სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანფიცი
ფიცი - რაიმე თანამდებობაზე არჩეული ან დანიშნული პირის (პრეზიდენტი, მოსამართლე, სახალხო დამცველი და ა.შ.), აგრეთვე რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის (მაგალითად, სამხედრო მოსამსახურე) საზეიმო დაპირება, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ფიცი – ფიცი ერთ-ერთი ქართული მტკიცებულებაა. თუ დავუშვებთ, რომ ზანურ-ქართული ენობრივი ერთობა ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ არსებობდა, ფიციც, როგორც სიტყვა-ტერმინი, ამავე პერიოდის წარმონაქმნად უნდა ჩავთვალოთ. ქართული ენობრივი ერთობის დონეზე, ფუძე ენაში ფიცი არ იგულისხმება ტერმინად, რადგან სვანურში ფიცის ნაცვლად გვაქვს მაღვრა. სავარაუდოა, რომ მაღვრა, როგორც სიტყვა-ტერმინი, ქრისტემდე ათასზე მეტი წლის წინათ არსებობდა და ასე თუ ისე მოფიცარის თვითწყევლას გულისხმობდა იმ შემთხვევისათვის, თუ ის ფიცს გატეხდა.
//ნადარეიშვილი გიორგი. ქურდი და მისი თანამოფიცარნი // ალმანახი №14, [ქართული სამართლის ისტორიული საკითხები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.