სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანსოციალური კაპიტალი
სოციალური კაპიტალი - გულისხმობს სოციალური ორგანიზაციის (პრინციპების, ნორმების, სტრუქტურების) იმ თავისებურებებს, რომელთაც შეუძლიათ განამტკიცოს საზოგადოების მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ მოქმედებათა ეფექტიანობა. კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად სოციალური კაპიტალიც საწარმოო კაპირალია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ გარკვეული მიზნები, რომლებიც მიუღწეველია მისი არსებობის შემთხვევაში, მაგალითად, ჯგუფს, რომლის წევრებიც ერთმანეთს ენდობიან, გაცილებით უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე ჯგუფს, სადაც ასეთი ნდბა არ არსებობს.
სოციალური კაპიტალი ბადებს თანამშრომლობისაკენ ლტოლვას. მისი ფორმირების ნაირსახეობას წამოადგენს ე.წ. „მორალური რესურსები“, რომელთა მოცულობა მოხმარების პროცესში კი არ მცირდება, არამედ იზრდება, ხოლო ამოიწურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არ გამოიყენება. რაც უფრო ეყრდნობიან ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მაღალია ურთიერთობის ხარისხი.
სოციალური კაპიტალის სხვა ფორმები, როგორიცაა სოციალური ნორმები და ურთიერთკავშირები, ასევე ძლიერდება მათი გამოყენების შემთხვევაში და დნებიან გამოუყენებლობის შემთხვევაში.
სოციალური კაპიტალის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი ისაა, რომ იგი ჩვეულებრივ წარმოადგენს საერთო ქონებას, მაშინ როცა კაპიტალი ფულადი სახით როგორც წესი, კერძო პირებს ეკუთვნით. როგორც ატრიბუტი სოციალური სტრუქტურისა, რომელშიც დამკვიდრებულია დამიანი, სოციალური კაპირალი არ წარმოადგენს მის მოსარგებლე პირთა კერძო საკუთრებას. სხვა საჯარო სიკეთის მსგავსად, სოციალური კაპიტალი ხშირად არ არის დაცული და შენახული ადამიანთა მიერ.
//სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998