სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მართლმადიდებლობა

მართლმადიდებლობა - ბერძნული ,,ორთოდოქსიის“ ქართული თარგმანია. აღმსარებლობის მნიშვნელობით იგი პირველად II - III სს-ის უდიდესი საეკლესიო მოღვაწის კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში დასტურდება და ეკლესიის საერთო რწმენის გამომხატველ ტერმინად გზადაგზა მკვიდრდება. ,,მართლმადიდებლობა“ უპირისპირდება ..ჰეტეროდოქსიას“ ანუ ,,სხვადმადიდებლობას“. უკანასკნელი ისეთ რელიგიურ პოზიციას გულისხმობს, რომელიც ეკლესიის საერთო რწმენა და პოზიცია არაა. უფრო ფართო და ზუსტი განმარტებით, ორთოდოქსია არის იმ რწმენისეული დოგმატებისა და განჩინებების ერთობლიობა, რომლებშიც იესო ქრისტესა და მოციქულების მოძღვრებაა ასახული. თავად დოგმატები წერილობითად ეკლესიის მამების მიერაა ჩამოყალიბებული და კრებებისაგან დამოწმებული. ამის გამო ისინი მორწმუნეთა შეგნებით სრულ ჭეშმარიტებას შეიცავენ და, ამდენად, ცვალებადობის კანონს არ ექვემდებარებიან.
მართლმადიდებელი ეკლესია ის ეკლესიაა, რომელიც მოციქულებმა და თანამოციქულებმა დაასაძირკვლეს და მომდევნო ეპოქის დიდმა მერჯულეებმა განამტკიცეს. ეს ეკლესია დღემდე შეუცვლელად ინახავს როგორც მოციქულთა და თანამოციქულთა, ისე წმ. მამების სარწმუნოებას და შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების სულისკვეთებას.
კიდევ მეტად რომ დავაკონკრეტოთ, მართლმადიდებლობა არის იესო ქრისტესა და მოციქულების მოძღვრება, ჩამოყალიბებული ძველი რწმენის სიმბოლოებში და გადმოცემული ეკლესიის მამების და მასწავლებლების მიერ.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა