სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სურბსარქისი

სურბსარქისი - ანუ წმინდა სარქისი (სერგი) - ესაა მონოფიზიტების ძველი მარხვა, რომელიც გამოირჩევა სიმკაცრით და, ჩანს, შემოუღიათ ასკეტური მოთხოვნილების გამძაფრების შედეგად. მისი დაწესების ისტორია გაურკვეველია. მოღწეულია ურთიერთგამომრიცხავი ლეგენდები, რომელთაგან დამფუძნებლად ზოგი გრიგოლ განმანათლებელს ასახელებს, ზოგი - პეტროს მკაწვრელს ან წმ. სარქისს.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა