სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

საწესდებო კაპიტალი

საწესდებო კაპიტალი - კანონით განმტკიცებული და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული ქონება, რომელიც აუცილებელია შპს-ის, სს-ის ან კოოპერატივის დაფუძნებისათვის და რომლის შეტანის ვალდებულებასაც პარტნიორები (აქციონერები) წესდებით კისრულობენ. შპს-ის მინიმალური საწესდებო კაპიტალი შეადგენს ორი ათას ლარს, ხოლო სააქციო საზოგადოების მინიმალური საწესდებო კაპიტალი - თხუთმეტი ათას ლარს. რაც შეეხება კოოპერატივის მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობას, მას კანონი არ განსაზღვრავს.
საწესდებო კაპიტალი არ არის საზოგადოების ქონების იდენტური ცნება. საწესდებო კაპიტალი არის წესდებაში მყარად განსაზღვრული ფულადი თანხა. იგი დაყოფილია წილებად (შპს-ში), აქციებად (სააქციო საზოგადოებაში) ან პაიებად (კოოპერატივებში). საწესდებო კაპიტალის ოდენობა ყოველთვის შეადგენს წილთა (აქციათა, პაის) ნომინალური ღირებულებების ჯამს (არც მეტი არც ნაკლები). მათი რეალური საბაზრო ღირებულება კი ყოველთვის ან აღემატება ან ნაკლებია ნომინალურ ღირებულებაზე.
//გიორგიძე გოჩა, საწესდებო კაპიტალის სამართლებრივი ბუნება // ალმანახი №11 [სამოქალაქო სამართალი (II)],–საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა