სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მორალი

მორალი - შუა საუკუნეების მენტალობის ცნობილი მკვლევრის - ი. გურევიჩის მიხედვით, „მორალი... იმდენად ინდივიდის თვისება არაა, რამდენადაც თვისება, რომელიც გააჩნია მის ოჯახს, გვარს, სოციალურ ფენას. ინდივიდის უფლება-მოვალეობა ჯგუფის მიერ ინდივიდის შეფასებისგან განუყოფელია“. აქედან გამომდინარე, ინდივიდისთვის თავისი ქცევის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია შეფასება ჯგუფის მიერ („რას იტყვის ხალხი“), რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სულ არ ემთხვეოდეს მის ინდივიდუალურ, პირად მოსაზრებებს.
//სურმანიძე ლ. ძალადობა და გენდერი, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქართული კულტურის ზოგიერთი ორიენტაცია. – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, – თბ., – 2002.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა