სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სასამართლო სხდომის მდივანი

სასამართლო სხდომის მდივანი - მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასამართლოს მუშაობაში. მათი მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია საქმეთა განხილვა სასამართლოში. სხდომის მდივანი აწარმოებს სასამართლო მიმდინარეობის ჩაწერას, ადგენს განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მოსამართლესთან ერთად ხელს აწერს მათზე. თითოეულ მოსამართლეს, უმრავლეს შემთხვევაში, ჰყავს ერთი სხდომის მდივანი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე. სხდომის მდივანს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სასაწავლო კურსი საქართველოს სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ან უნდა ჰქონდეს სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. სხდომის მდივნებთან დაკავშირებული ეს ფუნქციები და პროცესები მოცემულია ორგანულ კანონში ,,საერთო სასამართლოების შესახებ”.
//სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა