სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანსევერიანობა
სევერიანობა - ეფუძნება სევეროზ ანტიოქიელი პატრიარქის (V-VI) მოძღვრებას, რომელსაც ლიბერალურ, ე.ი. ზომიერ ფრთად მიიჩნევენ და თვლიან, რომ იგი შედარებით ახლოსაა დიოფიზიტურ თვალსაზრისთან. მართალია, სევეროზიც ერთ ბუნებას აღიარებდა ქრისტეში, მაგრამ ქადაგებდა, რომ ღვთაებას მთლიანად არ შთაუნთქავს კაცებრივი - მხოლოდ არსებითობა დაუკარგა მას. სამაგიეროდ შეუნარჩუნა თვისებები. ასე რომ, სევეროზი იესოს პიროვნებაში ასხვავებდა ანუ ერთმანეთისაგან მიჯნავდა ადამიანურ და ღვთიურ თვისებებს; სწამდა, რომ მაცხოვრის ხორცი აღდგომამდე იყო ჩვენი მსგავსი, - ხრწნადი. ამის გამო მოწინააღმდეგეებმა სევერიანებს ,,ხრწნისთაყვანისმცემლები’’ (,,ფთარტოლატრაი’’) შეარქვეს.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002