სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

საქართველო

საქართველო - ფართობი: 69.700 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი (164კმ), აზერბაიჯანი (322კმ), რუსეთი (723კმ), თურქეთი (252კმ); ბუნებრივი რესურსები: ტყე, ჰიდრორესურსები, მარგანეცი, ქვანახშირისა და ნავთობის მცირე მარაგი, ზღვის კლიმატი, ჩაი და ციტრუსები; მოსახლეობა: 4,4 მლნ. (2001 წლის აღწერის წინასწარი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: ქართველები 70,1%; სომხები 8,1%; რუსები 6,3%; აზერბაიჯანელები 5,7%; ოსები 3%; აფხაზები 1,8%; სხვები 5%; რელიგიები: მართლმადიდებლური (ქართველები) 65%; მუსლიმები 11%; მართლმადიდებლური (რუსები) 10%; გრიგორიანული (სომხები) 8%; უცნობია 6%; ენები: ქართული 71% (ოფიციალური), რუსული 9%, სომხური 7%; აზერბაიჯანული 6%; სხვები 7%; აფხაზური ენა ოფიციალურია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა.
ეკონომიკა: საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობოდა შავ ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულ ტურიზმს, ციტრუსებისა და ჩაის მოყვანას, მარგანეცის მოპოვებას; ღვინის, ლითონების, მანქანათმშენებლობის, ქიმიურ და მსუბუქ მრეწველობას. ქვეყნის ენერგომოხმარება თითქმის მთლიანად ნავთობისა და გაზის იმპორტზეა დამოკიდებული. შედარებით მნიშვნელოვანი შიდა ენერგოწყაროა ჰიდროელექტროსადგურები. მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ქვეყნის ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს. გადასახადების ამოღებასთან დაკავშირებით არსებული მუდმივი პრობლემების გამო, წლების განმავლობაში ბიუჯეტის დიდი დეფიციტია. ყოველწლიურად აქტუალურია ენერგოკრიზისის თემა. საქართველოს მთავარი იმედი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაა. მილსადენებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ კატალიზატორად მიიჩნევა. მზარდი სავაჭრო დეფიციტი, გადასახადის აკრეფაში პრობლემები, კორუფცია და პოლიტიკური გაურკვევლობა ეკონომიკურ მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.
სამხედრო ხარჯები: 15,740 მლნ. აშშ დოლარი (2001წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 0,4% (2001წ.); უცხო ქვეყნის ძალები: საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დსთ-ის სამშვიდობო ძალებია, რომელიც რუსი სამხედროებისგან შედგება.
//კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა