სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

საინფორმაციო პაკეტი

საინფორმაციო პაკეტი - უფრო დეტალიზებულია და გაცილებით მეტ ინფორმაციას მოიცავს. აქ შეიძლება აისახოს, როგორც საკითხის წინაისტორია, ასევე აღნიშნულ საკითხზე სხვა ქვეყნების გამოცდილება, დეტალური სტატისტიკა, სამომავლო სტრატეგია. საინფორმაციო პაკეტში შეიძლება ჩადოთ ფოტო მასალაც, საგაზეთო პუბლიკაციების ქსერო ასლები, იმ პირის ბიოგრაფიული ცნობები, ვინც ატარებს პრესკონფერენციას, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს ბიოგრაფია ჟურნალისტებისთვის რაიმეს მთქმელია...
როგორც წესი, საინფორმაციო პაკეტით უფრო პედანტი ჟურნალისტები ინტერესდებიან. თუმცა, საინფორმაციო პაკეტის გამოყენება იმაზეც არის დამოკიდებული, თუ ვინ როგორ რაკურსში აშუქებს მოვლენას.
//პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]საინფორმაციო პაკეტი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი პროგრამების შესახებ.
//კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
//პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა [რეკომენდაციები], თავისუფლების ინს-ტი,-თბ.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა