უჭერს ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობს საშინაო საქმეების განაწილებას და თანაბარ მონაწილეობას შვილების აღზრდაში, რადგან ასეთი ცვლილება ქალს საშუალებას მისცემს მეტი მონაწილეობა მიღოს ანაზღაურებად სამუშაოსა და პოლიტიკურ სფეროში.
//ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002