სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანფემინიზმი
ფემინიზმი - სიტყვა „ფემინიზმი”: ლათ. Femina - ქალს ნიშნავს. ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით დაერქვა ფემინიზმი. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო” - ეს აბსურდია. თავისთავად, „ქალის უფლებები” და „ფემინიზმი” ფარავენ ერთმანეთს, ორი იდენტური ცნებაა.
//ნადარაია ლიკა, ქალის როლი საზოგადოების განვითარებაში: (რუსთავში გამართული სემინარის ჩანაწერი), [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ფემინიზმი - ანუ ქალთა საერთო მოძრაობა გამოდის სექსიზმის წინააღმდეგ ანუ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებულია თანამედროვე კულტურაში დისკრიმინაციის კიდე ორი არსებული ფორმის - რასიზმისა და ეიჯიზმის გვერდით.
//ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ფემინიზმი - ტერმინი „ფემინიზმი“ დასავლეთში ფართოდ გავრცელდა XIII საუკუნის ოთხმოციან წლებში, თუმცა მისი, როგორც მასობრივი მოძრაობის ჩამოყალიბება XIX საუკუნის ფენემოენია. ფემინიზმის იდეოლოგია/ფილოსოფიის განვითარების სამიძირითადი ეტაპი (ე. წ. ტალღები) არსებობს. პირველი ლიბერალური XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყოსი - როდესაც მთავარი საზრუნავი ქალებისათვის თანაბარი სამოქალაქო უფლებების და არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვება იყო; მეორე ტალღა, მარქსიზმი/სოციალიზმიემთხვევა დასავლურ კულტურაში 1960-70-იან წლებში მიმდინარე ახალ სოციალურ მიმდინარეობებს; ქალთა პროტესტი ისევ სქესობრივ უთანასწორობაზეა მიმართული, მაგარამ აქცენტი უკვე არა მხოლოდ პოლიტიკურ უფლებებზე კეთდება, არამედ ისეთ ასპექტებზეც, როგორიცაა ოჯახი, სექსუალობა და შომა; და მესამე ტალღა, ან მესამე თაობა, რომელსაც ხშირად მოიაზრებენ როგორც რადიკალურ, განსხვავების და აგრეთვე პოსტმოდერნისტული ფემინიზმის ერთობას - პოსტსტრუქტურალიზმი, დეკონსტრუქტივიზმი.
//ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ფემინმიზმზე და ქალთა მოძრაობაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ფემნიზმის, როგორც იდეოლოგიის თუ ფილოსოფიის მრავალფეროვნება და კომპლექსურობა, მისი მნიშვნელოვანი სახესხვაობები. ფემინიზმის ნაცვლად საქმე გვაქვს ფემინიზმებთან, რომლებიც განსხვავებულ და ხშირად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს ეყრდნობიან. საერთოდ, რაც მათ გააჩნიათ, არის, ალბათ, ქალების დაქვემდებარებული პოზიციის წინააღმდეგ გამოსვლა და ამ დისკრიმინაციის საბოლოოდ დაძლევის მიზნით სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წყობის შეცვლის მოთხოვნა.
//ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002