სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

საოლქო სასამართლო

საოლქო სასამართლო - წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც საქმე კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ განიხილება.
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002

საოლქო სასამართლო - საქართველოში ორი ასეთი სასამართლოა; ესენია ქუთაისისა და თბილისის საოლქო სასამართლოები. საოლქო, რაიონულის მსგავსად, წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც საქმე კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ განიხილება. საოლქო სასამართლოებში ფუნქციონირებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიები.
საოლქო სასამართლოებში შექმნილია სააპელაციო პალატა, რომელიც მეორე ინსტანციით, აპელაციის წესით, განიხილავს რაიონულ (საქალაქო) გადაწყვეტილებას.
//გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა