სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სახელმწიფო საიდუმლოება

სახელმწიფო საიდუმლოება - კანონის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოს განეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც “მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს” ( სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონი, თავი I, მუხლი 1, პუნქტი 1). იმ ინფორმაციათა დაცვის საორგანიზაციო ღონისძიებებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ გრიფი “საიდუმლო”, უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ორგანო - სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის სახელმწიფო ინსპექცია, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღინისძიებებს და მათ შესრულებაზე კონტროლს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო.
თანამდებობის პირსა და სახელმწიფო მოხელეს, რომელიც უსაფუძვლოდ გაასაიდუმლოებს ინფორმაციას; დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის ვალდებულებას; არ განახორციელებს კონტროლს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვაზე... დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
//პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა