სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ფრენშაიზინგი

ფრენშაიზინგი - ცნება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლში: „ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას“.
დიდი ბრიტანეთის ფრენშაიზინგის ასოციაცია თავისებურად საზღვრავს ფრენშაიზინგს: ეს არის საკონტროლო ლიცენზია, გაცემული ერთი პირის მიერ (ფრენშაიზის მიმცემი) მეორის მიმართ (ფრენშაიზის მიმღები), რომელიც:
1. აძლევს უფლებას ან აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს ფრენშაიზინგის პერიოდში დასაქმებულ იქნას განსაზღვრული ბიზნესით, გამოიყენოს სპეციფიური სახელწოდება, რომელიც ეკუთვნის ფრენშაიზის მიმცემს.
2. აძლევს ნებას ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზინგის ხელშეკრულების პერიოდში განახორციელოს კონტროლი განსაზღვრულ ბიზნესზე, რომელიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საგანია.
3. აიძულებს ფრენშაიზის მიმცემს დახმარება გაუწიოს ფრენშაიზის მიმღებს ბიზნესის წარმართვაში, რომელიც ხელშეკრულების საგანია.
4. აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს რეგულარულად გადაუხადოს ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზინგის ხელშეკრულების პერიოდში განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება იმ საქონლისა და მომსახურეობისათვის, რასაც ფრენშაიზის მიმცემი უწევს ფრენშაიზის მიმღებს.
5. გარიგება ჰოლდინგურ და მის შვილობილ კომპანიებს შორის არ არის ჩვეულებრივი, ან შვილობილ კომპანიებსა და ერთ ჰოლდინგურ კომპანიას შორის, ან კერძო პირსა და კომპანიას შორის, რომელიც მას უწევს კონტროლს.
თბილისში ფრენშაიზინგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაგალითს ფირმა ,,მაკდონალდსის” რესტორნების ქსელი წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე რამოდენიმე ათას რესტორანს აერთიანებს.
//ფირცხალაიშვილი ალექსანდრე, ფრენშაიზინგი // ალმანახი № 11, [სამოქალაქო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.1999
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა