სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოება -ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო, რომელიც ნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადია, თვითგანვითარებადია, სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით.
//Larry Diamond, Toward Demokratik Consolidation, Journal of Democracy, V.5, №3, 1994

სამოქალაქო საზოგადოება - ცნების შინაარსი მოიცავს არასახელმწიფოებრივი ურთიერთობების მთელს ერთობლიობას - ეკონომიკურს, სოციალურს, კულტურულს (მათ შორის რელიგიურსაც). სამოქალაქო საზოგადოება არის ინდივიდუუმების სპონტანური თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფილობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების სფერო, რომელიც კანონით დაცულია მის მოღვაწეობაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევის და თვითნებური რეგლამენტაციისაგან.
სამოქალაქო საზოგადოებასი მოქმედებენ ინდივიდუუმები, სოციალური ჯგუფები, სპეციალური ინტერესების ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები და ელიტალური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი და საშუალება გავლენა მოახდინონ როგორც საზოგადოებაზე ისევე ხელისუფლებაზე.
სამოქალაქ საზოგადოება არსებობს იმ ინტერესთა მრავალფეროვნების ფორმით, რომელთა არსებობის უფლებას ეს საზოგადოება ცნობს. ეს არის გაგებათა მრავალგვარობის, ანუ მრავალი ჭეშმარიტების არსებობის სფერო - სამყარო, სადაც ყოველ „მეს“ თავისი ჭეშმარიტების ძიების პოვნისა და დამკვიდრების უფლება აქვს და ამ უფლების არსებობას საზოგადოება ეთანხმება. ეს ზოგადი შეთანხმება საშუალება იძლევა შეიქმნას საერთო ინტერესთა ასოციაციები და გამაშუალედებელი ინსტიტუტთა მრავალსაფეხურიანი მდიდარი სტრუქტურები.
//სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998

სამოქალაქო საზოგადოება - წარმოადგენს შუალედურ ავტონომიურ ორგანიზაციას, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტს, მეორე მხრივ კი, ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. ის მოიცავს ნებაყოფლობითი ორგანიზაციებისა და მოძრაობების ფართო სპექტრს, რომელთაც სხვადასხვა სოციალური ინტერესები აქვთ და სხვადასხვა ტიპის ქმედებებს ახორციელებენ. სამოქალაქო საზოგადოების წიაღში მყოფი ჯგუფები, როგორებიცაა: აკადემიური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებათა დამცველი და პოლიტიკურ საკითხებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიურ გავლენას ახდენენ უსაფრთხოების სექტორში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
//სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა