სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მონაცვლეობითი მართლმასუჯულების პრინციპი

მონაცვლეობითი მართლმასუჯულების პრინციპი - (Grundsatz stellvertretender strafrechtspflege, stellvertretendes strafrecht) გულისხმობს ეროვნული სისხლის სამართლის კანონის გამოყენებას ამ ქვყეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის მიმართ, რომელმაც დანაშაული ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩაიდინა, მაგრამ იგი არ ხელყოფს არც ამ ქვეყნის, არც მისი მოქალაქეების ინტერესებს და ამასთანავე, არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო მართლწესრიგის ხელმყოფი დანაშაული. ე.ი. შეუძლებელია პირის პასუხისგებაში მიცემა როგორც რეალობის, ისე პასიური პერსონალობისა და უნივერსალური პრინციპების საფუძველზე. იმდენად, რამდენადაც დამნაშავე არ იყო ამ ქვეყნის მოქალაქე და დანაშაული მის ფარგლებს გარეთ ჩაიდინა, ტერიტორიული და აქტიური პერსონალობის პრინციპების გამოყენებაც შეუძლებელია. ეროვნული სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების ფარგლების ამგვარი გაფართოება უკვე ვეღარ თავსდებოდა ამ დროისათვის ცნობილი პრინცპების ჩარჩოებში.
როგორც დამოუკიდებელი პრინციპი, მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპი პირველად 1917 წ. ჩამოაყალიბა ი. კოლერმა. იგი განმტკიცდა მრავალი ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და აღიარებულ იქნა მრავალი მეცნიერის მიერ. ე. გაფტერის აზრით, ეს პრინციპი იყო დამნაშავის შეუმდგარი გადაცემის შედეგი, რადგან გამოიყენება იმ ქვეყნის კანონი, რომელშიც დამნაშავე იმყოფება, მაგრამ ეს სახელმწიფო არ ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს და იგი საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას სდევნოს დამნაშავე - სდევნოს დამნაშავე სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
//ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა