სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

საომარი მდგომარეობა

საომარი მდგომარეობა - შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოცხადება, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს.
საქართველოში საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონით ,,საომარი მდგომარეობის შესახებ,, და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში უნდა აღინიშნოს ასეთი გადაწყვეტილების მოტივი და ვადა.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა