სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სახელმწიფო გერბი

სახელმწიფო გერბი - (გერმ. arbi, polon. herb მიწა, მიწის ფლობა, მიწის მემკვიდრეობითობა) - წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის კონცენტრირებულ გამოსახულებას. იგი ერთგვარი ხატოვანი მანიფესტია იმის შესახებ, თუ პოლიტიკური,
ისტორიული, ტერიტორიული და სამართლებრივი თვალსაზრისით, რას წარმოადგენს ქვეყანა, რა ძირითადი იდეა განსაზღვრავს მის არსებობას. გერბის მიღება და დაკანონება ხდება არსებული უმაღლესი ხელისუფლების მიერ. გერბის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა მასში გამოხატული მემკვიდრეობითობა. გერბი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს ჰერალდიკური მეცნიერების მკაცრ კანონებს.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა