სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მანდეიზმი

მანდეიზმი - ანუ საბიზმი. სიტყვა ,,მანდა’’ მანდეურ ენაზე, არამეულის ერთ-ერთ დიალექტზე, ,,ცოდნას“ ნიშნავს, მანდეველები - მცოდნეებს. ასევე: ,,საბი“ ითარგმნება ნათლისღებად, საბიელები - ნათელღებულებად.
მანდეიზმი აღმოცენდა მცირე აზიაში ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე და დღესაც არსებობს. მიმდევრები თავიანთ თავს ,,იოანე ნათლისმცემლის ქრისტიანებს“ უწოდებენ და ამჟამად სახლობენ ევფრატის ქვემო წელსა და ერაყის მიდამოებში. XIX ს- ის ბოლოს მათი რიცხვი 20000 არ აღემატებოდა. ჰყავთ სასულიერო პირები და გააჩნიათ საღვთისმსახურო და დოგმატური შინაარსის წიგნები, წარმოშობით ძველი (I-III სს.), მაგრამ მუჰამედის შემდეგ გადამუშავებული. უმთავრესია: ,,გინზა-რაბბა“ (დიდი საცავი), ,,იოანეს წიგნი’’ და ,,კოლასთა“, სადაც თავმოყრილია მითები, ჰიმნები და დარიგებები.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა